მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა ჩემთან იყო ეთერში, როცა აუწყეს თამარი გარდაცვლილი იპოვესო... ბრძოლის ველზე ბევრი ქართველი ებრაელი დაეცა" - რა ხდება ისრაელში და როდის შეიძლება დასრულდეს ომი "ჰამასთან"?
"მამა ჩემთან იყო ეთერში, როცა აუწყეს თამარი გარდაცვლილი იპოვესო... ბრძოლის ველზე ბევრი ქართველი ებრაელი დაეცა" -  რა ხდება ისრაელში და როდის შეიძლება დასრულდეს ომი "ჰამასთან"?

ის­რა­ე­ლის ქა­ლა­ქებს მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტის ტალ­ღამ გა­და­უ­ა­რა. ათა­სო­ბით დე­მონ­სტრან­ტი ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას მო­ი­თხოვს.

მე­დი­ის შე­ფა­სე­ბით, თელ-ავივ­ში, იე­რუ­სა­ლიმ­სა და სხვა ქა­ლა­ქებ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მძე­ვალ­თა გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად პრე­მი­ერ ნე­თა­ნი­აჰუს ძა­ლის­ხმე­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, "ჰა­მა­სის“ ტყვე­ო­ბა­ში 101 მძე­ვა­ლი რჩე­ბა, რო­მელ­თა მე­სა­მე­დი, ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ და­ღუ­პუ­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი წლის 7 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ე­ლის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "ჰა­მა­სის“ შეჭ­რის შე­დე­გად ტე­რო­რის­ტულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ის­რა­ე­ლის 1200 მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლა და 250-მდე მძევ­ლად აიყ­ვა­ნა. "ჰა­მა­სის“ თავ­დას­ხმის სა­პა­სუ­ხოდ ის­რა­ელ­მა ღა­ზის სექ­ტორ­ში სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია და­ი­წყო.

ჟურ­ნა­ლის­ტი, ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო რა­დიო-ტე­ლე­ვი­ზი­ის "კოლ ის­რა­ე­ლის“ ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და წამ­ყვა­ნი მერი ამ­ში­კაშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან ის­რა­ელ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს:

- აქ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­თა ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნე­ბია მძევ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა და ცე­ცხლის შე­წყვე­ტა. ისი­ნი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, სხვა შემ­თხვე­ვა­ში არც მთავ­რო­ბას, არც მე­დი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ შე­უძ­ლია მშვი­დად იძი­ნოს. ეს იყო შე­მოჭ­რა ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სპონ­ტა­ნუ­რი ომი და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მსხვერ­პლნი არი­ან. არას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ის­რა­ელ­ში ასე­თი მძი­მე ომი იქ­ნე­ბო­და - აქ არის ირა­ნი, ჰეზ­ბო­ლა, სი­რია.... აშშ-ს პრე­ზი­დენტ ბა­ი­დენს, რო­მელ­მაც დიდი დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წია, "ჰა­მა­სის" მხა­რე ჰპირ­დე­ბა, რომ გა­ტა­ცე­ბუ­ლებს იმ შემ­თხვე­ვა­ში და­აბ­რუ­ნებს, ცე­ცხლი თუ შე­წყდე­ბა, ის­რა­ე­ლი ღა­ზი­დან ჯარს გა­იყ­ვანს და ტე­რი­ტო­რია მთლი­ა­ნად გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, მაგ­რამ ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი ამის სას­ტი­კი წი­ნა­აღდმე­გია. არის გარ­კვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ "ჰა­მასს" თვი­თონ აქვს ის და­ნად­გა­რე­ბი, რი­თაც რა­კე­ტებს აწარ­მო­ებს, მაგ­რამ არც ერთი ჩა­მო­ვარ­დნი­ლი რა­კე­ტა და უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვი არ ყო­ფი­ლა მათი წარ­მო­ე­ბუ­ლი, მათი მწარ­მო­ე­ბე­ლი ირა­ნი და რუ­სე­თია.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის 60% მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გია, მაგ­რამ არ­სე­ბობს მე­ო­რე ვერ­სია: პა­ლეს­ტი­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 ათა­სი გვი­რა­ბი კი­დეა დარ­ჩე­ნი­ლი, სა­დაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ია­რა­ღი ინა­ხე­ბა და ისი­ნი თუ ასე დარ­ჩა, ჩვენ მუდ­მი­ვად გვე­ლის სა­შიშ­რო­ე­ბა. ყა­ტა­რი­დან ის­რა­ელ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­არ­დი შე­კე­ლი მო­დი­ო­და წე­ლი­წად­ში და ის გა­და­ე­ცე­მო­და პა­ლეს­ტი­ნე­ლებს, კერ­ძოდ, მმარ­თველ "ჰა­მასს". ისი­ნი ამ ფულს ია­რა­ღის შე­სა­ძე­ნად და გვი­რა­ბე­ბის ასა­შე­ნებ­ლად იყე­ნებ­დნენ.

სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლია - სო­ცი­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნა ვი­ყა­ვით, რა­საც დღე­ვან­დელ­ზე ვერ ვი­ტყვით. ომი დღეს ძი­რი­თა­დად "ჰა­მა­სის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­დის, თუმ­ცა ის­რა­ე­ლის მთე­ლი ჩრდი­ლო­ე­თი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. მარ­თა­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით ხა­ი­ფას არ შე­ხე­ბი­ან, მაგ­რამ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი - შლო­მი, შტუ­ლა და ბევ­რი უნი­კა­ლუ­რი და­სახ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც მშვე­ნი­ე­რე­ბის სა­ვა­ნე იყო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, გა­დამ­წვა­რი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. ამ ეტაპ­ზე ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში და­ბომბვე­ბი უფრო ღა­მით გრძელ­დე­ბა - ცვი­ვა რა­კე­ტე­ბი, ინ­გრე­ვა სახ­ლე­ბი... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა - თბი­ლი­სე­ლი თა­მარ გოლდბერ­გი, რო­მე­ლიც წა­ვი­და ნო­ვა­ში, სა­დაც მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი უნდა გა­და­ე­ღოთ, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა (გე­ნერ­ლის როლი უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა). მა­მა­მი­სი გოჩა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კაცი მას ყველ­გან ეძებ­და, ის ჩემ­თან იყო ეთერ­ში, როცა უშიშ­რო­ე­ბამ აუ­წყა სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია, თა­მა­რი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვე­სო. მას შემ­დეგ მამა აღარ ლა­პა­რა­კობს...

- ის­რა­ელ­ში შექ­მნილ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე რას იტყვით...

- უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა ელი­ტა­რულ წრე­ებ­ში, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე ნე­თა­ნი­აჰუს გა­და­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კა­ნა­და­ში, ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ტა­ნი­ლი იყო ნე­თა­ნი­აჰუ­ზე შექ­მნი­ლი ნე­გა­ტი­უ­რი, სა­მარ­ცხვი­ნო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, რო­მე­ლიც და­ა­ფი­ნან­სა ის­რა­ე­ლის ყვე­ლა ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა, ვინც კი ცო­ცხა­ლი დარ­ჩა. ნე­თა­ნი­აჰუს ჰყავს ისე­თი მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. მათ და­სუს­ტე­ბუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ნე­თა­ნი­აჰუ სჭირ­დე­ბათ. ნე­თა­ნი­აჰუს ცალ­კე მე­მარ­ცხე­ნე რა­დი­კა­ლებ­თან აქვს შიდა ომი, ცალ­კე - გარე ომ­შია. ომამ­დე ერთი კვი­რით ადრე, ის­რა­ელ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ასეთ მე­სი­ჯებს უშ­ვებ­დნენ - არ გვაქვს ია­რა­ღი, არ გვყავს რე­ზერ­ვის­ტე­ბი და მის­თა­ნე­ბი. დღეს არა­ვინ იცის, რა მოხ­და 7 ოქ­ტომ­ბერს, დრო­ზე რა­ტომ არ მი­ვი­და ჯარი და­სახ­მა­რებ­ლად... არის ბევ­რი კი­თხვა, რო­მელ­თაც პა­სუ­ხე­ბი ომის მერე გა­ე­ცე­მა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად, ჩემი აზ­რით, იყო ნე­თა­ნი­აჰუს წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მი­ლი, რა­შიც "ჰა­მა­სის" ხალ­ხიც გა­მო­ი­ყე­ნეს, - ბავ­შვე­ბი იხო­ცე­ბი­ა­ნო... ჩვენ­თა­ნაც ხო­ცა­ვენ ბავ­შვებს, მაგ. სულო სე­ფი­აშ­ვი­ლის ძმის შვი­ლიშ­ვი­ლი, 8 წლის გო­გო­ნა თა­მა­რი და კი­დევ რამ­დე­ნი ებ­რა­ე­ლი ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა რა­კე­ტე­ბის წვი­მა­ში. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ომში და­ი­ღუ­პა ჯა­რის­კა­ცი ილია ია­ნოვ­სკი - ნანა ბე­რა­ძი­სა და ლოვა ია­ნოვ­სკის შვი­ლიშ­ვი­ლი. ბრძო­ლის ველ­ზე ბევ­რი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი და­ე­ცა და ბევ­რი დღე­საც იბ­რძვის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი და­ე­ცა ბრძო­ლა­ში - იცხაკ ბა­ზუ­კაშ­ვი­ლი, პო­ლი­ცი­ის ოფი­ცე­რი, რო­მელ­მაც მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა. დღეს მისი ქა­ლიშ­ვი­ლი აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას. აქ ხომ ქალი და კაცი ომში თა­ნას­წო­რია, ყვე­ლა­ზე მეტი მფრი­ნა­ვი ქალი გვყავს და ჩვენ­მა მტერ­მა ეს კარ­გად იცის. მო­სა­დი ყველ­გან ძლი­ე­რია, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში - 7 ოქ­ტომ­ბერს იყო ძა­ლი­ან სუს­ტი და მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ იდგა ამ ყვე­ლაფ­რის უკან. რო­დე­საც მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი გა­მო­დი­ან და ყვე­ლა­ფერ­ში მთავ­რო­ბის მე­თა­ურს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, მას შე­უძ­ლე­ბე­ლია სცოდ­ნო­და, რა პრო­ცე­სე­ბი წა­ვი­დო­და, რამ­დე­ნი გვი­რა­ბი იყო ღა­ზის სექ­ტორ­ში და სხვა... ეს უნდა სცოდ­ნო­და თავ­დაც­ვის უწყე­ბას, მათ, ვინც ასი­ა­თა­სო­ბით შე­კელ ხელ­ფასს იღე­ბენ. მი­ნის­ტრე­ბი, რომ­ლე­ბიც ნე­თა­ნი­აჰუს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან, მას მო­უ­წო­დე­ბენ, არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ მძევ­ლე­ბი.

- დღეს­დღე­ო­ბით რამ­დე­ნი მძე­ვა­ლი რჩე­ბა ჰა­მა­სის ხელ­ში?

- ჰა­მასს 101 მძე­ვა­ლი კი­დევ ჰყავს, მათ­გან ცო­ცხა­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, 65-ია (მეტ­წი­ლად ქა­ლე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი). ხში­რად მე­ფიქ­რე­ბა და მე­ში­ნია, სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა არ მოხ­დეს. რო­გორც ჩანს, იყო ამის მცდე­ლო­ბა და ეს ვერ შეძ­ლეს. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სე­რი­ო­ზუ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, არა და, ისი­ნი ომში ერ­თი­ან­ნი უნდა იყ­ვნენ. დღეს უკვე გა­კეთ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რომ მი­ნის­ტრი თა­ვის პოსტზე რჩე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. ერ­თა­დერ­თი, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ამე­რი­კა დად­გა ჩვენს გევ­რდით. აშშ-მა გა­მოგ­ზავ­ნა გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ არაფ­რით შე­იძ­ლე­ბა ის­რა­ელ­მა ომი და­ი­წყოს ჰეზ­ბო­ლას­თან, რად­გან ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია. დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა სამ ნა­წი­ლა­დაა გა­ყო­ფი­ლი: ნე­თა­ნი­აჰუს მომ­ხრე­ე­ბი, მე­მარ­ცხე­ნე რა­დი­კა­ლე­ბი და ისი­ნი, ვინც იმა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი, რო­გორ იშო­ვონ ფული. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ომი ხან­და­ხან ქმნის შე­მო­სავ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან წყა­როს. ომის და­წყე­ბი­დან დღემ­დე 705 ჯა­რის­კა­ცია გარ­დაც­ვლი­ლი, 1400 და­ი­ღუ­პა ღა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პირ­ვე­ლი შეჭ­რის დროს, 468 და­ი­ღუ­პა ნო­ვა­ში, არი­ან სხვა­დას­ხვა და­სახ­ლე­ბე­ბი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი...

პა­ლეს­ტი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი გვი­რა­ბი და ტე­რო­რის­ტი გა­ა­ნად­გუ­რეს, ძი­რი­თა­დად - ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, მაგ. გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლია ჰა­მა­სის მე­თა­უ­რი მო­ჰა­მად და­ი­ფი. სა­დღაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს ეს ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­აა და ის კარ­გა­დაა, თუმ­ცა კარ­გად რომ ყო­ფი­ლი­ყო, დიდი სკან­და­ლი მოჰ­ყვე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ომი გვაქვს, ბევ­რი პა­ლეს­ტი­ნე­ლი და გა­ურ­კვე­ვე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ის­რა­ე­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრე­ბი ცდი­ლო­ბენ ეპი­დე­მი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას და გა­და­სულ­ნი არი­ან მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე. ვფიქ­რობ, ნე­თა­ნი­აჰუც მოვა გონ­ზე, რომ ერთი ომით, რო­მე­ლიც ლა­მის წე­ლი­წა­დია მიმ­დი­ნა­რე­ობს, ყვე­ლა­ფერს ვერ გა­ა­ნად­გუ­რებს, ყვე­ლა გვი­რაბს ვერ მოს­პობს, მა­შინ სა­ერ­თოდ დი­ნა­მი­ტი უნდა და­დოს და ღაზა მთლი­ა­ნად წა­შა­ლოს. ტე­რი­ტო­რი­ი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­მოხ­ვი­დე, მაგ­რამ არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, "ჰა­მა­სმა" მძევ­ლე­ბი არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს. მო­სახ­ლე­ო­ბის 60% თა­ნახ­მაა ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ზე, რად­გან ძა­ლი­ან და­ი­ღა­ლა და გა­მო­ი­ფი­ტა ხალ­ხი, ხა­ლი­სი აღა­რაა, გა­ნათ­ლე­ბაც არაა სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე, ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვი­რე­ბუ­ლია... ეს ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი სა­ხელ­მწი­ფო თან­და­თან იფერ­ფლე­ბა. ეს არის უმ­ძი­მე­სი ომი, ომი, რო­მე­ლიც ჩვენ­ზე ირან­მა და რუ­სეთ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს - ეს მათი შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გი იყო, ძი­რი­თა­დად მათი ნა­მუ­შე­ვა­რია. ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­აც ვრცელ­დე­ბა, თით­ქოს ის­რა­ე­ლი ცდი­ლობს პუ­ტინ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას (რი­სიც, მე პი­რა­დად, არ მჯე­რა), რათა რუ­სეთ-ირა­ნის ჯგუფს შე­უ­ერ­თდეს. ის­რა­ე­ლი ამას არ და­უშ­ვებს, მისი მი­ზა­ნია ირა­ნის ატო­მუ­რი ია­რა­ღის გა­ნად­გუ­რე­ბა. შე­საძ­ლოა გა­საშ­ვე­ბად მზად არ აქვთ, მაგ­რამ არის ინ­ფორ­მა­ცია, რომ ირა­ნი 70%-ით ამუ­შა­ვებ­და ურანს, რო­მე­ლიც მათ სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ი­დან მი­ე­წო­დე­ბო­დათ და ამას რუ­სე­თი ედგა სა­თა­ვე­ში. სუ­ლაც არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ირა­ნი ხვალ ატო­მუ­რი ია­რა­ღით "გაგ­ვი­მას­პინ­ძლდეს“.

- რა იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი, გა­მო­სა­ვა­ლი რა­შია?

- შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა. შე­საძ­ლოა, გვა­ტყუ­ე­ბენ და არ­ცერ­თი მძე­ვა­ლი ცო­ცხა­ლი აღარ არის. მალე არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს, ამ ეტაპ­ზე ისევ ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ ლი­დე­რობს, მა­შინ, როცა ომის და­წყე­ბამ­დე ბე­ნი­გან­ცი 43 მან­და­ტით ლი­დე­რობ­და, მაგ­რამ როცა გე­ნე­რა­ლი ბრძო­ლის ვე­ლი­დან გარ­ბის, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ მას ძა­ლი­ან და­უგ­დო რე­ი­ტინ­გი. ჩემი, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტის სურ­ვი­ლია, გა­ერ­თი­ან­დეს ქვე­ყა­ნა და რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­იხ­სნან და გა­მო­იყ­ვა­ნონ მძევ­ლე­ბი. ყო­ველ დღე ხდე­ბა ტე­რაქ­ტი და ჯე­რაც არ გვაქვს სტა­ტის­ტი­კა, ამ ტე­რაქ­ტებ­ში რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი. ერ­თა­დერ­თი გზაა ომის დამ­თავ­რე­ბა, იმის გარ­კვე­ვა, სად დგას ქვე­ყა­ნა. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, არ­ჩევ­ნე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი და რაც მთა­ვა­რია, ახალ მთავ­რო­ბა­ში არც ერთი აღარ უნდა დარ­ჩეს, ვინც 7 ოქ­ტომ­ბრამ­დე იყო მთავ­რო­ბა­ში. რო­დე­საც ნე­თა­ნი­აჰუს ეკი­თხე­ბოდ­ნენ, და­ი­წყე­ბო­და თუ არა ომი, ის პა­სუ­ხობ­და, ჰა­მასს ომი არ უნდა, ყვე­ლა პი­რო­ბას ვუქ­მნი სა­ი­მი­სოდ, რომ კარ­გად და მშვი­დად იცხოვ­რო­ნო და ის ზუს­ტად აქ შეც­და.

7 ოქ­ტომ­ბერს, შა­ბათ ღა­მით იე­რუ­შა­ლა­იმს 500 რა­კე­ტა და­უ­ში­ნეს და ეს რა­კე­ტე­ბი წა­ვი­და ბეთ­ლემ­ში ომა­რის მე­ჩე­თის­კენ. ეს შე­ნო­ბა ჩვენ­თვი­საც წმინ­დაა, ჩვენ ყვე­ლა­ნი - ქარ­თვე­ლე­ბიც, ებ­რა­ე­ლე­ბიც და მუ­სულ­მა­ნე­ბიც იმ აბ­რა­ა­მის შთა­მო­მავ­ლე­ბი ვართ. ის­რა­ელ­მა და ამე­რი­კამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს მათ გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად. ჩვენ ამ ომის (და არა მარ­ტო) გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი სას­წა­უ­ლის მომსწრე­ნი გავ­ხდით. დიდი ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს, მაგ­რამ ღმერ­თი მო­წყა­ლეა... რაც მთა­ვა­რია, მედგრად და მშვი­დად ვართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მამა ჩემთან იყო ეთერში, როცა აუწყეს თამარი გარდაცვლილი იპოვესო... ბრძოლის ველზე ბევრი ქართველი ებრაელი დაეცა" - რა ხდება ისრაელში და როდის შეიძლება დასრულდეს ომი "ჰამასთან"?

"მამა ჩემთან იყო ეთერში, როცა აუწყეს თამარი გარდაცვლილი იპოვესო... ბრძოლის ველზე ბევრი ქართველი ებრაელი დაეცა" -  რა ხდება ისრაელში და როდის შეიძლება დასრულდეს ომი "ჰამასთან"?

ისრაელის ქალაქებს მასობრივი პროტესტის ტალღამ გადაუარა. ათასობით დემონსტრანტი ისრაელის ხელისუფლებისგან ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევას მოითხოვს.

მედიის შეფასებით, თელ-ავივში, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციის მონაწილეები მძევალთა გასათავისუფლებლად პრემიერ ნეთანიაჰუს ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. ბოლო მონაცემებით, "ჰამასის“ ტყვეობაში 101 მძევალი რჩება, რომელთა მესამედი, ისრაელის ოფიციალური მხარის ინფორმაციით, სავარაუდოდ დაღუპულია.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე "ჰამასის“ შეჭრის შედეგად ტერორისტულმა ორგანიზაციამ ისრაელის 1200 მოქალაქე მოკლა და 250-მდე მძევლად აიყვანა. "ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

ჟურნალისტი, ისრაელის სახელმწიფო რადიო-ტელევიზიის "კოლ ისრაელის“ ქართული რედაქციის ხელმძღვანელი და წამყვანი მერი ამშიკაშვილი ambebi.ge-სთან ისრაელში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს:

- აქციის ხელმძღვანელთა ძირითადი მოთხოვნებია მძევლების დაბრუნება და ცეცხლის შეწყვეტა. ისინი უნდა გათავისუფლდნენ, სხვა შემთხვევაში არც მთავრობას, არც მედიას და საზოგადოებას არ შეუძლია მშვიდად იძინოს. ეს იყო შემოჭრა ჩვენს ტერიტორიაზე, სპონტანური ომი და ეს ადამიანები მსხვერპლნი არიან. არასდროს ვიფიქრებდი, რომ ისრაელში ასეთი მძიმე ომი იქნებოდა - აქ არის ირანი, ჰეზბოლა, სირია.... აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენს, რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია, "ჰამასის" მხარე ჰპირდება, რომ გატაცებულებს იმ შემთხვევაში დააბრუნებს, ცეცხლი თუ შეწყდება, ისრაელი ღაზიდან ჯარს გაიყვანს და ტერიტორია მთლიანად გათავისუფლდება, მაგრამ ისრაელის მთავრობის მეთაური ამის სასტიკი წინააღდმეგია. არის გარკვეული მოსაზრებები, რომ "ჰამასს" თვითონ აქვს ის დანადგარები, რითაც რაკეტებს აწარმოებს, მაგრამ არც ერთი ჩამოვარდნილი რაკეტა და უპილოტო თვითმფრინავი არ ყოფილა მათი წარმოებული, მათი მწარმოებელი ირანი და რუსეთია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსახლეობის 60% მძევლების გათავისუფლების კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ არსებობს მეორე ვერსია: პალესტინაში დაახლოებით 2-3 ათასი გვირაბი კიდეა დარჩენილი, სადაც დიდი რაოდენობით იარაღი ინახება და ისინი თუ ასე დარჩა, ჩვენ მუდმივად გველის საშიშროება. ყატარიდან ისრაელში დაახლოებით 3 მილიარდი შეკელი მოდიოდა წელიწადში და ის გადაეცემოდა პალესტინელებს, კერძოდ, მმართველ "ჰამასს". ისინი ამ ფულს იარაღის შესაძენად და გვირაბების ასაშენებლად იყენებდნენ.

სიტუაცია ძალიან დაძაბულია - სოციალურად ძალიან ძლიერი ქვეყანა ვიყავით, რასაც დღევანდელზე ვერ ვიტყვით. ომი დღეს ძირითადად "ჰამასის" ტერიტორიაზე მიდის, თუმცა ისრაელის მთელი ჩრდილოეთი განადგურებულია. მართალია, ჯერჯერობით ხაიფას არ შეხებიან, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიები - შლომი, შტულა და ბევრი უნიკალური დასახლება, რომლებიც მშვენიერების სავანე იყო, აბსოლუტურად, გადამწვარი და განადგურებულია. ამ ეტაპზე ჩრდილოეთ ნაწილში დაბომბვები უფრო ღამით გრძელდება - ცვივა რაკეტები, ინგრევა სახლები... არაჩვეულებრივი ქართველი გოგონა - თბილისელი თამარ გოლდბერგი, რომელიც წავიდა ნოვაში, სადაც მხატვრული ფილმი უნდა გადაეღოთ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა (გენერლის როლი უნდა შეესრულებინა). მამამისი გოჩა, არაჩვეულებრივი კაცი მას ყველგან ეძებდა, ის ჩემთან იყო ეთერში, როცა უშიშროებამ აუწყა სამწუხარო ინფორმაცია, თამარი გარდაცვლილი იპოვესო. მას შემდეგ მამა აღარ ლაპარაკობს...

- ისრაელში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე რას იტყვით...

- უკმაყოფილებაა ელიტარულ წრეებში, რომლებიც თავის დროზე ნეთანიაჰუს გადაყენებას მოითხოვდნენ. რამდენიმე დღის წინ კანადაში, ფესტივალზე გატანილი იყო ნეთანიაჰუზე შექმნილი ნეგატიური, სამარცხვინო დოკუმენტური ფილმი, რომელიც დააფინანსა ისრაელის ყველა ყოფილმა პრემიერმა, ვინც კი ცოცხალი დარჩა. ნეთანიაჰუს ჰყავს ისეთი მთავრობა, რომელიც ეწინააღმდეგება მძევლების გათავისუფლებას. მათ დასუსტებული და საზოგადოებასთან დაპირისპირებული ნეთანიაჰუ სჭირდებათ. ნეთანიაჰუს ცალკე მემარცხენე რადიკალებთან აქვს შიდა ომი, ცალკე - გარე ომშია. ომამდე ერთი კვირით ადრე, ისრაელში სპეციალურად ასეთ მესიჯებს უშვებდნენ - არ გვაქვს იარაღი, არ გვყავს რეზერვისტები და მისთანები. დღეს არავინ იცის, რა მოხდა 7 ოქტომბერს, დროზე რატომ არ მივიდა ჯარი დასახმარებლად... არის ბევრი კითხვა, რომელთაც პასუხები ომის მერე გაეცემა. ეს ყველაფერი ერთად, ჩემი აზრით, იყო ნეთანიაჰუს წინააღმდეგ დაგეგმილი, რაშიც "ჰამასის" ხალხიც გამოიყენეს, - ბავშვები იხოცებიანო... ჩვენთანაც ხოცავენ ბავშვებს, მაგ. სულო სეფიაშვილის ძმის შვილიშვილი, 8 წლის გოგონა თამარი და კიდევ რამდენი ებრაელი ბავშვი გარდაიცვალა რაკეტების წვიმაში. მინდა აღვნიშნო, რომ ომში დაიღუპა ჯარისკაცი ილია იანოვსკი - ნანა ბერაძისა და ლოვა იანოვსკის შვილიშვილი. ბრძოლის ველზე ბევრი ქართველი ებრაელი დაეცა და ბევრი დღესაც იბრძვის. მოგეხსენებათ, არაჩვეულებრივი ბიჭი დაეცა ბრძოლაში - იცხაკ ბაზუკაშვილი, პოლიციის ოფიცერი, რომელმაც მანამდე რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. დღეს მისი ქალიშვილი აგრძელებს ბრძოლას. აქ ხომ ქალი და კაცი ომში თანასწორია, ყველაზე მეტი მფრინავი ქალი გვყავს და ჩვენმა მტერმა ეს კარგად იცის. მოსადი ყველგან ძლიერია, მხოლოდ ამ შემთხვევაში - 7 ოქტომბერს იყო ძალიან სუსტი და მაინტერესებს, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. როდესაც მაღალჩინოსნები გამოდიან და ყველაფერში მთავრობის მეთაურს ადანაშაულებენ, მას შეუძლებელია სცოდნოდა, რა პროცესები წავიდოდა, რამდენი გვირაბი იყო ღაზის სექტორში და სხვა... ეს უნდა სცოდნოდა თავდაცვის უწყებას, მათ, ვინც ასიათასობით შეკელ ხელფასს იღებენ. მინისტრები, რომლებიც ნეთანიაჰუს ეწინააღმდეგებიან, მას მოუწოდებენ, არ გაათავისუფლონ მძევლები.

- დღესდღეობით რამდენი მძევალი რჩება ჰამასის ხელში?

- ჰამასს 101 მძევალი კიდევ ჰყავს, მათგან ცოცხალი, სავარაუდოდ, 65-ია (მეტწილად ქალები და მოხუცები). ხშირად მეფიქრება და მეშინია, სამხედრო გადატრიალება არ მოხდეს. როგორც ჩანს, იყო ამის მცდელობა და ეს ვერ შეძლეს. თავდაცვის მინისტრი სერიოზულად ეწინააღმდეგებოდა პრემიერ-მინისტრს, არა და, ისინი ომში ერთიანნი უნდა იყვნენ. დღეს უკვე გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომ მინისტრი თავის პოსტზე რჩება და ყველაფერი რიგზეა. ერთადერთი, ჩვენი მეგობარი ამერიკა დადგა ჩვენს გევრდით. აშშ-მა გამოგზავნა გაფრთხილება, რომ არაფრით შეიძლება ისრაელმა ომი დაიწყოს ჰეზბოლასთან, რადგან ეს ძალიან საშიშია. დღეს საზოგადოება სამ ნაწილადაა გაყოფილი: ნეთანიაჰუს მომხრეები, მემარცხენე რადიკალები და ისინი, ვინც იმაზე არიან ორიენტირებულნი, როგორ იშოვონ ფული. მოგეხსენებათ, ომი ხანდახან ქმნის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს. ომის დაწყებიდან დღემდე 705 ჯარისკაცია გარდაცვლილი, 1400 დაიღუპა ღაზის ტერიტორიაზე პირველი შეჭრის დროს, 468 დაიღუპა ნოვაში, არიან სხვადასხვა დასახლებებიდან გატაცებული ადამიანები...

პალესტინის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი გვირაბი და ტერორისტი გაანადგურეს, ძირითადად - ხელმძღვანელები, მაგ. განეიტრალებულია ჰამასის მეთაური მოჰამად დაიფი. სადღაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ეს ცრუ ინფორმაციაა და ის კარგადაა, თუმცა კარგად რომ ყოფილიყო, დიდი სკანდალი მოჰყვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ომი გვაქვს, ბევრი პალესტინელი და გაურკვეველი რაოდენობის ადამიანი იმყოფება ჩვენს ტერიტორიაზე, ისრაელის სამედიცინო ცენტრები ცდილობენ ეპიდემიის თავიდან აცილებას და გადასულნი არიან მოსახლეობის ვაქცინაციაზე. ვფიქრობ, ნეთანიაჰუც მოვა გონზე, რომ ერთი ომით, რომელიც ლამის წელიწადია მიმდინარეობს, ყველაფერს ვერ გაანადგურებს, ყველა გვირაბს ვერ მოსპობს, მაშინ საერთოდ დინამიტი უნდა დადოს და ღაზა მთლიანად წაშალოს. ტერიტორიიდან შეიძლება გამოხვიდე, მაგრამ არაა გამორიცხული, "ჰამასმა" მძევლები არ გაათავისუფლოს. მოსახლეობის 60% თანახმაა ცეცხლის შეწყვეტაზე, რადგან ძალიან დაიღალა და გამოიფიტა ხალხი, ხალისი აღარაა, განათლებაც არაა სათანადო დონეზე, ყველაფერი გაძვირებულია... ეს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო თანდათან იფერფლება. ეს არის უმძიმესი ომი, ომი, რომელიც ჩვენზე ირანმა და რუსეთმა განახორციელეს - ეს მათი შეთანხმების შედეგი იყო, ძირითადად მათი ნამუშევარია. ასეთი ინფორმაციაც ვრცელდება, თითქოს ისრაელი ცდილობს პუტინთან მოლაპარაკებას (რისიც, მე პირადად, არ მჯერა), რათა რუსეთ-ირანის ჯგუფს შეუერთდეს. ისრაელი ამას არ დაუშვებს, მისი მიზანია ირანის ატომური იარაღის განადგურება. შესაძლოა გასაშვებად მზად არ აქვთ, მაგრამ არის ინფორმაცია, რომ ირანი 70%-ით ამუშავებდა ურანს, რომელიც მათ სხვადასხვა ტერიტორიიდან მიეწოდებოდათ და ამას რუსეთი ედგა სათავეში. სულაც არაა გამორიცხული, ირანი ხვალ ატომური იარაღით "გაგვიმასპინძლდეს“.

- რა იქნება ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯები, გამოსავალი რაშია?

- შემდგომი ნაბიჯები არ ვიცი, რა იქნება. შესაძლოა, გვატყუებენ და არცერთი მძევალი ცოცხალი აღარ არის. მალე არჩევნები უნდა ჩატარდეს, ამ ეტაპზე ისევ ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიდერობს, მაშინ, როცა ომის დაწყებამდე ბენიგანცი 43 მანდატით ლიდერობდა, მაგრამ როცა გენერალი ბრძოლის ველიდან გარბის, ამ გადაწყვეტილებამ მას ძალიან დაუგდო რეიტინგი. ჩემი, როგორც ჟურნალისტის სურვილია, გაერთიანდეს ქვეყანა და რაც შეიძლება სწრაფად დაიხსნან და გამოიყვანონ მძევლები. ყოველ დღე ხდება ტერაქტი და ჯერაც არ გვაქვს სტატისტიკა, ამ ტერაქტებში რამდენი ადამიანია დაღუპული. ერთადერთი გზაა ომის დამთავრება, იმის გარკვევა, სად დგას ქვეყანა. ამის პარალელურად, არჩევნებია ჩასატარებელი და რაც მთავარია, ახალ მთავრობაში არც ერთი აღარ უნდა დარჩეს, ვინც 7 ოქტომბრამდე იყო მთავრობაში. როდესაც ნეთანიაჰუს ეკითხებოდნენ, დაიწყებოდა თუ არა ომი, ის პასუხობდა, ჰამასს ომი არ უნდა, ყველა პირობას ვუქმნი საიმისოდ, რომ კარგად და მშვიდად იცხოვრონო და ის ზუსტად აქ შეცდა.

7 ოქტომბერს, შაბათ ღამით იერუშალაიმს 500 რაკეტა დაუშინეს და ეს რაკეტები წავიდა ბეთლემში ომარის მეჩეთისკენ. ეს შენობა ჩვენთვისაც წმინდაა, ჩვენ ყველანი - ქართველებიც, ებრაელებიც და მუსულმანებიც იმ აბრაამის შთამომავლები ვართ. ისრაელმა და ამერიკამ ყველაფერი გააკეთეს მათ გასანეიტრალებლად. ჩვენ ამ ომის (და არა მარტო) განმავლობაში უამრავი სასწაულის მომსწრენი გავხდით. დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს, მაგრამ ღმერთი მოწყალეა... რაც მთავარია, მედგრად და მშვიდად ვართ.