საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17 წლის ქართველი ვუნდერკინდი ვახტანგ სალია "პრემიერ ლიგაში" მიდის
17 წლის ქართველი ვუნდერკინდი ვახტანგ სალია "პრემიერ ლიგაში" მიდის

თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ახალ­გაზ­რდა ფორ­ვარ­დი ვახ­ტანგ სა­ლია "ნი­უ­კასლში" გა­და­დის, - ამის თა­ო­ბა­ზე ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ლე­ლოს" ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია, თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" 17 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის "პრე­მი­ერ ლი­გის" კლუბ­ში გა­დას­ვლა.

"შე­ვი­ტყვეთ, რომ კონ­ტრაქ­ტი ხან­გრძლივ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გარ­და ამი­სა, მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ, სა­ლია ერთი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ისევ "დი­ნა­მო­ში" დარ­ჩე­ბა და ამის შემ­დეგ შე­უ­ერ­თდე­ბა "ნი­უ­კასლს".

ცხა­დია, და­ვინ­ტე­რეს­დით, ხომ არ იქ­ნე­ბა სა­ლი­ას ტრანსფე­რის შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლის­შემ­შლე­ლი ის გა­რე­მო­ე­ბა (მკაც­რი ინ­გლი­სუ­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით), რომ მას არ უთა­მა­შია ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში, მაგ­რამ გვი­თხრეს, რომ ეს თემა მოგ­ვა­რე­ბუ­ლია.

ინ­გლი­სუ­რი კლუ­ბი ახალ­გაზ­რდა ფორ­ვარ­დზე ძა­ლი­ან დიდ იმედს ამ­ყა­რებს. "ნი­უ­კას­ლი" გვა­რი­ა­ნად გაძ­ლი­ერ­და მას შემ­დეგ, რაც კლუბ­ში ახა­ლი და ძა­ლი­ან სო­ლი­დუ­რი ინ­ვეს­ტო­რი მი­ვი­და", - წერს გა­მო­ცე­მა.

აქამ­დე, ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელ­თა­გან " ჯორ­დე­ბის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თე­მურ ქეც­ბა­ი­ას და ზუ­რაბ ხი­ზა­ნიშ­ვილს უთა­მა­ში­ათ. ცოტა ხნის წინ იყო ლა­პა­რა­კი "ნი­უ­კასლში" გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის ტრანსფერ­ზეც, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ის "ლი­ვერ­პულ­მა" და­ი­ბე­ვა.

სა­ლია 2007 წლის 30 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. მისი სი­მაღ­ლე 1.81 მეტ­რია. ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" სა­ფეხ­ბურ­თო აკა­დე­მი­ის აღ­ზრდი­ლია და ძი­რი­თა­დი გუნ­დის გარ­და, თა­მა­შობს 17-წლამ­დელ­თა ნაკ­რებ­შიც.

ა.წ. გა­ზა­ფხულ­ზე ბრი­ტა­ნულ­მა HITC-მა გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბა, რომ ვახ­ტანგ სა­ლი­ა­თი, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პერ­სპექ­ტი­ულ ჭა­ბუკ ფეხ­ბურ­თე­ლად მი­იჩ­ნე­ვა, "არ­სე­ნა­ლი" და "მან­ჩეს­ტერ სიტი" იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

სტა­ტი­ა­შია ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ქარ­თველ ვუნ­დერ­კინდს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ადა­რე­ბენ და მას აგ­რეთ­ვე "ჩელ­სი", "ტო­ტე­ნ­ჰე­მი", "ლი­ვერ­პუ­ლი", "მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დი", "ნი­უ­კას­ლი" "რე­ა­ლი", "ატ­ლე­ტი­კო", "ბარ­სე­ლო­ნა", პსჟ, "ბა­ი­ერ­ნი" და "დორ­ტმუნ­დი" აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
0

წარმატებები ყველას! უბრალოდ სტატისტიკას რომ შევხედოთ, ვუნდერკინდი არაა, ნუ გავაუფასურებთ ყველაფერს და დავუტოვოთ ახალგაზრდა ფეხბურთელს განვითარებისთვის სივრცე, ნუ მივაწებებთ იარლიყებს და ნუ შევქმნით რაღაც არარეალურ მოლოდინებს, იშრომებს, იბროლებს, დაამტკიცებს, იმედია!

tngh
0

მომავალი ჩვენია!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

17 წლის ქართველი ვუნდერკინდი ვახტანგ სალია "პრემიერ ლიგაში" მიდის

17 წლის ქართველი ვუნდერკინდი ვახტანგ სალია "პრემიერ ლიგაში" მიდის

თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ფორვარდი ვახტანგ სალია "ნიუკასლში" გადადის, - ამის თაობაზე ექსკლუზიურ ინფორმაციას "ლელოს" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უკვე გადაწყვეტილია, თბილისის "დინამოს" 17 წლის ფეხბურთელის "პრემიერ ლიგის" კლუბში გადასვლა.

"შევიტყვეთ, რომ კონტრაქტი ხანგრძლივ თანამშრომლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მისი ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, სალია ერთი სეზონის განმავლობაში ისევ "დინამოში" დარჩება და ამის შემდეგ შეუერთდება "ნიუკასლს".

ცხადია, დავინტერესდით, ხომ არ იქნება სალიას ტრანსფერის შემთხვევაში ხელისშემშლელი ის გარემოება (მკაცრი ინგლისური რეგულაციების გათვალისწინებით), რომ მას არ უთამაშია ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს თემა მოგვარებულია.

ინგლისური კლუბი ახალგაზრდა ფორვარდზე ძალიან დიდ იმედს ამყარებს. "ნიუკასლი" გვარიანად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც კლუბში ახალი და ძალიან სოლიდური ინვესტორი მივიდა", - წერს გამოცემა.

აქამდე, ქართველ ფეხბურთელთაგან " ჯორდების" შემადგენლობაში თემურ ქეცბაიას და ზურაბ ხიზანიშვილს უთამაშიათ. ცოტა ხნის წინ იყო ლაპარაკი "ნიუკასლში" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზეც, თუმცა საბოლოოდ ის "ლივერპულმა" დაიბევა.

სალია 2007 წლის 30 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. მისი სიმაღლე 1.81 მეტრია. ქართველი ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და ძირითადი გუნდის გარდა, თამაშობს 17-წლამდელთა ნაკრებშიც.

ა.წ. გაზაფხულზე ბრიტანულმა HITC-მა გაავრცელა ცნობა, რომ ვახტანგ სალიათი, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ჭაბუკ ფეხბურთელად მიიჩნევა, "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" იყვნენ დაინტერესებული.

სტატიაშია ასევე აღნიშნული იყო, რომ ქართველ ვუნდერკინდს ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ და მას აგრეთვე "ჩელსი", "ტოტენჰემი", "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ნიუკასლი" "რეალი", "ატლეტიკო", "ბარსელონა", პსჟ, "ბაიერნი" და "დორტმუნდი" აკვირდებოდნენ.

იხილეთ ასევე: