კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა შეიქმნება
ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა შეიქმნება

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის მქო­ნე, ალ­კოჰო­ლიზ­მით, ნარ­კო­მა­ნი­ით და ტოქ­სი­კო­მა­ნი­ით და­ა­ვა­დე­ბულ პირ­თა ერ­თი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო ბაზა იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ერ­თი­ან სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზა­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბა და­საშ­ვე­ბი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მიერ, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში.

ასე­თი ბა­ზის შექ­მნას სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და და გან­სა­ხილ­ვე­ლად პარ­ლა­მენტს წა­რუდ­გი­ნა. სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი 15 კა­ნონპ­რო­ექ­ტით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

რო­გორც უწყე­ბა გან­მარ­ტავს, პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პირ­თა შე­სა­ხებ სრულ­ყო­ფი­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზის არარ­სე­ბო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბით. კერ­ძოდ, შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, არ არ­სე­ბობს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პირ­თა შე­სა­ხებ ერ­თი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო ბაზა, რო­მელ­შიც მო­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი და სან­დო მო­ნა­ცე­მე­ბი პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

“ინ­ფორ­მა­ცი­ის დრო­უ­ლი და სან­დო წყა­როს არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სა­თა­ნა­დოდ ვერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრულ მო­თხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის დად­გე­ნა ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სერ­ვი­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს, რო­გო­რიც არის “ია­რა­ღის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მა, სამ­სა­ხუ­რებ­რივ-საშ­ტა­ტო ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა და სხვა.

მსგავ­სი სა­ხის ნე­ბარ­თვის ფლო­ბა მო­მე­ტე­ბულ საფრ­თხეს უკავ­შირ­დე­ბა და სა­ჭი­რო­ებს მისი მფლო­ბე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მუდ­მივ შე­სა­ბა­მი­სო­ბას კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნებ­თან.

ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის მქო­ნე პირ­თა ერ­თი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზის არ­სე­ბო­ბა მე­ტად მოქ­ნილ­სა და ეფექ­ტი­ანს გახ­დის სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­თა, მათ შო­რის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და ასე­ვე, გაზ­რდის მათ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სან­დო­ო­ბის ხა­რისხს“, - აცხა­დებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კა­ნონპ­რო­ექ­ტზე თან­დარ­თულ გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

ავტორი:

ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა შეიქმნება

ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა შეიქმნება

ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა იფუნქციონირებს. ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვება დასაშვები იქნება შესაბამისი დაწესებულებების მიერ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ასეთი ბაზის შექმნას საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა. საკანონმდებლო პაკეტი 15 კანონპროექტით არის წარმოდგენილი.

როგორც უწყება განმარტავს, პროექტის მომზადება განპირობებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის არარსებობით გამოწვეული სირთულეებით. კერძოდ, შს სამინისტროს ინფორმაციით, არსებული მდგომარეობით, არ არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რომელშიც მოცემული იქნება სრულყოფილი და სანდო მონაცემები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

“ინფორმაციის დროული და სანდო წყაროს არარსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება. მაგალითად, გამოწვევას წარმოადგენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების განხორციელების დროს, როგორიც არის “იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება და სხვა.

მსგავსი სახის ნებართვის ფლობა მომეტებულ საფრთხეს უკავშირდება და საჭიროებს მისი მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის არსებობა მეტად მოქნილსა და ეფექტიანს გახდის სახელმწიფო ორგანოთა, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციონირებას და ასევე, გაზრდის მათ მიერ მოპოვებული მონაცემების სანდოობის ხარისხს“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.