ესპანეთის პოლიციამ დააკავა ხუთი ადამიანი, რომლებიც ინტერნეტში ბრედ პიტის სახელით თაღლითობდნენ და ადამიანებს ფულს სძალავდნენ. მათ ჰოლივუდის ვარსკვლავის სახელით ორ ქალს 325 000 ევრო გამოსძალეს.
პიტის სახელით მოქმედი ბანდის წევრები, სავარაუდოდ, არწმუნებდნენ ქალებს, სხვადასხვა არარსებულ პროექტებში ინვესტიცია ჩაედოთ.
ერთმა ქალმა, სამხრეთის ანდალუსიის რეგიონიდან, 175 000 ევრო დაკარგა, ხოლო მეორემ, ჩრდილოეთის ბასკეთიდან - 150 000 ევრო.
"კიბერდამნაშავეებმა, მსხვერპლთა მოსაზიდად, შეისწავლეს მათი სოციალური ქსელები და შეადგინეს მათი ფსიქოლოგიური პორტრეტი, რითაც აღმოაჩინეს, რომ ორივე ქალი მოწყვლადი, სიყვარულს მოკლებული და დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება იყო", - განაცხადა პოლიციამ.
პოლიციამ ხუთი დამნაშავე ანდალუსიის რეგიონში დააკავა. მათ შორის არიან ჯგუფის სავარაუდო ლიდერები.
ოფიცრებმა ორი ქალისგან თაღლითურად მოპოვებული 85 000 ევროს დაბრუნება შეძლეს.
კარგი ქნეს ვითომ?!... ყოფილიყვნენ ის ქალები პიტის პროექტებში, ხომ იპოვეს ცხოვრების სტიმული, ახლა რაღა ეშველებათ?!...
ასეთი მანიპულაციები არ ახალია. ადამიანების უმრავლესობას აკლია სიყვარული, სითბო, გაგება, ემპათია. ამიტომ უყვარდება ზოგს პოლიტიკოსი, ზოგს როკ ვარსკვლავი, ზოგს თურქული სერიალები, ზოგს კრიმინალური ავტორიტეტები. მართალია ასეთი სიყვარული ყოველთვის ცალმხრივია. მაგრამ მტკიცე და ურყევი. საინტერესოა ცივილიზირებული მსოფლიოს ხალხებისგან განსხვავებით ესკიმოსებს ან ამაზონიის ინდიელებს თუ აქვთ ასეთი გრძნობები.