მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
NASA-ს მეცნიერებმა დედამიწის შესახებ 60-წლიანი საიდუმლო ამოხსნეს - რას წარმოადგენს ამბიპოლარული ელექტრული ველი?
NASA-ს მეცნიერებმა დედამიწის შესახებ 60-წლიანი საიდუმლო ამოხსნეს - რას წარმოადგენს ამბიპოლარული ელექტრული ველი?

დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­როს მხო­ლოდ მაგ­ნე­ტიზ­მი და გრა­ვი­ტა­ცია არ აყა­ლი­ბებს. არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ძალა, რო­მე­ლიც დღემ­დე ჰი­პო­თე­ზად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და - დე­და­მი­წის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ელექტრუ­ლი ველი.

ახა­ლი კვლე­ვის ფარ­გლებ­ში კი NASA-ს მეც­ნი­ე­რებ­მა მო­ა­ხერ­ხეს და გა­ზო­მეს ამ­ბი­პო­ლა­რუ­ლი ელექტრუ­ლი ველი. ეს პლა­ნე­ტა­რუ­ლი ფე­ნო­მე­ნი მეც­ნი­ე­რებს ექვს ათწლე­ულ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ურ­ბო­და. რო­გორც Study Finds წერს, არ­ქტი­კის კი­დე­დან გაშ­ვე­ბუ­ლი გა­ბე­დუ­ლი სა­რა­კე­ტო მი­სი­ის წყა­ლო­ბით, ექ­სპერ­ტებ­მა არა მხო­ლოდ და­ა­დას­ტუ­რეს მისი არ­სე­ბო­ბა, არა­მედ გა­ზო­მეს მისი ძალა და გავ­ლე­ნა ჩვენს ატ­მოს­ფე­რო­ზე.

  • ამ­ბი­პო­ლა­რუ­ლი ელექტრუ­ლი ველი, რო­გორც მას მეც­ნი­ე­რულ წრე­ებ­ში უწო­დე­ბენ, ერთი შე­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა ჩან­დეს, რო­გორც რა­ღაც "ვარ­სკვლა­ვუ­რი" გზის მიღ­მა, მაგ­რამ ეს უხი­ლა­ვი ძალა თა­მა­შობს ძა­ლი­ან რე­ა­ლურ და გა­დამ­წყვეტ როლს ჩვე­ნი პლა­ნე­ტის ატ­მოს­ფე­როს ურ­თი­ერთქმე­დე­ბა­ში კოს­მოს­თან, რაც პო­ტენ­ცი­უ­რად მოქ­მე­დებს დე­და­მი­წის გრძელ­ვა­დი­ან ცხოვ­რე­ბა­ზე. ამ აღ­მო­ჩე­ნის შე­დე­გე­ბი სცილ­დე­ბა ჩვენს სამ­ყა­როს და გვთა­ვა­ზობს ახალ შე­ხე­დუ­ლე­ბებს სხვა პლა­ნე­ტე­ბის ატ­მოს­ფე­რო­სა და არა­მი­წი­ე­რი სი­ცო­ცხლის ძი­ე­ბა­ზე.

კვლე­ვა, ჟურ­ნალ Nature-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა და დე­ტა­ლუ­რად ასა­ხავს NASA-ს მი­სია Endurance-ის შე­დე­გებს. პრო­ექტს, რო­მე­ლის ნორ­ვე­გი­ი­დან ორ­ბი­ტა­ზე სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი რა­კე­ტის გაშ­ვე­ბას მო­ი­ცა­და, გლინ ა. კო­ლინ­სო­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

“სვალ­ბარ­დი (ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც რა­კე­ტა აფ­რინ­და), ერ­თა­დერ­თი რა­კე­ტის საც­დე­ლი ად­გი­ლია მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გავფრინ­დეთ პო­ლა­რულ ქარ­ში და შე­ვას­რუ­ლოთ სა­ჭი­რო გა­ზომ­ვე­ბი“, - გან­მარ­ტავს კოს­მო­სუ­რი ფი­ზი­კო­სი ლეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან და ნაშ­რო­მის თა­ნა­ავ­ტო­რი სი­უ­ზი იმ­ბე­რი.

რა­კე­ტა - Endurance აღ­ჭურ­ვი­ლი იყო ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის კომ­პლექ­ტით, რომ­ლე­ბიც შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ მი­სი­ის­თვის. მთა­ვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტი იყო ფო­ტო­ე­ლექტრო­ნუ­ლი სპექტრო­მეტ­რი (PES), რო­მე­ლიც შედ­გე­ბო­და რვა ორ­მა­გი ელექტროს­ტა­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზა­ტო­რის სენ­სო­რის­გან. ეს სენ­სო­რე­ბი ზუს­ტად იყო გას­წო­რე­ბუ­ლი, რათა გა­ე­ზო­მათ ელექტრო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ე­დი­ნე­ბა დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის ხა­ზე­ბის გას­წვრივ.

PES-ს ავ­სებ­და Langmuir Probe (SLP) - მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ზო­მავ­და ელექტრო­ნის სიმ­კვრი­ვე­სა და ტემ­პე­რა­ტუ­რას. ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის ამ კომ­ბი­ნა­ცი­ამ მეც­ნი­ე­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა ზედა ატ­მოს­ფე­რო­ში დახ­ვე­წი­ლი ელექტრუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ე­ზო­მათ.

რა­კე­ტა 768 კი­ლო­მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე აფ­რინ­და და გა­დაკ­ვე­თა ეგ­ზოს­ფე­რო - დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­როს მყი­ფე გარე კიდე. 19-წუ­თი­ა­ნი ფრე­ნის დროს ინ­სტრუ­მენ­ტებ­მა გა­ზო­მეს ელექტრუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის ცვლი­ლე­ბა მხო­ლოდ 0,55 ვოლ­ტით 322 მი­ლის (518,2 კმ) სი­მაღ­ლე­ზე.

"ნა­ხე­ვა­რი ვოლ­ტი თით­ქმის არა­ფე­რია, ის და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვეა, რაც სა­ა­თის ბა­ტა­რეა. მაგ­რამ ეს არის ზუს­ტად ის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ხსნის პო­ლა­რულ ქარს", - ამ­ბობს Endurance პროგ­რა­მის მთა­ვა­რი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი NASA-ს კოს­მო­სუ­რი ფრე­ნე­ბის ცენ­ტრში, კო­ლინ­სო­ნი.

“პო­ლა­რუ­ლი ქარი“ არის ნა­წი­ლა­კე­ბის იდუ­მა­ლი ნა­კა­დი, რო­მე­ლიც მი­ე­დი­ნე­ბა დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო­დან კოს­მოს­ში. ის პირ­ვე­ლად თა­ნამ­გზავ­რებ­მა 1960-იანი წლე­ბის ბო­ლოს აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ფე­ნო­მე­ნი ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შეს­წავ­ლი­ლი არ იყო. მეც­ნი­ე­რე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ პო­ლა­რუ­ლი ქარი შე­ი­ცავ­და ცივ ნა­წი­ლა­კებს, რომ­ლე­ბიც ხი­ლუ­ლი სით­ბოს წყა­როს გა­რე­შე, ზებ­გე­რი­თი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­დნენ.

“ამ­ბი­პო­ლა­რუ­ლი ვე­ლის“ აღ­მო­ჩე­ნამ კი “სა­ი­დუმ­ლო“ ამოხ­სნა - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სუს­ტია, ეს ელექტრუ­ლი ველი მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს ატ­მოს­ფე­რულ ნა­წი­ლა­კებ­ზე. პო­ლა­რულ ქარ­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტი­პის წყალ­ბა­დის იო­ნე­ბის­თვის, ამ ვე­ლის გარე ძალა 10,6-ჯერ უფრო ძლი­ე­რია ვიდ­რე გრა­ვი­ტა­ცია.

“ეს საკ­მა­რის­ზე მე­ტია გრა­ვი­ტა­ცი­ის და­საძ­ლე­ვად - ფაქ­ტობ­რი­ვად, საკ­მა­რი­სია ზებ­გე­რი­თი სიჩ­ქა­რით კოს­მოს­ში გაშ­ვე­ბა“, - გან­მარ­ტავს ალექს გლო­ცე­რი, Endurance პრო­ექ­ტის მეც­ნი­ე­რი და კვლე­ვის თა­ნა­ავ­ტო­რი.

ამ ვე­ლის გავ­ლე­ნა ვრცელ­დე­ბა არა მხო­ლოდ წყალ­ბად­ზე. სა­ერ­თო ჯამ­ში, ამ­ბი­პო­ლა­რუ­ლი ველი იო­ნოს­ფე­როს “მას­შტა­ბის სი­მაღ­ლეს“ - ატ­მოს­ფე­როს ზედა ფე­ნას, 271%-ით ზრდის. ეს ნიშ­ნავს, რომ იო­ნოს­ფე­რო უფრო მკვრი­ვი რჩე­ბა მა­ღალ სი­მაღ­ლე­ებ­ზე, ვიდ­რე ადრე ეგო­ნათ.

“ატ­მოს­ფე­როს მქო­ნე ნე­ბის­მი­ერ პლა­ნე­ტას უნდა ჰქონ­დეს ამ­ბი­პო­ლა­რუ­ლი ველი“, - ამ­ბობს კო­ლინ­სო­ნი.

ექ­სპე­რი­მენ­ტი ხსნის ახალ გზებს სხვა პლა­ნე­ტე­ბის, მათ შო­რის ვე­ნე­რას და მარ­სის ატ­მოს­ფე­როს შე­სას­წავ­ლად.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

NASA-ს მეცნიერებმა დედამიწის შესახებ 60-წლიანი საიდუმლო ამოხსნეს - რას წარმოადგენს ამბიპოლარული ელექტრული ველი?

NASA-ს მეცნიერებმა დედამიწის შესახებ 60-წლიანი საიდუმლო ამოხსნეს - რას წარმოადგენს ამბიპოლარული ელექტრული ველი?

დედამიწის ატმოსფეროს მხოლოდ მაგნეტიზმი და გრავიტაცია არ აყალიბებს. არსებობს კიდევ ერთი ფუნდამენტური ძალა, რომელიც დღემდე ჰიპოთეზად განიხილებოდა - დედამიწის გარშემო არსებული ელექტრული ველი.

ახალი კვლევის ფარგლებში კი NASA-ს მეცნიერებმა მოახერხეს და გაზომეს ამბიპოლარული ელექტრული ველი. ეს პლანეტარული ფენომენი მეცნიერებს ექვს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში გაურბოდა. როგორც Study Finds წერს, არქტიკის კიდედან გაშვებული გაბედული სარაკეტო მისიის წყალობით, ექსპერტებმა არა მხოლოდ დაადასტურეს მისი არსებობა, არამედ გაზომეს მისი ძალა და გავლენა ჩვენს ატმოსფეროზე.

  • ამბიპოლარული ელექტრული ველი, როგორც მას მეცნიერულ წრეებში უწოდებენ, ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს, როგორც რაღაც "ვარსკვლავური" გზის მიღმა, მაგრამ ეს უხილავი ძალა თამაშობს ძალიან რეალურ და გადამწყვეტ როლს ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს ურთიერთქმედებაში კოსმოსთან, რაც პოტენციურად მოქმედებს დედამიწის გრძელვადიან ცხოვრებაზე. ამ აღმოჩენის შედეგები სცილდება ჩვენს სამყაროს და გვთავაზობს ახალ შეხედულებებს სხვა პლანეტების ატმოსფეროსა და არამიწიერი სიცოცხლის ძიებაზე.

კვლევა, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა და დეტალურად ასახავს NASA-ს მისია Endurance-ის შედეგებს. პროექტს, რომელის ნორვეგიიდან ორბიტაზე სპეციალიზებული რაკეტის გაშვებას მოიცადა, გლინ ა. კოლინსონი ხელმძღვანელობდა.

“სვალბარდი (ადგილი, საიდანაც რაკეტა აფრინდა), ერთადერთი რაკეტის საცდელი ადგილია მსოფლიოში, სადაც ჩვენ შეგვიძლია გავფრინდეთ პოლარულ ქარში და შევასრულოთ საჭირო გაზომვები“, - განმარტავს კოსმოსური ფიზიკოსი ლესტერის უნივერსიტეტიდან და ნაშრომის თანაავტორი სიუზი იმბერი.

რაკეტა - Endurance აღჭურვილი იყო ძალიან მგრძნობიარე ინსტრუმენტების კომპლექტით, რომლებიც შექმნილია სპეციალურად ამ მისიისთვის. მთავარი ინსტრუმენტი იყო ფოტოელექტრონული სპექტრომეტრი (PES), რომელიც შედგებოდა რვა ორმაგი ელექტროსტატიკური ანალიზატორის სენსორისგან. ეს სენსორები ზუსტად იყო გასწორებული, რათა გაეზომათ ელექტრონები, რომლებიც მიედინება დედამიწის მაგნიტური ველის ხაზების გასწვრივ.

PES-ს ავსებდა Langmuir Probe (SLP) - მოწყობილობა, რომელიც ზომავდა ელექტრონის სიმკვრივესა და ტემპერატურას. ინსტრუმენტების ამ კომბინაციამ მეცნიერებს საშუალება მისცა ზედა ატმოსფეროში დახვეწილი ელექტრული ცვლილებები გაეზომათ.

რაკეტა 768 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა და გადაკვეთა ეგზოსფერო - დედამიწის ატმოსფეროს მყიფე გარე კიდე. 19-წუთიანი ფრენის დროს ინსტრუმენტებმა გაზომეს ელექტრული პოტენციალის ცვლილება მხოლოდ 0,55 ვოლტით 322 მილის (518,2 კმ) სიმაღლეზე.

"ნახევარი ვოლტი თითქმის არაფერია, ის დაახლოებით იგივეა, რაც საათის ბატარეა. მაგრამ ეს არის ზუსტად ის რაოდენობა, რომელიც ხსნის პოლარულ ქარს", - ამბობს Endurance პროგრამის მთავარი გამომძიებელი NASA-ს კოსმოსური ფრენების ცენტრში, კოლინსონი.

“პოლარული ქარი“ არის ნაწილაკების იდუმალი ნაკადი, რომელიც მიედინება დედამიწის ატმოსფეროდან კოსმოსში. ის პირველად თანამგზავრებმა 1960-იანი წლების ბოლოს აღმოაჩინეს. ფენომენი ამდენი ხნის განმავლობაში შესწავლილი არ იყო. მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ პოლარული ქარი შეიცავდა ცივ ნაწილაკებს, რომლებიც ხილული სითბოს წყაროს გარეშე, ზებგერითი სიჩქარით მოძრაობდნენ.

“ამბიპოლარული ველის“ აღმოჩენამ კი “საიდუმლო“ ამოხსნა - მიუხედავად იმისა, რომ სუსტია, ეს ელექტრული ველი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ატმოსფერულ ნაწილაკებზე. პოლარულ ქარში ყველაზე გავრცელებული ტიპის წყალბადის იონებისთვის, ამ ველის გარე ძალა 10,6-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე გრავიტაცია.

“ეს საკმარისზე მეტია გრავიტაციის დასაძლევად - ფაქტობრივად, საკმარისია ზებგერითი სიჩქარით კოსმოსში გაშვება“, - განმარტავს ალექს გლოცერი, Endurance პროექტის მეცნიერი და კვლევის თანაავტორი.

ამ ველის გავლენა ვრცელდება არა მხოლოდ წყალბადზე. საერთო ჯამში, ამბიპოლარული ველი იონოსფეროს “მასშტაბის სიმაღლეს“ - ატმოსფეროს ზედა ფენას, 271%-ით ზრდის. ეს ნიშნავს, რომ იონოსფერო უფრო მკვრივი რჩება მაღალ სიმაღლეებზე, ვიდრე ადრე ეგონათ.

“ატმოსფეროს მქონე ნებისმიერ პლანეტას უნდა ჰქონდეს ამბიპოლარული ველი“, - ამბობს კოლინსონი.

ექსპერიმენტი ხსნის ახალ გზებს სხვა პლანეტების, მათ შორის ვენერას და მარსის ატმოსფეროს შესასწავლად.

წყარო