პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტელეგრამის" ანონიმური ჯგუფები და ბავშვთა პორნოგრაფია - სამხრეთ კორეა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, სექსუალური შინაარსის ყალბი ვიდეოების შექმნა-გავრცელებას ებრძვის
"ტელეგრამის" ანონიმური ჯგუფები და ბავშვთა პორნოგრაფია - სამხრეთ კორეა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, სექსუალური შინაარსის ყალბი ვიდეოების შექმნა-გავრცელებას ებრძვის

გა­სულ შა­ბათს, სამ­ხრეთ კო­რე­ელ­მა სტუ­დენ­ტმა ჰი­ჯინ­მა “ტე­ლეგ­რამ­ზე” ანო­ნი­მუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო: "შენ­მა სუ­რა­თებ­მა და პი­რად­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­ჟო­ნა. სა­ლა­პა­რა­კო გვაქვს“. შე­ტყო­ბი­ნე­ბას თან ერ­თვო­და მისი ძვე­ლი სუ­რა­თი, და ასე­ვე, ყალ­ბი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ფოტო.

ჰი­ჯი­ნი შე­შინ­და, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სი იყო. შემ­დეგ მას სექ­სუ­ა­ლურ სცე­ნებ­ში მისი სა­ხის სხვის სხე­ულ­ზე გა­და­ტა­ნა და­ე­მა­ტა.

"ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, სა­შინ­ლად მარ­ტოდ ვიგ­რძე­ნი თავი", - უთხრა ჰი­ჯინ­მა BBC-ს. თუმ­ცა, აღ­მოჩ­ნდა, რომ იგი მარ­ტო სუ­ლაც არ იყო.

ორი დღით ადრე, სამ­ხრეთ კო­რე­ელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, კო ნა­რინ­მა თა­ვი­სი კა­რი­ე­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­პორ­ტა­ჟი მო­ამ­ზა­და. მან გა­არ­კვია, რომ ორ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პო­ლი­ცია ყალ­ბი პორ­ნოგ­რა­ფი­ის ქსე­ლებს იძი­ებ­და. კომ “ტე­ლეგ­რამ­ზე” ათო­ბით ჯგუფს მი­აკ­ვლია, სა­დაც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ქა­ლე­ბის სუ­რა­თებს ყალბ, ე.წ. Deepfake პორ­ნოგ­რა­ფი­ად აქ­ცევ­დნენ.

“ყო­ველ­წა­მი­ე­რად, ხალ­ხი ნაც­ნო­ბე­ბის ფო­ტო­ებს გზავ­ნი­და და მათ სთხოვ­და, ფო­ტო­ე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის ყალ­ბი ვი­დე­ო­ე­ბის შე­საქ­მნე­ლად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ”, - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტმა BBC-სთან.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ეს ჯგუ­ფე­ბი არა მარ­ტო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ, არა­მედ - მათი სა­მიზ­ნე­ე­ბი და­წყე­ბი­თი და სა­შუ­ა­ლო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბიც იყ­ვნენ.

სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ყალ­ბი პორ­ნოგ­რა­ფი­ის შემ­ქმნე­ლე­ბი­სა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სას­ჯელს გაზ­რდი­ან. თუმ­ცა, მთავ­რო­ბას იმის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ, რომ ბევ­რი დამ­ნა­შა­ვე არა­საკ­მა­რი­სად ის­ჯე­ბა, ამის მი­ზე­ზი კი ის არის, რომ მათი უმე­ტე­სო­ბა თა­ვა­დაც არას­რულ­წლო­ვა­ნია.

ჯგუ­ფე­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე ჩატი და­ი­ხუ­რა, თუმ­ცა მა­ლე­ვე ახ­ლე­ბი გაჩ­ნდა.

კო ნა­რი­ნის მტკი­ცე­ბით, ყვე­ლა­ზე თავ­ზარ­დამ­ცე­მი ის არის, რომ პრო­ცე­სი უკი­დუ­რე­სად სის­ტე­მუ­რი და კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია. ]

“გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ნე­ლი ერთი სკო­ლის არას­რულ­წლო­ვან­თა ჯგუ­ფის აღ­მო­ჩე­ნა იყო, რო­მელ­შიც 2000-ზე მეტი წევ­რი იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი”.

სე­უ­ლის პო­ლი­ცი­ის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ორ­შა­ბათს გა­ნა­ცხა­და, რომ ბავ­შვე­ბის ყალ­ბი პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის ას­პა­რე­ზის მი­ცე­მა­ში “ტე­ლეგ­რა­მის” რო­ლის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბას და­ი­წყებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, “ტე­ლეგ­რა­მის” დამ­ფუძ­ნე­ბელს, პა­ველ დუ­როვს, საფ­რან­გეთ­ში წა­უ­ყე­ნეს ბრალ­დე­ბა, რომ მისი აპ­ლი­კა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბი ვრცელ­დე­ბა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ტელეგრამის" ანონიმური ჯგუფები და ბავშვთა პორნოგრაფია - სამხრეთ კორეა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, სექსუალური შინაარსის ყალბი ვიდეოების შექმნა-გავრცელებას ებრძვის

"ტელეგრამის" ანონიმური ჯგუფები და ბავშვთა პორნოგრაფია - სამხრეთ კორეა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, სექსუალური შინაარსის ყალბი ვიდეოების შექმნა-გავრცელებას ებრძვის

გასულ შაბათს, სამხრეთ კორეელმა სტუდენტმა ჰიჯინმა “ტელეგრამზე” ანონიმური შეტყობინება მიიღო: "შენმა სურათებმა და პირადმა ინფორმაციამ გაჟონა. სალაპარაკო გვაქვს“. შეტყობინებას თან ერთვოდა მისი ძველი სურათი, და ასევე, ყალბი, სექსუალური ხასიათის ფოტო.

ჰიჯინი შეშინდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. შემდეგ მას სექსუალურ სცენებში მისი სახის სხვის სხეულზე გადატანა დაემატა.

"ძალიან შემეშინდა, საშინლად მარტოდ ვიგრძენი თავი", - უთხრა ჰიჯინმა BBC-ს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ იგი მარტო სულაც არ იყო.

ორი დღით ადრე, სამხრეთ კორეელმა ჟურნალისტმა, კო ნარინმა თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი რეპორტაჟი მოამზადა. მან გაარკვია, რომ ორ უნივერსიტეტში პოლიცია ყალბი პორნოგრაფიის ქსელებს იძიებდა. კომ “ტელეგრამზე” ათობით ჯგუფს მიაკვლია, სადაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ქალების სურათებს ყალბ, ე.წ. Deepfake პორნოგრაფიად აქცევდნენ.

“ყოველწამიერად, ხალხი ნაცნობების ფოტოებს გზავნიდა და მათ სთხოვდა, ფოტოები სექსუალური შინაარსის ყალბი ვიდეოების შესაქმნელად გამოეყენებინათ”, - განაცხადა ჟურნალისტმა BBC-სთან.

კვლევის მიხედვით, ეს ჯგუფები არა მარტო უნივერსიტეტის სტუდენტებზე მუშაობდნენ, არამედ - მათი სამიზნეები დაწყებითი და საშუალო სკოლების მოსწავლეებიც იყვნენ.

სამთავრობო ორგანოები აცხადებენ, რომ ყალბი პორნოგრაფიის შემქმნელებისა და მომხმარებლებისთვის სასჯელს გაზრდიან. თუმცა, მთავრობას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ბევრი დამნაშავე არასაკმარისად ისჯება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათი უმეტესობა თავადაც არასრულწლოვანია.

ჯგუფების გამოაშკარავების შემდეგ, რამდენიმე ჩატი დაიხურა, თუმცა მალევე ახლები გაჩნდა.

კო ნარინის მტკიცებით, ყველაზე თავზარდამცემი ის არის, რომ პროცესი უკიდურესად სისტემური და კარგად ორგანიზებულია. ]

“განსაკუთრებით საშინელი ერთი სკოლის არასრულწლოვანთა ჯგუფის აღმოჩენა იყო, რომელშიც 2000-ზე მეტი წევრი იყო გაერთიანებული”.

სეულის პოლიციის ეროვნულმა სააგენტომ ორშაბათს განაცხადა, რომ ბავშვების ყალბი პორნოგრაფიული ფოტოების გავრცელებისთვის ასპარეზის მიცემაში “ტელეგრამის” როლის მიმართ გამოძიებას დაიწყებს.

როგორც ცნობილია, “ტელეგრამის” დამფუძნებელს, პაველ დუროვს, საფრანგეთში წაუყენეს ბრალდება, რომ მისი აპლიკაციის დახმარებით პორნოგრაფიული მასალები ვრცელდება.

წყარო