სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაზიანებული სარკინიგზო ლიანდაგი, იერიშები რუსეთის ნავთობბაზებზე და მსხვერპლი - რუსეთ - უკრაინის ომის ქრონიკა 29 აგვისტოს მონაცემებით
დაზიანებული სარკინიგზო ლიანდაგი, იერიშები რუსეთის ნავთობბაზებზე და მსხვერპლი - რუსეთ - უკრაინის ომის ქრონიკა 29 აგვისტოს მონაცემებით

ომის შემ­სწავ­ლე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (ISW) ანა­ლი­ზით, არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, უკ­რა­ი­ნის ჯა­რე­ბის წინსვლა კურსკის რე­გი­ონ­ში შე­ნელ­და.

ახლა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ გა­მაგ­რე­ბას და იმ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კა­ვე­ბას, რომ­ლებ­ზეც ახ­ლა­ხან აი­ღეს კონ­ტრო­ლი“, - წერს ISW.

  • უკვე ცნო­ბი­ლია, რომ უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა მი­აღ­წი­ეს შემ­დეგ სოფ­ლებს: ვეტ­რე­ნოს, კრემ­ნე­სა და შეპ­ტუ­ხოვ­კას (კო­რე­ნე­ვოს აღ­მო­სავ­ლე­თით და ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით); აღ­მო­სავ­ლეთ ნე­ჩა­ე­ვი­სა და ჩერ­კა­სი პო­რეჩ­ნის რე­გი­ო­ნებ­ში (ორი­ვე სუ­ჯას ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით); სპალ­ნო­ეს სამ­ხრე­თით მინ­დვ­რებ­ში (სუ­ჯას სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით).

ბოლო დღე­ებ­ში, რუ­სე­თის შე­ტე­ვის შე­დე­გად, უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებ­ში მომ­ხდა­რი დიდი ნგრე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კონ­ტრო­ლის ქვეშ მყო­ფი ტე­რი­ტო­რი­ის გა­ფარ­თო­ე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ.

“ვაგ­რძე­ლებთ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე გარ­კვე­ულ რა­ი­ო­ნებ­ში ჩვე­ნი კონ­ტრო­ლის ქვეშ მყო­ფი ტე­რი­ტო­რი­ის გა­ფარ­თო­ე­ბას. დღე­საც, რო­გორც ყო­ველ სხვა დღეს, არის ჩვე­ნი გაც­ვლი­თი ფონ­დის [ომის ტყვე რუ­სე­ბი] შევ­სე­ბა. მად­ლო­ბა, მე­ომ­რე­ბო! ეს არის ის, რაც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა რუ­სუ­ლი ტყვე­ო­ბი­დან ბევ­რი ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნის დაბ­რუ­ნე­ბა­ში. ახლა ისიც უნდა გვეს­მო­დეს, რომ მთე­ლი ზე­წო­ლა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში გა­და­ვი­ტა­ნეთ, ნიშ­ნავს, რომ მათ არ შე­უძ­ლი­ათ უფრო მეტი ზე­წო­ლის გა­და­ტა­ნა ჩვენს დო­ნეც­კის ოლ­ქზე”, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

ამავდრო­უ­ლად, უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, დმიტ­რო კუ­ლე­ბა მო­კავ­ში­რე­ებს აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­დებს. მი­ნის­ტრის თქმით, ომს დიდი რე­სურ­სი, ფი­ნან­სე­ბი, ძა­ლის­ხმე­ვა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა სჭირ­დე­ბა.

“რუ­სე­თის რე­აქ­ცი­ის ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ, ჩვენ არ გვე­ში­ნია, არაფ­რის არ გვე­ში­ნია, დაგ­ვეხ­მა­რეთ, მოგ­ვე­ცით ის, რაც გვჭირ­დე­ბა - ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ ამ ომში და შემ­დეგ წა­ვი­კი­თხავთ ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ერ­თად“, - დას­ძი­ნა კუ­ლე­ბამ.

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თქმით, უკ­რა­ი­ნა მო­კავ­ში­რე­ებ­თან და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის თავ­ზე “სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ფა­რის“ შექ­მნას გა­ნი­ხი­ლავს.

  • რა მდგო­მა­რე­ო­ბაა 29 აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით:

რუ­სებ­მა უკ­რა­ი­ნას დრო­ნე­ბით და რა­კე­ტე­ბით შე­უ­ტი­ეს, კი­ევ­ში აფეთ­ქე­ბე­ბის ხმე­ბი ის­მო­და. სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში ქვეყ­ნის 15 ოლ­ქში გა­მო­ცხად­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნამ­სხვრე­ვე­ბის ჩა­მო­ვარ­დნა და­ფიქ­სირ­და კი­ე­ვის დნეპ­როვ­სკის, გო­ლო­სევ­სკი­სა და დეს­ნი­ანსკის რა­ი­ო­ნე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ ზო­ნებ­ში. გო­ლო­სევ­სკის რა­ი­ონ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი და­ზი­ან­და.

უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­ხე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის თავ­ზე 30-დან 40-მდე დრო­ნი და­ფიქ­სირ­და. “შა­ჰი­დე­ბი“ ხერ­სო­ნის, ნი­კო­ლა­ე­ვის, კი­რო­ვოგ­რა­დის, დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის, პოლ­ტა­ვას, სუ­მის და ხარ­კო­ვის რე­გი­ო­ნებ­ში შე­ნიშ­ნეს.

აფეთ­ქე­ბე­ბი იყო ხარ­კოვ­ში.

ათო­ბით დრო­ნის შემ­დეგ, რუ­სულ­მა არ­მი­ამ უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­კე­ტე­ბი გა­უშ­ვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2 ერ­თე­უ­ლი “ზებ­გე­რი­თი“ რა­კე­ტის სა­მიზ­ნე, სა­ვა­რა­უ­დოდ, მირ­გო­რო­დის სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მი იყო.

“შა­ჰი­დის“ ნარ­ჩე­ნე­ბი კი­ევ­ში, ორ სახ­ლს მოხ­ვდა. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსხვერ­პლი არ არის.

  • უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა იე­რი­ში როს­ტო­ვის რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე “ატ­ლა­სის“ ნავ­თო­ბის სა­ცავ­ზე მი­ი­ტა­ნეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ადას­ტუ­რებს

უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვის თავ­დას­ხმის შე­დე­გად იქ ძლი­ე­რი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. UNIAN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს არის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სპეც­რაზ­მის ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცია.

დე­პარ­ტა­მენ­ტმა ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ თავ­დას­ხმე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და “ზე­ნი­ტის“ ნავ­თო­ბის სა­ცავ­ზე კი­რო­ვის რე­გი­ონ­ში და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვო­რო­ნე­ჟის რე­გი­ონ­ში რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის ჯგუ­ფის "და­სავ­ლე­თის" სა­ვე­ლე სა­არ­ტი­ლე­რიო სა­ცავ­ზე.

კურსკის ოლ­ქის ქა­ლაქ ლგო­ვის მერ­მა ალექ­სეი კლე­მე­შოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ხუთ­შა­ბათს და­სახ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლის ქვეშ მო­ექ­ცა. მისი თქმით “და­ზი­ან­და ლგოვ-კი­ე­ვის სად­გუ­რის ორი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი და სარ­კი­ნიგ­ზო ლი­ან­და­გი“.

“და­ბომბვის შემ­დეგ ხან­ძა­რი ქა­ლა­ქის ერთ-ერთი ქარ­ხნის სა­წყობ­საც გა­უჩ­ნდა. ხან­ძა­რი სწრა­ფად ჩა­აქ­რეს. არ­ცერ­თი მცხოვ­რე­ბი არ და­შა­ვე­ბუ­ლა“, - წერს კლე­მე­შო­ვი თა­ვის ტე­ლეგ­რა­მის არხზე. მან ევა­კუ­ი­რე­ბულ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თა, არ დაბ­რუნ­დნენ ქა­ლაქ­ში “სა­ნამ ვი­თა­რე­ბა სრუ­ლად არ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა“.

  • ბრა­ი­ანსკის ოლ­ქის თავ­ზე სამი უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს.
  • უკ­რა­ი­ნულ­მა დრო­ნებ­მა რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ სე­ვას­ტო­პოლს შე­უ­ტი­ეს.

“სე­ვას­ტო­პოლ­ში სამ­ხედ­რო­ე­ბი იგე­რი­ე­ბენ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თავ­დას­ხმას, მუ­შა­ობს სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2 უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი უკვე ჩა­მოგ­დე­ბუ­ლია“, - წერს ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით კი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ვსი უკ­რა­ი­ნუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩა­მო­აგ­დეს. სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ 3 უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დეს ყი­რი­მის თავ­ზე, 2 ბრა­ი­ანსკის რე­გი­ონ­ში და ერთი ბელ­გო­რო­დის რე­გი­ონ­ში.

29 აგ­ვის­ტოს დი­ლით, ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის ქა­ლაქ შე­ბე­კი­ნო­ში ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნი და­შა­ვე­ბუ­ლია.

გუ­ბერ­ნა­ტო­რის თქმით, და­ბომბვი­სას ასე­ვე და­ზი­ან­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა და ერთი სო­ცი­ა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

დაზიანებული სარკინიგზო ლიანდაგი, იერიშები რუსეთის ნავთობბაზებზე და მსხვერპლი - რუსეთ - უკრაინის ომის ქრონიკა 29 აგვისტოს მონაცემებით

დაზიანებული სარკინიგზო ლიანდაგი, იერიშები რუსეთის ნავთობბაზებზე და მსხვერპლი - რუსეთ - უკრაინის ომის ქრონიკა 29 აგვისტოს მონაცემებით

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიზით, არსებული მონაცემებით, უკრაინის ჯარების წინსვლა კურსკის რეგიონში შენელდა.

ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ გამაგრებას და იმ ტერიტორიების დაკავებას, რომლებზეც ახლახან აიღეს კონტროლი“, - წერს ISW.

  • უკვე ცნობილია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს შემდეგ სოფლებს: ვეტრენოს, კრემნესა და შეპტუხოვკას (კორენევოს აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით); აღმოსავლეთ ნეჩაევისა და ჩერკასი პორეჩნის რეგიონებში (ორივე სუჯას ჩრდილო-აღმოსავლეთით); სპალნოეს სამხრეთით მინდვრებში (სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით).

ბოლო დღეებში, რუსეთის შეტევის შედეგად, უკრაინის ქალაქებში მომხდარი დიდი ნგრევის მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე, კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას აგრძელებენ.

“ვაგრძელებთ უკრაინის საზღვართან მდებარე გარკვეულ რაიონებში ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას. დღესაც, როგორც ყოველ სხვა დღეს, არის ჩვენი გაცვლითი ფონდის [ომის ტყვე რუსები] შევსება. მადლობა, მეომრებო! ეს არის ის, რაც დაგვეხმარება რუსული ტყვეობიდან ბევრი ჩვენი ადამიანის დაბრუნებაში. ახლა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მთელი ზეწოლა, რომელიც რუსეთში გადავიტანეთ, ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ უფრო მეტი ზეწოლის გადატანა ჩვენს დონეცკის ოლქზე”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამავდროულად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მოკავშირეებს აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მინისტრის თქმით, ომს დიდი რესურსი, ფინანსები, ძალისხმევა და აღჭურვილობა სჭირდება.

“რუსეთის რეაქციის ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ არ გვეშინია, არაფრის არ გვეშინია, დაგვეხმარეთ, მოგვეცით ის, რაც გვჭირდება - ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში და შემდეგ წავიკითხავთ ისტორიის სახელმძღვანელოებს იმის შესახებ, თუ როგორ მივიღეთ გადაწყვეტილებები ერთად“, - დასძინა კულებამ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინა მოკავშირეებთან დასავლეთ უკრაინის თავზე “საჰაერო თავდაცვის ფარის“ შექმნას განიხილავს.

  • რა მდგომარეობაა 29 აგვისტოს მონაცემებით:

რუსებმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტიეს, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა. საჰაერო განგაში ქვეყნის 15 ოლქში გამოცხადდა. მათივე ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა კიევის დნეპროვსკის, გოლოსევსკისა და დესნიანსკის რაიონების საცხოვრებელ ზონებში. გოლოსევსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

უკრაინული არხების ინფორმაციით, სხვადასხვა რეგიონის თავზე 30-დან 40-მდე დრონი დაფიქსირდა. “შაჰიდები“ ხერსონის, ნიკოლაევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, სუმის და ხარკოვის რეგიონებში შენიშნეს.

აფეთქებები იყო ხარკოვში.

ათობით დრონის შემდეგ, რუსულმა არმიამ უკრაინის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. არსებული ინფორმაციით, 2 ერთეული “ზებგერითი“ რაკეტის სამიზნე, სავარაუდოდ, მირგოროდის სამხედრო აეროდრომი იყო.

“შაჰიდის“ ნარჩენები კიევში, ორ სახლს მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

  • უკრაინელებმა იერიში როსტოვის რეგიონში მდებარე “ატლასის“ ნავთობის საცავზე მიიტანეს. ინფორმაციას გენერალური შტაბი ოფიციალურად ადასტურებს

უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად იქ ძლიერი ხანძარი გაჩნდა. UNIAN-ის ინფორმაციით, ეს არის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის ერთობლივი ოპერაცია.

დეპარტამენტმა ასევე დაადასტურა, რომ თავდასხმები განხორციელდა “ზენიტის“ ნავთობის საცავზე კიროვის რეგიონში და რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის რეგიონში რუსული ჯარების ჯგუფის "დასავლეთის" საველე საარტილერიო საცავზე.

კურსკის ოლქის ქალაქ ლგოვის მერმა ალექსეი კლემეშოვმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს დასახლება უკრაინის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. მისი თქმით “დაზიანდა ლგოვ-კიევის სადგურის ორი საცხოვრებელი კორპუსი და სარკინიგზო ლიანდაგი“.

“დაბომბვის შემდეგ ხანძარი ქალაქის ერთ-ერთი ქარხნის საწყობსაც გაუჩნდა. ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. არცერთი მცხოვრები არ დაშავებულა“, - წერს კლემეშოვი თავის ტელეგრამის არხზე. მან ევაკუირებულ ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა, არ დაბრუნდნენ ქალაქში “სანამ ვითარება სრულად არ დასტაბილურდება“.

  • ბრაიანსკის ოლქის თავზე სამი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
  • უკრაინულმა დრონებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლს შეუტიეს.

“სევასტოპოლში სამხედროები იგერიებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმას, მუშაობს საჰაერო თავდაცვა. წინასწარი ინფორმაციით, 2 უპილოტო საფრენი აპარატი უკვე ჩამოგდებულია“, - წერს ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი ღამის განმავლობაში ექვსი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 3 უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს ყირიმის თავზე, 2 ბრაიანსკის რეგიონში და ერთი ბელგოროდის რეგიონში.

29 აგვისტოს დილით, ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში ერთი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ცნობით, კიდევ ორი ადამიანი დაშავებულია.

გუბერნატორის თქმით, დაბომბვისას ასევე დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და ერთი სოციალური დაწესებულება.

წყარო

იხილეთ ასევე: