სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ამ ეტაპზე ხელისუფლება იმდენად ძლიერი არაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია თავისი კონტროლის ქვეშ უკრიტიკოდ გადმოიყვანოს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი
“ამ ეტაპზე ხელისუფლება იმდენად ძლიერი არაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია თავისი კონტროლის ქვეშ უკრიტიკოდ გადმოიყვანოს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

“მღვდელმთავ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი ცხად­ყოფს, რომ სა­კუ­თა­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გვა არ სურთ - ამ ეტაპ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი არაა, რომ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია თა­ვი­სი კონ­ტრო­ლის ქვეშ უკ­რი­ტი­კოდ გად­მო­იყ­ვა­ნოს“,- ამის შე­სა­ხებ “გირ­ჩის” დე­პუ­ტატ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­და­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, პრობ­ლე­მაა, “რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო და ეკ­ლე­სია ერ­თმა­ნეთს ერ­წყმე­ბა”.

“სა­ხელ­მწი­ფოს ისე­დაც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა ჰქონ­და მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ზე და სი­ნამ­დვი­ლე­ში, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა იყო ის, რომ რო­დე­საც სა­პატ­რი­არ­ქო­ში პრობ­ლე­მა იყო, ერთ-ერთი მღვდელმთა­ვა­რი გა­მო­დი­ო­და მა­ს­მე­დი­ა­ში და იძახ­და, სუს-მა დაგ­ვა­რე­გუ­ლი­რო­სო. ესაა მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო და ეკ­ლე­სია ერ­თმა­ნეთს ერ­წყმე­ბა.

თუ ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად უნდა გა­მო­ვა­ცხა­დოთ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია, ნიშ­ნავს იმას, მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხი სა­ხელ­მწი­ფოს­გან იუ­რი­დი­უ­ლა­დაც სე­რი­ო­ზუ­ლად შემ­ცირ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­თა­ვა­ზე­ბა (რაც მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მაც გა­ნა­ცხა­და), შე­იძ­ლე­ბა ისა­ხავს მიზ­ნად, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ხალ­ხს უთხრან - “ჩვენ რო­გორ ვზრუ­ნავთ ჩვენს საყ­ვა­რელ ინ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე, ანუ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ზე”. მაგ­რამ იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურ­და, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია მისი მხარ­დამ­ჭე­რი და მას­თან მჭიდ­როდ ასო­ცი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და ეს გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მღვდელმთავ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი ცხად­ყოფს, რომ სა­კუ­თა­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გვა არ სურთ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ამ ეტაპ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი არაა, რომ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია თა­ვი­სი კონ­ტრო­ლის ქვეშ უკ­რი­ტი­კოდ გად­მო­იყ­ვა­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

ავტორი:

“ამ ეტაპზე ხელისუფლება იმდენად ძლიერი არაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია თავისი კონტროლის ქვეშ უკრიტიკოდ გადმოიყვანოს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

“ამ ეტაპზე ხელისუფლება იმდენად ძლიერი არაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია თავისი კონტროლის ქვეშ უკრიტიკოდ გადმოიყვანოს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

“მღვდელმთავრების განცხადებები ცხადყოფს, რომ საკუთარი დამოუკიდებლობის დაკარგვა არ სურთ - ამ ეტაპზე ხელისუფლება იმდენად ძლიერი არაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია თავისი კონტროლის ქვეშ უკრიტიკოდ გადმოიყვანოს“,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თაობაზე ხელისუფლების წინადადების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრობლემაა, “როდესაც სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს ერწყმება”.

“სახელმწიფოს ისედაც ძალიან სერიოზული გავლენა ჰქონდა მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და სინამდვილეში, მთავარი პრობლემა იყო ის, რომ როდესაც საპატრიარქოში პრობლემა იყო, ერთ-ერთი მღვდელმთავარი გამოდიოდა მასმედიაში და იძახდა, სუს-მა დაგვარეგულიროსო. ესაა მთავარი პრობლემა, როდესაც სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს ერწყმება.

თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოვაცხადოთ მართლმადიდებლური ეკლესია, ნიშნავს იმას, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი სახელმწიფოსგან იურიდიულადაც სერიოზულად შემცირდება. აქედან გამომდინარე, შეთავაზება (რაც მეუფე ნიკოლოზმაც განაცხადა), შეიძლება ისახავს მიზნად, რომ წინასაარჩევნოდ ხალხს უთხრან - “ჩვენ როგორ ვზრუნავთ ჩვენს საყვარელ ინსტიტუციაზე, ანუ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე”. მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს ყველა წინა ხელისუფლებას სურდა, მართლმადიდებელი ეკლესია მისი მხარდამჭერი და მასთან მჭიდროდ ასოცირებული ყოფილიყო და ეს გამოცდილება მივიღეთ, ფაქტობრივად, მღვდელმთავრების განცხადებები ცხადყოფს, რომ საკუთარი დამოუკიდებლობის დაკარგვა არ სურთ. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ხელისუფლება იმდენად ძლიერი არაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია თავისი კონტროლის ქვეშ უკრიტიკოდ გადმოიყვანოს“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.