მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მშობლებს ვურჩევ შვილებს შეუმოწმონ პირველი მალა, პრობლემების მთელი წყება კისრიდან მოდის“ - მკურნალობის უნიკალური მეთოდი და წლების შემდეგ გამქრალი ტკივილი: ატლასთერაპევტის ისტორია
“მშობლებს ვურჩევ შვილებს შეუმოწმონ პირველი მალა, პრობლემების მთელი წყება კისრიდან მოდის“ - მკურნალობის უნიკალური მეთოდი და წლების შემდეგ გამქრალი ტკივილი: ატლასთერაპევტის ისტორია

წლე­ბის მან­ძილ­ზე ხერ­ხემ­ლის გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლი აწუ­ხებ­და კი არა, ტან­ჯავ­და. რა არ მო­სინ­ჯა, სად არ იყო, ვის არ მი­მარ­თა, რა მე­დი­კა­მენ­ტი არ და­ლია, თუმ­ცა ტკი­ვილს ბო­ლომ­დე ვე­რა­ფე­რი უხ­სნი­და.

ტკი­ვი­ლით დაღ­ლილ­მა ექიმ­მა მერე ერთ უნი­კა­ლურ მე­თოდს მი­აგ­ნო, რა­მაც, მისი თქმით, და­უძ­ლე­ვე­ლი პრობ­ლე­მა სა­მუ­და­მოდ მო­უგ­ვა­რა და ტკი­ვი­ლი და­ა­ვი­წყა.

ატ­ლას-სპე­ცი­ა­ლის­ტი ფი­ზი­ო­თე­რა­პევ­ტი და ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი ია გორ­გი­ლა­ძე Ambebi.ge -ს თა­ვის გა­დარ­ჩე­ნის ამ­ბავს უყ­ვე­ბა.

- და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის ასაკ­ში, ფი­ზკულ­ტუ­რის გაკ­ვე­თილ­ზე უხერ­ხუ­ლი მოძ­რა­ო­ბის გამო ხერ­ხე­მა­ლი და­მი­ზი­ან­და. იმის შემ­დეგ ტკი­ვი­ლე­ბი კის­რის, ზურ­გის, წე­ლის არე­ში და­მე­წყო. რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, ხერ­ხემ­ლის მსუ­ბუ­ქი გამ­რუ­დე­ბა მა­ნამ­დეც მქონ­და, მაგ­რამ მერე და მერე ყვე­ლა­ფე­რი უფრო გამ­ძაფ­რდა. ტკი­ვი­ლი თავს არ მა­ნე­ბებ­და, გა­მუდ­მე­ბით მა­წუ­ხებ­და. აფხა­ზე­თი­დან ვარ და მა­შინ გაგ­რა­ში ვცხოვ­რობ­დით. მა­მამ სამ­კურ­ნა­ლოდ სად არ წა­მიყ­ვა­ნა. თან იმ პე­რი­ოდ­ში სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყო და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის თე­მაც საკ­მა­ოდ კარ­გად და­ლა­გე­ბუ­ლი, მაგ­რამ შე­დე­გი არ მქონ­და.

სწავ­ლა სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვაგ­რძე­ლე, სწავ­ლის დროს დიდი დატ­ვირ­თვა მქონ­და, იქვე სა­მოყ­ვა­რუ­ლო სპორ­ტი­თაც ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, ვვარ­ჯი­შობ­დი, სა­დაც ხერ­ხე­მალ­ზე ტრავ­მა კი­დევ მი­ვი­ღე. უხერ­ხუ­ლი მოძ­რა­ო­ბა გა­მო­მი­ვი­და. შემ­დეგ გავ­თხოვ­დი და სამი შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნე. ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა ცხა­დია, ბავ­შვე­ბის გაზ­რდი­სას მო­მე­მა­ტა - მათი ხელ­ში აყ­ვა­ნა, ტა­რე­ბა მი­წევ­და. მო­მა­ტე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის ფონ­ზე ტკი­ვილ­მა უფრო მო­ი­მა­ტა.

- გა­მო­დის, ბავ­შვო­ბი­დან მთე­ლი წლე­ბი იმ ტკი­ვი­ლით ცხოვ­რობ­დით...

- მა­სა­ჟის პრო­ცე­დუ­რე­ბით ვმკურ­ნა­ლობ­დი, რაც მდგო­მა­რე­ო­ბას მხო­ლოდ დრო­ე­ბით მიმ­სუ­ბუ­ქებ­და. ასე­ვე სპე­ცი­ა­ლურ ვარ­ჯი­შებს ვი­ტა­რებ­დი. მოკ­ლედ, რა­ღაც პე­რი­ო­დი, ის ყვე­ლა­ფე­რი მშვე­ლო­და, მაგ­რამ პრობ­ლე­მას სა­ბო­ლო­ოდ არ აგ­ვა­რებ­და. ტკი­ვი­ლი მა­ინც მო­დი­ო­და. შემ­დეგ ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­ვე­დი, თით­ქმის ყო­ველ­დღე გა­მა­ყუ­ჩებ­ლებ­ზე ვი­ყა­ვი. მტკი­ო­და მშვიდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც, ცხა­დია, მოძ­რა­ო­ბა­ზე უფრო ძლი­ერ­დე­ბო­და.

- რო­გორც ვიცი, დიდი წვა­ლე­ბის და ტან­ჯვის შემ­დეგ გა­მო­სა­ვა­ლი მა­ინც იპო­ვეთ, ხომ?

- ჩემს მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც შვე­დეთ­ში ცხოვ­რობს, ასე­ვე პრობ­ლე­მა ჰქონ­და ხერ­ხე­მალ­ზე. 2013 წელს ერთ დღე­საც და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ მგო­ნი, რა­ღაც მე­თოდს მი­ვა­გე­ნიო, რომ­ლი­თაც ის და მისი მე­უღ­ლე მკურ­ნა­ლო­ბას აპი­რებ­დნენ. თუ გვიშ­ვე­ლა, შენც გე­ტყვი­თო, რად­გან იცო­და, რომ პრობ­ლე­მუ­რი ხერ­ხე­მა­ლი მქონ­და. მათ ის პრო­ცე­დუ­რა ჩა­ი­ტა­რეს და ძა­ლი­ან მა­ლე­ვე კარ­გი შე­დე­გი ჰქონ­დათ.

შემ­დეგ მან მი­თხრა - გა­მო­იკ­ვლიე ეს ყვე­ლა­ფე­რი, თუ მო­გე­წო­ნე­ბა და თა­ნახ­მა იქ­ნე­ბი, ჩა­მოხ­ვალ და ამ პრო­ცე­დუ­რას შენც გა­ი­კე­თე­ბო. გა­მო­ვიკ­ვლიე, მო­მე­წო­ნა და რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ შვილ­თან ერ­თად (მა­საც ხერ­ხემ­ლის გამ­რუ­დე­ბა ჰქონ­და) ჩავფრინ­დი შვე­დეთ­ში. ჩა­ვი­ტა­რეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რა და შე­დეგ სწრა­ფად მი­ვი­ღე. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხერ­ხე­მალ­ზე ყვე­ლა ტკი­ვი­ლი, თუ რამე მა­წუ­ხებ­და, მო­მეხ­სნა.

- პრო­ცე­დუ­რა რას მო­ი­ცავ­და?

- ეს იყო 15-წუ­თი­ა­ნი ატ­ლას-თე­რა­პია, რაც გუ­ლის­ხმობს პირ­ვე­ლი მა­ლის სწორ პო­ზი­ცი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბას. მისი ჩა­ტა­რე­ბა იაფი არ ყო­ფი­ლა, თან ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ კეთ­დე­ბა. თუ ადა­მი­ანს ტრავ­მა არ აქვს, ეს პრო­ცე­დუ­რა მეტი აღარ დას­ჭირ­დე­ბა. სე­რი­ო­ზუ­ლი შვე­ბა ვიგ­რძე­ნი, ტან­დე­გო­ბა გა­მი­უმ­ჯო­ბეს­და, მხრებ­შიც უფრო გა­ვი­შა­ლე. მე შვე­ბა სწრა­ფად ვიგ­რძე­ნი, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი ძი­რი­თა­დად დრო­შია გა­წე­ლი­ლი იმის­თვის, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დეს.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- იმას, რომ პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ ორ­გა­ნიზ­მი თვით რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცესს გა­დის. პირ­ველ მა­ლას აღ­მო­აჩ­ნდა ფუნ­ქცია, სა­ი­თაც მო­მარ­თავ და გა­და­წევ, ხერ­ხემ­ლის მთე­ლი სვე­ტი მერე იქით მი­დის. მისი სწორ პო­ზი­ცი­ა­ში ჩა­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, სხე­უ­ლი რა­ღაც-რა­ღა­ცებს თვი­თონ­ვე ას­წო­რებს. მერე სურ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა ეს მე­თო­დი შე­მეს­წავ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მე­ნერ­გა. ამი­ტომ ატ­ლას აკა­დე­მი­ას წე­რი­ლი მივ­წე­რე, რომ მქონ­და ამ მე­თო­დის სწავ­ლის სურ­ვი­ლი. მი­პა­სუ­ხეს, რომ ამის­თვის რა­ღაც ეტა­პე­ბი იყო გა­სავ­ლე­ლი. ის ყვე­ლა­ფე­რი მო­ვაგ­ვა­რე, შვე­ი­ცა­რი­ა­ში ჩა­ვე­დი და მე­თო­დი ვის­წავ­ლე, რა­შიც სო­ლი­დურ თან­ხა გა­და­ვი­ხა­დე. სა­ერ­თოდ აკა­დე­მია აკონ­ტრო­ლებს, ამ მე­თო­დით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა ვის ვის აქვს. სა­ერ­თოდ შვე­ი­ცა­რი­უ­ლი მე­თო­დია, რად­გან მისი დამ­ნერ­გა­ვი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი იყო. ასე რომ, მაქვს დიპ­ლო­მი, კვა­ლი­ფი­კა­ცია და ამ მე­თო­დით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა. 2014 წელს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ამ მე­თო­დით ადა­მი­ა­ნე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა და­ვი­წყე.

- ადა­მი­ა­ნე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა ად­ვი­ლი იყო იმა­ში, რომ თქვენ მათ ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მას მო­უხ­სნი­დით?

- არ იყო მარ­ტი­ვი. ადა­მი­ა­ნებს ასე­თი მიდ­გო­მა აქვთ - არას­წო­რი ჯდო­მის გამო გვტკი­ვა ხერ­ხე­მა­ლი, მაგ­რამ პი­რი­ქი­თაა - არას­წო­რად იმი­ტომ ვსხედ­ვართ, რომ ხერ­ხე­მა­ლი გვაქვს გამ­რუ­დე­ბუ­ლი. კუნ­თე­ბი გვტკი­ვა იმი­ტომ, რომ გვაქვს გამ­რუ­დე­ბა. ზოგი კუნ­თი და­ჭი­მუ­ლია და ზოგი პი­რი­ქით, გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი. დის­კე­ბიც იმი­ტომ ვარ­დე­ბა, რომ ხერ­ხე­მალ­ში არის ასი­მეტ­რია. ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის მთე­ლი კას­კა­დია, რო­მე­ლიც ნელ-ნელა ვი­თარ­დე­ბა. 40-45 წლის ასა­კი­დან უკვე უმ­რავ­ლე­სო­ბას ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აქვს ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი. ართრო­ზი, მალ­თა­შო­რის დის­კე­ბის დის­კო­ზე­ბი, თი­ა­ქა­რი, მთე­ლი “თა­ი­გუ­ლია“. ასე­თი “თა­ი­გუ­ლე­ბით“ მო­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი იმი­ტომ, რომ თა­ვის დრო­ზე მათ არა­ვინ გა­უს­წო­რა ატ­ლა­სი. ეს თე­რა­პია კი მკურ­ნა­ლო­ბას მი­ზე­ზის მოგ­ვა­რე­ბით იწყებს. თა­ვი­დან მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბიც გა­მო­მიჩ­დნენ, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ გა­ვუმკლავ­დით.

- ე.ი. 15-წუ­თი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რაა და პრობ­ლე­მა პირ­ვე­ლი მა­ლის გას­წო­რე­ბით გვარ­დე­ბა?

