კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანადაში ნეკროფილი, სერიული მკვლელი გაასამართლეს - ქალების მკვლელობის შემაძრწუნებელი დეტალები
კანადაში ნეკროფილი, სერიული მკვლელი გაასამართლეს - ქალების მკვლელობის შემაძრწუნებელი დეტალები

კა­ნა­დელ სე­რი­უ­ლი მკვლელს, ჯე­რე­მი სკი­ბიც­კის 2022 წელს ვი­ნი­პეგ­ში ოთხი ქა­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

სვი­ბიც­კის გა­ნა­ჩე­ნის წა­კი­თხვი­სას არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ გა­მო­უ­ხა­ტია და მსხვერ­პლთა ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ წარ­მოთ­ქმულ სი­ტყვას უე­მო­ცი­ოდ უს­მენ­და.

პრო­კუ­რო­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ 37 წლის სკი­ბიც­კიმ 2022 წელს ოთხი ქალი რა­სობ­რივ ნი­ა­დაგ­ზე გან­ზრახ მოკ­ლა.

მან თავი დამ­ნა­შა­ვედ ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის გამო არ ცნო.

მკვლე­ლო­ბებ­მა კა­ნა­დის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებს ებ­რძვის, შოკი გა­მო­იწ­ვია.

მსხვერ­პლე­ბი 39 წლის მორ­გან ჰა­რი­სი, 26 წლის მარ­სე­დეს მი­რა­ნი და 24 წლის რე­ბე­კა კონ­ტუა არი­ან. მე­ო­თხე ქა­ლის ვი­ნა­ო­ბა ჯერ და­უდ­გე­ნე­ლია.

სა­სა­მარ­თლო დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, სკი­ბიც­კიმ ქა­ლე­ბი 2022 წლის მარ­ტი­დან მა­ი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში მოკ­ლა და კონ­ტუა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბოლო მსხვერ­პლი იყო.

ის სულ მცი­რე, ორ მათ­განს ვი­ნი­პე­გის ად­გი­ლობ­რივ უსახ­ლკა­რო­თა თავ­შე­საფ­რებ­ში შეხ­ვდა. ვი­ნი­პე­გი მა­ნი­ტო­ბას პრო­ვინ­ცი­ა­ში მდე­ბა­რე ქა­ლა­ქია და მისი მო­სახ­ლე­ო­ბა 820 000 ადა­მი­ანს შე­ად­გენს.

სა­სა­მარ­თლომ მო­ის­მი­ნა, რომ სკი­ბიც­კი ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დობ­და, ხე­ლით ან წყალ­ში ახ­რჩობ­და, შემ­დეგ კი მათ­თან სექ­სუ­ა­ლურ აქტს ამ­ყა­რებ­და, ვიდ­რე მათ სხე­უ­ლებს და­ა­ნა­წევ­რებ­და და ნაგ­ვის ურ­ნებ­ში მო­ა­თავ­სებ­და.

მკვლე­ლო­ბე­ბი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩა, სა­ნამ 2022 წლის მა­ის­ში კაც­მა, რო­მე­ლიც სკი­ბიც­კის ბი­ნას­თან ურ­ნა­ში ჯართს ეძებ­და, ადა­მი­ა­ნის ნეშ­ტის ნა­წი­ლი არ იპო­ვა და პო­ლი­ცი­ას არ და­უ­კავ­შირ­და.

მკვლელ­მა პო­ლი­ცია შოკ­ში ჩა­აგ­დო, რო­დე­საც კონ­ტუ­ას მკვლე­ლო­ბა­ზე და­კი­თხვი­სას, კი­დევ სამი მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა.

სკი­ბიც­კის ად­ვო­კა­ტებ­მა სცა­დეს, და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნათ, რომ მას თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბის სიმ­ძი­მე ში­ზოფ­რე­ნი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბის გამო არ ჰქონ­და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი. მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ იგი ის­მენ­და ხმებს, რომ­ლე­ბიც ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ და­ნა­შა­უ­ლე­ბი მისი მი­სია იყო.

ის პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის სულ მცი­რე 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იქ­ნე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, რა დრო­საც და­ახ­ლო­ე­ბით, 60 წლის იქ­ნე­ბა.

"არა­ფე­რი შე­გე­შა­ლოთ, ბა­ტო­ნო სკი­ბიც­კი, ერ­თა­დერ­თი სას­ჯე­ლი, რომ­ლის და­კის­რე­ბაც დღეს შე­მიძ­ლია, სამ­წუ­ხა­როდ, ამ და­ნა­შა­უ­ლე­ბის სიმ­ძი­მეს ადეკ­ვა­ტუ­რად ვერ ასა­ხავს", - გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლე გლენ ჯო­ი­ალ­მა.

წყა­რო

ავტორი:

კანადაში ნეკროფილი, სერიული მკვლელი გაასამართლეს - ქალების მკვლელობის შემაძრწუნებელი დეტალები

კანადაში ნეკროფილი, სერიული მკვლელი გაასამართლეს - ქალების მკვლელობის შემაძრწუნებელი დეტალები

კანადელ სერიული მკვლელს, ჯერემი სკიბიცკის 2022 წელს ვინიპეგში ოთხი ქალის მკვლელობისთვის, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

სვიბიცკის განაჩენის წაკითხვისას არანაირი რეაქცია არ გამოუხატია და მსხვერპლთა ოჯახის წევრების მიერ წარმოთქმულ სიტყვას უემოციოდ უსმენდა.

პროკურორებმა განაცხადეს, რომ 37 წლის სკიბიცკიმ 2022 წელს ოთხი ქალი რასობრივ ნიადაგზე განზრახ მოკლა.

მან თავი დამნაშავედ ფსიქიკური აშლილობის გამო არ ცნო.

მკვლელობებმა კანადის მოსახლეობაში, რომელიც დიდი ხანია, ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს ებრძვის, შოკი გამოიწვია.

მსხვერპლები 39 წლის მორგან ჰარისი, 26 წლის მარსედეს მირანი და 24 წლის რებეკა კონტუა არიან. მეოთხე ქალის ვინაობა ჯერ დაუდგენელია.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, სკიბიცკიმ ქალები 2022 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში მოკლა და კონტუა, სავარაუდოდ, ბოლო მსხვერპლი იყო.

ის სულ მცირე, ორ მათგანს ვინიპეგის ადგილობრივ უსახლკაროთა თავშესაფრებში შეხვდა. ვინიპეგი მანიტობას პროვინციაში მდებარე ქალაქია და მისი მოსახლეობა 820 000 ადამიანს შეადგენს.

სასამართლომ მოისმინა, რომ სკიბიცკი ქალებზე ძალადობდა, ხელით ან წყალში ახრჩობდა, შემდეგ კი მათთან სექსუალურ აქტს ამყარებდა, ვიდრე მათ სხეულებს დაანაწევრებდა და ნაგვის ურნებში მოათავსებდა.

მკვლელობები თვეების განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა, სანამ 2022 წლის მაისში კაცმა, რომელიც სკიბიცკის ბინასთან ურნაში ჯართს ეძებდა, ადამიანის ნეშტის ნაწილი არ იპოვა და პოლიციას არ დაუკავშირდა.

მკვლელმა პოლიცია შოკში ჩააგდო, როდესაც კონტუას მკვლელობაზე დაკითხვისას, კიდევ სამი მკვლელობა აღიარა.

სკიბიცკის ადვოკატებმა სცადეს, დაემტკიცებინათ, რომ მას თავისი ქმედებების სიმძიმე შიზოფრენიით გამოწვეული ჰალუცინაციების გამო არ ჰქონდა გაცნობიერებული. მათ განაცხადეს, რომ იგი ისმენდა ხმებს, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ დანაშაულები მისი მისია იყო.

ის პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის სულ მცირე 25 წლის განმავლობაში არ იქნება უფლებამოსილი, რა დროსაც დაახლოებით, 60 წლის იქნება.

"არაფერი შეგეშალოთ, ბატონო სკიბიცკი, ერთადერთი სასჯელი, რომლის დაკისრებაც დღეს შემიძლია, სამწუხაროდ, ამ დანაშაულების სიმძიმეს ადეკვატურად ვერ ასახავს", - განაცხადა მოსამართლე გლენ ჯოიალმა.

წყარო