სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დრონებით თავდასხმა რუსეთის 5 ოლქზე: ქალაქ ტოროპეცში, საბრძოლო მასალების საწყობში დიდი ხანძარი, დაწყებულია ქალაქის ევაკუაცია - რა ხდება ცნობილი?
დრონებით თავდასხმა რუსეთის 5 ოლქზე: ქალაქ ტოროპეცში, საბრძოლო მასალების საწყობში დიდი ხანძარი, დაწყებულია ქალაქის ევაკუაცია - რა ხდება ცნობილი?

გა­სუ­ლი ღამე მძი­მე გა­მოდ­გა რუ­სე­თი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის­თვის.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა ოლ­ქში 54 დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს.

"სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის მო­რი­გე სის­ტე­მებ­მა 54 უკ­რა­ი­ნუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი გა­ა­ნად­გუ­რეს“, - აცხა­დებს უწყე­ბა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, 27 დრო­ნი კურსკის ოლ­ქის თავ­ზე, 16 - ბრი­ანსკის ოლ­ქის, 7 - სმო­ლენ­სკის, 3 - ბელ­გო­რო­დი­სა და 1 ორი­ო­ლის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ჩა­მო­აგ­დეს.

გუ­ბერ­ნა­ტო­რი ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კო­ვი იუ­წყე­ბა, რომ ბელ­გო­რო­დის რე­გი­ო­ნის სა­სა­ზღვრო ქა­ლაქ შე­ბე­კი­ნო­ში უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვის თავ­დას­ხმის შე­დე­გად ოთხი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და­შავ­და. მი­სი­ვე თქმით, დრო­ნი სამ­სა­ხუ­რებ­რივ ავ­ტო­ბუსს შე­ე­ჯა­ხა.

"ერთ ქალს ჭრი­ლო­ბე­ბი ხე­ლებ­ზე აქვს, მე­ო­რეს კი ხე­ლებ­სა და ფე­ხებ­ზე“, - წერს ის "ტე­ლეგ­რამ­ში“. მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე და­იჭ­რა ორი მა­მა­კა­ცი.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

რუ­სე­თის სმო­ლენ­სკის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ოთხშა­ბათს დი­ლით გა­მო­ა­ცხა­და, რომ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მამ 9 დრო­ნის ჩა­მოგ­დე­ბა შეძ­ლო, ბრი­ანსკის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ ალექ­სან­დრე ბო­გო­მა­ზის თქმით კი, რე­გი­ო­ნის თავ­ზე მფრი­ნა­ვი 14 უკ­რა­ი­ნუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი გა­ა­ნად­გუ­რეს.

გამ­თე­ნი­ი­სას ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მო­და რუ­სე­თის ტვე­რის ოლ­ქის ქა­ლაქ ტო­რო­პეც­ში. რე­გი­ო­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა უკ­რა­ი­ნუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის შე­ტე­ვას კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იგე­რი­ებ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 05:00 სა­ა­თის­თვის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ იგორ რუ­დე­ნი­ას პრეს­სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბა, რომ მო­გე­რი­ე­ბუ­ლი დრო­ნე­ბის ნამ­სხვრე­ვე­ბის ჩა­მოც­ვე­ნამ ხან­ძა­რი გა­მო­იწ­ვია. თუ სად, ეს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

რუ­სუ­ლი და უკ­რა­ი­ნუ­ლი "ტე­ლეგ­რა­მარ­ხე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტო­რო­პეც­ში დრო­ნე­ბით თავს საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის სა­წყობს და­ესხნენ.

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ცნო­ბით, ტვე­რის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რა­ი­ო­ნი­დან, სა­დაც ხან­ძარს აქ­რო­ბენ, მო­სახ­ლე­ო­ბის სრუ­ლი ევა­კუ­ა­ცია და­ი­წყეს მე­ზო­ბელ ქა­ლაქ და­სავ­ლეთ დვი­ნა­ში. თა­ვად დვი­ნა­ში კი და­ი­ხუ­რა სკო­ლე­ბი და სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი.

"ძვირ­ფა­სო ტო­რო­პე­ცე­ლე­ბო. ქა­ლაქ­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ევა­კუ­ა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. რა­ი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, არ გა­მო­აქ­ვეყ­ნონ კად­რე­ბი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტის ჩა­მო­ვარ­დნის ად­გი­ლი­დან, ზო­გა­დი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით!” - ვკი­თხუ­ლობთ ტო­რო­პე­ცის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გვერ­დზე.

ტვე­რის ოლქი რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე­ობს და უკ­რა­ი­ნას არ ესა­ზღვრე­ბა. ქა­ლაქ­ში 13 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

დრონებით თავდასხმა რუსეთის 5 ოლქზე: ქალაქ ტოროპეცში, საბრძოლო მასალების საწყობში დიდი ხანძარი, დაწყებულია ქალაქის ევაკუაცია - რა ხდება ცნობილი?

დრონებით თავდასხმა რუსეთის 5 ოლქზე: ქალაქ ტოროპეცში, საბრძოლო მასალების საწყობში დიდი ხანძარი, დაწყებულია ქალაქის ევაკუაცია - რა ხდება ცნობილი?

გასული ღამე მძიმე გამოდგა რუსეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის სხვადასხვა ოლქში 54 დრონი ჩამოაგდეს.

"საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა 54 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - აცხადებს უწყება.

მათივე ცნობით, 27 დრონი კურსკის ოლქის თავზე, 16 - ბრიანსკის ოლქის, 7 - სმოლენსკის, 3 - ბელგოროდისა და 1 ორიოლის ოლქის ტერიტორიებზე ჩამოაგდეს.

გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი იუწყება, რომ ბელგოროდის რეგიონის სასაზღვრო ქალაქ შებეკინოში უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მისივე თქმით, დრონი სამსახურებრივ ავტობუსს შეეჯახა.

"ერთ ქალს ჭრილობები ხელებზე აქვს, მეორეს კი ხელებსა და ფეხებზე“, - წერს ის "ტელეგრამში“. მისივე თქმით, ასევე დაიჭრა ორი მამაკაცი.

უკრაინული მხარე ამ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს.

რუსეთის სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა ოთხშაბათს დილით გამოაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ 9 დრონის ჩამოგდება შეძლო, ბრიანსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრე ბოგომაზის თქმით კი, რეგიონის თავზე მფრინავი 14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

გამთენიისას ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში. რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევას კარგა ხნის განმავლობაში იგერიებდა.

ადგილობრივი დროით 05:00 საათისთვის ოლქის გუბერნატორ იგორ რუდენიას პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენამ ხანძარი გამოიწვია. თუ სად, ეს არ დაუკონკრეტებია.

რუსული და უკრაინული "ტელეგრამარხების" ინფორმაციით, ტოროპეცში დრონებით თავს საბრძოლო მასალების საწყობს დაესხნენ.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ტვერის ოლქის გუბერნატორის გადაწყვეტილებით, რაიონიდან, სადაც ხანძარს აქრობენ, მოსახლეობის სრული ევაკუაცია დაიწყეს მეზობელ ქალაქ დასავლეთ დვინაში. თავად დვინაში კი დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები.

"ძვირფასო ტოროპეცელებო. ქალაქში ორგანიზებული ევაკუაცია მიმდინარეობს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რაიონის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოსახლეობას, არ გამოაქვეყნონ კადრები უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ადგილიდან, ზოგადი უსაფრთხოების მიზნით!” - ვკითხულობთ ტოროპეცის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის გვერდზე.

ტვერის ოლქი რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და უკრაინას არ ესაზღვრება. ქალაქში 13 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.