საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობენ “ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველთან შეხვედრისას, ივანიშვილის დასაცავად გამოყენებულ ტყვიაგაუმტარ მინაზე?
რას ამბობენ “ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველთან შეხვედრისას, ივანიშვილის დასაცავად გამოყენებულ ტყვიაგაუმტარ მინაზე?

პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, მცხე­თა­ში შეკ­რე­ბილ მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თა. ყუ­რა­დღე­ბა ტყვი­ა­გა­უმ­ტარ მი­ნებ­ში მო­თავ­სე­ბულ­მა ტრი­ბუ­ნამ მი­იქ­ცია, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის ლი­დერს გან­სა­კუთ­რე­ბით იცავ­და.

  • “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან

“სიფრ­თხი­ლეს თავი არ სტკი­ვა, რა­ტომ არ უნდა და­ვიც­ვათ ადა­მი­ა­ნი? ნა­ხეთ, ტრამპს პირ­და­პირ კლავ­დნენ, ადა­მი­ა­ნი გა­მო­დი­ო­და სი­ტყვით, ეს­რო­ლეს და სიკ­ვდი­ლის­თვის გან­წი­რუ­ლი იყო,“ - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ფაქ­ტის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

“ზო­გი­ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ას აქვს სურ­ვი­ლი, ოპო­ზი­ცია ისე წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ სა­წყა­ლი და და­ბე­ჩა­ვე­ბუ­ლია. შე­იძ­ლე­ბა და­ბე­ჩა­ვე­ბუ­ლი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი მარ­თლა არის, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის მკად­რე­ბე­ლია იმ ვი­თა­რე­ბა­ში, სა­დაც ისი­ნი იმ­ყო­ფე­ბი­ან. არ ავ­ხსნი, სად იმ­ყო­ფე­ბი­ან. გვა­რა­მი­ამ უფრო კარ­გად იცის, სად იმ­ყო­ფე­ბი­ან. ყვე­ლაფ­რის მკად­რებ­ლე­ბი არი­ან. ჩვენ ვნა­ხეთ ფაქ­ტი - წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, აშშ-ში მიმ­დი­ნა­რე­ობს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის კამ­პა­ნია და ერთ-ერთ კან­დი­დატს ეს­რო­ლეს, კლავ­დნენ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფერს იკად­რე­ბენ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა. ძა­ლი­ან დიდი როლი აქვს ამ ადა­მი­ანს იმა­ში, რომ ქვე­ყა­ნა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია სიმ­შვი­დე, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პრაგ­მა­ტულ პო­ლი­ტი­კას ატა­რებს და ამ ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა კარ­გად ხე­დავს. ამი­ტომ, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გაზ­რდი­ლია. ნა­ხეთ ტრამ­პის სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა. რა თქმა უნდა, ყვე­ლა იცავს უსაფრ­თხო­ე­ბას და ჩვენც შე­სა­ბა­მი­სად ვიქ­ცე­ვით“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

  • კი­თხვა­ზე, ეში­ნია თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს თავ­დას­ხმის, კა­ლა­ძემ უპა­სუ­ხა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა.

“ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი გახ­ლავთ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად და­ამ­თავ­რა ბო­რო­ტე­ბა, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­ხით და გვიმ­ტკი­ცებ­დნენ, თით­ქოს ეს იყო “დე­მოკ­რა­ტის შუ­ქუ­რა“. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? იმ ბო­რო­ტებ­ზე გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ “დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა“ იყო. რო­გორ აუ­ბე­დუ­რებ­დნენ, კლავ­დნენ, აწა­მებ­დნენ. დღეს რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა.

ზუს­ტად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­და­დო თა­ვი­სი სი­ცო­ცხლის, ოჯა­ხის რის­კის ფა­სად და 2012 წელს ბო­რო­ტე­ბა და­ა­მარ­ცხა. ეს ძალა არ­სად წა­სუ­ლა, ისევ აქ არის. აქ მარ­ტო “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“ სა­უ­ბა­რი არ არის. რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა, “კო­ლექ­ტი­უ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და­ვარ­ქვათ, რო­მე­ლიც იმარ­თე­ბა გა­რე­დან და რომ­ლე­ბიც ყვე­ლაფ­რის მკად­რებ­ლე­ბი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, სიფრ­თხი­ლეს თავი არ სტკი­ვა, რა­ტომ არ უნდა და­ვიც­ვათ ადა­მი­ა­ნი? ნა­ხეთ ტრამპს პირ­და­პირ კლავ­დნენ, ადა­მი­ა­ნი გა­მო­დი­ო­და სი­ტყვით, ეს­რო­ლეს და სიკ­ვდი­ლის­თვის გან­წი­რუ­ლი იყო. უბ­რა­ლოდ, არ ვიცი რო­გორ გა­დარ­ჩა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, რამ­დე­ნად არის მხო­ლოდ ივა­ნიშ­ვი­ლი საფრ­თხის ქვეშ და სხვე­ბი არა, კა­ლა­ძემ უპა­სუ­ხა: “კი, ივა­ნიშ­ვი­ლი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უდი­დე­სი როლი აქვს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. იმა­ში,რომ ქვე­ყა­ნა­ში ინარ­ჩუ­ნებს მშვი­დო­ბას და ქვე­ყა­ნა ვი­თარ­დე­ბა“.

  • დე­პუ­ტატ ბექა ოდი­შა­რი­ას თქმით, დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა იძ­ლე­ვა იმის ფიქ­რი­სა და ვა­რა­უ­დის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მათ შო­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მარ­თაც ასე­თი ტი­პის ტე­რაქ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

“რა არის გა­საკ­ვი­რი იმა­ში, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი იქნა მი­ღე­ბუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს იქ­ნე­ბო­და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის რჩე­ვა და კონ­სულ­ტა­ცია,“ - გა­ნა­ცხა­და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რმა.

  • “ჩვენ დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა გვაძ­ლევს იმის ფიქ­რი­სა და ვა­რა­უ­დის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს ასე­თი ტი­პის ტე­რაქ­ტე­ბი, მათ შო­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მარ­თაც, რო­მე­ლიც ლო­გი­კუ­რა­დაც არის მათი N1 სა­მიზ­ნეა, ვი­ნა­ი­დან ის პი­როვ­ნუ­ლად მისი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი პო­ლი­ტი­კით ეღო­ბე­ბა სწო­რედ მათ იმ ზრახ­ვებს, რო­მე­ლიც მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნას­თან და სხვა ბევრ მან­კი­ერ მოვ­ლე­ნას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

გახ­სოვთ, პრე­მი­ერ ფი­ცო­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმა, ისე­ვე რო­გორც დო­ნალდ ტრამპზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი. ნა­ხეთ, რომ დო­ნალდ ტრამ­პი სწო­რედ ასე­თი­ვე ტი­პის თავ­დაც­ვი­თი ზო­მე­ბის მი­ღე­ბით წარ­დგა პირ­ვე­ლად ღია სივ­რცე­ში სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლის წი­ნა­შე. ვი­ცით, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი იქნა და­კი­თხუ­ლი და რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს არამ­ხო­ლოდ სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი და ვა­რა­უ­დი, არა­მედ ეს პრაქ­ტი­კუ­ლად მო­ცე­მუ­ლო­ბაა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მათ გა­მე­ტე­ბუ­ლი ჰყავთ - ის არის N1 სა­მიზ­ნე. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მი­ი­ღებ­და გან­სა­კუთ­რე­ბულ ზო­მებს, რომ მას ასე­თი ტი­პის ხი­ფა­თო აა­რი­დოს”, - აღ­ნიშ­ნა ოდი­შა­რი­ამ.

ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლის აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მა გა­აკ­რი­ტი­კეს.

ფრაქ­ცია “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტის ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლის თქმით, “შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი “ბრო­ნი­რე­ბუ­ლი“ აკ­ვა­რი­უ­მით ესა­უბ­რე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ეს არის დის­ტან­ცი­რე­ბა, რო­მე­ლიც “ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს ქარ­თველ ხალ­ხთან. არ­ცერ­თი გზავ­ნი­ლი არ შე­ი­ცავ­და პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნის შექ­მნას თუ რისი შე­თა­ვა­ზე­ბა უნ­დათ მათ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. მათი მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი და არარ­სე­ბუ­ლი “ქი­მე­რე­ბით“, ომის საფრ­თხე­ე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ში­შის და­ნერგვით, ძა­ლა­დო­ბი­თა და ზე­წო­ლით, უნ­დათ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ა­ში­ნონ.“

“რა­ტომ იყო შუ­შა­ში და სარ­კო­ფაგ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და არა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე?“ - ასე გა­მო­მეხ­მა­უ­რა “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძე, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის სი­ტყვით გა­მოს­ვლას.

“ჩვენ წა­მო­ვი­წყებთ სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, ისე ყვე­ლა მისი სა­ტე­ლი­ტი და მემ­კვიდ­რე პარ­ტია აიკ­რძა­ლე­ბა, რის­თვი­საც ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, მცხე­თა­ში შეკ­რე­ბილ მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ნუ­ცხა­და.

  • მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ პირ­ველ რიგ­ში, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა იმის­თვის სჭირ­დე­ბა, რომ გა­ა­სა­მარ­თლოს “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რო­მელ­საც უამ­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის წი­ნა­შე. ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, კრებ­სი­თი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, სა­ქარ­თვე­ლოს დღე­საც ომი­სა და არე­უ­ლო­ბის­კენ ექა­ჩე­ბა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პი­რო­ბებ­ში, სა­ჭი­რო გახ­დე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა, თუმ­ცა, ასეთ დრო­საც კი, კრებ­სი­თი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წავა, რისი დაშ­ვე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა.

ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უნდა ჰქონ­დეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა, რათა დაბ­რკო­ლე­ბა არ შე­ექ­მნას სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რას ამბობენ “ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველთან შეხვედრისას, ივანიშვილის დასაცავად გამოყენებულ ტყვიაგაუმტარ მინაზე?

რას ამბობენ “ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველთან შეხვედრისას, ივანიშვილის დასაცავად გამოყენებულ ტყვიაგაუმტარ მინაზე?

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მცხეთაში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. ყურადღება ტყვიაგაუმტარ მინებში მოთავსებულმა ტრიბუნამ მიიქცია, რომელიც პარტიის ლიდერს განსაკუთრებით იცავდა.

  • “ქართული ოცნების“ ლიდერები უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებას ჟურნალისტებთან ეხმიანებიან

“სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი? ნახეთ, ტრამპს პირდაპირ კლავდნენ, ადამიანი გამოდიოდა სიტყვით, ესროლეს და სიკვდილისთვის განწირული იყო,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

“ზოგიერთ ტელევიზიას აქვს სურვილი, ოპოზიცია ისე წარმოაჩინოს, რომ საწყალი და დაბეჩავებულია. შეიძლება დაბეჩავებული, განადგურებული მართლა არის, მაგრამ ყველაფრის მკადრებელია იმ ვითარებაში, სადაც ისინი იმყოფებიან. არ ავხსნი, სად იმყოფებიან. გვარამიამ უფრო კარგად იცის, სად იმყოფებიან. ყველაფრის მკადრებლები არიან. ჩვენ ვნახეთ ფაქტი - წარმოგიდგენიათ, აშშ-ში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია და ერთ-ერთ კანდიდატს ესროლეს, კლავდნენ ჩვეულებრივად. შესაბამისად, ყველაფერს იკადრებენ. ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი ფიგურა. ძალიან დიდი როლი აქვს ამ ადამიანს იმაში, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია სიმშვიდე, “ქართული ოცნება“ პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს და ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს. ამიტომ, უსაფრთხოების ზომები გაზრდილია. ნახეთ ტრამპის საჯარო გამოსვლა. რა თქმა უნდა, ყველა იცავს უსაფრთხოებას და ჩვენც შესაბამისად ვიქცევით“, - განაცხადა კალაძემ.

  • კითხვაზე, ეშინია თუ არა ბიძინა ივანიშვილს თავდასხმის, კალაძემ უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა.

“ბატონი ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად დაამთავრა ბოროტება, რომელიც წარმოდგენილი იყო “ნაციონალური მოძრაობის“ სახით და გვიმტკიცებდნენ, თითქოს ეს იყო “დემოკრატის შუქურა“. წარმოგიდგენიათ? იმ ბოროტებზე გვეუბნებოდნენ, რომ “დემოკრატიის შუქურა“ იყო. როგორ აუბედურებდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ. დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა.

ზუსტად ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელმაც ყველაფერი გადადო თავისი სიცოცხლის, ოჯახის რისკის ფასად და 2012 წელს ბოროტება დაამარცხა. ეს ძალა არსად წასულა, ისევ აქ არის. აქ მარტო “ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბარი არ არის. რადიკალური დაჯგუფება, “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ დავარქვათ, რომელიც იმართება გარედან და რომლებიც ყველაფრის მკადრებლები არიან. შესაბამისად, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი? ნახეთ ტრამპს პირდაპირ კლავდნენ, ადამიანი გამოდიოდა სიტყვით, ესროლეს და სიკვდილისთვის განწირული იყო. უბრალოდ, არ ვიცი როგორ გადარჩა“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად არის მხოლოდ ივანიშვილი საფრთხის ქვეშ და სხვები არა, კალაძემ უპასუხა: “კი, ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ქართულ პოლიტიკაში. იმაში,რომ ქვეყანაში ინარჩუნებს მშვიდობას და ქვეყანა ვითარდება“.

  • დეპუტატ ბექა ოდიშარიას თქმით, დღევანდელი მოცემულობა იძლევა იმის ფიქრისა და ვარაუდის საშუალებას, რომ შესაძლებელია, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართაც ასეთი ტიპის ტერაქტები განხორციელდეს.

“რა არის გასაკვირი იმაში, რომ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით? დარწმუნებული ვარ, ეს იქნებოდა უსაფრთხოების სამსახურების რჩევა და კონსულტაცია,“ - განაცხადა “ქართული ოცნების“ წევრმა.

  • “ჩვენ დღევანდელი მოცემულობა გვაძლევს იმის ფიქრისა და ვარაუდის საშუალებას, რომ შესაძლებელია განხორციელდეს ასეთი ტიპის ტერაქტები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართაც, რომელიც ლოგიკურადაც არის მათი N1 სამიზნეა, ვინაიდან ის პიროვნულად მისი მშვიდობისმყოფელი პოლიტიკით ეღობება სწორედ მათ იმ ზრახვებს, რომელიც მეორე ფრონტის გახსნასთან და სხვა ბევრ მანკიერ მოვლენასთანაა დაკავშირებული.

გახსოვთ, პრემიერ ფიცოზე მომხდარი თავდასხმა, ისევე როგორც დონალდ ტრამპზე განხორციელებული ტერორისტული აქტი. ნახეთ, რომ დონალდ ტრამპი სწორედ ასეთივე ტიპის თავდაცვითი ზომების მიღებით წარდგა პირველად ღია სივრცეში საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ვიცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება, ათეულობით ადამიანი იქნა დაკითხული და რა თქმა უნდა, არსებობს არამხოლოდ საფუძვლიანი ეჭვი და ვარაუდი, არამედ ეს პრაქტიკულად მოცემულობაა, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ გამეტებული ჰყავთ - ის არის N1 სამიზნე. ბუნებრივია, რომ უსაფრთხოების სამსახური მიიღებდა განსაკუთრებულ ზომებს, რომ მას ასეთი ტიპის ხიფათო აარიდოს”, - აღნიშნა ოდიშარიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის აღნიშნული ფორმა გააკრიტიკეს.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ლევან ბეჟაშვილის თქმით, “შემთხვევითი არ არის, რომ ივანიშვილი “ბრონირებული“ აკვარიუმით ესაუბრებოდა საზოგადოებას, ეს არის დისტანცირება, რომელიც “ოცნების“ ხელისუფლებას აქვს ქართველ ხალხთან. არცერთი გზავნილი არ შეიცავდა პოზიტიური მოლოდინის შექმნას თუ რისი შეთავაზება უნდათ მათ საქართველოს მოსახლეობისთვის. მათი მთელი ყურადღება ხელისუფლების შენარჩუნებისკენაა მიმართული და არარსებული “ქიმერებით“, ომის საფრთხეებით, საზოგადოებაში შიშის დანერგვით, ძალადობითა და ზეწოლით, უნდათ, რომ საზოგადოება შეაშინონ.“

“რატომ იყო შუშაში და სარკოფაგში ბიძინა ივანიშვილი და არა ირაკლი კობახიძე?“ - ასე გამომეხმაურა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში “ქართული ოცნების“ მიერ გამართულ ღონისძიებაზე ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას.

“ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც "ნაციონალური მოძრაობა“, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მცხეთაში შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.

  • მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის განცხადებით, "ქართულ ოცნებას“ პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება იმისთვის სჭირდება, რომ გაასამართლოს “ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ივანიშვილის თქმით, კრებსითი “ნაციონალური მოძრაობა“, საქართველოს დღესაც ომისა და არეულობისკენ ექაჩება.

მისივე განმარტებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, საჭირო გახდება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, თუმცა, ასეთ დროსაც კი, კრებსითი “ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა, რისი დაშვებაც არ შეიძლება.

ივანიშვილის თქმით, “ქართულ ოცნებას“ უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა დაბრკოლება არ შეექმნას საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისას.

იხილეთ ასევე: