მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიქციური რომანი თუ რეალური სიყვარულის ისტორია - რა დოკუმენტი გასაჯაროვდა პოპ ვარსკვლავსა და სპორტსმენზე და რას ამბობენ მხარეები?
ფიქციური რომანი თუ რეალური სიყვარულის ისტორია - რა დოკუმენტი გასაჯაროვდა პოპ ვარსკვლავსა და სპორტსმენზე და რას ამბობენ მხარეები?

რო­დე­საც ტე­ი­ლორ სვიფტ­მა და ტრე­ვის კელ­სიმ და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ერ­თად იყ­ვნენ, მომ­ღერ­ლის ფა­ნებს სჯე­რო­დათ, რომ მან თა­ვი­სი "ერ­თა­დერ­თი" სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა.

ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რია ჰო­ლი­ვუ­დურ ფილ­მს ჰგავს - პოპ ვარ­სკვლა­ვი და სპორ­ტსმე­ნი, რო­მელ­თაც ერ­თმა­ნე­თი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს თვალ­წინ შე­უყ­ვარ­დათ.

თუმ­ცა დღეს კელ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის უარ­ყო­ფა უწევთ, თით­ქოს მათ თვის ბო­ლოს და­შო­რე­ბა ჰქონ­დათ და­გეგ­მი­ლი. საქ­მე ის არის, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ჟო­ნა დო­კუ­მენ­ტმა, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, კელ­სის მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ ამე­რი­კულ პიარ კომ­პა­ნი­ა­ში შე­იქ­მნა.

სა­ბუ­თი, რო­მე­ლიც ლოს-ან­ჯე­ლეს­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის, Full Scope-ის სა­ხე­ლით იყო შედ­გე­ნი­ლი, წყვი­ლის და­შო­რე­ბის სტრა­ტე­გი­ას შე­ი­ცავს და აცხა­დებს, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბის თა­რი­ღი 28 სექ­ტემ­ბე­რია.

ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ და­შო­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა ამ თვის ბო­ლოს - და­შო­რე­ბი­დან სამი დღის შემ­დეგ გა­კეთ­დე­ბა, რათა “მე­დი­ის პირ­ვე­ლა­დი რე­აქ­ცია ჩა­ცხრეს და სი­ცხა­დე იქ­ნას გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი”.

დო­კუ­მენ­ტში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ და­შო­რე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა ყუ­რა­დღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლებს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ "მად­ლი­ე­რე­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე."

გან­ცხა­დე­ბის ში­ნა­არსზე სა­უბ­რი­სას, დო­კუ­მენ­ტში წე­რია:

"მა­გა­ლი­თი: ტრე­ვის­მა და ტე­ი­ლორ­მა, ხან­გრძლი­ვი გან­ხილ­ვის შემ­დეგ, გა­და­წყვი­ტეს და­შო­რე­ბა. ორი­ვე აფა­სებს და პა­ტივს სცემს ერ­თმა­ნე­თის პი­რად ცხოვ­რე­ბას და გთხოვთ, პა­ტი­ვი სცეთ მათ პი­რად სივ­რცეს. ორი­ვე სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რი­სა და პი­რა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მართ ერ­თგუ­ლი რჩე­ბა".

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გან­ცხა­დე­ბა უნდა ფო­კუ­სირ­დეს კელ­სის "პი­რად ზრდა­ზე" და და­შო­რე­ბა ისე იქ­ნე­ბა წარ­მო­ჩე­ნი­ლი, რო­გორც "ცხოვ­რე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი ნა­წი­ლი". ხაზ­გას­მუ­ლია ასე­ვე მისი პრო­ფე­სი­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი სპორ­ტის ინ­დუსტრი­ა­ში.

ასე­ვე, და­გეგ­მი­ლია გან­ცხა­დე­ბის გაგ­ზავ­ნა დიდ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში პრეს­რე­ლი­ზით, რათა "ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი გა­შუ­ქე­ბა“ მოხ­დეს.

თუმ­ცა, დღეს Full Scope-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უარ­ჰყო ეს ინ­ფორ­მა­ცია და აღ­ნიშ­ნა, რომ დო­კუ­მენ­ტი "ყალ­ბია და არც შექ­მნი­ლა, არც გავ­რცე­ლე­ბუ­ლა და არც ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა სა­ა­გენ­ტოს მიერ“.

Full Scope-მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ მათ საქ­მე­ში იუ­რის­ტე­ბი ჩარ­თეს.

"და­ვუ­კავ­შირ­დით ჩვენს იუ­რი­დი­ულ გუნდს, რათა და­ვი­წყოთ სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბი იმ პი­რე­ბის ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან დო­კუ­მენ­ტის უკა­ნო­ნო და მავ­ნე გა­ყალ­ბე­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­დეს კომ­პა­ნი­ა­ში.

დო­კუ­მენ­ტი პირ­ვე­ლად Reddit-ზე გავ­რცელ­და და მას ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი არ ენ­დო­ბა.

ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს "სა­შუ­ა­ლო სკო­ლის და­ვა­ლე­ბას ჰგავს", ხოლო მე­ო­რე ვა­რა­უ­დობ­და, თით­ქოს ტექ­სტი ChatGPT-მ შექ­მნა.

ტე­ი­ლორ სვიფ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თა, როცა მას წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ და­უს­ვეს შე­კი­თხვა.

რაც შე­ე­ხე­ბა ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ი­დან ტრე­ვის კელ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ისი­ნი ჯეკ კე­ტო­სი­ა­ნი და პია მა­ლი­ხი არი­ან. კე­ტო­სი­ან­მა აღი­ა­რა, რომ ადრე "შოუ-რო­მა­ნე­ბის“, რა დრო­საც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნებ­მა PR მიზ­ნე­ბის­თვის წყვილ­დე­ბი­ან, ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

2019 წელს, ავ­სტრა­ლი­ურ პოდ­კას­ტში, Mamamia's The Quicky-ში, მან გა­ნა­ცხა­და, რომ ფიქ­ცი­უ­რი რო­მა­ნე­ბი, რო­გორც წესი, იმ შემ­თხვე­ვა­ში იქ­მნე­ბა, თუ რო­მე­ლი­მე მათ­განს თა­ვი­სი ფილ­მის ან რა­ი­მე სხვა პრო­ექ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია სურს ან მის შე­სა­ხებ არა­სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნას ისა­ხავს მიზ­ნად.

ხან­გრძლი­ვი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, წყვილ­მა თა­ვი­ან­თი ურ­თი­ერ­თო­ბა შარ­შან, 24 სექ­ტემ­ბერს გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რო­დე­საც ტე­ი­ლორ სვიფ­ტი კელ­სის მიწ­ვე­ვით Kansas City Chiefs-ის თა­მაშს და­ეს­წრო.

სვიფ­ტი ნიუ-იორკში კელ­სის სხვა თა­მაშ­საც და­ეს­წრო. ისი­ნი ხში­რად ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს და სვიფტ­მა კელ­სის გუნ­დე­ლე­ბიც მა­ლე­ვე გა­იც­ნო.

ამის შემ­დეგ წყვი­ლი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ერ­თად მოგ­ზა­უ­რობ­და, მათ შო­რის, კელ­სიმ ტე­ი­ლორს ლონ­დონ­ში, ტურ­ნე­ზე ჩა­ა­კი­თხა.

მიმ­დი­ნა­რე კვი­რის და­სა­წყის­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ტე­ი­ლორ სვიფ­ტი NFL-ის მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნის სა­რეკ­ლა­მო ვი­დე­ოს მთა­ვა­რი ფი­გუ­რა იქ­ნე­ბა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ფიქციური რომანი თუ რეალური სიყვარულის ისტორია - რა დოკუმენტი გასაჯაროვდა პოპ ვარსკვლავსა და სპორტსმენზე და რას ამბობენ მხარეები?

ფიქციური რომანი თუ რეალური სიყვარულის ისტორია - რა დოკუმენტი გასაჯაროვდა პოპ ვარსკვლავსა და სპორტსმენზე და რას ამბობენ მხარეები?

როდესაც ტეილორ სვიფტმა და ტრევის კელსიმ დაადასტურეს, რომ ერთად იყვნენ, მომღერლის ფანებს სჯეროდათ, რომ მან თავისი "ერთადერთი" სიყვარული იპოვა.

ფაქტობრივად, ეს სასიყვარულო ისტორია ჰოლივუდურ ფილმს ჰგავს - პოპ ვარსკვლავი და სპორტსმენი, რომელთაც ერთმანეთი მთელი მსოფლიოს თვალწინ შეუყვარდათ.

თუმცა დღეს კელსის წარმომადგენლებს იმ ინფორმაციის უარყოფა უწევთ, თითქოს მათ თვის ბოლოს დაშორება ჰქონდათ დაგეგმილი. საქმე ის არის, რომ ინტერნეტში გაჟონა დოკუმენტმა, რომელიც, სავარაუდოდ, კელსის მიერ დაქირავებულ ამერიკულ პიარ კომპანიაში შეიქმნა.

საბუთი, რომელიც ლოს-ანჯელესში დაფუძნებული კომპანიის, Full Scope-ის სახელით იყო შედგენილი, წყვილის დაშორების სტრატეგიას შეიცავს და აცხადებს, რომ მათი ურთიერთობის დასრულების თარიღი 28 სექტემბერია.

ასევე აღნიშნულია, რომ დაშორების ოფიციალური განცხადება ამ თვის ბოლოს - დაშორებიდან სამი დღის შემდეგ გაკეთდება, რათა “მედიის პირველადი რეაქცია ჩაცხრეს და სიცხადე იქნას გარანტირებული”.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დაშორებაზე განცხადება ყურადღებას გაამახვილებს ერთმანეთის მიმართ "მადლიერებასა და პატივისცემაზე."

განცხადების შინაარსზე საუბრისას, დოკუმენტში წერია:

"მაგალითი: ტრევისმა და ტეილორმა, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, გადაწყვიტეს დაშორება. ორივე აფასებს და პატივს სცემს ერთმანეთის პირად ცხოვრებას და გთხოვთ, პატივი სცეთ მათ პირად სივრცეს. ორივე საკუთარი კარიერისა და პირადი განვითარების მიმართ ერთგული რჩება".

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ განცხადება უნდა ფოკუსირდეს კელსის "პირად ზრდაზე" და დაშორება ისე იქნება წარმოჩენილი, როგორც "ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი". ხაზგასმულია ასევე მისი პროფესიული მიღწევები სპორტის ინდუსტრიაში.

ასევე, დაგეგმილია განცხადების გაგზავნა დიდ მედიასაშუალებებში პრესრელიზით, რათა "ფართომასშტაბიანი გაშუქება“ მოხდეს.

თუმცა, დღეს Full Scope-ის წარმომადგენელმა უარჰყო ეს ინფორმაცია და აღნიშნა, რომ დოკუმენტი "ყალბია და არც შექმნილა, არც გავრცელებულა და არც ავტორიზებული ყოფილა სააგენტოს მიერ“.

Full Scope-მა ასევე განაცხადა, რომ მათ საქმეში იურისტები ჩართეს.

"დავუკავშირდით ჩვენს იურიდიულ გუნდს, რათა დავიწყოთ სამართლებრივი პროცესები იმ პირების ან ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დოკუმენტის უკანონო და მავნე გაყალბებაზე“, - განაცხადეს კომპანიაში.

დოკუმენტი პირველად Reddit-ზე გავრცელდა და მას ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი არ ენდობა.

ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ეს "საშუალო სკოლის დავალებას ჰგავს", ხოლო მეორე ვარაუდობდა, თითქოს ტექსტი ChatGPT-მ შექმნა.

ტეილორ სვიფტის წარმომადგენელმა კომენტარი არ გააკეთა, როცა მას წყვილის დაშორების შესახებ დაუსვეს შეკითხვა.

რაც შეეხება ამერიკული კომპანიიდან ტრევის კელსის წარმომადგენლებს, ისინი ჯეკ კეტოსიანი და პია მალიხი არიან. კეტოსიანმა აღიარა, რომ ადრე "შოუ-რომანების“, რა დროსაც ცნობილი ადამიანებმა PR მიზნებისთვის წყვილდებიან, ორგანიზებაში მონაწილეობდა.

2019 წელს, ავსტრალიურ პოდკასტში, Mamamia's The Quicky-ში, მან განაცხადა, რომ ფიქციური რომანები, როგორც წესი, იმ შემთხვევაში იქმნება, თუ რომელიმე მათგანს თავისი ფილმის ან რაიმე სხვა პროექტის პოპულარიზაცია სურს ან მის შესახებ არასასურველი ინფორმაციიდან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად.

ხანგრძლივი სპეკულაციების შემდეგ, წყვილმა თავიანთი ურთიერთობა შარშან, 24 სექტემბერს გაასაჯაროვა, როდესაც ტეილორ სვიფტი კელსის მიწვევით Kansas City Chiefs-ის თამაშს დაესწრო.

სვიფტი ნიუ-იორკში კელსის სხვა თამაშსაც დაესწრო. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და სვიფტმა კელსის გუნდელებიც მალევე გაიცნო.

ამის შემდეგ წყვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთად მოგზაურობდა, მათ შორის, კელსიმ ტეილორს ლონდონში, ტურნეზე ჩააკითხა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ტეილორ სვიფტი NFL-ის მომავალი სეზონის სარეკლამო ვიდეოს მთავარი ფიგურა იქნება.

წყარო