კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დარწმუნებული ვარ, გიორგი არ ურჩევდა ლაშას ამ ნაბიჯს... ერთი ამბავი გამახსენდა, როცა ასანიძე "ნაცმოძრაობის" სიაში აღმოჩნდა..." - რას წერს რომან გოცირიძე?
"დარწმუნებული ვარ, გიორგი არ ურჩევდა ლაშას ამ ნაბიჯს... ერთი ამბავი გამახსენდა, როცა ასანიძე "ნაცმოძრაობის" სიაში აღმოჩნდა..." - რას წერს რომან გოცირიძე?

"ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის" წევ­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე სპორ­ტსმე­ნე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის სა­კითხს ეხ­მა­უ­რე­ბა და ანა­ლო­გებს იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მოხ­და.

ის გი­ორ­გი ასა­ნი­ძი­სა და ვოვა გუ­ცა­ე­ვის მა­გა­ლით­ზე წერს და ამ­ბობს, რომ მა­შინ ორი­ვე მათ­გან­მა დე­პუ­ტა­ტო­ბით წლე­ბი და­კარ­გა.

"ცუდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ჩვე­ნი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბის “ოც­ნე­ბის” სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში მოხ­ვედ­რას. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთი ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და.“ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის” დრო­ინ­დელ არ­ჩევ­ნებ­ში ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა ძა­ლო­სა­ნი გი­ორ­გი ასა­ნი­ძე, ოლიმ­პი­უ­რი და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი. იმ პარ­ლა­მენ­ტში მხო­ლოდ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ვი­წია ერ­თად ყოფ­ნა, რად­გან ეროვ­ნულ ბან­კში გა­და­ვე­დი და პარ­ლა­მენ­ტი დავ­ტო­ვე. გი­ორ­გი არა მარ­ტო დიდი სპორ­ტსმე­ნი იყო, არა­მედ გო­ნი­ე­რი პი­როვ­ნე­ბაც, რო­მელ­საც ბევრ სა­კი­თხზე სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო აზრი გა­აჩ­ნდა.

არ იყო ღი­ლაკ­ზე მხო­ლოდ ხე­ლის დამ­ჭერ­თა კა­ტე­გო­რი­ი­დან. იმ პარ­ლა­მენ­ტში ვოვა გუ­ცა­ე­ვიც იყო. პარ­ლა­მენ­ტი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ იშ­ვი­ა­თად თუ ვხვდე­ბო­დი, თუ არ ჩავ­თვლით სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

ერთხელ, ბიზ­ნეს­მენ­თა და­ჯილ­დო­ე­ბის სა­ღა­მო­ზე, რეს­ტო­რან “კრწა­ნის­ში”, ორ­თა­ჭა­ლა­ში რომ მტკვარს გა­დაჰ­ყუ­რებს, ერთ მა­გი­და­ზე მოვ­ხვდით. თხუთ­მე­ტი წლის წი­ნან­დე­ლი სა­უ­ბა­რი დღე­საც კარ­გად მახ­სოვს. იცი რაზე ვნა­ნო­ბო? და­კარ­გულ წლებ­ზეო.

არ არის დე­პუ­ტა­ტო­ბა ჩემი საქ­მე, სპორ­ტს უნდა და­ვუბ­რუნ­დე, ჩემს სფე­რო­ში მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია ქვეყ­ნის­თვი­სო. გი­ორ­გი მწვრთნე­ლი გახ­და. უკვე ორგზის ლე­გენ­დაა, რო­გორც სპორ­ტსმე­ნი და რო­გორც მწვრთნე­ლი, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი გა­მო­ზარ­და. მისი და არა მარ­ტო მისი, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი სი­ა­მა­ყე ლაშა ტა­ლა­ხა­ძეა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გი­ორ­გი არ ურ­ჩევ­და ლა­შას ამ ნა­ბიჯს.

რა­ტომ ვახ­სე­ნე ვოვა გუ­ცა­ე­ვი. ფეხ­ბურთში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მსვლე­ლო­ბი­სას მის ერთ ინ­ტერ­ვი­უს მოვ­კა­რი თვა­ლი, სა­დაც ამ­ბობს, რომ ნა­ნობს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნას, რად­გან ეს იყო მისი ცხოვ­რე­ბი­დან და­კარ­გუ­ლი ოთხი წე­ლი­წა­დი. იგი­ვე გა­ი­მე­ო­რა ეკა კვე­სი­ტა­ძის გა­და­ცე­მა­ში, სა­დაც მეც მო­მი­წია მას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.სპორ­ტსმე­ნი­სათ­ვის ( თუ პო­ლი­ტი­კო­სად არ ჩა­მო­ყა­ლიბ­და) პარ­ლა­მენ­ტი და­კარ­გუ­ლი დროა, მოც­დე­ნაა იმ საქ­მის­გან, რომ­ლის კე­თე­ბაც უკეთ შე­უძ­ლია. სა­ვალ­დე­ბუ­ლო არაა, რომ ეს საქ­მე სპორ­ტის სფე­რო იყოს. ადა­მი­ანს უამ­რა­ვი სარ­ბი­ე­ლი აქვს, თუნ­დაც ბიზ­ნე­სი.

დე­პუ­ტა­ტო­ბით მხო­ლოდ პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბის ჭიას იკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ. ზო­გი­ერ­თე­ბი, “ფე­დე­რა­ცი­ე­ბის ბო­ბო­ლე­ბი” კარგ ფულ­საც ტე­ხა­ვენ, მაგ­რამ ეს სხვა სა­კი­თხია, არას­პორ­ტუ­ლი საქ­ცი­ე­ლის სფე­რო­დან" - წერს გო­ცი­რი­ძე.

ცნო­ბის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე და გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი არი­ან.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"დარწმუნებული ვარ, გიორგი არ ურჩევდა ლაშას ამ ნაბიჯს... ერთი ამბავი გამახსენდა, როცა ასანიძე "ნაცმოძრაობის" სიაში აღმოჩნდა..." - რას წერს რომან გოცირიძე?

"დარწმუნებული ვარ, გიორგი არ ურჩევდა ლაშას ამ ნაბიჯს... ერთი ამბავი გამახსენდა, როცა ასანიძე "ნაცმოძრაობის" სიაში აღმოჩნდა..." - რას წერს რომან გოცირიძე?

"ევროოპტიმისტების" წევრი რომან გოცირიძე სპორტსმენების პოლიტიკაში მოსვლის საკითხს ეხმაურება და ანალოგებს იხსენებს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მოხდა.

ის გიორგი ასანიძისა და ვოვა გუცაევის მაგალითზე წერს და ამბობს, რომ მაშინ ორივე მათგანმა დეპუტატობით წლები დაკარგა.

"ცუდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონების “ოცნების” საარჩევნო სიაში მოხვედრას. ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი გამახსენდა.“ვარდების რევოლუციის” დროინდელ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის სიაში აღმოჩნდა ძალოსანი გიორგი ასანიძე, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი. იმ პარლამენტში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მოგვიწია ერთად ყოფნა, რადგან ეროვნულ ბანკში გადავედი და პარლამენტი დავტოვე. გიორგი არა მარტო დიდი სპორტსმენი იყო, არამედ გონიერი პიროვნებაც, რომელსაც ბევრ საკითხზე საკუთარი საინტერესო აზრი გააჩნდა.

არ იყო ღილაკზე მხოლოდ ხელის დამჭერთა კატეგორიიდან. იმ პარლამენტში ვოვა გუცაევიც იყო. პარლამენტიდან წამოსვლის შემდეგ იშვიათად თუ ვხვდებოდი, თუ არ ჩავთვლით საზეიმო ღონისძიებებს.

ერთხელ, ბიზნესმენთა დაჯილდოების საღამოზე, რესტორან “კრწანისში”, ორთაჭალაში რომ მტკვარს გადაჰყურებს, ერთ მაგიდაზე მოვხვდით. თხუთმეტი წლის წინანდელი საუბარი დღესაც კარგად მახსოვს. იცი რაზე ვნანობო? დაკარგულ წლებზეო.

არ არის დეპუტატობა ჩემი საქმე, სპორტს უნდა დავუბრუნდე, ჩემს სფეროში მეტის გაკეთება შემიძლია ქვეყნისთვისო. გიორგი მწვრთნელი გახდა. უკვე ორგზის ლეგენდაა, როგორც სპორტსმენი და როგორც მწვრთნელი, რომელმაც მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები გამოზარდა. მისი და არა მარტო მისი, მთელი საქართველოს მთავარი სიამაყე ლაშა ტალახაძეა. დარწმუნებული ვარ, გიორგი არ ურჩევდა ლაშას ამ ნაბიჯს.

რატომ ვახსენე ვოვა გუცაევი. ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას მის ერთ ინტერვიუს მოვკარი თვალი, სადაც ამბობს, რომ ნანობს საქართველოს პარლამენტში ყოფნას, რადგან ეს იყო მისი ცხოვრებიდან დაკარგული ოთხი წელიწადი. იგივე გაიმეორა ეკა კვესიტაძის გადაცემაში, სადაც მეც მომიწია მასთან ერთად მონაწილეობა.სპორტსმენისათვის ( თუ პოლიტიკოსად არ ჩამოყალიბდა) პარლამენტი დაკარგული დროა, მოცდენაა იმ საქმისგან, რომლის კეთებაც უკეთ შეუძლია. სავალდებულო არაა, რომ ეს საქმე სპორტის სფერო იყოს. ადამიანს უამრავი სარბიელი აქვს, თუნდაც ბიზნესი.

დეპუტატობით მხოლოდ პატივმოყვარეობის ჭიას იკმაყოფილებენ. ზოგიერთები, “ფედერაციების ბობოლები” კარგ ფულსაც ტეხავენ, მაგრამ ეს სხვა საკითხია, არასპორტული საქციელის სფეროდან" - წერს გოცირიძე.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი არიან.

წაიკითხეთ ასევე: