კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ირაკლი ეძგვერაძეზე განხორციელდა ძალადობა, მას სისხლნაჟღენთები და ჩალურჯებები ეტყობა - როგორც ამბობს, მასზე იძალადეს ავტოფარეხში“ - ადვოკატი
“ირაკლი ეძგვერაძეზე განხორციელდა ძალადობა, მას სისხლნაჟღენთები და ჩალურჯებები ეტყობა - როგორც ამბობს, მასზე იძალადეს ავტოფარეხში“ - ადვოკატი

“აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწრა­ფი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დეს, კა­ცი­ტა­ძის უწყე­ბამ ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­მო­ი­ძი­ოს და სა­ხალ­ხო დამ­ცველს მო­ვუ­წო­დებ მო­ვი­დეს, რად­გან პო­ლი­ტი­კურ ლი­დერ­ზე თავ­დას­ხმა მოხ­და“, - ამის შე­სა­ხებ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რის ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძის ად­ვო­კატ­მა, ლაშა ტყე­შე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა.

“ჩვენ ვნა­ხეთ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბით, სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მელ­ში ჩაც­მულ­მა რო­გორ იძა­ლა­და ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე­ზე, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რია და ასე­ვე გლ­და­ნის შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი. მას­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლა­დო­ბა და როცა მე ის მო­ვი­ნა­ხუ­ლე მას სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი, ჩა­ლურ­ჯე­ბე­ბი ეტყო­ბა. რო­გორც ის ამ­ბობს, მას­ზე იძა­ლა­დეს ავ­ტო­ფა­რეხ­ში.

მას სახ­ლში შე­უ­ვარ­დნენ. ად­ვო­კატს არ მომ­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მის და­კა­ვე­ბას დავ­სწრე­ბო­დი ან მცოდ­ნო­და სად გა­და­იყ­ვა­ნეს, ეს კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა. მო­ვუ­წო­დებ კოკა კა­ცი­ტა­ძის უწყე­ბას, რაც შე­ეძ­ლე­ბა მალე გა­მოგ­ზავ­ნოს გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი და გა­მო­ი­ძი­ონ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის არა­კა­ნო­ნი­ე­რი ქმე­დე­ბა, მათ სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს - უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა.

ჩვენ ვი­ცით, რო­გორ ძა­ლა­დო­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე, მაგ­რამ არ­ცერ­თი საქ­მე კა­ცი­ტა­ძის უწყე­ბას არ გა­მო­უ­ძი­ე­ბია და არც ახლა გვაქვს იმე­დი.

კად­რებ­ში ჩანს თუ რო­გორ აყე­ნებს შე­უ­რა­ცხყო­ფას ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძეს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, შემ­დეგ რო­გორ აკა­ვებს და რო­გორ შე­იყ­ვანს ავ­ტო­ფა­რეხ­ში. ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე და­ა­კა­ვეს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით. აუ­ცი­ლე­ბე­ლი სწრა­ფი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დეს, კა­ცი­ტა­ძის უწყე­ბამ ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­მო­ი­ძი­ოს და სა­ხალ­ხო დამ­ცველს მო­ვუ­წო­დებ მო­ვი­დეს, რად­გან პო­ლი­ტი­კურ ლი­დერ­ზე თავ­დას­ხმა მოხ­და. ამ ეტაპ­ზე სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი უც­ნო­ბია, მაგ­რამ კად­რებ­ში ჩანს თუ ვინ იძა­ლა­და მას­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ლაშა ტყე­შე­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე და ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძე შსს-მ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით გუ­შინ სა­ღა­მოს და­ა­კა­ვა. მა­ნამ­დე, ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძის სახ­ლთან ხმა­უ­რი იყო.

რო­გორც შსს-ში გან­მარ­ტეს, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას, "კერ­ძოდ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბას ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა დრო­საც მათ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლა მო­ქა­ლა­ქე ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძემ, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქონ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბას­თან“.

“ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად”, - გა­ნა­ცხა­დეს უწყე­ბა­ში.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძე ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე კი, ამ დრომ­დე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

“ირაკლი ეძგვერაძეზე განხორციელდა ძალადობა, მას სისხლნაჟღენთები და ჩალურჯებები ეტყობა - როგორც ამბობს, მასზე იძალადეს ავტოფარეხში“ - ადვოკატი

“ირაკლი ეძგვერაძეზე განხორციელდა ძალადობა, მას სისხლნაჟღენთები და ჩალურჯებები ეტყობა - როგორც ამბობს, მასზე იძალადეს ავტოფარეხში“ - ადვოკატი

“აუცილებელია სწრაფი ექსპერტიზა ჩატარდეს, კაციტაძის უწყებამ ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და სახალხო დამცველს მოვუწოდებ მოვიდეს, რადგან პოლიტიკურ ლიდერზე თავდასხმა მოხდა“, - ამის შესახებ საკრებულოს წევრის ირაკლი ეძგვერაძის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულა პოლიციის თანამშრომელმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

“ჩვენ ვნახეთ, ცეცხლსასროლი იარაღებით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა როგორ იძალადა ირაკლი ეძგვერაძეზე, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრია და ასევე გლდანის შტაბის ხელმძღვანელი. მასზე განხორციელდა ძალადობა და როცა მე ის მოვინახულე მას სისხლნაჟღენთები, ჩალურჯებები ეტყობა. როგორც ის ამბობს, მასზე იძალადეს ავტოფარეხში.

მას სახლში შეუვარდნენ. ადვოკატს არ მომცეს საშუალება, რომ მის დაკავებას დავსწრებოდი ან მცოდნოდა სად გადაიყვანეს, ეს კანონდარღვევაა. მოვუწოდებ კოკა კაციტაძის უწყებას, რაც შეეძლება მალე გამოგზავნოს გამომძიებლები და გამოიძიონ პოლიციელების არაკანონიერი ქმედება, მათ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს - უფლებამოსილების გადამეტება.

ჩვენ ვიცით, როგორ ძალადობენ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, მაგრამ არცერთი საქმე კაციტაძის უწყებას არ გამოუძიებია და არც ახლა გვაქვს იმედი.

კადრებში ჩანს თუ როგორ აყენებს შეურაცხყოფას ირაკლი ეძგვერაძეს პოლიციის თანამშრომელი, შემდეგ როგორ აკავებს და როგორ შეიყვანს ავტოფარეხში. ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს პოლიტიკური მოტივებით. აუცილებელი სწრაფი ექსპერტიზა ჩატარდეს, კაციტაძის უწყებამ ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და სახალხო დამცველს მოვუწოდებ მოვიდეს, რადგან პოლიტიკურ ლიდერზე თავდასხმა მოხდა. ამ ეტაპზე სახელები და გვარები უცნობია, მაგრამ კადრებში ჩანს თუ ვინ იძალადა მასზე“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით გუშინ საღამოს დააკავა. მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო.

როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან“.

“ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად”, - განაცხადეს უწყებაში.

მოგვიანებით, ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ირაკლი ეძგვერაძე კი, ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება.

იხილეთ ასევე: