კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი შეტევა ჰაერიდან განახორციელა, ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ისმის - რა ხდებოდა ბოლო 24 საათში?
რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი შეტევა ჰაერიდან განახორციელა, ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ისმის - რა ხდებოდა ბოლო 24 საათში?

“გვაქვს წინსვლა კურსკის ოლ­ქში 1-დან 3 კი­ლო­მეტ­რამ­დე, კონ­ტრო­ლი კი­დევ ორ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტზე და­ვა­წე­სეთ. უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი რუ­სე­თის კურსკის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წინ მი­ი­წე­ვენ და მებ­რძო­ლებ­მა გაც­ვლი­თი ფონ­დის შევ­სე­ბაც მო­ა­ხერ­ხეს“, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ და­სახ­ლე­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი, ამ დრომ­დე ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა.

მისი თქმით, კვი­რას რუ­სე­ბი თავს და­ესხნენ სუ­მის, ხარ­კო­ვის, ხერ­სო­ნი­სა და დო­ნეც­კის ოლ­ქებს. მან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა­ზეც, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და კრა­მა­ტორსკში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ზე, სა­დაც სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Reuters-ის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი იმ­ყო­ფე­ბო­და.

“უკ­რა­ი­ნის, ამე­რი­კი­სა და ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლა­ქის სას­ტუმ­რო რუ­სულ­მა “ის­კან­დერ­მა“ გა­ა­ნად­გუ­რა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, გა­აზ­რე­ბუ­ლად. დარ­ტყმის შე­დე­გად შვი­დი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, ერთი კი და­ი­ღუ­პა“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

რო­გორც WP წერს, კურსკის რე­გი­ონ­ში ოპე­რა­ცი­ის დროს უკ­რა­ი­ნამ ტყვედ 247 პა­ტი­მა­რი აიყ­ვა­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 24 აგ­ვის­ტოს უკ­რა­ი­ნამ და რუ­სეთ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის მო­რი­გი გაც­ვლა ფორ­მუ­ლით “115 - 115- ზე“.

26 აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვეყ­ნებს შო­რის სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მწვა­ვე ფა­ზა­შია.

  • ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის ცალ­კე­ულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­ზე მა­სობ­რი­ვი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა:

ამ წუ­თებ­ში კი­ევ­ში სა­ყო­ველ­თაო გან­გა­შია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ხალ­ხი თავ­შე­საფ­რებ­შია. გა­თი­შუ­ლია ელექტრო­ე­ნერ­გია.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კი­ე­ვის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა წარ­მა­ტე­ბით ყრის რუ­სე­ბის მიერ გაშ­ვე­ბულ KH-47 KINZHAL-M-ის ტი­პის აე­რო­ბა­ლის­ტი­კურ რა­კე­ტებს.

ამ დრო­ის­თვის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის მა­უ­წყე­ბე­ლი გან­გა­შია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

რუ­სე­თის ბომბდამ­შე­ნე­ბი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბი და­სავ­ლე­თის ოლ­ქე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, ზღვი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი რა­კე­ტე­ბი კი ჩრდი­ლო­ეთ და ცენ­ტრა­ლუ­რი ოლ­ქე­ბის­კენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­ნი­ცა­ში, კრო­პივ­ნიცკ­სა და კრი­ვი-რიჰ­ში აფეთ­ქე­ბე­ბის ხმე­ბი ის­მო­და. ამას­თა­ნა­ვე, აფეთ­ქე­ბე­ბის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბი­ან დნიპ­რო­დან, ზა­პო­რო­ჟი­ე­დან, ოდე­სი­დან და ხმელ­ნიც­კი­დან.

"შა­ჰე­დე­ბი" უკ­რა­ი­ნის ჩრდი­ლო­ეთს და­ესხნენ თავს. უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ცნო­ბით, რუ­სე­თის არ­მი­ამ დრო­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი გა­უშ­ვა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სუ­მის რე­გი­ო­ნის გავ­ლით და­სავ­ლე­თით, ჩერ­ნი­გოვ­სკა­ი­ას­კენ, ნა­წი­ლი კი სამ­ხრე­თით, პოლ­ტა­ვას­კენ მოძ­რა­ობს.

სუ­მის, ჩერ­ნი­გო­ვის, პოლ­ტა­ვას, ჩერ­კა­სი­სა და ხარ­კო­ვის რე­გი­ო­ნებ­ში სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის გან­გა­ში გა­მო­ცხად­და.

ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბით და­ი­ბომ­ბა ოდე­სა, ნა­წი­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვამ ჩა­მო­ყა­რა...

რუ­სე­თი მა­სი­ურ კომ­ბი­ნი­რე­ბულ შე­ტე­ვას უკ­რა­ი­ნა­ზე ამ დრომ­დე აგ­რძე­ლებს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­რო­დის ოლ­ქის სა­ვას­ლე­ი­კას ავი­ა­ბა­ზი­დან აფ­რინ­და MIG-31K-ს ტი­პის რა­კეტმზი­დი თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდი ალ­ბა­თო­ბით, კინ­ჟალ-M-ის ტი­პის აე­რო­ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბით მი­ზან­ში კი­ე­ვის ენერ­გო­ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ამო­ი­ღე­ბენ.

  • აფეთ­ქე­ბე­ბია კრი­ვოი როგ­სა და კრო­პივ­ნიც­კი­ში

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ჩერ­ნი­გო­ვის, კი­ე­ვის, პოლ­ტა­ვას და სხვა რე­გი­ო­ნებ­ში რა­კე­ტე­ბის ჩა­მო­ვარ­დნის შე­სა­ხებ.

აფეთ­ქე­ბე­ბი იყო დნეპრში, ზა­პო­რო­ჟი­ე­ში, ხმელ­ნიც­კი­ში და ვი­ნი­ცა­ში, რომ­ლე­ბიც, რუ­სებ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბით და­ბომ­ბეს.

ქა­ლა­ქი ლუცკ­ში კი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბი და­ფიქ­სირ­და.

  • შე­ტე­ვის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებს უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი ვანო ნა­დი­რა­ძე ავ­რცე­ლებს:

“ორი სა­ა­თია უკ­რა­ი­ნას "შა­ჰი­დე­ბი" უტე­ვენ, ამ წუ­თას უკ­რა­ი­ნის ჰა­ერ­ში 25 ცალი მა­ინც არის , ეს უკვე მე­ო­რე ტალ­ღაა. პლი­უს ტუ-95მს 11 ცალი ჰა­ერ­ში, ამ წუ­თას კას­პი­ის ზღვის­კენ მიფ­რი­ნა­ვენ, გამ­შვებ წერ­ტილ­თან. ზღვა­ზე ჰყავთ კა­ლიბ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი გე­მე­ბი. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ჰყავთ მიგ-კ31 -ები. რა­კე­ტა "კინ­ჟა­ლის" მა­ტა­რებ­ლე­ბი.

სა­დღაც უკ­რა­ი­ნის დრო­ით 6:30 სა­ა­თი­დან რა­ღაც ძა­ლი­ან ცუ­დის გა­კე­თე­ბა უნ­დათ ამ ღო­რიშ­ვი­ლებს.

P.S ამ წუ­თას უკვე “შა­ჰი­დე­ბის“ რი­ცხვი 40 -მდე გა­ი­ზარ­და,“ - წერს ნა­დი­რა­ძე.

  • რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნას, უკ­რა­ი­ნუ­ლი უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბი რუ­სე­თის ენ­გელ­სის ავი­ა­ბა­ზას და­ესხნენ თავს

“რუ­სე­თის ქა­ლა­ქებ­ზე, სა­რა­ტოვ­სა და ენ­გელსზე დღეს დი­ლით უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და“, - ინ­ფორ­მა­ცი­ას "ტე­ლეგ­რა­მარ­ხე­ბი": Baza, Mash და Astra ავ­რცე­ლე­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ენ­გელსში მდე­ბა­რე­ობს აე­როდ­რო­მი, სა­დაც TU-95 ტი­პის სტრა­ტე­გი­უ­ლი ბომბდამ­შე­ნე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

სა­რა­ტოვ­ში უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტის თავ­დას­ხმის შემ­დეგ, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი - 38 სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა და­ზი­ან­და. და­შავ­და ქალი.

“ქალი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ექი­მე­ბი მისი სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვი­ან. და­ნარ­ჩე­ნებ­მა დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე მი­ი­ღეს“, - ცი­ტი­რე­ბენ რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო "ტე­ლეგ­რა­მარ­ხე­ბი" გუ­ბერ­ნა­ტორ რო­მან ბუ­სარ­გინს.

დრო­ნე­ბით იე­რი­შის ფაქ­ტი სა­რა­ტო­ვის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, რო­მან ბუ­სარ­გინ­მა და­ა­დას­ტუ­რა. მისი თქმით, ნამ­სხვრე­ვე­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექს Volga Sky-ში სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს და­ე­ცა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი­დან სამ­ხედ­რო ნა­წი­ლამ­დე და ენ­გელ­სის სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მამ­დე - 12 კი­ლო­მეტ­რია.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ ღა­მით სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვამ 20 უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი ჩა­მო­აგ­დო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 9 დრო­ნი სა­რა­ტო­ვის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 3 კურსკის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თითო-თითო ბელ­გო­რო­დის, ბრი­ანსკის და ტუ­ლას ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და ასე­ვე თითო-თითო ორი­ო­ლი­სა და რი­ა­ზა­ნის ოლ­ქე­ბის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ჩა­მო­აგ­დეს.

ქა­ლა­ქე­ბი სა­რა­ტო­ვი და ენ­გელ­სი ერ­თმა­ნე­თის სა­პი­რის­პი­როდ მდე­ბა­რე­ობს ვოლ­გის მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა ნა­პი­რებ­ზე.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი შეტევა ჰაერიდან განახორციელა, ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ისმის - რა ხდებოდა ბოლო 24 საათში?

რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი შეტევა ჰაერიდან განახორციელა, ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ისმის - რა ხდებოდა ბოლო 24 საათში?

“გვაქვს წინსვლა კურსკის ოლქში 1-დან 3 კილომეტრამდე, კონტროლი კიდევ ორ დასახლებულ პუნქტზე დავაწესეთ. უკრაინელი სამხედროები რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე წინ მიიწევენ და მებრძოლებმა გაცვლითი ფონდის შევსებაც მოახერხეს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მიღწევების შესახებ საუბრისას განაცხადა.

კონკრეტულად რომელ დასახლებებზეა საუბარი, ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება.

მისი თქმით, კვირას რუსები თავს დაესხნენ სუმის, ხარკოვის, ხერსონისა და დონეცკის ოლქებს. მან კომენტარი გააკეთა განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზეც, რომელიც განხორციელდა კრამატორსკში მდებარე სასტუმროზე, სადაც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა.

“უკრაინის, ამერიკისა და ბრიტანეთის მოქალაქეები. ჩვეულებრივი ქალაქის სასტუმრო რუსულმა “ისკანდერმა“ გაანადგურა. აბსოლუტურად მიზანმიმართულად, გააზრებულად. დარტყმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც WP წერს, კურსკის რეგიონში ოპერაციის დროს უკრაინამ ტყვედ 247 პატიმარი აიყვანა. აღსანიშნავია, რომ 24 აგვისტოს უკრაინამ და რუსეთმა განახორციელეს სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა ფორმულით “115 - 115- ზე“.

26 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყნებს შორის საომარი მოქმედებები მწვავე ფაზაშია.

  • ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ცალკეულ ტერიტორიებზე და დედაქალაქ კიევზე მასობრივი სარაკეტო შეტევა განახორციელა:

ამ წუთებში კიევში საყოველთაო განგაშია გამოცხადებული. ხალხი თავშესაფრებშია. გათიშულია ელექტროენერგია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევის საჰაერო თავდაცვა წარმატებით ყრის რუსების მიერ გაშვებულ KH-47 KINZHAL-M-ის ტიპის აერობალისტიკურ რაკეტებს.

ამ დროისთვის საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშია გამოცხადებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.

რუსეთის ბომბდამშენებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები დასავლეთის ოლქებისკენაა მიმართული, ზღვიდან გაშვებული რაკეტები კი ჩრდილოეთ და ცენტრალური ოლქებისკენ. გავრცელებული ინფორმაციით, ვინიცაში, კროპივნიცკსა და კრივი-რიჰში აფეთქებების ხმები ისმოდა. ამასთანავე, აფეთქებების შესახებ იუწყებიან დნიპროდან, ზაპოროჟიედან, ოდესიდან და ხმელნიცკიდან.

"შაჰედები" უკრაინის ჩრდილოეთს დაესხნენ თავს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის არმიამ დრონების რამდენიმე ჯგუფი გაუშვა, ზოგიერთი მათგანი სუმის რეგიონის გავლით დასავლეთით, ჩერნიგოვსკაიასკენ, ნაწილი კი სამხრეთით, პოლტავასკენ მოძრაობს.

სუმის, ჩერნიგოვის, პოლტავას, ჩერკასისა და ხარკოვის რეგიონებში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა.

ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა ოდესა, ნაწილი საჰაერო თავდაცვამ ჩამოყარა...

რუსეთი მასიურ კომბინირებულ შეტევას უკრაინაზე ამ დრომდე აგრძელებს.

არსებული ინფორმაციით, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის სავასლეიკას ავიაბაზიდან აფრინდა MIG-31K-ს ტიპის რაკეტმზიდი თვითმფრინავები, რომლებიც დიდი ალბათობით, კინჟალ-M-ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტებით მიზანში კიევის ენერგოინფრასტრუქტურას ამოიღებენ.

  • აფეთქებებია კრივოი როგსა და კროპივნიცკიში

ვრცელდება ინფორმაცია ჩერნიგოვის, კიევის, პოლტავას და სხვა რეგიონებში რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ.

აფეთქებები იყო დნეპრში, ზაპოროჟიეში, ხმელნიცკიში და ვინიცაში, რომლებიც, რუსებმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს.

ქალაქი ლუცკში კი ფრთოსანი რაკეტები დაფიქსირდა.

  • შეტევის შესახებ დეტალებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე ავრცელებს:

“ორი საათია უკრაინას "შაჰიდები" უტევენ, ამ წუთას უკრაინის ჰაერში 25 ცალი მაინც არის , ეს უკვე მეორე ტალღაა. პლიუს ტუ-95მს 11 ცალი ჰაერში, ამ წუთას კასპიის ზღვისკენ მიფრინავენ, გამშვებ წერტილთან. ზღვაზე ჰყავთ კალიბრის მატარებელი გემები. მობილიზებული ჰყავთ მიგ-კ31 -ები. რაკეტა "კინჟალის" მატარებლები.

სადღაც უკრაინის დროით 6:30 საათიდან რაღაც ძალიან ცუდის გაკეთება უნდათ ამ ღორიშვილებს.

P.S ამ წუთას უკვე “შაჰიდების“ რიცხვი 40 -მდე გაიზარდა,“ - წერს ნადირაძე.

  • რაც შეეხება უკრაინას, უკრაინული უპილოტო თვითმფრინავები რუსეთის ენგელსის ავიაბაზას დაესხნენ თავს

“რუსეთის ქალაქებზე, სარატოვსა და ენგელსზე დღეს დილით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა“, - ინფორმაციას "ტელეგრამარხები": Baza, Mash და Astra ავრცელებენ. აღსანიშნავია, რომ ენგელსში მდებარეობს აეროდრომი, სადაც TU-95 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული.

სარატოვში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ, ყველაზე მაღალი - 38 სართულიანი შენობა დაზიანდა. დაშავდა ქალი.

“ქალი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან. დანარჩენებმა დახმარება ადგილზე მიიღეს“, - ციტირებენ რუსული საინფორმაციო "ტელეგრამარხები" გუბერნატორ რომან ბუსარგინს.

დრონებით იერიშის ფაქტი სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა დაადასტურა. მისი თქმით, ნამსხვრევები საცხოვრებელ კომპლექს Volga Sky-ში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი კორპუსიდან სამხედრო ნაწილამდე და ენგელსის სამხედრო აეროდრომამდე - 12 კილომეტრია.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით საჰაერო თავდაცვამ 20 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. გავრცელებული ინფორმაციით, 9 დრონი სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე, 3 კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, თითო-თითო ბელგოროდის, ბრიანსკის და ტულას ტერიტორიებზე და ასევე თითო-თითო ორიოლისა და რიაზანის ოლქების ტერიტორიებზე ჩამოაგდეს.

ქალაქები სარატოვი და ენგელსი ერთმანეთის საპირისპიროდ მდებარეობს ვოლგის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე.

წყარო

იხილეთ ასევე: