კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“თბილისიმარათონის“ მორბენალს შეუძლია, გახდეს ქველმოქმედი, ერთ დღეში შემოირბინოს ძველი თბილისი და დატკბეს სანახაობით“ - მანჩო შაფაქიძე
“თბილისიმარათონის“ მორბენალს შეუძლია, გახდეს ქველმოქმედი, ერთ დღეში შემოირბინოს ძველი თბილისი და დატკბეს სანახაობით“ - მანჩო შაფაქიძე

ყო­ველ­წლი­უ­რი მა­სობ­რი­ვი სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა და და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი - რი­გით მე-13 “თბი­ლი­სი­მა­რა­თო­ნის“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ახა­ლი სტარ­ტით ძვე­ლი მარ­შრუ­ტის და­საძ­ლე­ვად ემ­ზა­დე­ბი­ან. ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც საქ­ველ­მოქ­მე­დო მი­ზანს, ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და ტუ­რიზ­მის ხელ­შე­წყო­ბას ისა­ხავს მიზ­ნად, ტრა­დი­ცი­უ­ლად, თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ეროვ­ნე­ბის, ასა­კის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ადა­მი­ა­ნებს სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გან­ცდა ამ­ჯე­რად 22 სექ­ტემ­ბერს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მათ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­რე­მოს შექ­მნი­ან.

- “მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თბი­ლი­სი­მა­რა­თო­ნი სტარტს პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის წინ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე იღებ­და, თუმ­ცა მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წელს ლო­კა­ცია რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, ბევ­რად უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი სივ­რცე­ე­ბი მო­ვა­წყოთ, რო­გორც მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის, ასე­ვე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თვის, სპონ­სო­რე­ბის­თვის, მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­თვის და ა.შ. ამა­ვე ლო­კა­ცი­ა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­აც. იგეგ­მე­ბა ბევ­რი სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­თა ნა­წილს სი­ურპრი­ზად დავ­ტო­ვებ.

რაც შე­ე­ხე­ბა მარ­შრუტს, ძა­ლი­ან სკრუ­პუ­ლო­ზუ­რად არის შერ­ჩე­უ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, უც­ვლე­ლად დარ­ჩე­ბა, თუმ­ცა, თუ ადრე მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ელ­ბა­ქი­ძის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ და მერე გა­და­დი­ოდ­ნენ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის­კენ, ამ შემ­თხვე­ვა­ში პი­რი­ქით მოხ­დე­ბა - მორ­ბე­ნა­ლე­ბი გეზს რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან რუს­თა­ვე­ლის­კენ აი­ღე­ბენ, შემ­დეგ გზას თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლე­ბენ, ლე­სე­ლი­ძე­ზე გა­დავ­ლენ და ა.შ.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, მსურ­ვე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, ირ­ბი­ნონ ბავ­შვე­ბით, ძაღ­ლე­ბით, ეტ­ლე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი მათ­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ჩაც­მუ­ლო­ბი­თა და იმი­ჯით, და­ფა­რონ მათ­თვის მი­სა­ღე­ბი მან­ძი­ლი და სხვა. თუმ­ცა, უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ნა­წი­ლე­ებს გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბის დაც­ვა მა­ინც მო­უ­წევთ.“, - აღ­ნიშ­ნა პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერ­მა, მა­ნა­ნა შა­ფა­ქი­ძემ.

  • ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი, მან­ჩო შა­ფა­ქი­ძე, თბი­ლი­სი­მა­რა­თო­ნის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუფს 2022 წელს შე­უ­ერ­თდა. დიდი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის დაძ­ლე­ვის სპორ­ტუ­ლი ჟი­ნის მი­უ­ხე­და­ვად, პან­დე­მი­ის შემ­დგომ­მა სირ­თუ­ლე­ებ­მა თავი მა­ინც იჩი­ნა. აზარ­ტულ­მა ბუ­ნე­ბამ, სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოწ­ვე­ვამ, გუნ­დის თა­ნად­გო­მამ და უკე­თე­სი შე­დე­გის და­დე­ბის სურ­ვილ­მა ყვე­ლა წი­ნა­ღო­ბა გა­და­ა­ლახ­ვი­ნა და ერთ-ერთი სა­მა­გა­ლი­თო სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა. თბი­ლი­სი­მა­რა­თონ­მა სა­ყო­ველ­თაო მო­წო­ნე­ბა, თბი­ლი­სის მე­რი­ის აღი­ა­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ჯილ­დოც და­იმ­სა­ხუ­რა.

- “შარ­შან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ერთ-ერთი სა­მა­გა­ლი­თო სპორ­ტუ­ლი მა­სობ­რი­ვი გარ­ბე­ნი იყო და თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის აღი­ა­რე­ბაც და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, გად­მოგ­ვე­ცა შე­სა­ბა­მი­სი ჯილ­დოც. ეს კი ნიშ­ნავს, რომ ჩვენ არ ვუც­რუ­ებთ იმე­დებს პრო­ექ­ტში ჩარ­თულ მხა­რე­ებს, პი­რი­ქით, ვცდი­ლობთ, ყო­ველ­წლი­უ­რად უფრო მეტი კომ­ფორ­ტი და შთამ­ბეჭ­და­ვი მო­გო­ნე­ბე­ბი შე­ვუქ­მნათ.

თბი­ლი­სი­მა­რა­თო­ნის დღე ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. სხვა დროს ვერ ნა­ხავ თა­ვი­სუ­ფალ, სპორ­ტუ­ლი აზარ­ტით შე­პყრო­ბილ ქუ­ჩებს მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის გა­რე­შე. მო­ნა­წი­ლეს ერთ დღე­ში შე­უძ­ლია, შე­მო­ირ­ბი­ნოს ძვე­ლი თბი­ლი­სი და პა­რა­ლე­ლუ­რად, დატ­კბეს სა­ნა­ხა­ო­ბით.

ვფიქ­რობ, რომ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა არის თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის შან­სი, გა­მო­ცა­დოს სა­კუ­თა­რი თავი, და­ი­სა­ხოს გარ­კვე­უ­ლი მი­ზა­ნი და ია­მა­ყოს სა­კუ­თა­რი მიღ­წე­ვე­ბით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მორ­ბე­ნა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას უფრო მე­ტად ქველ­მოქ­მე­დე­ბა აინ­ტე­რე­სებს, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობს და პა­რა­ლე­ლუ­რად, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­საც ეწე­ვა. მათ­თვის მთა­ვა­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მარ­ჯვე­ბას, ბუ­ნებ­რი­ვია, ინ­ტე­რე­სი ამ მხრი­ვაც დი­დია. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ თბი­ლი­სი­მა­რა­თო­ნი აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო გარ­ბე­ნია, რე­კორდსმე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, თუ, რა თქმა უნდა, ასეთს ად­გი­ლი ექ­ნე­ბა, მსოფ­ლიო რე­კორ­დე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდე­ბა.

გარ­და ამი­სა, ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია ჩემ­თვის, რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის­თვის. ჩარ­თუ­ლი ხარ ღო­ნის­ძი­ე­ბის და­გეგ­მვის ყვე­ლა ეტაპ­ზე. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ თბი­ლი­სი­მა­რა­თონს მრა­ვალ­წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს, გაქვს გან­ცდა, რომ უკვე რა­ღაც დი­დის ნა­წი­ლი ხარ. ამას­თან გეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­მო­ი­ტა­ნო სი­ახ­ლე­ე­ბი, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გა­ხა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, ჩადო ენერ­გია, ძა­ლის­ხმე­ვა და დატ­კბე შე­დე­გით. ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც ხე­დავ, რო­გორ იზ­რდე­ბა და ვი­თარ­დე­ბა პრო­ექ­ტი შენს ხელ­ში.“

  • სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ტე­რე­სი, შთამ­ბეჭ­და­ვი სტა­ტის­ტი­კა და სპონ­სო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერს დიდ მო­ლო­დი­ნებს უქ­მნის. თვლის, რომ წლე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­ნა­წი­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­აღ­წევს. ამ­ბობს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი არას­პორ­ტსმე­ნი ადა­მი­ა­ნიც მოვა და სიმ­ბო­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის გარ­ბე­ნას შე­ეც­დე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ტრა­დი­ცი­უ­ლად, 60-მდე ქვეყ­ნის უცხო­ელ მორ­ბე­ნალ­საც ელო­დე­ბი­ან.

- “წლე­ვან­დე­ლი სტა­ტის­ტი­კა შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით უკვე გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია. ჩვე­ნი ნა­ხე­ვარ­მა­რა­თო­ნი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რე­თაც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. უცხო­ელ მო­ნა­წი­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის ჩა­მო­დის, თუმ­ცა გარ­ბე­ნით აქ მყო­ფი ტუ­რის­ტე­ბიც ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. შარ­შან გვქონ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც უცხო­ელ­მა თბი­ლი­სი­მა­რა­თო­ნის შე­სა­ხებ შემ­თხვე­ვით გა­ი­გო, მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც მი­ი­ღო და მე­ო­რე ად­გი­ლიც და­ი­კა­ვა.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სულ უფრო იზ­რდე­ბა ინ­ტე­რე­სი სპონ­სო­რე­ბის და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მხრი­დან. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თბი­ლი­სი­მა­რა­თონს და­არ­სე­ბის დღი­დან უდ­გას გვერ­დით თბი­ლი­სის მე­რია, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია. ჩვენ გვერ­დი­თაა გერ­მა­ნი­ის და სა­ბერ­ძნე­თის სა­ელ­ჩო­ე­ბიც. ეს უკა­ნას­კნე­ლი უკვე მე­სა­მე წე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბით ანე­ბივ­რებს მო­ნა­წი­ლე­ებს - აძ­ლევს ათე­ნის მა­რა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს უფა­სო მგზავ­რო­ბას, ცხოვ­რე­ბას და კი­დევ უამ­რავ ბე­ნე­ფიტს. სა­ინ­ტე­რე­სოა ასე­ვე გა­თა­მა­შე­ბა ლო­ტოს პრინ­ცი­პით - მას, ვინც ფი­ნი­შის ხაზს გა­დაკ­ვეთს და პირ­ველ ასე­ულ­ში მოხ­ვდე­ბა, სა­ჩუქ­რის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა.

წლე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია “ჰოკა“, სარ­ბე­ნი ფეხ­საც­მლის ბრენ­დი, რო­მე­ლიც თე­მა­ტუ­რა­დაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია მა­რა­თონ­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრენ­დის იდეა გაჩ­ნდა მა­შინ, რო­დე­საც დამ­წყე­ბი თრე­ი­ლის (მთის ბი­ლი­კებ­ზე) მორ­ბე­ნა­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ შე­ექ­მნათ ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც მათ დაღ­მარ­თზე სირ­ბილს გა­უ­მარ­ტი­ვებ­და. ექ­სტრე­მა­ლუ­რი/გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი სპორ­ტის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით (თხი­ლა­მუ­რე­ბი და მთის ვე­ლო­სი­პე­დე­ბი) შთა­გო­ნე­ბუ­ლებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს ფეხ­საც­მლის სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნი და შე­დე­გად, შექ­მნეს Hoka-ს პირ­ვე­ლი პრო­ტო­ტი­პი. ეს იყო საკ­მა­ოდ დიდი ძი­რის მქო­ნე ფეხ­საც­მე­ლი, რო­მელ­მაც სირ­ბი­ლის ინ­დუსტრი­ა­ში (რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბის ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბო­და) შო­კუ­რი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა, ეტა­პობ­რი­ვად ბრენდმა დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა - მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ფეხ­საც­მლის ტა­რე­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბულ კომ­ფორ­ტსა და სიმ­სუ­ბუ­ქეს გრძნობ­დნენ. Hoka ცდი­ლობს, შთა­ა­გო­ნოს ადა­მი­ა­ნებს, რომ იმოძ­რა­ონ მეტი. რაც ასე­ვე ემ­თხვე­ვა ჩვენს მი­ზანს - ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

“თბი­ლი­სი­მა­რა­თო­ნი 2024“-ის მე­დი­ამ­ხარ­დამ­ჭე­რია პა­ლიტ­რა ჰოლ­დინ­გი.

აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ჩვენს მრა­ვალ მხარ­დამ­ჭერს შო­რის არი­ან ახა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბიც. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მხო­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ე­ბით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. დიდი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან, რო­გორც წესი, 50-100 მორ­ბე­ნა­ლი მა­ინც გვი­ერ­თდე­ბა და ეს ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქ­ტია.

ვთვლი, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბას მი­ვი­ღებთ. ყვე­ლა ჩარ­თუ­ლი მხა­რე, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა პრო­ცენ­ტუ­ლო­ბით, რა შე­საძ­ლებ­ლო­ბით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, და­ი­ნა­ხავს სა­კუ­თა­რი საქ­მის სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს. ეს იქ­ნე­ბა სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი - ჩვენ შევ­ძლებთ ვაჩ­ვე­ნოთ არა მარ­ტო ჩვენს ქვე­ყა­ნას, არა­მედ ევ­რო­პას, მსოფ­ლი­ოს, თუ რო­გო­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შეგ­ვიძ­ლია და რამ­დე­ნად მა­ღალ დო­ნე­ზე. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ წე­ლი­წად­ში ეს ერთი დღე ვა­ჩუ­ქოთ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს. შე­ვეც­დე­ბით, არ და­ვაგ­დოთ ტემ­პი და ყო­ველ წელს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ინო­ვა­ცია შევ­თა­ვა­ზოთ მხა­რე­ებს. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ სი­ახ­ლე­ე­ბი არ ეხე­ბა მხო­ლოდ თბი­ლი­სი­მა­რა­თონს ან ცალ­კე­ულ პრო­ექ­ტებს. სა­ინ­ტე­რე­სო ცვლი­ლე­ბე­ბი გვაქვს კომ­პა­ნი­ა­ში რებ­რენ­დინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. გა­და­ვე­დით გან­ვი­თა­რე­ბის ახალ სა­ფე­ხურ­ზე და შევ­ქმე­ნით ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ბრენ­დი - ჰა­ნი­ველ ცე­მენ­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ “თბი­ლი­სი­მა­რა­თო­ნი“ ყო­ველ­წლი­უ­რი მას­შტა­ბუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო გარ­ბე­ნია, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია ჰა­ი­დელ­ბერგცე­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით, თბი­ლი­სის მე­რი­ის, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­სა და გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს პატ­რო­ნა­ჟით იმარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ქველ­მოქ­მე­დე­ბას, სპორ­ტი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტუ­რის­ტულ გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

თბი­ლი­სი­მა­რა­თო­ნი 3 გარ­ბენს მო­ი­ცავს:

1. ნა­ხე­ვარ­მა­რა­თონს (21.097 კმ) - რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ფა­სუ­რი - 50 ლარი;

2. 10 კი­ლო­მეტ­რი­ან გარ­ბენს - რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ფა­სუ­რი - 40 ლარი;

3. ბავ­შვთა გარ­ბენს (5-11 წლამ­დე - 500მ და 12-15 წლამ­დე - 1კმ) - რე­გის­ტრა­ცია უფა­სოა.

რე­გის­ტრა­ცი­ი­დან შე­მო­სულ თან­ხას ჰა­ი­დელ­ბერგცე­მენ­ტი შერ­ჩე­ულ ბე­ნე­ფი­ცი­არს სრუ­ლად მო­ახ­მარს.

რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ ბმულს: https://www.tbilisimarathon.ge/ka

R

ავტორი:

“თბილისიმარათონის“ მორბენალს შეუძლია, გახდეს ქველმოქმედი, ერთ დღეში შემოირბინოს ძველი თბილისი და დატკბეს სანახაობით“ - მანჩო შაფაქიძე

“თბილისიმარათონის“ მორბენალს შეუძლია, გახდეს ქველმოქმედი, ერთ დღეში შემოირბინოს ძველი თბილისი და დატკბეს სანახაობით“ - მანჩო შაფაქიძე

ყოველწლიური მასობრივი სპორტული ღონისძიება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები - რიგით მე-13 “თბილისიმარათონის“ მონაწილეები ახალი სტარტით ძველი მარშრუტის დასაძლევად ემზადებიან. ღონისძიება, რომელიც საქველმოქმედო მიზანს, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ტრადიციულად, თბილისის ცენტრალურ უბნებში გაიმართება. განსხვავებული ეროვნების, ასაკის და შესაძლებლობების ადამიანებს სოციალური პასუხისმგებლობის განცდა ამჯერად 22 სექტემბერს გააერთიანებს. ორგანიზატორები მათთვის განსაკუთრებულ გარემოს შექმნიან.

- “მოგეხსენებათ, თბილისიმარათონი სტარტს პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ რუსთაველის გამზირზე იღებდა, თუმცა მონაწილეების გაზრდილი რაოდენობიდან გამომდინარე, წელს ლოკაცია რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებს. აღნიშნული ადგილმდებარეობა მოგვცემს საშუალებას, ბევრად უფრო კომფორტული სივრცეები მოვაწყოთ, როგორც მონაწილეებისთვის, ასევე ორგანიზატორებისთვის, სპონსორებისთვის, მხარდამჭერებისთვის, მოხალისეებისთვის და ა.შ. ამავე ლოკაციაზე გაიმართება დაჯილდოების ცერემონიაც. იგეგმება ბევრი სახალისო აქტივობა, რომელთა ნაწილს სიურპრიზად დავტოვებ.

რაც შეეხება მარშრუტს, ძალიან სკრუპულოზურად არის შერჩეული და შესაბამისად, უცვლელად დარჩება, თუმცა, თუ ადრე მონაწილეები ელბაქიძის მიმართულებით მიემართებოდნენ და მერე გადადიოდნენ მარჯანიშვილისკენ, ამ შემთხვევაში პირიქით მოხდება - მორბენალები გეზს რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ აიღებენ, შემდეგ გზას თავისუფლების მიმართულებით გააგრძელებენ, ლესელიძეზე გადავლენ და ა.შ.

ტრადიციულად, მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ, ირბინონ ბავშვებით, ძაღლებით, ეტლებით, ნებისმიერი მათთვის მოსახერხებელი ჩაცმულობითა და იმიჯით, დაფარონ მათთვის მისაღები მანძილი და სხვა. თუმცა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მონაწილეებს გარკვეული წესების დაცვა მაინც მოუწევთ.“, - აღნიშნა პროექტის მენეჯერმა, მანანა შაფაქიძემ.

  • ყოფილი სპორტსმენი, წარმატებული ჩოგბურთელი, მანჩო შაფაქიძე, თბილისიმარათონის საორგანიზაციო ჯგუფს 2022 წელს შეუერთდა. დიდი გამოცდილებისა და წინააღმდეგობის დაძლევის სპორტული ჟინის მიუხედავად, პანდემიის შემდგომმა სირთულეებმა თავი მაინც იჩინა. აზარტულმა ბუნებამ, საკუთარი თავის გამოწვევამ, გუნდის თანადგომამ და უკეთესი შედეგის დადების სურვილმა ყველა წინაღობა გადაალახვინა და ერთ-ერთი სამაგალითო სპორტული ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა მისცა. თბილისიმარათონმა საყოველთაო მოწონება, თბილისის მერიის აღიარება და შესაბამისი ჯილდოც დაიმსახურა.

- “შარშანდელი ღონისძიება ერთ-ერთი სამაგალითო სპორტული მასობრივი გარბენი იყო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აღიარებაც დავიმსახურეთ, გადმოგვეცა შესაბამისი ჯილდოც. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვუცრუებთ იმედებს პროექტში ჩართულ მხარეებს, პირიქით, ვცდილობთ, ყოველწლიურად უფრო მეტი კომფორტი და შთამბეჭდავი მოგონებები შევუქმნათ.

თბილისიმარათონის დღე ყოველთვის განსაკუთრებულია. სხვა დროს ვერ ნახავ თავისუფალ, სპორტული აზარტით შეპყრობილ ქუჩებს მანქანების გამონაბოლქვის გარეშე. მონაწილეს ერთ დღეში შეუძლია, შემოირბინოს ძველი თბილისი და პარალელურად, დატკბეს სანახაობით.

ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება არის თითოეული ადამიანის შანსი, გამოცადოს საკუთარი თავი, დაისახოს გარკვეული მიზანი და იამაყოს საკუთარი მიღწევებით.

აღსანიშნავია, რომ მორბენალების უმრავლესობას უფრო მეტად ქველმოქმედება აინტერესებს, ბენეფიციარის დახმარებას ცდილობს და პარალელურად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასაც ეწევა. მათთვის მთავარი მონაწილეობაა. რაც შეეხება გამარჯვებას, ბუნებრივია, ინტერესი ამ მხრივაც დიდია. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისიმარათონი აღიარებული საერთაშორისო გარბენია, რეკორდსმენი სპორტსმენების შედეგები, თუ, რა თქმა უნდა, ასეთს ადგილი ექნება, მსოფლიო რეკორდების სიაში მოხვდება.

გარდა ამისა, ეს ღონისძიება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია ჩემთვის, როგორც ორგანიზატორისთვის. ჩართული ხარ ღონისძიების დაგეგმვის ყველა ეტაპზე. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისიმარათონს მრავალწლიანი ისტორია აქვს, გაქვს განცდა, რომ უკვე რაღაც დიდის ნაწილი ხარ. ამასთან გეძლევა საშუალება, შემოიტანო სიახლეები, მიიღო გადაწყვეტილებები, რომელიც ბევრი ადამიანის გახარების საფუძველი იქნება, ჩადო ენერგია, ძალისხმევა და დატკბე შედეგით. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც ხედავ, როგორ იზრდება და ვითარდება პროექტი შენს ხელში.“

  • საერთაშორისო ინტერესი, შთამბეჭდავი სტატისტიკა და სპონსორების ჩართულობა პროექტის მენეჯერს დიდ მოლოდინებს უქმნის. თვლის, რომ წლევანდელ ღონისძიებაზე მონაწილეების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს. ამბობს, რომ სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ბევრი არასპორტსმენი ადამიანიც მოვა და სიმბოლური დისტანციის გარბენას შეეცდება. ღონისძიებაზე, ტრადიციულად, 60-მდე ქვეყნის უცხოელ მორბენალსაც ელოდებიან.

- “წლევანდელი სტატისტიკა შარშანდელთან შედარებით უკვე გაორმაგებულია. ჩვენი ნახევარმარათონი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. უცხოელ მონაწილეთა უმრავლესობა საქართველოში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოდის, თუმცა გარბენით აქ მყოფი ტურისტებიც ინტერესდებიან. შარშან გვქონდა შემთხვევა, როდესაც უცხოელმა თბილისიმარათონის შესახებ შემთხვევით გაიგო, მონაწილეობაც მიიღო და მეორე ადგილიც დაიკავა.

უნდა აღინიშნოს, რომ სულ უფრო იზრდება ინტერესი სპონსორების და მხარდამჭერების მხრიდან. მოგეხსენებათ, თბილისიმარათონს დაარსების დღიდან უდგას გვერდით თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საპატრულო პოლიცია. ჩვენ გვერდითაა გერმანიის და საბერძნეთის საელჩოებიც. ეს უკანასკნელი უკვე მესამე წელია, განსაკუთრებული საჩუქრებით ანებივრებს მონაწილეებს - აძლევს ათენის მარათონში მონაწილეობის საშუალებას, რომელიც მოიცავს უფასო მგზავრობას, ცხოვრებას და კიდევ უამრავ ბენეფიტს. საინტერესოა ასევე გათამაშება ლოტოს პრინციპით - მას, ვინც ფინიშის ხაზს გადაკვეთს და პირველ ასეულში მოხვდება, საჩუქრის მიღების შესაძლებლობა ექნება.

წლევანდელი ღონისძიების გენერალური სპონსორია “ჰოკა“, სარბენი ფეხსაცმლის ბრენდი, რომელიც თემატურადაც პირდაპირ კავშირშია მარათონთან. აღნიშნული ბრენდის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც დამწყები თრეილის (მთის ბილიკებზე) მორბენალები ცდილობდნენ შეექმნათ ფეხსაცმელი, რომელიც მათ დაღმართზე სირბილს გაუმარტივებდა. ექსტრემალური/გრავიტაციული სპორტის აღჭურვილობით (თხილამურები და მთის ველოსიპედები) შთაგონებულებმა შეიმუშავეს ფეხსაცმლის სხვადასხვა დიზაინი და შედეგად, შექმნეს Hoka-ს პირველი პროტოტიპი. ეს იყო საკმაოდ დიდი ძირის მქონე ფეხსაცმელი, რომელმაც სირბილის ინდუსტრიაში (რომელიც იმ პერიოდში მინიმალისტური ტენდენციების ფონზე ვითარდებოდა) შოკური რეაქცია გამოიწვია. თუმცა, ეტაპობრივად ბრენდმა დიდი მოწონება დაიმსახურა - მომხმარებლები ფეხსაცმლის ტარებისას განსაკუთრებულ კომფორტსა და სიმსუბუქეს გრძნობდნენ. Hoka ცდილობს, შთააგონოს ადამიანებს, რომ იმოძრაონ მეტი. რაც ასევე ემთხვევა ჩვენს მიზანს - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

“თბილისიმარათონი 2024“-ის მედიამხარდამჭერია პალიტრა ჰოლდინგი.

აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენს მრავალ მხარდამჭერს შორის არიან ახალი კომპანიებიც. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ მონაწილეებით არის წარმოდგენილი. დიდი კომპანიებიდან, როგორც წესი, 50-100 მორბენალი მაინც გვიერთდება და ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია.

ვთვლი, რომ საბოლოო ჯამში, ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მაღალი ხარისხის ღონისძიებას მივიღებთ. ყველა ჩართული მხარე, არ აქვს მნიშვნელობა, რა პროცენტულობით, რა შესაძლებლობით იქნება წარმოდგენილი, დაინახავს საკუთარი საქმის საუკეთესო შედეგს. ეს იქნება სავიზიტო ბარათი - ჩვენ შევძლებთ ვაჩვენოთ არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ ევროპას, მსოფლიოს, თუ როგორი ღონისძიების ჩატარება შეგვიძლია და რამდენად მაღალ დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელიწადში ეს ერთი დღე ვაჩუქოთ ჩვენს მოქალაქეებს. შევეცდებით, არ დავაგდოთ ტემპი და ყოველ წელს რაც შეიძლება მეტი ინოვაცია შევთავაზოთ მხარეებს. აქვე აღვნიშნავ, რომ სიახლეები არ ეხება მხოლოდ თბილისიმარათონს ან ცალკეულ პროექტებს. საინტერესო ცვლილებები გვაქვს კომპანიაში რებრენდინგის მიმართულებითაც. გადავედით განვითარების ახალ საფეხურზე და შევქმენით ევროპული სტანდარტების მქონე, ადგილობრივ ბაზარზე მორგებული ბრენდი - ჰანიველ ცემენტი.

შეგახსენებთ, რომ “თბილისიმარათონი“ ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით იმართება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას, სპორტისა და ჩვენი ქვეყნის ტურისტულ განვითარებას ემსახურება.

თბილისიმარათონი 3 გარბენს მოიცავს:

1. ნახევარმარათონს (21.097 კმ) - რეგისტრაციის საფასური - 50 ლარი;

2. 10 კილომეტრიან გარბენს - რეგისტრაციის საფასური - 40 ლარი;

3. ბავშვთა გარბენს (5-11 წლამდე - 500მ და 12-15 წლამდე - 1კმ) - რეგისტრაცია უფასოა.

რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას ჰაიდელბერგცემენტი შერჩეულ ბენეფიციარს სრულად მოახმარს.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.tbilisimarathon.ge/ka

R