მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერორისტული ორგანიზაცია თუ პოლიტიკური “ვაჭრობის“ იარაღი - რა არის “ჰეზბოლა“ ლიბანში და დაიწყებს თუ არა ის ომს ისრაელთან?
ტერორისტული ორგანიზაცია თუ პოლიტიკური “ვაჭრობის“ იარაღი - რა არის “ჰეზბოლა“ ლიბანში და დაიწყებს თუ არა ის ომს ისრაელთან?

ის­რა­ე­ლის არ­მი­ის გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ რაც და­ად­გი­ნეს, რომ “ჰეზ­ბო­ლა“ ამ­ზა­დებ­და გარ­და­უ­ვალ თავ­დას­ხმას ის­რა­ელ­ზე, კვი­რას სამ­ხრეთ ლი­ბან­ში მდე­ბა­რე “ჰეზ­ბო­ლას“ სა­რა­კე­ტო გამ­შვებ სად­გურს პრე­ვენ­ცი­უ­ლად და­არ­ტყეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ირა­ნის მიერ მხარ­და­ჭე­რილ­მა ლი­ბა­ნურ­მა დაგ­ჯუ­ფე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­სულ თვე­ში, უმაღ­ლე­სი მე­თა­უ­რის მკვლე­ლო­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ასო­ბით რა­კე­ტა და უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვი გა­უშ­ვა. კერ­ძოდ სა­უ­ბა­რია 320- ზე მეტ რა­კე­ტა­ზე. ეს იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეს­კა­ლა­ცია ის­რა­ელ-ლი­ბა­ნის სა­ზღვარ­ზე ბოლო 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ის­რა­ე­ლის ცნო­ბე­ბით, “ჰეზ­ბო­ლამ“ ლი­ბა­ნი­დან ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ელ­ში, დღეს დი­ლით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის დროს, და­ახ­ლო­ე­ბით 210 რა­კე­ტა და 20 დრო­ნი გა­უშ­ვა. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი შე­ა­ჩე­რეს, ზო­გი­ერ­თმა კი ადა­მი­ა­ნე­ბის და­შა­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში აცხა­დე­ბენ, ბევ­რი რა­კე­ტა ღია ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და­ე­ცა.

შეიხ ჰა­სან ნას­რა­ლა - ში­ი­ტი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მე­ლიც ჰეზ­ბო­ლას ხელ­მძღვა­ნე­ლობს 1992 წლი­დან.

  • რა არის ჰეზ­ბო­ლა?

“ჰეზ­ბო­ლა არის“ ში­ი­ტუ­რი მუ­სულ­მა­ნუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რად გავ­ლე­ნი­ა­ნია და აკონ­ტრო­ლებს ლი­ბა­ნის ყვე­ლა­ზე ძლი­ერ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს.

ის და­არ­სდა 1980-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში რე­გი­ო­ნის ყვე­ლა­ზე დო­მი­ნან­ტუ­რი ში­ი­ტუ­რი ძა­ლის, ირა­ნის მიერ, ის­რა­ელ­თან და­სა­პი­რის­პი­რებ­ლად. იმ დროს ის­რა­ე­ლის ძა­ლებს ეკა­ვათ სამ­ხრეთ ლი­ბა­ნი. “ჰეზ­ბო­ლა“ 1992 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობს ეროვ­ნულ არ­ჩევ­ნებ­ში და იქცა მთა­ვარ პო­ლი­ტი­კურ წარ­მო­მად­გენ­ლად.

მის­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ფრთამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­სიკ­ვდი­ლო თავ­დას­ხმე­ბი ის­რა­ე­ლი­სა და აშშ-ს ძა­ლებ­ზე ლი­ბან­ში. რო­დე­საც 2000 წელს ის­რა­ე­ლის ჯა­რე­ბი გა­იყ­ვა­ნეს ლი­ბა­ნი­დან, “ჰეზ­ბო­ლამ“ გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­ცესს ისი­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ.

მას შემ­დეგ “ჰეზ­ბო­ლას“ ჰყავს ათა­სო­ბით მებ­რძო­ლი და უზარ­მა­ზა­რი სა­რა­კე­ტო არ­სე­ნა­ლი. ის კვლა­ვაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ის­რა­ე­ლის ყოფ­ნას სა­და­ვო სა­სა­ზღვრო რა­ი­ო­ნებ­ში.

და­სავ­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა, ის­რა­ელ­მა, სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნებ­მა და არაბ­თა ლი­გამ ის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად აღი­ა­რა.

“ჰეზ­ბო­ლა­სა“ და ის­რა­ელს შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა 2006 წელს და­ი­წყო, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ტრანსსა­სა­ზღვრო ზო­ნებ­ში “ჰეზ­ბო­ლას“ სა­სიკ­ვდი­ლო დარ­ბე­ვით. მა­შინ ის­რა­ე­ლის ჯა­რე­ბი საფრ­თხის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად სამ­ხრეთ ლი­ბან­ში შე­იჭრ­ნენ. თუმ­ცა მას შემ­დეგ დაჯ­გუ­ფე­ბა გა­ი­ზარ­და და მი­ი­ღო ახა­ლი და უკე­თე­სი ია­რა­ღი.

  • ვინ არის ჰეზ­ბო­ლას ლი­დე­რი ჰა­სან ნას­რა­ლა?

შეიხ ჰა­სან ნას­რა­ლა არის ში­ი­ტი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მე­ლიც ჰეზ­ბო­ლას 1992 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მან გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა მის პო­ლი­ტი­კურ, ასე­ვე სამ­ხედ­რო ძა­ლად გა­დაქ­ცე­ვა­ში.

მას მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს ირან­თან და მის უზე­ნა­ეს ლი­დერ­თან, აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის­თან.

ლი­ბა­ნე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლის სახ­ლიც შე­ტა­კე­ბე­ბის დროს გა­ნად­გურ­და

  • რამ­დე­ნად ძლი­ე­რია “ჰეზ­ბო­ლას“ ძა­ლე­ბი?

“ჰეზ­ბო­ლა“ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მედ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, არა­სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხედ­რო ძა­ლაა. მას აფი­ნან­სებს ირა­ნი.

ჰა­სან ნას­რა­ლა ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ მას 100 000 მებ­რძო­ლი ჰყავს, თუმ­ცა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბით 20 000-დან 50 000-მდე მერ­ყე­ობს. ბევ­რი კარ­გად არის გაწ­ვრთნი­ლი.

სტრა­ტე­გი­უ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის თა­ნახ­მად, “ჰეზ­ბო­ლას“ აქვს და­ახ­ლო­ე­ბით 120,000-200,000 რა­კე­ტა. მისი არ­სე­ნა­ლის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი შედ­გე­ბა მცი­რე, უმარ­თა­ვი ზე­და­პი­რუ­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო რა­კე­ტე­ბის­გან.

მაგ­რამ ცნო­ბი­ლია, რომ მას ასე­ვე ჰქონ­და სა­ზე­ნი­ტო და ხო­მალ­დსა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტე­ბი. ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბა ბევ­რად უფრო დახ­ვე­წი­ლია, ვიდ­რე ის, რაც ჰა­მასს აქვს ღა­ზას სექ­ტორ­ში.

  • შე­უძ­ლია თუ არა “ჰეზ­ბო­ლას“ ის­რა­ელ­თან ომის წარ­მო­ე­ბა?

ლი­ბა­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ბოლო 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 560-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მათი უმე­ტე­სო­ბა “ჰეზ­ბო­ლას“ მებ­რძო­ლი იყო, მაგ­რამ სულ მცი­რე 133 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე მოჰ­ყვა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში.

ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სულ მცი­რე 26 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და 23 ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა.

სა­ზღვრის ორი­ვე მხა­რეს ასე­ვე იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლია თით­ქმის 200 000 ადა­მი­ა­ნი.

მი­უ­ხე­და­ვად ბრძო­ლე­ბი­სა, დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აქამ­დე ორი­ვე მხა­რე მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­კა­ვე­ბას სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის ხა­ზის გა­დაკ­ვე­თის გა­რე­შე. მაგ­რამ არ­სე­ბობს შიში, რომ სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა კონ­ტრო­ლი­დან გა­მო­ვი­დეს.

ში­შე­ბი გა­ი­ზარ­და მას შემ­დეგ, რაც 27 ივ­ლისს ის­რა­ე­ლის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ გო­ლა­ნის სი­მაღ­ლე­ებ­ზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 12 ბავ­შვი. ის­რა­ელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ “ჰეზ­ბო­ლამ“ შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მაგ­რამ დაჯ­გუ­ფე­ბამ უარ­ყო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

30 ივ­ლისს IDF-მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ ბე­ი­რუ­თის სამ­ხრეთ გა­რე­უ­ბან­ში სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის დროს მოკ­ლა ჰეზ­ბო­ლას სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რი ფუად შუკ­რი. მე­ო­რე დღეს ირა­ნის დე­და­ქა­ლაქ თე­ი­რან­ში მოკ­ლეს “ჰა­მა­სის“ პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი ის­მა­ილ ჰა­ნიე.

ის­რა­ე­ლი არც ადას­ტუ­რებს და არც უარ­ყოფს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

მას შემ­დეგ, რე­გი­ო­ნი ელო­დე­ბა პა­სუხს “ჰეზ­ბო­ლას“ და ირა­ნის მხრი­დან, რომ­ლებ­მაც პი­რო­ბა და­დეს, რომ სა­მა­გი­ე­როს გა­და­უხ­დი­ან ის­რა­ელს.

აშშ იმე­დოვ­ნებს და­ძა­ბუ­ლო­ბის დე­ეს­კა­ლა­ცი­ას, ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და ღა­ზა­ში მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­თან­ხმე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

“ჰეზ­ბო­ლამ“ გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებს მხო­ლოდ მას შემ­დეგ შე­წყვეტს, როცა ღა­ზა­ში ბრძო­ლე­ბი დას­რულ­დე­ბა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ტერორისტული ორგანიზაცია თუ პოლიტიკური “ვაჭრობის“ იარაღი - რა არის “ჰეზბოლა“ ლიბანში და დაიწყებს თუ არა ის ომს ისრაელთან?

ტერორისტული ორგანიზაცია თუ პოლიტიკური “ვაჭრობის“ იარაღი - რა არის “ჰეზბოლა“ ლიბანში და დაიწყებს თუ არა ის ომს ისრაელთან?

ისრაელის არმიის განცხადებით, მას შემდეგ რაც დაადგინეს, რომ “ჰეზბოლა“ ამზადებდა გარდაუვალ თავდასხმას ისრაელზე, კვირას სამხრეთ ლიბანში მდებარე “ჰეზბოლას“ სარაკეტო გამშვებ სადგურს პრევენციულად დაარტყეს.

მოგვიანებით ირანის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანურმა დაგჯუფებამ განაცხადა, რომ გასულ თვეში, უმაღლესი მეთაურის მკვლელობის საპასუხოდ, ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და უპილოტო თვითმფრინავი გაუშვა. კერძოდ საუბარია 320- ზე მეტ რაკეტაზე. ეს იყო მნიშვნელოვანი ესკალაცია ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ბოლო 10 თვის განმავლობაში.

ისრაელის ცნობებით, “ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელში, დღეს დილით განხორციელებული თავდასხმის დროს, დაახლოებით 210 რაკეტა და 20 დრონი გაუშვა. ზოგიერთი მათგანი შეაჩერეს, ზოგიერთმა კი ადამიანების დაშავება გამოიწვია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ბევრი რაკეტა ღია ტერიტორიებზე დაეცა.

შეიხ ჰასან ნასრალა - შიიტი სასულიერო პირი, რომელიც ჰეზბოლას ხელმძღვანელობს 1992 წლიდან.

  • რა არის ჰეზბოლა?

“ჰეზბოლა არის“ შიიტური მუსულმანური ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურად გავლენიანია და აკონტროლებს ლიბანის ყველაზე ძლიერ შეიარაღებულ ძალებს.

ის დაარსდა 1980-იანი წლების დასაწყისში რეგიონის ყველაზე დომინანტური შიიტური ძალის, ირანის მიერ, ისრაელთან დასაპირისპირებლად. იმ დროს ისრაელის ძალებს ეკავათ სამხრეთ ლიბანი. “ჰეზბოლა“ 1992 წლიდან მონაწილეობს ეროვნულ არჩევნებში და იქცა მთავარ პოლიტიკურ წარმომადგენლად.

მისმა შეიარაღებულმა ფრთამ განახორციელა სასიკვდილო თავდასხმები ისრაელისა და აშშ-ს ძალებზე ლიბანში. როდესაც 2000 წელს ისრაელის ჯარები გაიყვანეს ლიბანიდან, “ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ პროცესს ისინი ხელმძღვანელობდნენ.

მას შემდეგ “ჰეზბოლას“ ჰყავს ათასობით მებრძოლი და უზარმაზარი სარაკეტო არსენალი. ის კვლავაც ეწინააღმდეგება ისრაელის ყოფნას სადავო სასაზღვრო რაიონებში.

დასავლეთის სახელმწიფოებმა, ისრაელმა, სპარსეთის ყურის ქვეყნებმა და არაბთა ლიგამ ის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.

“ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის სერიოზული დაპირისპირება 2006 წელს დაიწყო, რომელიც გამოწვეული იყო ტრანსსასაზღვრო ზონებში “ჰეზბოლას“ სასიკვდილო დარბევით. მაშინ ისრაელის ჯარები საფრთხის აღმოსაფხვრელად სამხრეთ ლიბანში შეიჭრნენ. თუმცა მას შემდეგ დაჯგუფება გაიზარდა და მიიღო ახალი და უკეთესი იარაღი.

  • ვინ არის ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა?

შეიხ ჰასან ნასრალა არის შიიტი სასულიერო პირი, რომელიც ჰეზბოლას 1992 წლიდან ხელმძღვანელობს. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა მის პოლიტიკურ, ასევე სამხედრო ძალად გადაქცევაში.

მას მჭიდრო კავშირი აქვს ირანთან და მის უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან.

ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლის სახლიც შეტაკებების დროს განადგურდა

  • რამდენად ძლიერია “ჰეზბოლას“ ძალები?

“ჰეზბოლა“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ შეიარაღებული, არასახელმწიფო სამხედრო ძალაა. მას აფინანსებს ირანი.

ჰასან ნასრალა ირწმუნებოდა, რომ მას 100 000 მებრძოლი ჰყავს, თუმცა დამოუკიდებელი შეფასებით 20 000-დან 50 000-მდე მერყეობს. ბევრი კარგად არის გაწვრთნილი.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის თანახმად, “ჰეზბოლას“ აქვს დაახლოებით 120,000-200,000 რაკეტა. მისი არსენალის უმეტესი ნაწილი შედგება მცირე, უმართავი ზედაპირული საარტილერიო რაკეტებისგან.

მაგრამ ცნობილია, რომ მას ასევე ჰქონდა საზენიტო და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები. ეს შეიარაღება ბევრად უფრო დახვეწილია, ვიდრე ის, რაც ჰამასს აქვს ღაზას სექტორში.

  • შეუძლია თუ არა “ჰეზბოლას“ ისრაელთან ომის წარმოება?

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 10 თვის განმავლობაში 560-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სამინისტროს ცნობით, მათი უმეტესობა “ჰეზბოლას“ მებრძოლი იყო, მაგრამ სულ მცირე 133 მშვიდობიანი მოქალაქე მოჰყვა დაპირისპირებაში.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, სულ მცირე 26 მშვიდობიანი მოქალაქე და 23 ჯარისკაცი დაიღუპა.

საზღვრის ორივე მხარეს ასევე იძულებით გადაადგილებულია თითქმის 200 000 ადამიანი.

მიუხედავად ბრძოლებისა, დამკვირვებლები ამბობენ, რომ აქამდე ორივე მხარე მიზნად ისახავდა საომარი მოქმედებების შეკავებას სრულმასშტაბიანი ომის ხაზის გადაკვეთის გარეშე. მაგრამ არსებობს შიში, რომ სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს.

შიშები გაიზარდა მას შემდეგ, რაც 27 ივლისს ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის სიმაღლეებზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ბავშვი. ისრაელმა განაცხადა, რომ “ჰეზბოლამ“ შეტევა განახორციელა, მაგრამ დაჯგუფებამ უარყო მონაწილეობა.

30 ივლისს IDF-მა გამოაცხადა, რომ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში საჰაერო თავდასხმის დროს მოკლა ჰეზბოლას სამხედრო მეთაური ფუად შუკრი. მეორე დღეს ირანის დედაქალაქ თეირანში მოკლეს “ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე.

ისრაელი არც ადასტურებს და არც უარყოფს მონაწილეობას.

მას შემდეგ, რეგიონი ელოდება პასუხს “ჰეზბოლას“ და ირანის მხრიდან, რომლებმაც პირობა დადეს, რომ სამაგიეროს გადაუხდიან ისრაელს.

აშშ იმედოვნებს დაძაბულობის დეესკალაციას, ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მეშვეობით.

“ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებებს მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტს, როცა ღაზაში ბრძოლები დასრულდება.

წყარო

იხილეთ ასევე: