საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ომში არა უბედურებას, არამედ - შესაძლებლობას ხედავს“ - ბიძინა ივანიშვილი
“საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ომში არა უბედურებას, არამედ - შესაძლებლობას ხედავს“ - ბიძინა ივანიშვილი

“კო­ლექ­ტი­უ­რი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, ომში არა უბე­დუ­რე­ბას, არა­მედ, შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­დავს - ამ ხალ­ხის ნა­წილ­მა ჯერ 2008 წელს და­ღუ­პა ქვე­ყა­ნა, შემ­დეგ კი, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და და აკე­თებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო მე­ო­რე ფრონ­ტად აქ­ცი­ოს“, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, ახალ­ცი­ხე­ში, პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და და მშვი­დო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ ეს­წავ­ლე­ბა, რა არის ომი და რა უბე­დუ­რე­ბა ახ­ლავს თან მას.

ივა­ნიშ­ვილ­მა, ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს კო­ლექ­ტი­უ­რი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რო­მე­ლიც მზად არის, სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის სის­ხლის ფა­სად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუნ­დეს, ამი­ტომ, ომში არა უბე­დუ­რე­ბას, არა­მედ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­დავს.

“მშვი­დო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ბევ­რს არა­ფერს ვი­ტყვი; ამ ქვეყ­ნის შვი­ლებს არ გვეს­წავ­ლე­ბა, რომ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სწო­რედ მშვი­დო­ბა იყო ჩვენ­თვის ასე სა­ნატ­რე­ლი რამ, რად­გან კარ­გად ვი­ცო­დით რა არის ომი და რა უბე­დუ­რე­ბა ახ­ლავს მას თან.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, სხვა­დას­ხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ერთი სი­ტყვით - კო­ლექ­ტი­უ­რი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რო­მე­ლიც ომში არა უბე­დუ­რე­ბას, არა­მედ - შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­დავს, შე­საძ­ლებ­ლო­ბას იმი­სა, რომ უცხო­ე­ლი პატ­რო­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რით, თუნ­დაც ომის, ანუ სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის სის­ხლის ფა­სად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუნ­დეს. ამ ხალ­ხის ნა­წილ­მა ჯერ 2008 წელს და­ღუ­პა ქვე­ყა­ნა, როცა შეგ­ნე­ბუ­ლად მო­ახ­დი­ნა ომის პრო­ვო­ცი­რე­ბა, შემ­დეგ კი, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და და აკე­თებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნა­ში და­წყე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის მო­ნა­წი­ლედ, მე­ო­რე ფრონ­ტად აქ­ცი­ოს. ეს მათი უცხო­ე­ლი პატ­რო­ნე­ბის პირ­და­პი­რი დაკ­ვე­თაა, რაც იდე­ა­ლუ­რად ერ­გე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რა­დი­კა­ლურ, ვიწ­რო­პარ­ტი­ულ ინ­ტე­რესს - ნე­ბის­მი­ერ ფა­სად დაბ­რუნ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

  • ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა რთულ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­სა და არ­სე­ბულ საფრ­თხე­ებ­ზე. მან­ვე გან­მარ­ტა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაც­ვა სჭირ­დე­ბა რო­გორც მშვი­დო­ბას, ისე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას.

“საფრ­თხე რომ არ­სე­ბობს, ამას ყვე­ლა­ნი კარ­გად ვხე­დავთ, რად­გან ხე­ლის გულ­ზე დევს ის რთუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა, რის წი­ნა­შეც ვდგა­ვართ. მშვი­დო­ბას დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით სჭირ­დე­ბა დაც­ვა, ისე­ვე, რო­გორც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, რათა ერთი მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს ომში ძა­ლით ჩარ­თვა ვე­რა­ვინ - ვე­ღა­რას­დროს შეძ­ლოს, მე­ო­რე მხრივ კი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს - ჩვე­ნი ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­თავ­დეს და არა უცხო ძა­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი კო­ლექ­ტი­უ­რი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რე­ჟი­მი, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და სა­ხელ­მწი­ფო მი­ტა­ცე­ბუ­ლი.

