სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ამ არჩევნებს ზუსტად ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც 2012 წლის არჩევნებს ჰქონდა“ - პრემიერის აქცენტები: რაზე გაამახვილა კობახიძემ ყურადღება დელეგატების წარდგენისას
“ამ არჩევნებს ზუსტად ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც 2012 წლის არჩევნებს ჰქონდა“ - პრემიერის აქცენტები: რაზე გაამახვილა კობახიძემ ყურადღება დელეგატების წარდგენისას

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ დღეს თბი­ლი­სის დე­ლე­გა­ტე­ბი წა­რად­გი­ნა.

დე­ლე­გა­ტე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • გლ­და­ნი - ლადო ბოჟა­ძე
  • ნა­ძა­ლა­დე­ვი -ირაკ­ლი ხე­ლა­ძე
  • ისა­ნი - ნიკა ელი­საშ­ვი­ლი

  • სამ­გო­რი - ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი
  • დი­დუ­ბე - ჩუ­ღუ­რე­თი-გი­ორ­გი ვოლ­სკი
  • ვაკე -ზუკა რუ­რუა
  • სა­ბურ­თა­ლო - აკა­კი ალა­დაშ­ვი­ლი
  • მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სი - და­ვით კა­ჭა­რა­ვა

რო­გორც პრე­მი­ერ­მა გან­მარ­ტა, ოც­და­ა­თი­ვე დე­ლე­გა­ტი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრო­პორ­ცი­ულ სი­ა­ში, ე.წ. გამ­სვლელ ად­გი­ლებ­ზე.

პრე­მი­ერ­მა პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ოპო­ზი­ცი­ურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბებ­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, “შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტში, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, 2 სუ­ბი­ექ­ტი შევა. ეს იქ­ნე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. ხოლო, ვინც არ უნდა გა­და­ლა­ხოს ბა­რი­ე­რი, გა­სა­მარ­თლე­ბას ვე­რა­ვინ აი­ცი­ლებს და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მათ ჩა­ი­დი­ნეს“.

“სწო­რედ მომ­დევ­ნო მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პი­რო­ბებ­ში უნდა გა­სა­მარ­თლდეს “ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ თა­ვი­სი სა­ტე­ლი­ტე­ბით, მემ­კვიდ­რე პარ­ტი­ე­ბით. ვინც არ უნდა გა­და­ლა­ხოს ბა­რი­ე­რი, გა­სა­მარ­თლე­ბას ვე­რა­ვინ აი­ცი­ლებს იმ და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მათ ჩა­ი­დი­ნეს.

2 თვის წინ, სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვით 10% ჰქონ­და “ნაც­მოძ­რა­ო­ბას“. არ­ცერთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, “ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ გარ­და, არ ჰქონ­და 5%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვის რე­სურ­სი. ამას უკავ­შირ­დე­ბა ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი, რა­საც ვხე­დავთ. სა­ბო­ლო­ოდ, მგო­ნია, რომ მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, მა­ინც 2 სუ­ბი­ექ­ტი შევა შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტში. ეს იქ­ნე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. და­ნარ­ჩენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­და­წყვეტს, რო­გორ გაგ­რძელ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი.

ჩემ­თვის ეს არ არის სა­ინ­ტე­რე­სო, სწო­რედ მომ­დევ­ნო მოწ­ვე­ვის პი­რო­ბებ­ში უნდა გა­სა­მარ­თლდეს “ნაც­მოძ­რა­ო­ბა“თა­ვი­სი სა­ტე­ლი­ტე­ბით, მემ­კვიდ­რე პარ­ტი­ე­ბით. ვინც არ უნდა გა­და­ლა­ხოს ბა­რი­ე­რი, გა­სა­მარ­თლე­ბას ვე­რა­ვინ აი­ცი­ლებს იმ და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მათ ჩა­ი­დი­ნეს ჯერ მა­შინ, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყ­ვნენ და შემ­დეგ 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ა­ში იყ­ვნენ“,-აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

პრე­მი­ე­რის თქმით, ამ არ­ჩევ­ნებს ზუს­ტად ისე­თი­ვე დატ­ვირ­თვა აქვს, რო­გო­რიც ჰქონ­და 2012 წლის არ­ჩევ­ნებს.

“ეს არის უკი­დუ­რე­სად პრინ­ცი­პუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. რა თქმა უნდა, ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე პრინ­ცი­პუ­ლი იყო, თუმ­ცა, კი­დევ ერთხელ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ არ­ჩევ­ნებს ზუს­ტად ისე­თი­ვე დატ­ვირ­თვა აქვს, რო­გო­რიც ჰქონ­და 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს.

კი­დევ ერთხელ უნდა აღი­ნიშ­ნოს ის, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში ჩვენ შევ­ძლებთ სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­ჭრათ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმას­თან, რომ “ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ ოპო­ზი­ცი­ად ყოფ­ნის პი­რო­ბებ­ში ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მა, პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა ვერ ვი­თარ­დე­ბა, ქვე­ყა­ნა მუდ­მი­ვი რის­კის ქვეშ არის იმ პი­რო­ბებ­ში,რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ას წარ­მო­ად­გენს კო­ლექ­ტი­უ­რი “ნაც­მოძ­რა­ო­ბა“, აგენ­ტუ­რა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ჩვე­ნი სის­ტე­მის თვი­სობ­რი­ვად გა­ჯან­სა­ღე­ბა და ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმით, რომ “ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ უნდა ჩა­მო­შორ­დეს პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მას, რის­თვი­საც უნდა და­ი­წყოს სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­ფუძ­ვე­ლი იმის­თვის, რომ ეს პრო­ცე­სი ეფექ­ტი­ა­ნად წა­რი­მარ­თოს და წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დეს. “ნაც­მოძ­რა­ო­ბის’ არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­მო­ცხა­დე­ბა არის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ჯან­სა­ღი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მა”, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, უშ­ვებს თუ არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იმას, რომ არ­ჩევ­ნებ­ში შე­საძ­ლოა, და­მარ­ცხდეს, კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ "წა­გე­ბა­ზე უნდა იდარ­დონ იმ პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც 8 არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გეს". მი­სი­ვე თქმით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამ­ბი­ცი­აა სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მი­ღე­ბა.

“ჩვენ 60% გვაქვს რე­ი­ტინ­გი, ჩვე­ნი ამ­ბი­ცი­აა სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მი­ღე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

  • რე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პირ­და­პი­რი ფორ­მით სა­კუ­თა­რი არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა აღი­ა­რა.

“კარ­გია, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ლე­გი­ტი­მა­ცია აღი­ა­რა. ასე­ვე, კარ­გია, რომ მან პირ­და­პი­რი ფორ­მით, სა­კუ­თა­რი არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბაც აღი­ა­რა“, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ტა­ნილ სარ­ჩელს.

მისი თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შე­ტა­ნილ სარ­ჩელს ვე­რა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი პერ­სპექ­ტი­ვა ვერ ექ­ნე­ბა, რად­გან გამჭვირ­ვა­ლო­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრე­ზი­დენ­ტის პრე­ზი­დენ­ტმა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის შე­ჩე­რე­ბა­სა და გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თა. სა­სა­მარ­თლო სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვას 29 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

“ამ არჩევნებს ზუსტად ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც 2012 წლის არჩევნებს ჰქონდა“ - პრემიერის აქცენტები: რაზე გაამახვილა კობახიძემ ყურადღება დელეგატების წარდგენისას

“ამ არჩევნებს ზუსტად ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც 2012 წლის არჩევნებს ჰქონდა“ - პრემიერის აქცენტები: რაზე გაამახვილა კობახიძემ ყურადღება დელეგატების წარდგენისას

“ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს თბილისის დელეგატები წარადგინა.

დელეგატების შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გლდანი - ლადო ბოჟაძე
  • ნაძალადევი -ირაკლი ხელაძე
  • ისანი - ნიკა ელისაშვილი

  • სამგორი - ვარლამ ლიპარტელიანი
  • დიდუბე - ჩუღურეთი-გიორგი ვოლსკი
  • ვაკე -ზუკა რურუა
  • საბურთალო - აკაკი ალადაშვილი
  • მთაწმინდა-კრწანისი - დავით კაჭარავა

როგორც პრემიერმა განმარტა, ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება “ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში, ე.წ. გამსვლელ ადგილებზე.

პრემიერმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციურ გაერთიანებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, “შემდეგ პარლამენტში, მაღალი ალბათობით, 2 სუბიექტი შევა. ეს იქნება “ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება. ხოლო, ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს დანაშაულებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს“.

“სწორედ მომდევნო მოწვევის პარლამენტის პირობებში უნდა გასამართლდეს “ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით, მემკვიდრე პარტიებით. ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს.

2 თვის წინ, სოციოლოგიური კვლევით 10% ჰქონდა “ნაცმოძრაობას“. არცერთ პოლიტიკურ პარტიას, “ნაცმოძრაობის“ გარდა, არ ჰქონდა 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი. ამას უკავშირდება ის გაერთიანების მცდელობები, რასაც ვხედავთ. საბოლოოდ, მგონია, რომ მაღალი ალბათობით, მაინც 2 სუბიექტი შევა შემდეგ პარლამენტში. ეს იქნება “ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება. დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს, როგორ გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები.

ჩემთვის ეს არ არის საინტერესო, სწორედ მომდევნო მოწვევის პირობებში უნდა გასამართლდეს “ნაცმოძრაობა“თავისი სატელიტებით, მემკვიდრე პარტიებით. ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს ჯერ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და შემდეგ 12 წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ“,-აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ამ არჩევნებს ზუსტად ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც ჰქონდა 2012 წლის არჩევნებს.

“ეს არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები. რა თქმა უნდა, ყველა საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთზე პრინციპული იყო, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ არჩევნებს ზუსტად ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც ჰქონდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პირობებში ჩვენ შევძლებთ საბოლოოდ გადავჭრათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული პრობლემა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ “ნაცმოძრაობის“ ოპოზიციად ყოფნის პირობებში ქვეყანაში დემოკრატიული სისტემა, პოლიტიკური სისტემა ვერ ვითარდება, ქვეყანა მუდმივი რისკის ქვეშ არის იმ პირობებში,როდესაც ოპოზიციას წარმოადგენს კოლექტიური “ნაცმოძრაობა“, აგენტურა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ჩვენი სისტემის თვისობრივად გაჯანსაღება და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმით, რომ “ნაცმოძრაობა“ უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ სისტემას, რისთვისაც უნდა დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები.

საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება საუკეთესო საფუძველი იმისთვის, რომ ეს პროცესი ეფექტიანად წარიმართოს და წარმატებით დასრულდეს. “ნაცმოძრაობის’ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოყალიბდეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა”, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, უშვებს თუ არა "ქართული ოცნება" იმას, რომ არჩევნებში შესაძლოა, დამარცხდეს, კობახიძემ აღნიშნა, რომ "წაგებაზე უნდა იდარდონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც 8 არჩევნები წააგეს". მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ ამბიციაა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება.

“ჩვენ 60% გვაქვს რეიტინგი, ჩვენი ამბიციაა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება“, - აღნიშნა კობახიძემ.

  • რემიერ-მინისტრის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირი ფორმით საკუთარი არალეგიტიმურობა აღიარა.

“კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა. ასევე, კარგია, რომ მან პირდაპირი ფორმით, საკუთარი არალეგიტიმურობაც აღიარა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის შეტანილ სარჩელს ვერანაირი სამართლებრივი პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.

იხილეთ ასევე:

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებით მიმართა. სასამართლო სარჩელის განხილვას 29 ოქტომბერს დაიწყებს.