პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი წელი ციხეში იჯდა - სიდედრი დაჭრა, მერე ფსიქიატრიულში იყო" - რას ჰყვება მარტვილის სოფელ აბედათში მოკლული მამაკაცის და ბრალდებულზე?
"ორი წელი ციხეში იჯდა - სიდედრი დაჭრა, მერე ფსიქიატრიულში იყო" - რას ჰყვება მარტვილის სოფელ აბედათში მოკლული მამაკაცის და ბრალდებულზე?

მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აბე­დათ­ში კაც­მა სა­ნა­დი­რო თო­ფით მე­ზო­ბე­ლი მოკ­ლა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, მალ­ხაზ კვი­ტა­ტი­ან­მა ჯამ­ბულ კინ­ტი­რა­ი­ას სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, დი­ლის 6 სა­ათ­ზე ეს­რო­ლა.

გარ­დაც­ვლი­ლის და, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარ­თან “აცხა­დებს, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნამ­დე ჯერ ცი­ხე­ში იჯდა, შემ­დეგ კი ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

"ეს ბიჭი იყო ფსი­ქი­კუ­რად ავად. ორი წელი ცი­ხე­ში იჯდა - სი­დედ­რი დაჭ­რა, მერე ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში იყო. იქი­დან გა­მო­უშ­ვეს სა­ტა­ნებ­მა, მერე მი­ვი­და და თოფი იყი­და. ამ დი­ლას შე­ვი­და მე­ზო­ბელ­თან, ჯერ იმას და­ე­მუქ­რა...

მერე ჩემი ძმა ექვს სა­ათ­ზე მო­ვი­და, ხომ გა­აღ­ვი­ძეს, გა­მო­ვი­და და სა­წყალს სი­გა­რე­ტი ეკა­ვა ხელ­ში, აქვე დაჯ­და, და­უ­მიზ­ნა და პირ­და­პირ ეს­რო­ლა", - ამ­ბობს და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მოკ­ლულ­სა და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს შო­რის კონ­ფლიქტზე არა­ფე­რი სმე­ნი­ათ, მე­ტიც, მათი მტკი­ცე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლი მარ­ტო ცხოვ­რობ­და, ჯამ­ბულ კინ­ტი­რა­ია კი ხში­რად ეხ­მა­რე­ბო­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.კ. და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, მე­ზობ­ლად მცხოვ­რე­ბი, 1964 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.კ. სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით დაჭ­რა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ჯ.კ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - სა­ნა­დი­რო თოფი, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

"ორი წელი ციხეში იჯდა - სიდედრი დაჭრა, მერე ფსიქიატრიულში იყო" - რას ჰყვება მარტვილის სოფელ აბედათში მოკლული მამაკაცის და ბრალდებულზე?

"ორი წელი ციხეში იჯდა - სიდედრი დაჭრა, მერე ფსიქიატრიულში იყო" - რას ჰყვება მარტვილის სოფელ აბედათში მოკლული მამაკაცის და ბრალდებულზე?

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში კაცმა სანადირო თოფით მეზობელი მოკლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მალხაზ კვიტატიანმა ჯამბულ კინტირაიას სანადირო თოფიდან, დაახლოებით, დილის 6 საათზე ესროლა.

გარდაცვლილის და, ტელეკომპანია "მთავართან “აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენამდე ჯერ ციხეში იჯდა, შემდეგ კი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

"ეს ბიჭი იყო ფსიქიკურად ავად. ორი წელი ციხეში იჯდა - სიდედრი დაჭრა, მერე ფსიქიატრიულში იყო. იქიდან გამოუშვეს სატანებმა, მერე მივიდა და თოფი იყიდა. ამ დილას შევიდა მეზობელთან, ჯერ იმას დაემუქრა...

მერე ჩემი ძმა ექვს საათზე მოვიდა, ხომ გააღვიძეს, გამოვიდა და საწყალს სიგარეტი ეკავა ხელში, აქვე დაჯდა, დაუმიზნა და პირდაპირ ესროლა", - ამბობს და.

ადგილობრივების თქმით, მოკლულსა და მკვლელობაში ბრალდებულს შორის კონფლიქტზე არაფერი სმენიათ, მეტიც, მათი მტკიცებით ბრალდებული მარტო ცხოვრობდა, ჯამბულ კინტირაია კი ხშირად ეხმარებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები, 1964 წელს დაბადებული ჯ.კ. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.