მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტომატოლოგიური კლინიკები ფასების ზრდას აანონსებენ - რა დეტალები ხდება ცნობილი ახალი რეგულაციების შესახებ
სტომატოლოგიური კლინიკები ფასების ზრდას აანონსებენ - რა დეტალები ხდება ცნობილი ახალი რეგულაციების შესახებ

სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ფა­სე­ბის ზრდას აა­ნონ­სე­ბენ. 700-ზე მეტი სტო­მა­ტო­ლო­გი ფა­სის სა­ვა­რა­უ­დო მა­ტე­ბას იმ რე­გუ­ლა­ცი­ებს უკავ­ში­რებს, რომ­ლის ამოქ­მე­დე­ბაც 1-ელი იან­ვრი­და­ნაა და­გეგ­მი­ლი და რო­მე­ლიც სტო­მა­ტო­ლო­გე­ბის უწყვეტ სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ჩარ­თვას და ტრე­ნინ­გებ­ზე დას­წრე­ბას გუ­ლის­ხმობს.

  • ჯან­დაც­ვის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ლი­გა­ში, რო­მელ­საც 700-ზე მეტ­მა სტო­მა­ტო­ლოგ­მა მი­მარ­თა, გან­მარ­ტა­ვენ, რომ მე­დი­კო­სე­ბის ტრე­ნინ­გებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 000 ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს, რაც ხარ­ჯე­ბის ზრდას იწ­ვევს.

ამას­თან, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სრუ­ლად ეთან­ხმე­ბი­ან უწყვე­ტი გა­დამ­ზა­დე­ბის მო­თხოვ­ნას, თუმ­ცა მი­იჩ­ნე­ვენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნა ამ ეტაპ­ზე რთუ­ლად მი­საღ­წე­ვი აღ­მოჩ­ნდა დამ­წყე­ბი და რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი სტო­მა­ტო­ლო­გე­ბი­სათ­ვის.

ჯან­დაც­ვის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ლი­გა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სტო­მა­ტო­ლოგ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა უსა­მარ­თლოდ მი­იჩ­ნევს დად­გე­ნი­ლე­ბის მე-6 პუნ­ქტის სა­ვალ­დე­ბუ­ლო პი­რო­ბა­საც. აქ მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა ის სა­კი­თხე­ბი, რაც ტრე­ნინგ-სე­მი­ნა­რებ­ზე არის შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, კერ­ძოდ, მე­დი­კო­სე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი უკვე შეს­წავ­ლი­ლი და გავ­ლი­ლი აქვთ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში.

  • “40 ტრე­ნინ­გის სია მოგ­ვცა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, რომ­ლის ნა­წი­ლი უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია, ნა­წილ­ზე ად­გი­ლი არ არის, ზო­გიც კი რე­გი­ო­ნებ­ში არ ტარ­დე­ბა. ზოგი ისე­თი ტრე­ნინ­გია, რო­მე­ლიც 6000 ლარი ღირს...სა­ო­ცა­რი ფა­სე­ბი აქვს.

ყვე­ლა ტრე­ნინ­გი სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ გა­აჩ­ნია ვის­თვის. მომ­ხრე ვარ, ყვე­ლამ იცო­დეს დე­ზინ­ფექ­ცია-სტე­რი­ლი­ზა­ცია უმაღ­ლეს დო­ნე­ზე, მეც ვა­ტა­რებ ტრე­ნინ­გებს, მაგ­რამ არ არის აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი. 700-ზე მეტი სტო­მა­ტო­ლო­გის სა­ხე­ლით ვსა­უბ­რობ და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ რო­დე­საც 5000-დან 10 ათა­სამ­დე ლარს გა­და­ვიხ­დი სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტრე­ნინ­გში წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გარ­და ამი­სა, თუ და­მა­ტე­ბით ვივ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ ტრე­ნინ­გებ­ზე, ხარ­ჯი გა­მეზ­რდე­ბა. სა­ი­დან უნდა მო­ვი­ტა­ნო ეს ფული, თუ პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან არ ამო­ვი­ღე? ეს ძა­ლი­ან ცუ­დად აი­სა­ხე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე. სტო­მა­ტო­ლო­გებს არ გვინ­და ფა­სის მო­მა­ტე­ბა!

ჩვენ ეს სა­კი­თხე­ბი პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში არ გვინ­და გა­და­ვიყ­ვა­ნოთ, პა­სუ­ხებს ვი­თხოვთ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან. თუ სტო­მა­ტო­ლო­გე­ბის და კლი­ნი­კე­ბის და­ჯა­რი­მე­ბა და­ი­წყე­ბა, კლი­ნი­კებ­სა და და­საქ­მე­ბუ­ლებს შო­რის კონ­ფლიქტს გა­აღ­ვი­ვებს, მის გამო რომ ვერ მოგ­როვ­დე­ბა ექი­მის მიერ ქუ­ლე­ბი.

გვექ­ნე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სტო­მა­ტო­ლო­გე­ბი ია­ტაკ­ქვე­შეთ­ში გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წლე­ბი ვიბ­რძო­ლეთ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ფექ­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლიც რთუ­ლი იქ­ნე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა ჯან­დაც­ვის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ლი­გის ხელ­მძღვა­ნელ­მა ირი­ნა ბერ­კა­ცაშ­ვილ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

ამას­თან, რო­გორც მან გან­მარ­ტა, მათ­თვის უც­ნო­ბია, სა­ვალ­დე­ბუ­ლო პი­რო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სან­ქცი­ის რა სახე და მო­ცუ­ლო­ბა იქ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, 2025 წლის 1-ელი იან­ვრი­დან, სტო­მა­ტო­ლო­გე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბა უწყვე­ტი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ჩა­ერ­თონ და ტრე­ნინ­გებ­ზე დას­წრე­ბით ყო­ველ წელს 20 ქულა და­აგ­რო­ვონ. დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ტრე­ნინ­გე­ბი მათ შო­რის უნდა მო­ი­ცავ­დეს ისეთ სა­კი­თხებს, რო­გო­რიც არის გა­და­უ­დე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის და ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მარ­თვა. #432- ე დად­გე­ნი­ლე­ბა­ში არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი სან­ქცი­ის ზომა და მო­ცუ­ლო­ბა, ასე­ვე ის სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გი, რაც სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შე­დე­გად დად­გე­ბა (საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა; ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა ან სხვა.).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

სტომატოლოგიური კლინიკები ფასების ზრდას აანონსებენ - რა დეტალები ხდება ცნობილი ახალი რეგულაციების შესახებ

სტომატოლოგიური კლინიკები ფასების ზრდას აანონსებენ - რა დეტალები ხდება ცნობილი ახალი რეგულაციების შესახებ

სტომატოლოგიური კლინიკები მომსახურებაზე ფასების ზრდას აანონსებენ. 700-ზე მეტი სტომატოლოგი ფასის სავარაუდო მატებას იმ რეგულაციებს უკავშირებს, რომლის ამოქმედებაც 1-ელი იანვრიდანაა დაგეგმილი და რომელიც სტომატოლოგების უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვას და ტრენინგებზე დასწრებას გულისხმობს.

  • ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში, რომელსაც 700-ზე მეტმა სტომატოლოგმა მიმართა, განმარტავენ, რომ მედიკოსების ტრენინგებში მონაწილეობა წელიწადში დაახლოებით 10 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ხარჯების ზრდას იწვევს.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ სრულად ეთანხმებიან უწყვეტი გადამზადების მოთხოვნას, თუმცა მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მოთხოვნა ამ ეტაპზე რთულად მისაღწევი აღმოჩნდა დამწყები და რეგიონში მცხოვრები სტომატოლოგებისათვის.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში აღნიშნავენ, რომ სტომატოლოგთა უმრავლესობა უსამართლოდ მიიჩნევს დადგენილების მე-6 პუნქტის სავალდებულო პირობასაც. აქ მიზეზად სახელდება ის საკითხები, რაც ტრენინგ-სემინარებზე არის შემოთავაზებული, კერძოდ, მედიკოსები განმარტავენ, რომ აღნიშნული უკვე შესწავლილი და გავლილი აქვთ უნივერსიტეტებში.

  • “40 ტრენინგის სია მოგვცა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომლის ნაწილი უკვე ჩატარებულია, ნაწილზე ადგილი არ არის, ზოგიც კი რეგიონებში არ ტარდება. ზოგი ისეთი ტრენინგია, რომელიც 6000 ლარი ღირს...საოცარი ფასები აქვს.

ყველა ტრენინგი საინტერესოა, მაგრამ გააჩნია ვისთვის. მომხრე ვარ, ყველამ იცოდეს დეზინფექცია-სტერილიზაცია უმაღლეს დონეზე, მეც ვატარებ ტრენინგებს, მაგრამ არ არის აკრედიტებული. 700-ზე მეტი სტომატოლოგის სახელით ვსაუბრობ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ როდესაც 5000-დან 10 ათასამდე ლარს გადავიხდი სავალდებულო ტრენინგში წლის განმავლობაში, გარდა ამისა, თუ დამატებით ვივლი კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებზე, ხარჯი გამეზრდება. საიდან უნდა მოვიტანო ეს ფული, თუ პაციენტებისგან არ ამოვიღე? ეს ძალიან ცუდად აისახება მოსახლეობაზე. სტომატოლოგებს არ გვინდა ფასის მომატება!

ჩვენ ეს საკითხები პოლიტიკურ ჭრილში არ გვინდა გადავიყვანოთ, პასუხებს ვითხოვთ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. თუ სტომატოლოგების და კლინიკების დაჯარიმება დაიწყება, კლინიკებსა და დასაქმებულებს შორის კონფლიქტს გააღვივებს, მის გამო რომ ვერ მოგროვდება ექიმის მიერ ქულები.

გვექნება ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც სტომატოლოგები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებენ. აღნიშნულის წინააღმდეგ წლები ვიბრძოლეთ. ამ მიმართულებით ინფექციების კონტროლიც რთული იქნება“,- აღნიშნა ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა ირინა ბერკაცაშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ამასთან, როგორც მან განმარტა, მათთვის უცნობია, სავალდებულო პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სანქციის რა სახე და მოცულობა იქნება განსაზღვრული.

ინფორმაციისთვის, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, სტომატოლოგები ვალდებულები იქნება უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ჩაერთონ და ტრენინგებზე დასწრებით ყოველ წელს 20 ქულა დააგროვონ. დადგენილების თანახმად, ტრენინგები მათ შორის უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიც არის გადაუდებელი მდგომარეობების და ალერგიული რეაქციებით გამოწვეული შემთხვევების მართვა. #432- ე დადგენილებაში არ არის განსაზღვრული სანქციის ზომა და მოცულობა, ასევე ის სამართლებრივი შედეგი, რაც სავალდებულო მოთხოვნის შეუსრულებლობის შედეგად დადგება (საქმიანობის უფლების შეზღუდვა; ადმინისტრაციული ჯარიმა ან სხვა.).