სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელმა სირიის ცენტრალურ ნაწილზე იერიში მიიტანა, დაიღუპა 18 ადამიანი, 32 დაშავდა - ვრცელდება ავიადარტყმების ამსახველი კადრები
ისრაელმა სირიის ცენტრალურ ნაწილზე იერიში მიიტანა, დაიღუპა 18 ადამიანი, 32 დაშავდა - ვრცელდება ავიადარტყმების ამსახველი კადრები

გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, “სი­რი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­რა­ე­ლის მიერ, წუ­ხელ სი­რი­ის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ავი­ა­დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად, 18 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 32 და­შავ­და.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ და­ღუ­პუ­ლებს შო­რის 8 სი­რი­ე­ლი მებ­რძო­ლია.

თავ­დას­ხმას ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ის­რა­ე­ლის მხარ­დამ­ჭერ ქვეყ­ნებს მო­უ­წო­და, მისი მხარ­და­ჭე­რა და შე­ი­ა­რა­ღე­ბა შე­წყვი­ტონ.

"მკაც­რად ვგმობთ სი­ო­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ თავ­დას­ხმას სი­რი­ის მი­წა­ზე. რე­ჟი­მის მხარ­დამ­ჭე­რებს მისი მხარ­და­ჭე­რი­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბის შე­წყვე­ტის­კენ მო­ვუ­წო­დებთ“, - გა­ნა­ცხა­და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა, ნა­სერ კა­ნან­მა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლი­ბა­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ის­რა­ე­ლის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წი­ლის­კენ 15 რა­კე­ტა გა­ის­რო­ლეს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას The Times of Israel-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რა­კე­ტე­ბი ღია ად­გი­ლებ­ში მოხ­ვდა და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა.

თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დაჯ­გუ­ფე­ბა “ჰეზ­ბო­ლამ“ აიღო და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მიზ­ნე სამ­ხედ­რო ბაზა იყო. უც­ნო­ბია, არის თუ არა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი იე­რი­ში, ის­რა­ე­ლის მიერ, სი­რი­ის ცენ­ტრა­ლურ ნა­წი­ლის და­ბომბვას­თან.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ისრაელმა სირიის ცენტრალურ ნაწილზე იერიში მიიტანა, დაიღუპა 18 ადამიანი, 32 დაშავდა - ვრცელდება ავიადარტყმების ამსახველი კადრები

ისრაელმა სირიის ცენტრალურ ნაწილზე იერიში მიიტანა, დაიღუპა 18 ადამიანი, 32 დაშავდა - ვრცელდება ავიადარტყმების ამსახველი კადრები

გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ორგანიზაციის, “სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, ისრაელის მიერ, წუხელ სირიის ცენტრალურ ნაწილში განხორციელებული ინტენსიური ავიადარტყმების შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორის 8 სირიელი მებრძოლია.

თავდასხმას ირანის ხელისუფლება გამოეხმაურა და ისრაელის მხარდამჭერ ქვეყნებს მოუწოდა, მისი მხარდაჭერა და შეიარაღება შეწყვიტონ.

"მკაცრად ვგმობთ სიონისტური რეჟიმის ამ დანაშაულებრივ თავდასხმას სირიის მიწაზე. რეჟიმის მხარდამჭერებს მისი მხარდაჭერისა და შეიარაღების შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ კანანმა.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილისკენ 15 რაკეტა გაისროლეს.

ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რაკეტები ღია ადგილებში მოხვდა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ სამიზნე სამხედრო ბაზა იყო. უცნობია, არის თუ არა დაკავშირებული აღნიშნული იერიში, ისრაელის მიერ, სირიის ცენტრალურ ნაწილის დაბომბვასთან.