კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ცალ ფეხზე მდგომი ლაქიები გამჭვირვალობის წინააღმდეგ რომ დამარცხდნენ, ფაქტია - სიტყვა “უცხო“ თურმე მასტიგმატიზირებელია“ - ნინო წილოსანი
“ცალ ფეხზე მდგომი ლაქიები გამჭვირვალობის წინააღმდეგ რომ დამარცხდნენ, ფაქტია - სიტყვა “უცხო“ თურმე მასტიგმატიზირებელია“ - ნინო წილოსანი

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი ნინო წი­ლო­სა­ნი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის, ქრის­ტი­ნე კუპ­რა­ვას გა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოპო­ზი­ცი­ის კო­მენ­ტა­რებს ეხ­მი­ა­ნე­ბა. მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ის ყო­ფი­ლი თუ აქ­ტი­უ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის მხრი­დან პარ­ლა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მელ­ზე და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ზე თავ­დას­ხმა მდა­ბიო საქ­ცი­ე­ლია.

“ცალ ფეხ­ზე მდგო­მი ლა­ქი­ე­ბი გამჭვირ­ვა­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ზო­გა­დად რომ და­მარ­ცხდნენ, ეს ფაქ­ტია. გუ­შინ­დელ სა­კონ­სტი­ტუ­ციო პრო­ცეს­ზე მათ­გან რა­ი­მე ახალს ან სა­ინ­ტე­რე­სოს არც არა­ვინ ელო­და... თუმ­ცა, გუ­შინ თვალ­ში მო­სახ­ვედ­რი იყო სა­ჯა­რო მო­ხე­ლე ქალ­ზე კნი­ნო­ბი­თი პოს­ტე­ბი. რომ კი­თხო, სი­ტყვა “უცხო” თურ­მე მას­ტიგ­მა­ტი­ზი­რე­ბე­ლია და პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქა­ლის კნი­ნო­ბი­თად მოხ­სე­ნი­ე­ბა კარ­გი ტონი ყო­ფი­ლა. რო­გო­რი მდა­ბიო საქ­ცი­ე­ლია ოპო­ზი­ცი­ის ყო­ფი­ლი თუ აქ­ტი­უ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის მხრი­დან პარ­ლა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მელ­ზე და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ზე თავ­დას­ხმა.

თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას და ეკა ბე­სე­ლი­ას კო­მენ­ტა­რებ­ზე არ გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას. ცხა­დია, რომ აქუ­ბარ­დი­ა­ზე გა­ცი­ლე­ბით დიდი ცოდ­ნა და კომ­პე­ტენ­ცია აქვთ პარ­ლა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს და ბე­სე­ლი­ა­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი ღირ­სე­ბა.

ჰოდა მოგ­წონთ ეს თუ არა, სწო­რედ ეს პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აგიხ­სნით სი­ტყვა “უცხოს” მნიშ­ვნე­ლო­ბას და კო­ნო­ტა­ცი­ას, გა­გახ­სე­ნებთ ტერ­მი­ნის შეც­ვლა რომ შე­მოგ­თა­ვა­ზეთ და თქვენ­ვე თქვით უარი... არა­და, მთე­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლე­ბი და თქვე­ნი უბად­რუ­კი მცდე­ლო­ბა, სწო­რედ ამ ტერ­მინ­ზე გაქვთ აგე­ბუ­ლი“, - წერს ნინო წი­ლო­სა­ნი.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ზე, ქრის­ტი­ნე კუპ­რა­ვას სი­ტყვით გა­მოს­ვლას ეკა ბე­სე­ლი­აც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, “კა­ნონ­ზე, რო­მელ­მაც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­რა, სა­უ­ცხოო სამ­კა­უ­ლის და სა­უ­ცხოო ვარ­ცხნი­ლო­ბის ტოლ­ფა­სი აღ­ქმა, სა­სა­ცი­ლოც აღარ არის“.

  • “სა­უ­ცხოო სამ­კა­უ­ლის და სა­უ­ცხოო ვარ­ცხნი­ლო­ბის ტოლ­ფა­სი აღ­ქმა, სა­სა­ცი­ლოც აღარ არის. ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ეს პარ­ლა­მენტს რო­გორ ამ­ცი­რებს და აკ­ნი­ნებს, არ ვიცი. ვი­სურ­ვებ­დი, რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი, წო­ნა­დი არ­გუ­მენ­ტი მო­ვის­მი­ნო. გუ­შინ, რაც გეს­მო­დათ იყო ის, რომ პარ­ლა­მენ­ტმა ეს კა­ნო­ნი სა­უ­ცხოო სამ­კა­ულს და ვარ­ცხნი­ლო­ბას შე­ა­და­რა, ამ დო­ნე­ზე იხი­ლავ­და ამ კა­ნონს. თქვენ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, კა­ნონ­მა, რო­მელ­მაც ქვეყ­ნის ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­რა და უდი­დე­სი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა, ასეთ დო­ნე­ზე იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ არ გეს­მო­დეს, სად ხარ მო­სუ­ლი? ამ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გამო ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ და ამ ახალ­გაზ­რდებ­თან პო­ლე­მი­კა­ში ვერ შე­ვალ.

ახალ­გაზ­რდე­ბი, აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან და მათ­თან პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლა ჩემ­თვის ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია, მაგ­რამ როცა პარ­ლა­მენტს არ აქვს იმის გან­ცდა, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, ამ მნიშ­ვნე­ლო­ბის საქ­მე­ზე ასე­თი არა­სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის მქო­ნე წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას უშ­ვებს, ეს ნიშ­ნავს, რომ არც აქვთ გან­ცდა, რა გა­ა­კე­თეს, რა და­ა­ზი­ა­ნეს, რა გა­ა­ფუ­ჭეს და დაც­ვის უნა­რიც არ აქვთ. და­სან­ქცი­რე­ბუ­ლე­ბი ვინც არი­ან ამ კა­ნო­ნის გამო, ალ­ბათ, სა­სა­მარ­თლო­შიც ვერ შე­მო­დი­ან. ნაკ­ლე­ბი მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ დღეს სა­მი­ნის­ტრო რა­მეს გა­ა­კე­თილ­შო­ბი­ლებს, ისე­დაც მძი­მეა პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენტს აქვს, მაგ­რამ კი­თხვა-პა­სუ­ხის დროს ჩვენ ბევრ იმ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და სრუ­ლი­ად გა­მო­ფი­ტულ არ­გუ­მენ­ტებ­ზე გვექ­ნე­ბა პა­სუ­ხე­ბი, რაც სა­სა­მარ­თლომ, ხალ­ხმა უნდა მო­ის­მი­ნოს, თო­რემ, გუ­შინ რაც ის­მო­და დარ­ბაზ­ში, პა­სუ­ხის ღირ­სად მე მგო­ნია, რომ არ ღირს“, - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე სხდო­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ქრის­ტი­ნე კუპ­რა­ვამ “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ ტერ­მი­ნი "უცხო" სტიგ­მა­ტი­ზე­ბის ეფექ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლი არ არის."ჩვენ ხში­რად გა­ვი­გო­ნებთ: - რა უცხო სამ­კა­უ­ლია ან რა უცხო ვარ­ცხნი­ლო­ბაა... როცა ვამ­ბობთ: - უცხო სამ­კა­უ­ლი, უცხო ვარ­ცხნი­ლო­ბა, უცხო­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ან უცხო გა­რეგ­ნო­ბა, ეს აპ­რი­ო­რი იმას არ ნიშ­ნავს, რომ ან და­დე­ბი­თის­კენ გა­და­ვი­ხა­რეთ ან - უარ­ყო­ფი­თის­კენ", - გა­ნა­ცხა­და ქრის­ტი­ნე კუპ­რა­ვამ. ამ პო­ზი­ცი­ის გამო ის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

“ცალ ფეხზე მდგომი ლაქიები გამჭვირვალობის წინააღმდეგ რომ დამარცხდნენ, ფაქტია - სიტყვა “უცხო“ თურმე მასტიგმატიზირებელია“ - ნინო წილოსანი

“ცალ ფეხზე მდგომი ლაქიები გამჭვირვალობის წინააღმდეგ რომ დამარცხდნენ, ფაქტია - სიტყვა “უცხო“ თურმე მასტიგმატიზირებელია“ - ნინო წილოსანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლის, ქრისტინე კუპრავას გამოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის კომენტარებს ეხმიანება. მისი თქმით, ოპოზიციის ყოფილი თუ აქტიური დეპუტატების მხრიდან პარლამენტის თანამშრომელზე და საჯარო მოხელეზე თავდასხმა მდაბიო საქციელია.

“ცალ ფეხზე მდგომი ლაქიები გამჭვირვალობის წინააღმდეგ ზოგადად რომ დამარცხდნენ, ეს ფაქტია. გუშინდელ საკონსტიტუციო პროცესზე მათგან რაიმე ახალს ან საინტერესოს არც არავინ ელოდა... თუმცა, გუშინ თვალში მოსახვედრი იყო საჯარო მოხელე ქალზე კნინობითი პოსტები. რომ კითხო, სიტყვა “უცხო” თურმე მასტიგმატიზირებელია და პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი ქალის კნინობითად მოხსენიება კარგი ტონი ყოფილა. როგორი მდაბიო საქციელია ოპოზიციის ყოფილი თუ აქტიური დეპუტატების მხრიდან პარლამენტის თანამშრომელზე და საჯარო მოხელეზე თავდასხმა.

თეონა აქუბარდიას და ეკა ბესელიას კომენტარებზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ცხადია, რომ აქუბარდიაზე გაცილებით დიდი ცოდნა და კომპეტენცია აქვთ პარლამენტის თანამშრომლებს და ბესელიაზე გაცილებით მეტი ღირსება.

ჰოდა მოგწონთ ეს თუ არა, სწორედ ეს პარლამენტის წარმომადგენელი აგიხსნით სიტყვა “უცხოს” მნიშვნელობას და კონოტაციას, გაგახსენებთ ტერმინის შეცვლა რომ შემოგთავაზეთ და თქვენვე თქვით უარი... არადა, მთელი საკონსტიტუციო სარჩელები და თქვენი უბადრუკი მცდელობა, სწორედ ამ ტერმინზე გაქვთ აგებული“, - წერს ნინო წილოსანი.

საკონსტიტუციო სასამართლოზე, ქრისტინე კუპრავას სიტყვით გამოსვლას ეკა ბესელიაც გამოეხმაურა. მისი თქმით, “კანონზე, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, საუცხოო სამკაულის და საუცხოო ვარცხნილობის ტოლფასი აღქმა, სასაცილოც აღარ არის“.

  • “საუცხოო სამკაულის და საუცხოო ვარცხნილობის ტოლფასი აღქმა, სასაცილოც აღარ არის. ინსტიტუციურად ეს პარლამენტს როგორ ამცირებს და აკნინებს, არ ვიცი. ვისურვებდი, რაღაც სერიოზული, წონადი არგუმენტი მოვისმინო. გუშინ, რაც გესმოდათ იყო ის, რომ პარლამენტმა ეს კანონი საუცხოო სამკაულს და ვარცხნილობას შეადარა, ამ დონეზე იხილავდა ამ კანონს. თქვენ წარმოგიდგენიათ, კანონმა, რომელმაც ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და უდიდესი ზიანი მიაყენა, ასეთ დონეზე იყოს წარმოდგენილი, რომ არ გესმოდეს, სად ხარ მოსული? ამ თანამშრომლების გამო ძალიან ვწუხვარ და ამ ახალგაზრდებთან პოლემიკაში ვერ შევალ.

ახალგაზრდები, აპარატის თანამშრომლები არიან და მათთან პოლემიკაში შესვლა ჩემთვის ძალიან უხერხულია, მაგრამ როცა პარლამენტს არ აქვს იმის განცდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ მნიშვნელობის საქმეზე ასეთი არასერიოზული განცხადებების მქონე წარმომადგენლობას უშვებს, ეს ნიშნავს, რომ არც აქვთ განცდა, რა გააკეთეს, რა დააზიანეს, რა გააფუჭეს და დაცვის უნარიც არ აქვთ. დასანქცირებულები ვინც არიან ამ კანონის გამო, ალბათ, სასამართლოშიც ვერ შემოდიან. ნაკლები მოლოდინი მაქვს, რომ დღეს სამინისტრო რამეს გააკეთილშობილებს, ისედაც მძიმეა პოზიცია, რომელიც პარლამენტს აქვს, მაგრამ კითხვა-პასუხის დროს ჩვენ ბევრ იმ უპასუხისმგებლო და სრულიად გამოფიტულ არგუმენტებზე გვექნება პასუხები, რაც სასამართლომ, ხალხმა უნდა მოისმინოს, თორემ, გუშინ რაც ისმოდა დარბაზში, პასუხის ღირსად მე მგონია, რომ არ ღირს“, - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პარლამენტის წარმომადგენელმა, ქრისტინე კუპრავამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტერმინი "უცხო" სტიგმატიზების ეფექტის მატარებელი არ არის."ჩვენ ხშირად გავიგონებთ: - რა უცხო სამკაულია ან რა უცხო ვარცხნილობაა... როცა ვამბობთ: - უცხო სამკაული, უცხო ვარცხნილობა, უცხოური განათლება ან უცხო გარეგნობა, ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ ან დადებითისკენ გადავიხარეთ ან - უარყოფითისკენ", - განაცხადა ქრისტინე კუპრავამ. ამ პოზიციის გამო ის კრიტიკის ობიექტი გახდა.

იხილეთ ასევე: