პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მან კადიროვის პორტრეტს დაარტყა, თუმცა ჩეჩნეთის ლიდერი მას გვერდიდან არ იშორებს" - კაცი, ორმაგი თამაშით: როგორ გახდა ალაუდინოვი კრემლის ხმა კურსკში?
"მან კადიროვის პორტრეტს დაარტყა, თუმცა ჩეჩნეთის ლიდერი მას გვერდიდან არ იშორებს" - კაცი, ორმაგი თამაშით: როგორ გახდა ალაუდინოვი კრემლის ხმა კურსკში?

ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სე­თის მხრი­დან მთა­ვა­რი სპი­კე­რი კურსკის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­ზე, ჩეჩ­ნუ­რი სპეც­რაზ­მის „ახ­მა­ტის“ მე­თა­უ­რი, აფტი ალა­უ­დი­ნო­ვია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის ათას კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზე მეტი და­ი­კა­ვეს.

რა­ტომ ვერ იპო­ვა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სხვა პირი, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ებს აუხ­სნი­და, რა ხდე­ბო­და რუ­სე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე? - ამ თე­მა­ზე ვრცელ მა­სა­ლას BBC აქ­ვეყ­ნებს.

"აკე­თე რაც გინ­და და მო­კა­ლი ვინც გინ­და"

2013 წლის დე­კემ­ბერ­ში ჩეჩ­ნურ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­ვი­და სი­უ­ჟე­ტი, რეს­პუბ­ლი­კის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე აფტი ალა­უ­დი­ნო­ვის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ერთი წლით ადრე გახ­და ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა გე­ნე­რა­ლი რუ­სეთ­ში, 38 წლის ასაკ­ში. შე­ებ­რძო­ლეთ მათ, ვი­საც რამ­ზან კა­დი­რო­ვი ჩეჩ­ნეთ­ში თა­ვის მტრად თვლის, ეუბ­ნე­ბო­და სამ­ხედ­რო­ებს სი­უ­ჟეტ­ში ალა­უ­დი­ნო­ვი.

ჩეჩ­ნე­თის პირ­ვე­ლი ომის დროს აფთი ალა­უ­დი­ნოვ­მა ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი - მამა და ძმა და­კარ­გა. მისი ოჯა­ხი, ფე­დე­რა­ლუ­რი ძა­ლე­ბის მხა­რეს იყო მა­ში­ნაც, როცა ახ­მატ კა­დი­რო­ვი იჩ­ქე­რი­ის მხა­რეს იბ­რძო­და.

აფტი ალა­უ­დი­ნო­ვი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც მხა­რი და­უ­ჭი­რა თა­ვად რამ­ზანს - ეს მოხ­და 2006 წელს, რო­დე­საც კა­დი­როვ­მა უმ­ცროს­მა ფაქ­ტობ­რი­ვად, აიღო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რეს­პუბ­ლი­კა­ში.

აფთი ალა­უ­დი­ნოვს, ისე­ვე რო­გორც ჩეჩ­ნე­თის მთავ­რო­ბის ამ­ჟა­მინ­დელ თავ­მჯდო­მა­რეს, მა­გო­მედ და­უ­დოვს, თვლი­ან ჩი­ნოვ­ნი­კად, რო­მელ­საც არ ადარ­დებს რი­გი­თი ჩეჩ­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. ალა­უ­დი­ნო­ვი "მაგ­ნიტსკის სი­ა­ში" 2014 წელს შე­იყ­ვა­ნეს რუს­ლან კუ­ტა­ე­ვის ცე­მა­სა და წა­მე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო, რო­მე­ლიც ერთ დროს ას­ლან მას­ხა­დო­ვის მთავ­რო­ბა­ში რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში ვიცე-პრე­მი­ე­რი იყო. იმ წლებ­ში ალა­უ­დი­ნოვ­ზე სა­უბ­რობ­დნენ, რო­გორც ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­ში რამ­ზან კა­დი­როვს უს­მენ­და.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წარ­სულ­ში ძა­ლა­დო­ბის დო­ნით ის მა­გო­მედ და­უ­დო­ვის თა­ნას­წო­რია, ჩეჩ­ნეთ­ში ალა­უ­დი­ნო­ვის არც ისე ეში­ნი­ათ“, - ამ­ბობს BBC-თან ჩეჩ­ნე­თის ექ­სპერ­ტი.

  • 2019 წელს რამ­ზან კა­დი­როვ­მა ჩეჩ­ნუ­რი ელი­ტის რი­გებ­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი წმენ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­უ­რის წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ. გა­მო­ცე­მა Baza ამ­ტკი­ცებ­და, რომ კონ­ფლიქ­ტი წვე­უ­ლე­ბა­ზე მოხ­და, რომ­ლის დრო­საც მთვრალ­მა ალა­უ­დი­ნოვ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავ­ში და­არ­ტყა რამ­ზა­ნის პორ­ტრეტს და სხვა სტუმ­რებ­თან ერ­თად ხუმ­რობ­და რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნელ­ზე.

მა­შინ ჩეჩ­ნეთ­ში გავ­რცელ­და ჭო­რე­ბი, რომ აფთი ალა­უ­დი­ნო­ვი და­ა­კა­ვეს, აწა­მეს და შემ­დეგ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მაგ­რამ მე­ო­რე დღეს, დი­ვან­ზე ჩა­მომ­ჯდარ­მა ალა­უ­დი­ნოვ­მა ვი­დეო ჩა­წე­რა, სა­დაც ამ­ბობ­და: ”მე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ მო­ღა­ლა­ტე და ამ ქვეყ­ნად რა­ი­მე სი­კე­თის­თვის ზურგს არ ვაქ­ცევ რამ­ზან ახ­მა­ტო­ვიჩ კა­დი­როვს”. ასე­თი "უარ­ყო­ფა" კი­დევ ერთი მი­ზე­ზია იმი­სა, რომ ჭო­რე­ბი უსა­ფუძ­ვლო არ იყო.

ეს არ იყო პირ­ვე­ლი კონ­ფლიქ­ტი ალა­უ­დი­ნოვ­სა და რამ­ზან კა­დი­როვს შო­რის. ჯერ კი­დევ 2016 წელს კა­დი­რო­ვი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას აპი­რებ­და, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე ალა­უ­დი­ნო­ვი თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში ბრუნ­დე­ბო­და.

ჩე­ჩე­ნი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ოიუბ ტი­ტი­ე­ვის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ალა­უ­დი­ნო­ვი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩა, ის სამ­სა­ხურ­შიც არ და­დი­ო­და და საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ჩა­მო­ა­შო­რეს.

ალა­უ­დი­ნო­ვი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ 2021 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რის შემ­დე­გაც მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და და 2022 წლის მარ­ტამ­დე სა­ჯა­რო სივ­რცე­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

2022 წლის 17 მარტს რამ­ზან კა­დი­როვ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო ალა­უ­დი­ნოვ­თან ერ­თად და და­წე­რა: „ძვირ­ფა­სი ძმა უკ­რა­ი­ნა­ში მი­დის „ათა­სი მო­ხა­ლი­სის სა­თა­ვე­ში“ ჩეჩ­ნე­თი­დან. ამ ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ მო­საზ­რე­ბე­ბი გა­ი­ყო: ზოგს სჯე­რო­და, რომ ასე და­იბ­რუ­ნა აფთი ალა­უ­დი­ნოვ­მა კა­დი­რო­ვის კე­თილ­გან­წყო­ბა, მე­ო­რეს მხრივ, კა­დი­როვ­მა თა­ვად აირ­ჩია პრინ­ცი­პი "ვი­საც არ ბეზ­რდე­ბა".

”მას თა­ვა­დაც არ ეს­მის, რომ სი­სუ­ლე­ლეს ლა­პა­რა­კობს.”

2022 წლის აპ­რილ­ში, ალა­უ­დი­ნოვ­მა გა­და­ი­ღო ფოტო თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი LPR-ის ხელ­მძღვა­ნელ­თან ლე­ო­ნიდ პა­სეჩ­ნიკ­თან რუ­ბეჟნო­ე­ში, მას შემ­დეგ, რაც ის რუ­სულ­მა ჯა­რებ­მა და­ი­კა­ვეს. სამი თვის შემ­დეგ, კა­დი­როვ­მა ალა­უ­დი­ნო­ვი ჩეჩ­ნე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნად და­ნიშ­ნა და ამის შემ­დეგ და­ი­წყო მისი გაც­ნო­ბა ტე­ლეგ­რა­მის არხზე არა რო­გორც მისი თა­ნა­შემ­წის, არა­მედ რო­გორც "ახ­მა­ტის" სპეც­რაზ­მის მე­თა­უ­რის.

2022 წლის ზა­ფხუ­ლის და­სა­წყი­სის­თვის, გუ­დერ­მეს­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ძა­ლე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე, და­ი­წყო ათა­სო­ბით მო­ხა­ლი­სის და­ქი­რა­ვე­ბა და რუ­სე­თის ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან უკ­რა­ი­ნის ფრონტზე გაგ­ზავ­ნა - პრო­ცესს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ალა­უ­დი­ნო­ვი, რის­თვი­საც იმა­ვე წლის აგ­ვის­ტო­ში მი­ი­ღო რუ­სე­თის გმი­რის წო­დე­ბა.

2022 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ახ­მა­ტის რაზ­მე­ბი იბ­რძოდ­ნენ ხერ­სო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2023 წლის თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში კა­დი­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ასის­ტენ­ტი მო­წამ­ლეს.

16 თე­ბერ­ვალს ალა­უ­დი­ნოვს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ეწ­ვია Wagner PMC-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი, რო­მე­ლიც იმ მო­მენ­ტში უკვე ღია კონ­ფლიქ­ტში იყო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან და ჩი­ო­და, რომ მის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლებს არ მი­ე­წო­დე­ბო­დათ სა­ჭი­რო თან­ხა, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა. ალა­უ­დი­ნოვ­მა პი­რო­ბა დადო, რომ ვაგ­ნე­რე­ლებს გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მა­სა­ლას გა­დას­ცემ­და.

რო­დე­საც 2023 წლის ივ­ნის­ში პრი­გო­ჟინ­მა ამ­ბო­ხე­ბა მო­ა­წყო, ახ­მა­ტის მებ­რძოლ­თა კო­ლო­ნა კა­მე­რებ­თან ერ­თად თით­ქოს ამ­ბო­ხის შე­სა­ჩე­რებ­ლად და­იძ­რა. თუმ­ცა, ახ­მა­ტო­ვე­ლებ­მა ვერ მი­აღ­წი­ეს როს­ტო­ვამ­დე, სა­დაც პრი­გო­ჟი­ნი იყო გა­მაგ­რე­ბუ­ლი. გზა­ში სა­დღაც და­ი­კარ­გნენ. თუმ­ცა აჯან­ყე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ტე­ლე­კომ­პა­ნია Rossiya-1-ზე ალა­უ­დი­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი მებ­რძო­ლე­ბი „500-700 მეტრში იყ­ვნენ ვაგ­ნე­რე­ლებ­თან, მაგ­რამ ბრძა­ნე­ბის გა­რე­შე აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი არ და­უ­წყი­ათ.

"რამ­ზანს არას­დროს ჰქო­ნია პრობ­ლე­მე­ბი მო­ძა­ლა­დე­ებ­თან“, - ამ­ბობს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ალექ­სან­დრე ჩერ­კა­სო­ვი. "ალა­უ­დი­ნო­ვი ორ წელ­ზე მე­ტია ჩეჩ­ნე­თი­დან უკ­რა­ი­ნა­ში მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობს და აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ად­გი­ლია მსგავ­სი ფი­გუ­რის­თვის. ის და კა­დი­რო­ვი ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას იყე­ნე­ბენ პი­ა­რის­თვის, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ მათი პერ­სპექ­ტი­ვა ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამა­ზე მოს­კო­ვი და პუ­ტი­ნი ჩუ­მად არი­ან.

ალა­უ­დი­ნო­ვი კო­მენ­ტარს აკე­თებს ბოლო ორი კვი­რის ვი­თა­რე­ბა­ზე არა მხო­ლოდ რო­გორც ჩეჩ­ნუ­რი რაზ­მე­ბის მე­თა­უ­რი, რომ­ლე­ბიც რა­ტომ­ღაც არ ჩარ­თუ­ლან სა­ო­მარ ოპე­რა­ცი­ებ­ში, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი კურსკის რე­გი­ონ­ში შე­ვიდ­ნენ, არა­მედ რო­გორც რუ­სუ­ლი არ­მი­ის დე ფაქ­ტო ერთ-ერთი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სტრუქ­ტო­რი: 2024 წლის აპ­რილ­ში ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი მუ­შა­ო­ბის მთა­ვა­რი დი­რექ­ტო­რა­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ნა.

19 აგ­ვის­ტოს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი აფარ­თო­ებ­დნენ კონ­ტრო­ლის ზო­ნას კურსკის რე­გი­ონ­ში, ალა­უ­დი­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და: ”არ არის სა­ჭი­რო თვრა­მე­ტი წლის წვე­ვამ­დე­ლე­ბის ბავ­შვე­ბად გა­დაქ­ცე­ვა, რომ­ლებ­საც სა­წო­ვა­რა უნდა მივ­ცეთ და და­სა­ძი­ნებ­ლად გა­ვუშ­ვათ. არა­ვინ მოკ­ვდე­ბა, მაგ­რამ თუ და­ი­ღუ­პე­ბი სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად, ღმერ­თის რწმე­ნის და­სა­ცა­ვად, სა­მო­თხე­ში წახ­ვალ. და რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ადა­მი­ა­ნის­თვის სა­მო­თხე­ზე უკე­თე­სი ყოვ­ლის­შემ­ძლე გზა­ზე? რა­ტომ სჭირ­დე­ბი ამ ქვე­ყა­ნას შენ და შენი შვი­ლე­ბი?“

„ალა­უ­დი­ნო­ვი ჭკვი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. მან ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა გა­ი­კე­თა კა­დი­რო­ვის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, რო­მე­ლიც ასე­ვე მხარს უჭერ­და მას გარ­კვე­ულ მო­მენ­ტში, რად­გან ის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, ჩეჩ­ნებ­მა და­ი­კა­ვონ გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი და გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ ფე­დე­რა­ლურ პო­ლი­ტი­კა­ზე,“ - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი. „ის ალა­უ­დი­ნოვს აწი­ნა­უ­რებ­და მა­ნამ, სა­ნამ შე­სამ­ჩნე­ვი გახ­და, რომ ალა­უ­დი­ნოვ­მა და­ი­წყო არა მხო­ლოდ პარ­ტი­უ­ლი ხა­ზი­დან გა­დახ­ვე­ვა, არა­მედ ფე­დე­რა­ლუ­რი ჩე­ჩე­ნი პო­ლი­ტი­კო­სის თა­მა­ში. მას უკვე ასა­ხე­ლე­ბენ ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რის შე­საძ­ლო მემ­კვიდ­რე­თა შო­რის.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას "წა­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" არ სჯე­რა, რომ ალა­უ­დი­ნო­ვი ცდი­ლობს ცალ­კე პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რია შე­იქ­მნას - პი­რი­ქით, ისი­ნი თვლი­ან, რომ ის აგ­რძე­ლებს რამ­ზან კა­დი­რო­ვის ხა­ზის პრო­პა­გან­დას და სა­კუ­თარ თავს პუ­ტი­ნის ჯა­რის­კაცს უწო­დებს.

"მას, ჯერ კი­დევ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ ყოფ­ნი­სას, უყ­ვარ­და ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­მო­ჩე­ნა და ამ­ბობ­და:"თუ მო­საკ­ლა­ვია, მოვ­კლავთ, თუ ნარ­კო­ტი­კე­ბის დარ­გვა დაგ­ვჭირ­დე­ბა, დავრგავთ. ასე რომ, არ გა­გიკ­ვირ­დეთ მისი სი­ტყვე­ბი წვე­ვამ­დე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ქვე­ყა­ნას არა­ვინ სჭირ­დე­ბა, არც ექი­მე­ბი და არც მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მხო­ლოდ ჯა­რის­კა­ცე­ბი. ვა­ჟებს სხვა არა­ფე­რი შე­უძ­ლი­ათ, გარ­და ავ­ტო­მა­ტის აღე­ბი­სა და მოკ­ვლი­სა. უბ­რა­ლოდ, ასე­თი რი­ტო­რი­კა ჩეჩ­ნეთ­ში არა­ვის უკ­ვირს. ალა­უ­დი­ნოვს უყ­ვარს ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ჩე­ნა და არ ეს­მის, რომ სი­სუ­ლე­ლეს ლა­პა­რა­კობს, ამის­თვის ცხოვ­რობს“ - ამ­ბო­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

ავტორი:

"მან კადიროვის პორტრეტს დაარტყა, თუმცა ჩეჩნეთის ლიდერი მას გვერდიდან არ იშორებს" - კაცი, ორმაგი თამაშით: როგორ გახდა ალაუდინოვი კრემლის ხმა კურსკში?

"მან კადიროვის პორტრეტს დაარტყა, თუმცა ჩეჩნეთის ლიდერი მას გვერდიდან არ იშორებს" - კაცი, ორმაგი თამაშით: როგორ გახდა ალაუდინოვი კრემლის ხმა კურსკში?

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსეთის მხრიდან მთავარი სპიკერი კურსკის რეგიონში არსებულ კრიზისულ ვითარებაზე, ჩეჩნური სპეცრაზმის „ახმატის“ მეთაური, აფტი ალაუდინოვია. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიის ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი დაიკავეს.

რატომ ვერ იპოვა რუსეთის ხელისუფლებამ სხვა პირი, რომელიც მოქალაქეებს აუხსნიდა, რა ხდებოდა რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე? - ამ თემაზე ვრცელ მასალას BBC აქვეყნებს.

"აკეთე რაც გინდა და მოკალი ვინც გინდა"

2013 წლის დეკემბერში ჩეჩნურ ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტი, რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აფტი ალაუდინოვის შესახებ, რომელიც ერთი წლით ადრე გახდა ყველაზე ახალგაზრდა გენერალი რუსეთში, 38 წლის ასაკში. შეებრძოლეთ მათ, ვისაც რამზან კადიროვი ჩეჩნეთში თავის მტრად თვლის, ეუბნებოდა სამხედროებს სიუჟეტში ალაუდინოვი.

ჩეჩნეთის პირველი ომის დროს აფთი ალაუდინოვმა ახლო ნათესავები - მამა და ძმა დაკარგა. მისი ოჯახი, ფედერალური ძალების მხარეს იყო მაშინაც, როცა ახმატ კადიროვი იჩქერიის მხარეს იბრძოდა.

აფტი ალაუდინოვი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მხარი დაუჭირა თავად რამზანს - ეს მოხდა 2006 წელს, როდესაც კადიროვმა უმცროსმა ფაქტობრივად, აიღო ხელისუფლება რესპუბლიკაში.

აფთი ალაუდინოვს, ისევე როგორც ჩეჩნეთის მთავრობის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, მაგომედ დაუდოვს, თვლიან ჩინოვნიკად, რომელსაც არ ადარდებს რიგითი ჩეჩნების უფლებები. ალაუდინოვი "მაგნიტსკის სიაში" 2014 წელს შეიყვანეს რუსლან კუტაევის ცემასა და წამებაში მონაწილეობის გამო, რომელიც ერთ დროს ასლან მასხადოვის მთავრობაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ვიცე-პრემიერი იყო. იმ წლებში ალაუდინოვზე საუბრობდნენ, როგორც ადამიანზე, რომელიც ყველაფერში რამზან კადიროვს უსმენდა.

„მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ძალადობის დონით ის მაგომედ დაუდოვის თანასწორია, ჩეჩნეთში ალაუდინოვის არც ისე ეშინიათ“, - ამბობს BBC-თან ჩეჩნეთის ექსპერტი.

  • 2019 წელს რამზან კადიროვმა ჩეჩნური ელიტის რიგებში ფართომასშტაბიანი წმენდა განახორციელა რესპუბლიკის მეთაურის წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ. გამოცემა Baza ამტკიცებდა, რომ კონფლიქტი წვეულებაზე მოხდა, რომლის დროსაც მთვრალმა ალაუდინოვმა, სავარაუდოდ, თავში დაარტყა რამზანის პორტრეტს და სხვა სტუმრებთან ერთად ხუმრობდა რეგიონის ხელმძღვანელზე.

მაშინ ჩეჩნეთში გავრცელდა ჭორები, რომ აფთი ალაუდინოვი დააკავეს, აწამეს და შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მაგრამ მეორე დღეს, დივანზე ჩამომჯდარმა ალაუდინოვმა ვიდეო ჩაწერა, სადაც ამბობდა: ”მე არასოდეს ვყოფილვარ მოღალატე და ამ ქვეყნად რაიმე სიკეთისთვის ზურგს არ ვაქცევ რამზან ახმატოვიჩ კადიროვს”. ასეთი "უარყოფა" კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ჭორები უსაფუძვლო არ იყო.

ეს არ იყო პირველი კონფლიქტი ალაუდინოვსა და რამზან კადიროვს შორის. ჯერ კიდევ 2016 წელს კადიროვი მინისტრის მოადგილის გათავისუფლებას აპირებდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ალაუდინოვი თავის კაბინეტში ბრუნდებოდა.

ჩეჩენი უფლებადამცველი ოიუბ ტიტიევის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალაუდინოვი მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დარჩა, ის სამსახურშიც არ დადიოდა და საქმიანობასაც ჩამოაშორეს.

ალაუდინოვი ოფიციალურად მხოლოდ 2021 წლის გაზაფხულზე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მოსკოვში გადავიდა და 2022 წლის მარტამდე საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა.

2022 წლის 17 მარტს რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ფოტო ალაუდინოვთან ერთად და დაწერა: „ძვირფასი ძმა უკრაინაში მიდის „ათასი მოხალისის სათავეში“ ჩეჩნეთიდან. ამ ამბების შესახებ მოსაზრებები გაიყო: ზოგს სჯეროდა, რომ ასე დაიბრუნა აფთი ალაუდინოვმა კადიროვის კეთილგანწყობა, მეორეს მხრივ, კადიროვმა თავად აირჩია პრინციპი "ვისაც არ ბეზრდება".

”მას თავადაც არ ესმის, რომ სისულელეს ლაპარაკობს.”

2022 წლის აპრილში, ალაუდინოვმა გადაიღო ფოტო თვითგამოცხადებული LPR-ის ხელმძღვანელთან ლეონიდ პასეჩნიკთან რუბეჟნოეში, მას შემდეგ, რაც ის რუსულმა ჯარებმა დაიკავეს. სამი თვის შემდეგ, კადიროვმა ალაუდინოვი ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა და ამის შემდეგ დაიწყო მისი გაცნობა ტელეგრამის არხზე არა როგორც მისი თანაშემწის, არამედ როგორც "ახმატის" სპეცრაზმის მეთაურის.

2022 წლის ზაფხულის დასაწყისისთვის, გუდერმესში სპეციალური ძალების უნივერსიტეტის ბაზაზე, დაიწყო ათასობით მოხალისის დაქირავება და რუსეთის ყველა რეგიონიდან უკრაინის ფრონტზე გაგზავნა - პროცესს ხელმძღვანელობდა ალაუდინოვი, რისთვისაც იმავე წლის აგვისტოში მიიღო რუსეთის გმირის წოდება.

2022 წლის შემოდგომაზე ახმატის რაზმები იბრძოდნენ ხერსონის მიმართულებით. 2023 წლის თებერვლის დასაწყისში კადიროვმა განაცხადა, რომ მისი ასისტენტი მოწამლეს.

16 თებერვალს ალაუდინოვს საავადმყოფოში ეწვია Wagner PMC-ის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც იმ მომენტში უკვე ღია კონფლიქტში იყო თავდაცვის სამინისტროსთან და ჩიოდა, რომ მის დაქირავებულებს არ მიეწოდებოდათ საჭირო თანხა, საბრძოლო მასალა. ალაუდინოვმა პირობა დადო, რომ ვაგნერელებს გარკვეული რაოდენობის მასალას გადასცემდა.

როდესაც 2023 წლის ივნისში პრიგოჟინმა ამბოხება მოაწყო, ახმატის მებრძოლთა კოლონა კამერებთან ერთად თითქოს ამბოხის შესაჩერებლად დაიძრა. თუმცა, ახმატოველებმა ვერ მიაღწიეს როსტოვამდე, სადაც პრიგოჟინი იყო გამაგრებული. გზაში სადღაც დაიკარგნენ. თუმცა აჯანყების დასრულების შემდეგ, ტელეკომპანია Rossiya-1-ზე ალაუდინოვმა განაცხადა, რომ მისი მებრძოლები „500-700 მეტრში იყვნენ ვაგნერელებთან, მაგრამ ბრძანების გარეშე აქტიური მოქმედებები არ დაუწყიათ.

"რამზანს არასდროს ჰქონია პრობლემები მოძალადეებთან“, - ამბობს უფლებადამცველი ალექსანდრე ჩერკასოვი. "ალაუდინოვი ორ წელზე მეტია ჩეჩნეთიდან უკრაინაში მოხალისედ მუშაობს და აღმოჩნდა, რომ ეს ავტონომიური ადგილია მსგავსი ფიგურისთვის. ის და კადიროვი ყველა შესაძლებლობას იყენებენ პიარისთვის, რადგან მიაჩნიათ, რომ მათი პერსპექტივა ამაზეა დამოკიდებული. ამაზე მოსკოვი და პუტინი ჩუმად არიან.

ალაუდინოვი კომენტარს აკეთებს ბოლო ორი კვირის ვითარებაზე არა მხოლოდ როგორც ჩეჩნური რაზმების მეთაური, რომლებიც რატომღაც არ ჩართულან საომარ ოპერაციებში, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის რეგიონში შევიდნენ, არამედ როგორც რუსული არმიის დე ფაქტო ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ინსტრუქტორი: 2024 წლის აპრილში ვლადიმერ პუტინმა ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური მუშაობის მთავარი დირექტორატის უფროსის მოადგილედ დანიშნა.

19 აგვისტოს, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აფართოებდნენ კონტროლის ზონას კურსკის რეგიონში, ალაუდინოვმა განაცხადა: ”არ არის საჭირო თვრამეტი წლის წვევამდელების ბავშვებად გადაქცევა, რომლებსაც საწოვარა უნდა მივცეთ და დასაძინებლად გავუშვათ. არავინ მოკვდება, მაგრამ თუ დაიღუპები სამშობლოს დასაცავად, ღმერთის რწმენის დასაცავად, სამოთხეში წახვალ. და რა შეიძლება იყოს ადამიანისთვის სამოთხეზე უკეთესი ყოვლისშემძლე გზაზე? რატომ სჭირდები ამ ქვეყანას შენ და შენი შვილები?“

„ალაუდინოვი ჭკვიანი აღმოჩნდა. მან ფედერალური სამხედრო კარიერა გაიკეთა კადიროვის დახმარების გარეშე, რომელიც ასევე მხარს უჭერდა მას გარკვეულ მომენტში, რადგან ის დაინტერესებულია, ჩეჩნებმა დაიკავონ გარკვეული პოზიციები და გავლენა მოახდინონ ფედერალურ პოლიტიკაზე,“ - ამბობს ექსპერტი. „ის ალაუდინოვს აწინაურებდა მანამ, სანამ შესამჩნევი გახდა, რომ ალაუდინოვმა დაიწყო არა მხოლოდ პარტიული ხაზიდან გადახვევა, არამედ ფედერალური ჩეჩენი პოლიტიკოსის თამაში. მას უკვე ასახელებენ ჩეჩნეთის მეთაურის შესაძლო მემკვიდრეთა შორის.

უფლებადამცველ ორგანიზაციას "წამების წინააღმდეგ" არ სჯერა, რომ ალაუდინოვი ცდილობს ცალკე პოლიტიკური კარიერია შეიქმნას - პირიქით, ისინი თვლიან, რომ ის აგრძელებს რამზან კადიროვის ხაზის პროპაგანდას და საკუთარ თავს პუტინის ჯარისკაცს უწოდებს.

"მას, ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილედ ყოფნისას, უყვარდა ადგილობრივ ტელევიზიაში გამოჩენა და ამბობდა:"თუ მოსაკლავია, მოვკლავთ, თუ ნარკოტიკების დარგვა დაგვჭირდება, დავრგავთ. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ მისი სიტყვები წვევამდელებთან დაკავშირებით. ქვეყანას არავინ სჭირდება, არც ექიმები და არც მასწავლებლები, მხოლოდ ჯარისკაცები. ვაჟებს სხვა არაფერი შეუძლიათ, გარდა ავტომატის აღებისა და მოკვლისა. უბრალოდ, ასეთი რიტორიკა ჩეჩნეთში არავის უკვირს. ალაუდინოვს უყვარს ტელევიზიით გამოჩენა და არ ესმის, რომ სისულელეს ლაპარაკობს, ამისთვის ცხოვრობს“ - ამბობენ ორგანიზაციაში.