პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენა გაიხსნა
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენა გაიხსნა

წი­ნან­დლის მა­მულ­ში, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლის კონ­ცერ­ტე­ბის ფონ­ზე, აბ­სტრაქ­ცი­ო­ნის­ტი ფერმ­წე­რის, ჯიბ­სონ ხუნ­და­ძის გა­მო­ფე­ნა გა­იხ­სნა. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის წარმდგე­ნი კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტია, რო­მე­ლიც უკვე მე­ექ­ვსე წე­ლია და­უ­ვი­წყარ სა­შე­მოდ­გო­მო სე­ზონს სთა­ვა­ზობს წი­ნან­დლის სტუმ­რებს.

ჯიბ­სონ ხუნ­და­ძის შე­მოქ­მე­დე­ბამ ქარ­თულ სახ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ახა­ლი ტალ­ღა შექ­მნა. მნიშ­ვნე­ლო­ვან ჯილ­დო­ებ­თან ერ­თად, რო­გო­რი­ცაა შოთა რუს­თა­ვე­ლი­სა და ნიკო ფი­როს­მა­ნის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ე­ბი, მას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სა­ხალ­ხო მხატ­ვრის წო­დე­ბა.

მა­რი­ამ კა­კა­ბა­ძე - გა­მო­ფე­ნის კუ­რა­ტო­რი:

“სა­შე­მოდ­გო­მო სე­ზო­ნი ჯიბ­სონ ხუნ­და­ძის გა­მო­ფე­ნით გავ­ხსე­ნით. აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ექ­სპო­ზი­ცია კი­დევ ერთხელ ხაზს უს­ვამს ჯიბ­სონ ხუნ­და­ძის შე­მოქ­მე­დე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას. აბ­სტრაქ­ცი­ებ­თან ერ­თად, მუ­ზე­უმ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ფი­გუ­რა­ტი­უ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი. წი­ნან­დლის სტუმ­რებს სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ეც­ნონ მხატ­ვრის შე­მოქ­მე­დე­ბას”.

ჯიბ­სონ ხუნ­და­ძის გან­სხვა­ვე­ბულ­მა, მკაც­რად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ­მა მიდ­გო­მამ საბ­ჭო­თა იზო­ლა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვებს სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რად უპა­სუ­ხა. იგი მრა­ვალ­მხრი­ვი მხატ­ვა­რია, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბაც არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ფორ­მა­ტის წე­სე­ბით. მისი ნა­ხა­ტე­ბი და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ფონდში, საფ­რან­გე­თის, აშშ, იტა­ლი­ის, ავ­სტრი­ის კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­ში.

წი­ნან­დლის მა­მულ­ში გა­მო­ფე­ნი­ლი ექ­სპო­ზი­ცია შე­ირ­ჩა ცნო­ბი­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის გივი ფა­რას­ტაშ­ვი­ლის ოჯა­ხის კერ­ძო კო­ლექ­ცი­ი­დან.

მაკა არ­ბო­ლიშ­ვი­ლი - კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის ოჯა­ხის წევ­რი:

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩვე­ნი სა­ო­ჯა­ხო კო­ლექ­ცი­ი­დან კი­დევ ერთი გა­მო­ფე­ნა მოგ­ვე­წყო წი­ნან­დლის მა­მულ­ში.შე­ვარ­ჩი­ეთ მა­ღა­ლი რან­გის მხატ­ვრის, ქარ­თვე­ლი აბ­სტრაქ­ცი­ო­ნის­ტის ჯიბ­სონ ხუნ­და­ძის ნა­მუ­შევ­რე­ბი. ვფიქ­რობ, გან­წყო­ბი­თაც და მას­შტა­ბი­თაც ექ­სპო­ზი­ცია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ესა­და­გე­ბა წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვალს“.

ჯიბ­სონ ხუნ­და­ძის ნა­მუ­შევ­რე­ბი წი­ნან­დლის მუ­ზე­უ­მის სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ში ნო­ემ­ბრის ბო­ლომ­დე დარ­ჩე­ბა.

R

ავტორი:

წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენა გაიხსნა

წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენა გაიხსნა

წინანდლის მამულში, კლასიკური მუსიკის ფესტივალის კონცერტების ფონზე, აბსტრაქციონისტი ფერმწერის, ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენა გაიხსნა. მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების წარმდგენი კომპანია სილქნეტია, რომელიც უკვე მეექვსე წელია დაუვიწყარ საშემოდგომო სეზონს სთავაზობს წინანდლის სტუმრებს.

ჯიბსონ ხუნდაძის შემოქმედებამ ქართულ სახვით ხელოვნებაში ახალი ტალღა შექმნა. მნიშვნელოვან ჯილდოებთან ერთად, როგორიცაა შოთა რუსთაველისა და ნიკო ფიროსმანის სახელობის პრემიები, მას მინიჭებული აქვს სახალხო მხატვრის წოდება.

მარიამ კაკაბაძე - გამოფენის კურატორი:

“საშემოდგომო სეზონი ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენით გავხსენით. აქ წარმოდგენილი ექსპოზიცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჯიბსონ ხუნდაძის შემოქმედების მრავალფეროვნებას. აბსტრაქციებთან ერთად, მუზეუმში წარმოდგენილია ფიგურატიული ნამუშევრები. წინანდლის სტუმრებს სამი თვის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ მხატვრის შემოქმედებას”.

ჯიბსონ ხუნდაძის განსხვავებულმა, მკაცრად ინდივიდუალურმა მიდგომამ საბჭოთა იზოლაციის გამოწვევებს სრულიად ახლებურად უპასუხა. იგი მრავალმხრივი მხატვარია, რომლის შემოქმედებაც არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტული ფორმატის წესებით. მისი ნახატები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, კულტურის სამინისტროს ფონდში, საფრანგეთის, აშშ, იტალიის, ავსტრიის კერძო კოლექციებში.

წინანდლის მამულში გამოფენილი ექსპოზიცია შეირჩა ცნობილი კოლექციონერის გივი ფარასტაშვილის ოჯახის კერძო კოლექციიდან.

მაკა არბოლიშვილი - კოლექციონერის ოჯახის წევრი:

„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი საოჯახო კოლექციიდან კიდევ ერთი გამოფენა მოგვეწყო წინანდლის მამულში.შევარჩიეთ მაღალი რანგის მხატვრის, ქართველი აბსტრაქციონისტის ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრები. ვფიქრობ, განწყობითაც და მასშტაბითაც ექსპოზიცია არაჩვეულებრივად ესადაგება წინანდლის ფესტივალს“.

ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრები წინანდლის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ნოემბრის ბოლომდე დარჩება.

R