სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ევროკავშირში მიღება არაა პროცესი, როცა გვინდა დავაკაკუნებთ და კარი თავისით გაიღება, ეს შანსი გაგვიჩნდა და კანონი აღმოჩნდა ბარიერი“ - ეკა ბესელია
“ევროკავშირში მიღება არაა პროცესი, როცა გვინდა დავაკაკუნებთ და კარი თავისით გაიღება, ეს შანსი გაგვიჩნდა და კანონი აღმოჩნდა ბარიერი“ - ეკა ბესელია

“ვი­ტო­ვებ იმედს, რომ თქვენ და­ი­ცავთ კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხლს და ქვე­ყა­ნა­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებს აა­ცი­ლებთ ზი­ანს, რაც უკვე მოგ­ვად­გა და ყო­ველ­დღი­უ­რად გვად­გე­ბა, ვიდ­რე ეს კა­ნო­ნი ძა­ლა­შია - ეს ზი­ა­ნი არის არა ჰი­პო­ტე­ტუ­რი და აბ­სტრაქ­ტუ­ლი, არა­მედ ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი და უკვე დამ­დგა­რი ფაქ­ტი!“ - ეს გან­ცხა­დე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს განმწეს­რი­გე­ბელ სხდო­მა­ზე ეკა ბე­სე­ლი­ამ გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

ბე­სე­ლი­ამ ხაზ­გას­მით გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ნო­ნი 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან კი­დევ უფრო სა­ხი­ფა­თო გახ­დე­ბა, როცა მისი მსუს­ხა­ვი და რეპ­რე­სი­უ­ლი ზო­მე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა.

“არ მახ­სოვს კა­ნო­ნის მი­ღე­ბას იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყო­ლო­დეს, რაც ამ კა­ნო­ნის გან­ხილ­ვა­სა და მი­ღე­ბას მოჰ­ყვა. ბევ­რი მა­ნი­ფეს­ტა­ცია და მი­ტინ­გი მი­ნა­ხავს და არ მახ­სოვს ამ­დე­ნი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც იგ­რძნო, თუ რა საფრ­თხეს ქმნის კა­ნო­ნი.

და­ვით­ვა­ლოთ, რა ზი­ა­ნი მი­ად­გა ჩვენ ქვე­ყა­ნას კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შე­დე­გად - კა­ნო­ნი მი­ღე­ბით და­ირ­ღვა კა­ნო­ნი­ე­რე­ბის პრინ­ცი­პი, არ არ­სე­ბობ­და მისი მი­ღე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რი მი­ზა­ნი, არ იყო და­ცუ­ლი პრო­პორ­ცი­უ­ლო­ბის პრინ­ცი­პი და არ იყო არა­ნა­ი­რი და­სა­ბუ­თე­ბა, თუ რა­ტომ იყო სა­ჭი­რო ამ ზო­მით ჩა­რე­ვა ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებ­ში, რა მას­შტა­ბის ჩა­რე­ვის საფრ­თხე­საც ეს კა­ნო­ნი ქმნის“, - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე.

  • ბე­სე­ლი­ამ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა, რომ “არ არ­სე­ბობს არა­ვინ, ვი­საც კი შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნი მი­ად­გეს, თუკი ამ სა­დაო აქტს შე­ა­ჩე­რებთ - უბ­რა­ლოდ, ვი­ღა­ცებს შე­იძ­ლე­ბა ნერ­ვე­ბი აე­შა­ლოთ“.

“თუ სას­წო­რის მე­ო­რე პი­ნა­ზე ამ კა­ნო­ნის დამ­ცვე­ლე­ბის - სა­ბედ­ნი­ე­როდ, მცი­რე ჯგუ­ფის ახი­რე­ბა თუ მათი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ი­სა და სა­გა­რეო ორი­ენ­ტა­ცი­ის არე­ვა და შეც­ვლაა, ჩვენ და პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია ამას ასე არ ვუ­ყუ­რებთ. რო­დე­საც კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხლს ვწერ­დით, კარ­გად მახ­სოვს, რა ნორ­მა­ტი­უ­ლი ში­ნა­არ­სი ჩავ­დეთ მას­ში, რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გი­ლას კონ­სტი­ტუ­ცი­ის გარ­და­მა­ვალ დე­ბუ­ლე­ბებ­ში და რა იყო ის ხაზ­გას­მა, რის­თვი­საც ჩვენ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ. ამ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა ჰქონ­დეს გან­ცდა, რომ მას ყო­ველ­გვა­რი რყე­ვე­ბის და გარე ფაქ­ტო­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად გა­მო­ე­რი­ცხა რა­ი­მე დაშ­ვე­ბა იმი­სა, რომ სა­გა­რეო კურ­სი შეგ­ვეც­ვა­ლა. ცალ­კე­ულ გან­ცხა­დე­ბებ­ში გვეს­მის, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის ეს მუხ­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­სინ­ჯოს - ღმერ­თმა ნუ ქმნას, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე მდგა­რი საფრ­თხე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სწო­რედ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დო­ნე­ზე გა­ნი­სა­ზღვრა, რა არის სა­ქარ­თვე­ლოს მის­წრა­ფე­ბა და ჩა­ი­წე­რა, რომ ეს არის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის - ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცია...

ევ­რო­კავ­შირ­ში მი­ღე­ბა არაა მუდ­მი­ვი და მა­რა­დი­უ­ლი პრო­ცე­სი, როცა გვინ­და და­ვა­კა­კუ­ნებთ კარს და ეს კარი თა­ვი­სით გა­ი­ღე­ბა. მო­ცე­მულ პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­სტსა და ვი­თა­რე­ბას აქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა. ქვე­ყა­ნას ეს შან­სი გა­უჩ­ნდა, ამ შან­სის რე­ა­ლუ­რად ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გის დად­გო­მის დროს სწო­რედ ეს კა­ნო­ნი აღ­მოჩ­ნდა გა­და­უ­ლა­ხა­ვი ბა­რი­ე­რი. ჩვენ არ ვი­ცით, რო­დემ­დე ექ­ნე­ბა ქვე­ყა­ნას ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ან რა კონ­ტექ­სტი შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­მა­ვალ­ში. ამი­ტომ საფრ­თხე, რო­მე­ლიც დღეს არ­სე­ბობს, მისი თა­ვი­დან არი­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ შე­ჩე­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სის სწრა­ფად გან­გრძო­ბით, რათა ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა აწ­მყო­ში მი­ი­ღონ ის სი­კე­თე, რა­საც ისი­ნი ევ­რო­პულ ოჯახ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ით ელო­დე­ბი­ან და არა ოკუ­პან­ტთან მარ­ტო დარ­ჩე­ნით. ეს არის ის, რაც შე­იძ­ლე­ბა თქვენ გა­ა­კე­თოთ ამ კა­ნო­ნის შე­ჩე­რე­ბით.

რო­დე­საც სა­უ­ბა­რია ამ სა­დაო ე.წ. რუ­სულ კა­ნო­ნად წო­დე­ბუ­ლი აქ­ტის შე­ჩე­რე­ბა­ზე, შე­ჩე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი­თხვა, თქვენ ვინ­მეს უფ­ლე­ბებს და­არ­ღვევთ თუ არა, ცალ­სა­ხა პა­სუ­ხია, არა! ვის უფ­ლე­ბებს და­ი­ცავთ? - ალ­ბათ, ყვე­ლა იმ მო­ქა­ლა­ქის, ვი­საც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი გა­აზ­რე­ბუ­ლი, მო­აზ­რე­ბუ­ლი აქვს ევ­რო­პულ ოჯახ­ში, რომ მი­ი­ღოს ის სი­კე­თე, რა­საც ეს კავ­ში­რი ეფუძ­ნე­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბა, რო­მელ­საც ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, კა­ნო­ნის შე­ჩე­რე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბებს და­ი­ცავს და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სის აღ­დგე­ნა­საც ხელს შე­უ­წყობს.

“თუ ამ კა­ნონს თქვენ შე­ა­ჩე­რებთ და ამას გა­ა­კე­თებთ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე, იქ­ნე­ბა ის, რაც ხელს შე­უ­წყობს 78-ე მუხლს. თუ არა, მჯე­რა, ისე­ვე რო­გორც, ამ დარ­ბაზ­ში, თქვენ გი­ყუ­რებთ, ეს კა­ნო­ნი მა­ინც გა­უქ­მდე­ბა, მაგ­რამ თუ ამას გა­ა­კე­თებთ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და მალე, ეს იმ მო­სა­ლოდ­ნელ ზი­ანს აა­ცი­ლებს ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რია.

სას­წო­რის ერთ პი­ნა­ზე დევს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხვა­ლინ­დე­ლი, ევ­რო­პუ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი არ­ჩე­ვა­ნი. სას­წო­რის მე­ო­რე პი­ნა­ზე დევს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის ქვეყ­ნის სა­ზი­ა­ნო ახი­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა, რომ ქვეყ­ნის სა­გა­რეო კურ­სი შე­მო­ატ­რი­ა­ლოს და სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­დეს. თქვენ­თვი­საც ეს დევს სას­წო­რის ორი­ვე მხა­რეს, ამი­ტომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ, სწო­რედ იმ ორ­გა­ნომ, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლია და­იც­ვას კონ­სტი­ტუ­ცია და 78-ე მუხ­ლის მი­ზა­ნი, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უნდა უპა­სუ­ხოს მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვას და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნდო­ბის ტეს­ტი კი­დევ ერთხელ გა­ი­ა­როს.

სას­წო­რის ერთ პი­ნა­ზე ქვე­ყა­ნაა, მე­ო­რე მხა­რეს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი. თქვენ გა­და­წყვი­ტეთ ქვე­ყა­ნაა უპირ­ვე­ლე­სი თუ ამ კა­ნო­ნის ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­დი­ან“,- მი­მარ­თა ეკა ბე­სე­ლი­ამ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ებს.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის შე­ჩე­რე­ბა­სა და გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. საქ­მეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პლე­ნუ­მი გა­ნი­ხი­ლავს.

მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და მხარ­და­ჭე­რით მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თეს პრე­ზი­დენ­ტმა, არა­სამ­თავ­რო­ბო და მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

“ევროკავშირში მიღება არაა პროცესი, როცა გვინდა დავაკაკუნებთ და კარი თავისით გაიღება, ეს შანსი გაგვიჩნდა და კანონი აღმოჩნდა ბარიერი“ - ეკა ბესელია

“ევროკავშირში მიღება არაა პროცესი, როცა გვინდა დავაკაკუნებთ და კარი თავისით გაიღება, ეს შანსი გაგვიჩნდა და კანონი აღმოჩნდა ბარიერი“ - ეკა ბესელია

“ვიტოვებ იმედს, რომ თქვენ დაიცავთ კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ქვეყანასა და მოქალაქეებს ააცილებთ ზიანს, რაც უკვე მოგვადგა და ყოველდღიურად გვადგება, ვიდრე ეს კანონი ძალაშია - ეს ზიანი არის არა ჰიპოტეტური და აბსტრაქტული, არამედ ძალიან კონკრეტული და უკვე დამდგარი ფაქტი!“ - ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე ეკა ბესელიამ გააკეთა, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის წარმომადგენელია.

ბესელიამ ხაზგასმით განაცხადა, რომ კანონი 1-ელი სექტემბრიდან კიდევ უფრო სახიფათო გახდება, როცა მისი მსუსხავი და რეპრესიული ზომები ამოქმედდება.

“არ მახსოვს კანონის მიღებას იმდენი ადამიანის პროტესტი მოჰყოლოდეს, რაც ამ კანონის განხილვასა და მიღებას მოჰყვა. ბევრი მანიფესტაცია და მიტინგი მინახავს და არ მახსოვს ამდენი მოქალაქე, რომელმაც იგრძნო, თუ რა საფრთხეს ქმნის კანონი.

დავითვალოთ, რა ზიანი მიადგა ჩვენ ქვეყანას კანონის მიღების შედეგად - კანონი მიღებით დაირღვა კანონიერების პრინციპი, არ არსებობდა მისი მიღების ლეგიტიმური მიზანი, არ იყო დაცული პროპორციულობის პრინციპი და არ იყო არანაირი დასაბუთება, თუ რატომ იყო საჭირო ამ ზომით ჩარევა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში, რა მასშტაბის ჩარევის საფრთხესაც ეს კანონი ქმნის“, - განაცხადა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

  • ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომ “არ არსებობს არავინ, ვისაც კი შეიძლება ზიანი მიადგეს, თუკი ამ სადაო აქტს შეაჩერებთ - უბრალოდ, ვიღაცებს შეიძლება ნერვები აეშალოთ“.

“თუ სასწორის მეორე პინაზე ამ კანონის დამცველების - საბედნიეროდ, მცირე ჯგუფის ახირება თუ მათი პოლიტიკური მოტივაციისა და საგარეო ორიენტაციის არევა და შეცვლაა, ჩვენ და პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუცია ამას ასე არ ვუყურებთ. როდესაც კონსტიტუციის 78-ე მუხლს ვწერდით, კარგად მახსოვს, რა ნორმატიული შინაარსი ჩავდეთ მასში, რატომ აღმოჩნდა განსაკუთრებულ ადგილას კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში და რა იყო ის ხაზგასმა, რისთვისაც ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ ქვეყნის ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მას ყოველგვარი რყევების და გარე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად გამოერიცხა რაიმე დაშვება იმისა, რომ საგარეო კურსი შეგვეცვალა. ცალკეულ განცხადებებში გვესმის, რომ კონსტიტუციის ეს მუხლი შეიძლება გადაისინჯოს - ღმერთმა ნუ ქმნას, რადგან საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეების გათვალისწინებით სწორედ კონსტიტუციის დონეზე განისაზღვრა, რა არის საქართველოს მისწრაფება და ჩაიწერა, რომ ეს არის ევროინტეგრაციის - ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაცია...

ევროკავშირში მიღება არაა მუდმივი და მარადიული პროცესი, როცა გვინდა დავაკაკუნებთ კარს და ეს კარი თავისით გაიღება. მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტსა და ვითარებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ქვეყანას ეს შანსი გაუჩნდა, ამ შანსის რეალურად ხელშესახები შედეგის დადგომის დროს სწორედ ეს კანონი აღმოჩნდა გადაულახავი ბარიერი. ჩვენ არ ვიცით, როდემდე ექნება ქვეყანას ეს შესაძლებლობა ან რა კონტექსტი შეიძლება იყოს მომავალში. ამიტომ საფრთხე, რომელიც დღეს არსებობს, მისი თავიდან არიდება შესაძლებელია ამ შეჩერებული პროცესის სწრაფად განგრძობით, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა აწმყოში მიიღონ ის სიკეთე, რასაც ისინი ევროპულ ოჯახში ინტეგრაციით ელოდებიან და არა ოკუპანტთან მარტო დარჩენით. ეს არის ის, რაც შეიძლება თქვენ გააკეთოთ ამ კანონის შეჩერებით.

როდესაც საუბარია ამ სადაო ე.წ. რუსულ კანონად წოდებული აქტის შეჩერებაზე, შეჩერების შემთხვევაში კითხვა, თქვენ ვინმეს უფლებებს დაარღვევთ თუ არა, ცალსახა პასუხია, არა! ვის უფლებებს დაიცავთ? - ალბათ, ყველა იმ მოქალაქის, ვისაც საკუთარი ქვეყნის მომავალი გააზრებული, მოაზრებული აქვს ევროპულ ოჯახში, რომ მიიღოს ის სიკეთე, რასაც ეს კავშირი ეფუძნება, უსაფრთხოება, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ“, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, კანონის შეჩერებით საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქეების უფლებებს დაიცავს და ევროინტეგრაციის შეჩერებული პროცესის აღდგენასაც ხელს შეუწყობს.

“თუ ამ კანონს თქვენ შეაჩერებთ და ამას გააკეთებთ რაც შეიძლება მალე, იქნება ის, რაც ხელს შეუწყობს 78-ე მუხლს. თუ არა, მჯერა, ისევე როგორც, ამ დარბაზში, თქვენ გიყურებთ, ეს კანონი მაინც გაუქმდება, მაგრამ თუ ამას გააკეთებთ რაც შეიძლება სწრაფად და მალე, ეს იმ მოსალოდნელ ზიანს ააცილებს ქვეყანას, რომელიც ყოველდღიურია.

სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი, ევროპული, სამართლიანი, დემოკრატიული მომავალი. ჩვენი მოქალაქეების ღირებულებითი არჩევანი. სასწორის მეორე პინაზე დევს რამდენიმე ადამიანის ქვეყნის საზიანო ახირებული ქმედება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი შემოატრიალოს და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წავიდეს. თქვენთვისაც ეს დევს სასწორის ორივე მხარეს, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ, სწორედ იმ ორგანომ, რომელიც ვალდებულია დაიცვას კონსტიტუცია და 78-ე მუხლის მიზანი, ამ გადაწყვეტილებით უნდა უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვას და მნიშვნელოვანი ნდობის ტესტი კიდევ ერთხელ გაიაროს.

სასწორის ერთ პინაზე ქვეყანაა, მეორე მხარეს რამდენიმე ადამიანი. თქვენ გადაწყვიტეთ ქვეყანაა უპირველესი თუ ამ კანონის ავტორები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან“,- მიმართა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

მმართველი უმრავლესობის ინიციატივითა და მხარდაჭერით მიღებული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს პრეზიდენტმა, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა და პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.