- პირ­ვე­ლი მა­ლის გას­წო­რე­ბით ვი­წყებთ, რომ აღ­ვად­გი­ნოთ ის დარ­ღვე­უ­ლი სი­მეტ­რია და ბა­ლან­სი, რო­მე­ლიც პა­ცი­ენტს აქვს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე ის, რა ეტაპ­ზე მოგ­მარ­თავს პა­ცი­ენ­ტი, თუ ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში მო­დის, შე­დე­გე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვია. გარ­და ატ­ლას-თე­რა­პი­ი­სა, პრობ­ლე­მის მი­ხედ­ვით სჭირ­დე­ბათ სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რა. გა­აჩ­ნია პრობ­ლე­მის ხა­რისხს და იმას, პრო­ცე­სი რო­გორ წავა. პრო­ცე­დუ­რე­ბი ამის მი­ხედ­ვით ინიშ­ნე­ბა.

- რა რე­კო­მენ­და­ცია გექ­ნე­ბათ ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის?

- პირ­ვე­ლი რე­კო­მენ­და­ცია მექ­ნე­ბა მშობ­ლე­ბის­თვის. შვი­ლებს შე­უ­მოწ­მონ პირ­ვე­ლი მალა და თუ ის არას­წორ პო­ზი­ცი­ა­შია, გა­უს­წო­რონ. ეს იმის­თვის, რომ შემ­დგომ­ში ისი­ნი სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მით არ და­ი­ტან­ჯონ.

იმ პა­ცი­ენ­ტებს, რო­მელ­საც უკვე აწუ­ხებთ ზურ­გის, წე­ლის ტკი­ვი­ლი, მათ შო­რის, შა­კი­კი, მკურ­ნა­ლო­ბა პირ­ვე­ლი მა­ლის გას­წო­რე­ბით და­ი­წყონ. ერთი შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყოს, მაგ­რამ პრობ­ლე­მე­ბის მთე­ლი წყე­ბა კის­რი­დან მო­დის. შა­კი­კუ­რი თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 95% კის­რი­და­ნაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. თუ თვე­ში 2-ჯერ, ან მე­ტად გტკი­ვათ თავი, ეს არ არის ნორ­მა­ლუ­რი, რაც ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

“მშობლებს ვურჩევ შვილებს შეუმოწმონ პირველი მალა, პრობლემების მთელი წყება კისრიდან მოდის“ - მკურნალობის უნიკალური მეთოდი და წლების შემდეგ გამქრალი ტკივილი: ატლასთერაპევტის ისტორია

“მშობლებს ვურჩევ შვილებს შეუმოწმონ პირველი მალა, პრობლემების მთელი წყება კისრიდან მოდის“ - მკურნალობის უნიკალური მეთოდი და წლების შემდეგ გამქრალი ტკივილი: ატლასთერაპევტის ისტორია

წლების მანძილზე ხერხემლის გაუსაძლისი ტკივილი აწუხებდა კი არა, ტანჯავდა. რა არ მოსინჯა, სად არ იყო, ვის არ მიმართა, რა მედიკამენტი არ დალია, თუმცა ტკივილს ბოლომდე ვერაფერი უხსნიდა.

ტკივილით დაღლილმა ექიმმა მერე ერთ უნიკალურ მეთოდს მიაგნო, რამაც, მისი თქმით, დაუძლეველი პრობლემა სამუდამოდ მოუგვარა და ტკივილი დაავიწყა.

ატლას-სპეციალისტი ფიზიოთერაპევტი და ნუტრიციოლოგი ია გორგილაძე Ambebi.ge -ს თავის გადარჩენის ამბავს უყვება.

- დაახლოებით 10 წლის ასაკში, ფიზკულტურის გაკვეთილზე უხერხული მოძრაობის გამო ხერხემალი დამიზიანდა. იმის შემდეგ ტკივილები კისრის, ზურგის, წელის არეში დამეწყო. რამდენადაც მახსოვს, ხერხემლის მსუბუქი გამრუდება მანამდეც მქონდა, მაგრამ მერე და მერე ყველაფერი უფრო გამძაფრდა. ტკივილი თავს არ მანებებდა, გამუდმებით მაწუხებდა. აფხაზეთიდან ვარ და მაშინ გაგრაში ვცხოვრობდით. მამამ სამკურნალოდ სად არ წამიყვანა. თან იმ პერიოდში სანატორიუმები მოწესრიგებული იყო და რეაბილიტაციის თემაც საკმაოდ კარგად დალაგებული, მაგრამ შედეგი არ მქონდა.

სწავლა სამედიცინო უნივერსიტეტში გავაგრძელე, სწავლის დროს დიდი დატვირთვა მქონდა, იქვე სამოყვარულო სპორტითაც ვიყავი დაკავებული, ვვარჯიშობდი, სადაც ხერხემალზე ტრავმა კიდევ მივიღე. უხერხული მოძრაობა გამომივიდა. შემდეგ გავთხოვდი და სამი შვილი გავაჩინე. ფიზიკური დატვირთვა ცხადია, ბავშვების გაზრდისას მომემატა - მათი ხელში აყვანა, ტარება მიწევდა. მომატებული ფიზიკური დატვირთვის ფონზე ტკივილმა უფრო მოიმატა.

- გამოდის, ბავშვობიდან მთელი წლები იმ ტკივილით ცხოვრობდით...

- მასაჟის პროცედურებით ვმკურნალობდი, რაც მდგომარეობას მხოლოდ დროებით მიმსუბუქებდა. ასევე სპეციალურ ვარჯიშებს ვიტარებდი. მოკლედ, რაღაც პერიოდი, ის ყველაფერი მშველოდა, მაგრამ პრობლემას საბოლოოდ არ აგვარებდა. ტკივილი მაინც მოდიოდა. შემდეგ ისეთ მდგომარეობამდე მივედი, თითქმის ყოველდღე გამაყუჩებლებზე ვიყავი. მტკიოდა მშვიდ მდგომარეობაშიც, ცხადია, მოძრაობაზე უფრო ძლიერდებოდა.

- როგორც ვიცი, დიდი წვალების და ტანჯვის შემდეგ გამოსავალი მაინც იპოვეთ, ხომ?

- ჩემს მეგობარს, რომელიც შვედეთში ცხოვრობს, ასევე პრობლემა ჰქონდა ხერხემალზე. 2013 წელს ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა, რომ მგონი, რაღაც მეთოდს მივაგენიო, რომლითაც ის და მისი მეუღლე მკურნალობას აპირებდნენ. თუ გვიშველა, შენც გეტყვითო, რადგან იცოდა, რომ პრობლემური ხერხემალი მქონდა. მათ ის პროცედურა ჩაიტარეს და ძალიან მალევე კარგი შედეგი ჰქონდათ.

შემდეგ მან მითხრა - გამოიკვლიე ეს ყველაფერი, თუ მოგეწონება და თანახმა იქნები, ჩამოხვალ და ამ პროცედურას შენც გაიკეთებო. გამოვიკვლიე, მომეწონა და რაღაც პერიოდის შემდეგ შვილთან ერთად (მასაც ხერხემლის გამრუდება ჰქონდა) ჩავფრინდი შვედეთში. ჩავიტარეთ აღნიშნული პროცედურა და შედეგ სწრაფად მივიღე. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ხერხემალზე ყველა ტკივილი, თუ რამე მაწუხებდა, მომეხსნა.

- პროცედურა რას მოიცავდა?

- ეს იყო 15-წუთიანი ატლას-თერაპია, რაც გულისხმობს პირველი მალის სწორ პოზიციაში დაბრუნებას. მისი ჩატარება იაფი არ ყოფილა, თან ცხოვრებაში ერთხელ კეთდება. თუ ადამიანს ტრავმა არ აქვს, ეს პროცედურა მეტი აღარ დასჭირდება. სერიოზული შვება ვიგრძენი, ტანდეგობა გამიუმჯობესდა, მხრებშიც უფრო გავიშალე. მე შვება სწრაფად ვიგრძენი, მაგრამ ეს პროცესი ძირითადად დროშია გაწელილი იმისთვის, რომ ცვლილებები მოხდეს.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ პროცედურის შემდეგ ორგანიზმი თვით რეაბილიტაციის პროცესს გადის. პირველ მალას აღმოაჩნდა ფუნქცია, საითაც მომართავ და გადაწევ, ხერხემლის მთელი სვეტი მერე იქით მიდის. მისი სწორ პოზიციაში ჩაყენების შემდეგ, რამდენადაც შესაძლებელია, სხეული რაღაც-რაღაცებს თვითონვე ასწორებს. მერე სურვილი გამოჩნდა ეს მეთოდი შემესწავლა საქართველოში დამენერგა. ამიტომ ატლას აკადემიას წერილი მივწერე, რომ მქონდა ამ მეთოდის სწავლის სურვილი. მიპასუხეს, რომ ამისთვის რაღაც ეტაპები იყო გასავლელი. ის ყველაფერი მოვაგვარე, შვეიცარიაში ჩავედი და მეთოდი ვისწავლე, რაშიც სოლიდურ თანხა გადავიხადე. საერთოდ აკადემია აკონტროლებს, ამ მეთოდით სარგებლობის უფლება ვის ვის აქვს. საერთოდ შვეიცარიული მეთოდია, რადგან მისი დამნერგავი შვეიცარიელი იყო. ასე რომ, მაქვს დიპლომი, კვალიფიკაცია და ამ მეთოდით სარგებლობის უფლება. 2014 წელს კი საქართველოში უკვე ამ მეთოდით ადამიანების მკურნალობა დავიწყე.

- ადამიანების დარწმუნება ადვილი იყო იმაში, რომ თქვენ მათ ხერხემლის პრობლემას მოუხსნიდით?

- არ იყო მარტივი. ადამიანებს ასეთი მიდგომა აქვთ - არასწორი ჯდომის გამო გვტკივა ხერხემალი, მაგრამ პირიქითაა - არასწორად იმიტომ ვსხედვართ, რომ ხერხემალი გვაქვს გამრუდებული. კუნთები გვტკივა იმიტომ, რომ გვაქვს გამრუდება. ზოგი კუნთი დაჭიმულია და ზოგი პირიქით, განუვითარებელი. დისკებიც იმიტომ ვარდება, რომ ხერხემალში არის ასიმეტრია. ამ დაავადებების მთელი კასკადია, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება. 40-45 წლის ასაკიდან უკვე უმრავლესობას ჩამოყალიბებული აქვს ოსტეოქონდროზი. ართროზი, მალთაშორის დისკების დისკოზები, თიაქარი, მთელი “თაიგულია“. ასეთი “თაიგულებით“ მოდიან ადამიანები იმიტომ, რომ თავის დროზე მათ არავინ გაუსწორა ატლასი. ეს თერაპია კი მკურნალობას მიზეზის მოგვარებით იწყებს. თავიდან მოწინააღმდეგეებიც გამომიჩდნენ, როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ გავუმკლავდით.

- ე.ი. 15-წუთიანი პროცედურაა და პრობლემა პირველი მალის გასწორებით გვარდება?

- პირველი მალის გასწორებით ვიწყებთ, რომ აღვადგინოთ ის დარღვეული სიმეტრია და ბალანსი, რომელიც პაციენტს აქვს. მნიშვნელოვანია ასევე ის, რა ეტაპზე მოგმართავს პაციენტი, თუ ახალგაზრდა ასაკში მოდის, შედეგები შესანიშნავია. გარდა ატლას-თერაპიისა, პრობლემის მიხედვით სჭირდებათ სხვადასხვა პროცედურა. გააჩნია პრობლემის ხარისხს და იმას, პროცესი როგორ წავა. პროცედურები ამის მიხედვით ინიშნება.

- რა რეკომენდაცია გექნებათ ზოგადად ადამიანებისთვის, ჩვენი მკითხველისთვის?

- პირველი რეკომენდაცია მექნება მშობლებისთვის. შვილებს შეუმოწმონ პირველი მალა და თუ ის არასწორ პოზიციაშია, გაუსწორონ. ეს იმისთვის, რომ შემდგომში ისინი სხვადასხვა პრობლემით არ დაიტანჯონ.

იმ პაციენტებს, რომელსაც უკვე აწუხებთ ზურგის, წელის ტკივილი, მათ შორის, შაკიკი, მკურნალობა პირველი მალის გასწორებით დაიწყონ. ერთი შეხედვით შეიძლება დაუჯერებელი იყოს, მაგრამ პრობლემების მთელი წყება კისრიდან მოდის. შაკიკური თავის ტკივილების დაახლოებით 95% კისრიდანაა გამოწვეული. თუ თვეში 2-ჯერ, ან მეტად გტკივათ თავი, ეს არ არის ნორმალური, რაც ყურადღებას მოითხოვს...