ერ­თად დგო­მით შევ­ძე­ლით და ავა­შე­ნეთ ქვე­ყა­ნა, რო­მელ­შიც და­ცუ­ლია ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა უფ­ლე­ბა, აზ­რი­სა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გვაქვს გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო, მე­დია - და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია, ბიზ­ნე­სი კი ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი, ქვე­ყა­ნა, სა­დაც ხალ­ხი თა­ვი­სუფ­ლად ცხოვ­რობს და აღარ აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შიში“, - გა­ნა­ცხა­და პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ.

რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ნუ­ცხა­და, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნ­დი, წარ­მა­ტე­ბე­ბის მიღ­წე­ვის მი­უ­ხე­და­ვად შე­ჩე­რე­ბას არ აპი­რებს და მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვას. მან აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, 12-წლი­ა­ნი უწყვე­ტი მშვი­დო­ბა გვაქვს, რაც გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბაა.

  • “უფრო შორს აღარ წა­ვალ, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ ამ წარ­მა­ტე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნ­დი, შე­ჩე­რე­ბას, რა თქმა უნდა, არ აპი­რებს. მო­მა­ვალ­შიც ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა ყვე­ლა თქვენ­გან­მა, სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ სა­კუ­თარ თავ­ზე იგ­რძნოს.

ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა ის სი­კე­თე, რა­საც 2012 წლის შემ­დეგ ერ­თად მი­ვაღ­წი­ეთ კარ­გია და აღ­ნიშ­ვნას იმ­სა­ხუ­რებს, მაგ­რამ უმ­თავ­რე­სი გახ­ლავთ ის, რომ დღეს ჩვენ ვცხოვ­რობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, გვაქვს 12 წლი­ა­ნი უწყვე­ტი მშვი­დო­ბა, რაც გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი სა­წინ­და­რია, ეს კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვენ მიერ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სათ­ვის“ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის შე­დე­გია. მშვი­დო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ბევ­რს არა­ფერს ვი­ტყვი; ამ ქვეყ­ნის შვი­ლებს არ გვეს­წავ­ლე­ბა, რომ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სწო­რედ მშვი­დო­ბა იყო ჩვენ­თვის ასე სა­ნატ­რე­ლი რამ, რად­გან კარ­გად ვი­ცო­დით რა არის ომი და რა უბე­დუ­რე­ბა ახ­ლავს მას თან“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ახალ­ცი­ხე­ში, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის რო­ლის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ასახ­ვა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ქრის­ტი­ა­ნო­ბა ამ გზით გან­მტკიც­დე­ბა, რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს თვითმყო­ფა­დო­ბის საყ­რდე­ნი.

  • “ჩვენ ავ­სა­ხავთ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის როლს სწო­რედ იმ ფორ­მით, რო­გორ­საც ის იმ­სა­ხუ­რებს. მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ქრის­ტი­ა­ნო­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ით გან­მტკიც­დე­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს თვითმყო­ფა­დო­ბის საყ­რდე­ნი!

თუმ­ცა, არა­ვის უნდა და­ა­ვი­წყდეს, რომ სა­უ­კუ­ნე­ე­ბია, ჩვენ ვცხოვ­რობთ მრა­ვა­ლეთ­ნი­კურ ქვე­ყა­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად ას­წლე­უ­ლე­ბია ცხოვ­რო­ბენ, იბ­რძვი­ან, შრო­მო­ბენ სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ, არი­ან და მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბი­ან ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და­საყ­რდე­ნი.

ამი­ტო­მაც, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის რო­ლის გა­მოკ­ვე­თით, არ­ცერ­თი რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფე­სი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ დაკ­ნინ­დე­ბა; პი­რი­ქით, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სწო­რედ იმით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ სხვა­დას­ხვა აღმსა­რებ­ლო­ბის ხალ­ხს ერ­თმა­ნე­თის რე­ლი­გი­ის უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მა გვაქვს და ასე გაგ­რძელ­დე­ბა მო­მა­ვალ­შიც - თი­თო­ე­ულ რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფე­სია ისე­ვე იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი, რო­გორც აქამ­დე, მათი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვის გა­რან­ტი კი კვლა­ვაც სა­ხელ­მწი­ფო იქ­ნე­ბა, რად­გან ჩვენ ვცხოვ­რობთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო თა­ნაბ­რად ზრუ­ნავს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ზე, გა­ნურ­ჩევ­ლად მისი ეროვ­ნე­ბი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბი­სა.

და ბო­ლოს, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში თქვენ წი­ნა­შე გა­მოს­ვლა შოთა რუს­თა­ვე­ლის სი­ტყვე­ბით მინ­და და­ვას­რუ­ლო. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ ამ კუ­თხის შვილ­მა, დიდ­მა ქარ­თველ­მა მგო­სან­მა, და­წე­რა შე­გო­ნე­ბა, რო­მე­ლიც დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რი და საკ­რა­ლუ­რია - “ბო­როტ­სა სძლია კე­თილ­მან, არ­სე­ბა მისი გრძე­ლია“... თქვე­ნი ძალა და ენერ­გია, თქვე­ნი შე­მარ­თე­ბა მაძ­ლევს იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ 26 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო ისევ გა­ი­მარ­ჯვებს ბო­რო­ტე­ბა­ზე, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბის და სტა­ბი­ლუ­რო­ბის მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა“, - გა­უ­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

“საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ომში არა უბედურებას, არამედ - შესაძლებლობას ხედავს“ - ბიძინა ივანიშვილი

“საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ომში არა უბედურებას, არამედ - შესაძლებლობას ხედავს“ - ბიძინა ივანიშვილი

“კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, ომში არა უბედურებას, არამედ, შესაძლებლობას ხედავს - ამ ხალხის ნაწილმა ჯერ 2008 წელს დაღუპა ქვეყანა, შემდეგ კი, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო მეორე ფრონტად აქციოს“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ახალციხეში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა და მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც მან აღნიშნა, რომ ქართულ საზოგადოებას არ ესწავლება, რა არის ომი და რა უბედურება ახლავს თან მას.

ივანიშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მზად არის, საკუთარი მოსახლეობის სისხლის ფასად ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ამიტომ, ომში არა უბედურებას, არამედ შესაძლებლობას ხედავს.

“მშვიდობის მნიშვნელობაზე ბევრს არაფერს ვიტყვი; ამ ქვეყნის შვილებს არ გვესწავლება, რომ საუკუნეების განმავლობაში, სწორედ მშვიდობა იყო ჩვენთვის ასე სანატრელი რამ, რადგან კარგად ვიცოდით რა არის ომი და რა უბედურება ახლავს მას თან.

მიუხედავად ამისა, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, პოლიტიკური ძალები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთი სიტყვით - კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ომში არა უბედურებას, არამედ - შესაძლებლობას ხედავს, შესაძლებლობას იმისა, რომ უცხოელი პატრონების მხარდაჭერით, თუნდაც ომის, ანუ საკუთარი მოსახლეობის სისხლის ფასად, ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ამ ხალხის ნაწილმა ჯერ 2008 წელს დაღუპა ქვეყანა, როცა შეგნებულად მოახდინა ომის პროვოცირება, შემდეგ კი, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო უკრაინაში დაწყებული სამხედრო კონფლიქტის მონაწილედ, მეორე ფრონტად აქციოს. ეს მათი უცხოელი პატრონების პირდაპირი დაკვეთაა, რაც იდეალურად ერგება კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურ, ვიწროპარტიულ ინტერესს - ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს ხელისუფლებაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

  • ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და არსებულ საფრთხეებზე. მანვე განმარტა, რომ განსაკუთრებული დაცვა სჭირდება როგორც მშვიდობას, ისე დამოუკიდებლობას.

“საფრთხე რომ არსებობს, ამას ყველანი კარგად ვხედავთ, რადგან ხელის გულზე დევს ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რის წინაშეც ვდგავართ. მშვიდობას დღეს განსაკუთრებით სჭირდება დაცვა, ისევე, როგორც დამოუკიდებლობას, რათა ერთი მხრივ, საქართველოს ომში ძალით ჩართვა ვერავინ - ვეღარასდროს შეძლოს, მეორე მხრივ კი შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და საქართველოს - ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების მიერ კონტროლირებადი კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა სახელმწიფო მიტაცებული.

ერთად დგომით შევძელით და ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება, გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, მედია - დამოუკიდებელია, ბიზნესი კი ხელშეუხებელი, ქვეყანა, სადაც ხალხი თავისუფლად ცხოვრობს და აღარ აქვს პოლიტიკური დევნის შიში“, - განაცხადა პარტია “ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ.

როგორც ივანიშვილმა მოსახლეობას განუცხადა, “ქართული ოცნების“ გუნდი, წარმატებების მიღწევის მიუხედავად შეჩერებას არ აპირებს და მომავალშიც გააგრძელებს მოსახლეობის განვითარებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას. მან აღნიშნა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა გვაქვს, რაც განვითარების მთავარი წინაპირობაა.

  • “უფრო შორს აღარ წავალ, მაგრამ გეტყვით, რომ ამ წარმატებების მიუხედავად, “ქართული ოცნების“ გუნდი, შეჩერებას, რა თქმა უნდა, არ აპირებს. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს.

ბუნებრივია, ყველა ის სიკეთე, რასაც 2012 წლის შემდეგ ერთად მივაღწიეთ კარგია და აღნიშვნას იმსახურებს, მაგრამ უმთავრესი გახლავთ ის, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, სადაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად, გვაქვს 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რაც განვითარების მთავარი საწინდარია, ეს კი წლების განმავლობაში თქვენ მიერ “ქართული ოცნებისათვის“ გამოცხადებული ნდობის შედეგია. მშვიდობის მნიშვნელობაზე ბევრს არაფერს ვიტყვი; ამ ქვეყნის შვილებს არ გვესწავლება, რომ საუკუნეების განმავლობაში, სწორედ მშვიდობა იყო ჩვენთვის ასე სანატრელი რამ, რადგან კარგად ვიცოდით რა არის ომი და რა უბედურება ახლავს მას თან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ახალციხეში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, მართლმადიდებელი ეკლესიის როლის საქართველოს კონსტიტუციაში ასახვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობა ამ გზით განმტკიცდება, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი.

  • “ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს სწორედ იმ ფორმით, როგორსაც ის იმსახურებს. მართლმადიდებლური ქრისტიანობა კონსტიტუციით განმტკიცდება როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი!

თუმცა, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საუკუნეებია, ჩვენ ვცხოვრობთ მრავალეთნიკურ ქვეყანაში, საქართველოში, სადაც ქართველებთან ერთად ასწლეულებია ცხოვრობენ, იბრძვიან, შრომობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი.

ამიტომაც, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, არცერთი რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა არ დაკნინდება; პირიქით, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა გვაქვს და ასე გაგრძელდება მომავალშიც - თითოეულ რელიგიური კონფესია ისევე იქნება დაცული, როგორც აქამდე, მათი თავისუფლების დაცვის გარანტი კი კვლავაც სახელმწიფო იქნება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო თანაბრად ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა.

და ბოლოს, სამცხე-ჯავახეთში თქვენ წინაშე გამოსვლა შოთა რუსთაველის სიტყვებით მინდა დავასრულო. საუკუნეების წინ ამ კუთხის შვილმა, დიდმა ქართველმა მგოსანმა, დაწერა შეგონება, რომელიც დღესაც აქტუალური და საკრალურია - “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“... თქვენი ძალა და ენერგია, თქვენი შემართება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 26 ოქტომბერს საქართველო ისევ გაიმარჯვებს ბოროტებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის მყარი საფუძველი იქნება“, - გაუცხადა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობას.