კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სად ჩაურიცხავენ "ხარებას“ და მის მოადგილეს ხელფასს? ივანიშვილი "ქართუ ბანკს“ არ გაწირავს, არა მგონია, რომ რუხაძეც დათანხმდეს "ლიბერთი ბანკი“ სანქციების ქვეშ დააყენოს" - რომან გოცირიძე
"სად ჩაურიცხავენ "ხარებას“ და მის მოადგილეს ხელფასს? ივანიშვილი "ქართუ ბანკს“ არ გაწირავს, არა მგონია, რომ რუხაძეც დათანხმდეს "ლიბერთი ბანკი“ სანქციების ქვეშ დააყენოს" - რომან გოცირიძე

აშშ-ს მიერ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი 4 ადა­მი­ა­ნი გლო­ბა­ლუ­რი "მაგ­ნიტსკის სი­ა­ში“ მოხ­ვდა - ისი­ნი ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბი­ან დამ­ღა დას­მუ­ლე­ბი და ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო შე­წყვეტს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­გორც ფი­ნან­სუ­რად, ასე­ვე პერ­სო­ნა­ლუ­რად, - ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლის, იგი­ვე "ხა­რე­ბას", მი­ლე­რი ლა­გა­ზა­უ­რის, კონ­სტან­ტი­ნე მორ­გო­ში­ას და ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძის და­სან­ქცი­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის და­სან­ქცი­რე­ბის ფაქ­ტი უპ­რე­ცე­დენ­ტოა იმის გა­მოც, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ეს დიდი თავ­სა­ტე­ხია.

რო­გორც გო­ცი­რი­ძე აცხა­დებს, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მო­იქ­ცე­ვა ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, მი­უ­თი­თებს კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს, რომ აღ­სრულ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი, თუ გა­მოს­ცემს ე.წ. სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო ბრძა­ნე­ბას, რო­გორც ეს ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და.

"სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლიც აშშ-მ და­უ­წე­სა სა­ქარ­თვე­ლოს 4 მო­ქა­ლა­ქეს, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის ორ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს და რუ­სე­თის აგენ­ტუ­რის ორ წარ­მო­მად­გე­ნელს, ე.წ. "ალტ-ინ­ფოს" დამ­ფუძ­ნებ­ლებს, არის თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით უპ­რე­ცე­დენ­ტო. ეს არის გა­ცი­ლე­ბით მძი­მე სან­ქცია, ვიდ­რე ის, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლი იქნა ფარ­ცხა­ლა­ძის მი­მართ. ეს სან­ქცია, რო­მე­ლიც 4 პირს და­უ­წეს­და, არის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცია, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ფი­ნან­სურ სან­ქცი­ებს. გარ­და ამი­სა, მას აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა, ვი­ნა­ი­დან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მოხ­ვდნენ გლო­ბა­ლუ­რი "მაგ­ნიტსკის სი­ა­ში“. ეს ნიშ­ნავს, რომ ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე, სა­მუ­და­მოდ, ეს ხალ­ხი იქ­ნე­ბი­ან დამ­ღა დას­მუ­ლე­ბი და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო შე­წყვეტს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­გორც ფი­ნან­სუ­რად, ასე­ვე პერ­სო­ნა­ლუ­რად.

უპ­რე­ცე­დენ­ტო არის იმი­ტო­მაც, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ეს არის ძა­ლი­ან დიდი თავ­სა­ტე­ხი და გა­მოწ­ვე­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გამო, რომ 2 მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ხელ­ფასს იღებს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან. ეს ფული მათ ერი­ცხე­ბათ "თი­ბი­სი ბან­კში“. "თი­ბი­სი ბან­კი“ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა, რომ შე­წყვი­ტოს ყო­ველ­გვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ამ პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან. სად ჩა­რი­ცხავს ხელ­ფას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო? "ქარ­თუ ბან­კში“? ნუ­რას უკაც­რა­ვად, ივა­ნიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ეშ­მა­კია. სა­კუ­თარ ბანკს არ გა­წი­რავს სან­ქცი­ე­ბი­სათ­ვის. გა­და­უ­რი­ცხა­ვენ რუ­ხა­ძის "ლი­ბერ­თი ბან­კში“? არა მგო­ნია, რომ რუ­ხა­ძე, რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­რი­ო­ნე­ტია, და­თან­ხმდეს სა­კუ­თა­რი ბან­კის რის­კის ქვეშ და­ყე­ნე­ბას.

რო­გორ მო­იქ­ცე­ვა ეროვ­ნუ­ლი ბან­კი? მი­უ­თი­თებს კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს, რომ აღ­სრულ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი, თუ და­ა­ვა­ლებს კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს, რომ აღ­სრულ­დეს თა­ვი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა? უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან დღეს ბან­კე­ბი და სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი. მარ­ჯვნივ წახ­ვალ მგე­ლი შეგ­ჭამს, მარ­ცხნივ წახ­ვალ და მგლის­ფე­რი ძაღ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვის­თვის ქარ­თვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და ექ­სტრე­მის­ტე­ბი და­ა­სან­ქცი­რა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ხა­ზი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფის­მა მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის ძა­ლა­დობ­რივ დარ­ბე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ორ ოფი­ცი­ა­ლურ პირ­სა და ორ კერ­ძო პირს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა.

აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლი, იგი­ვე "ხა­რე­ბა" და მისი მო­ად­გი­ლე მი­ლე­რი ლა­გა­ზა­უ­რი, "ალტ-ინ­ფოს“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კონ­სტან­ტი­ნე მორ­გო­შია და ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძე და­სან­ქცირ­დნენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"სად ჩაურიცხავენ "ხარებას“ და მის მოადგილეს ხელფასს? ივანიშვილი "ქართუ ბანკს“ არ გაწირავს, არა მგონია, რომ რუხაძეც დათანხმდეს "ლიბერთი ბანკი“ სანქციების ქვეშ დააყენოს" - რომან გოცირიძე

"სად ჩაურიცხავენ "ხარებას“ და მის მოადგილეს ხელფასს? ივანიშვილი "ქართუ ბანკს“ არ გაწირავს, არა მგონია, რომ რუხაძეც დათანხმდეს "ლიბერთი ბანკი“ სანქციების ქვეშ დააყენოს" - რომან გოცირიძე

აშშ-ს მიერ დასანქცირებული 4 ადამიანი გლობალური "მაგნიტსკის სიაში“ მოხვდა - ისინი ცხოვრების ბოლომდე იქნებიან დამღა დასმულები და ყველა სახელმწიფო შეწყვეტს მათთან ურთიერთობას, როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალურად, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარებას", მილერი ლაგაზაურის, კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძის დასანქცირებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აღნიშნული პირების დასანქცირების ფაქტი უპრეცედენტოა იმის გამოც, რომ ხელისუფლებისთვის ეს დიდი თავსატეხია.

როგორც გოცირიძე აცხადებს, საინტერესოა, როგორ მოიქცევა ეროვნული ბანკი, მიუთითებს კომერციულ ბანკებს, რომ აღსრულდეს საერთაშორისო ფინანსური სანქციები, თუ გამოსცემს ე.წ. საგამონაკლისო ბრძანებას, როგორც ეს ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაში მოხდა.

"სანქციები, რომელიც აშშ-მ დაუწესა საქართველოს 4 მოქალაქეს, ძალოვანი სტრუქტურის ორ მაღალჩინოსანს და რუსეთის აგენტურის ორ წარმომადგენელს, ე.წ. "ალტ-ინფოს" დამფუძნებლებს, არის თავისი შინაარსით უპრეცედენტო. ეს არის გაცილებით მძიმე სანქცია, ვიდრე ის, რომელიც დაწესებული იქნა ფარცხალაძის მიმართ. ეს სანქცია, რომელიც 4 პირს დაუწესდა, არის ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული სანქცია, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ სანქციებს. გარდა ამისა, მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა, ვინაიდან ეს ადამიანები მოხვდნენ გლობალური "მაგნიტსკის სიაში“. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების ბოლომდე, სამუდამოდ, ეს ხალხი იქნებიან დამღა დასმულები და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა სახელმწიფო შეწყვეტს მათთან ურთიერთობას, როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალურად.

უპრეცედენტო არის იმიტომაც, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს არის ძალიან დიდი თავსატეხი და გამოწვევა. განსაკუთრებით იმის გამო, რომ 2 მაღალჩინოსანი ხელფასს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს ფული მათ ერიცხებათ "თიბისი ბანკში“. "თიბისი ბანკი“ იძულებული გახდება, რომ შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა ამ პოლიციელებთან. სად ჩარიცხავს ხელფას შინაგან საქმეთა სამინისტრო? "ქართუ ბანკში“? ნურას უკაცრავად, ივანიშვილი ძალიან ეშმაკია. საკუთარ ბანკს არ გაწირავს სანქციებისათვის. გადაურიცხავენ რუხაძის "ლიბერთი ბანკში“? არა მგონია, რომ რუხაძე, რომელიც "ქართული ოცნების" მარიონეტია, დათანხმდეს საკუთარი ბანკის რისკის ქვეშ დაყენებას.

როგორ მოიქცევა ეროვნული ბანკი? მიუთითებს კომერციულ ბანკებს, რომ აღსრულდეს საერთაშორისო ფინანსური სანქციები, თუ დაავალებს კომერციულ ბანკებს, რომ აღსრულდეს თავისი განკარგულება? უმძიმეს მდგომარეობაში არიან დღეს ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები. მარჯვნივ წახვალ მგელი შეგჭამს, მარცხნივ წახვალ და მგლისფერი ძაღლი,“ - განაცხადა გოცირიძე.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, "ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დასანქცირდნენ.

იხილეთ ასევე: