სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 1 ოქტომბერს ხალხი გაათავისუფლა  ურჩხულისგან და ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა!" - ღარიბაშვილი
"ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 1 ოქტომბერს ხალხი გაათავისუფლა  ურჩხულისგან და ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა!" - ღარიბაშვილი

2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჩვენ ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვეთ ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ში და ისევ ერ­თად ბრძო­ლით 26 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­ჯვებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მცხე­თა­ში გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, „26 ოქ­ტომ­ბერს ჩვე­ნი ხალ­ხი გა­ა­კე­თებს არ­ჩე­ვანს ომსა და მშვი­დო­ბას შო­რის! აირ­ჩევს კო­ლექ­ტი­ურ ომის პარ­ტი­ას ან მშვი­დო­ბის პარ­ტი­ას, აირ­ჩევს ან უცხო ძა­ლე­ბის მსა­ხურ, მხო­ლოდ სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­ზე მზრუნ­ველ, ძი­რძვე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და მიწა-წყლის გამ­ყიდ­ველ ძა­ლას, ან აირ­ჩევს ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის მსა­ხურ, მშვი­დო­ბი­ან გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მზრუნ­ველ ძა­ლას!“

"მო­გე­სალ­მე­ბით ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, მი­ვე­სალ­მე­ბი მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას, ჩვენს ამაყ და ღირ­სე­ულ ხალ­ხს, მი­ვე­სალ­მე­ბი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერ­თგულ ჯა­რის­კა­ცებს, მხარ­დამ­ჭე­რებს, ყვე­ლას ვინც უკვე 12 წე­ლია გვერ­დში უდ­გას ჩვენს პარ­ტი­ას და თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა იმ ის­ტო­რი­უ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი­სა, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. მე­გობ­რე­ბო, დიდი მად­ლო­ბა მობ­რძა­ნე­ბის­თვის, მად­ლო­ბა თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის­თვის და მად­ლო­ბა ერ­თგუ­ლე­ბის­თვის და ნდო­ბის­თვის!

დღეს ჩვენ და­ვი­წყეთ რე­გი­ო­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა სწო­რედ თქვენს რე­გი­ონ­ში იმარ­თე­ბა, ამ ის­ტო­რი­ულ, ულა­მა­ზეს ად­გი­ლას, მცხე­თა­ში.

ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს 2012 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი და ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა, რა­მაც რა­დი­კა­ლუ­რად უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლა სი­ტუ­ა­ცია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. გვახ­სოვს, რო­გო­რი გა­უ­საძ­ლი­სი ვი­თა­რე­ბა იყო იმ დრო­ინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ში­ნე­ლი ტე­რო­რი და შიში სუ­ფევ­და მთელს ქვე­ყა­ნა­ში, ხდე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაკ­ვე­თით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი, ხალ­ხის წა­მე­ბა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, ჩაგ­ვრა, უსა­მარ­თლო­ბა, ბიზ­ნე­სის რე­კე­ტი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის ჩახ­შო­ბა, არ არ­სე­ბობ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია, ხდე­ბო­და სხვა, უამ­რა­ვი სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბი... ამ და სხვა უბე­დუ­რე­ბას­თან და ბო­რო­ტე­ბას­თან ერ­თად, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ან­ტი­ე­როვ­ნულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, თა­ვი­დან ვერ კი არა - არ აი­რი­და ყვე­ლა­ზე დიდი უბე­დუ­რე­ბა - ომი! სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ და­აბ­რუ­ნეს რუ­სე­თის ჯარი, რო­მელ­მაც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა 2007 წელს, ჩა­ა­ბა­რეს ჩვე­ნი ძი­რძვე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და მო­ახ­დე­ნი­ნეს მათი ოკუ­პა­ცია, დავ­კარ­გეთ და­მა­ტე­ბით 100-ზე მეტი სო­ფე­ლი, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტოს ომამ­დე ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლის ქვეშ იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად აჩუ­ქეს, გა­დას­ცეს კო­დო­რის ხე­ო­ბა, მი­ვი­ღეთ ათა­სო­ბით დევ­ნი­ლი სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში და დავ­კარ­გეთ ასე­უ­ლო­ბით ჩვე­ნი გმი­რი სამ­ხედ­რო­ე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი...

და ყვე­ლას გვახ­სოვს, ომი დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ იყო, გმი­რე­ბის ცხედ­რე­ბი არ ჰყავ­დათ გა­მოყ­ვა­ნი­ლი და დაკ­რძა­ლუ­ლი, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეკ­რი­ბეს ჩვე­ნი ხალ­ხი და აზე­ი­მეს ეს ყვე­ლა­ფე­რი, ხოლო შემ­დეგ ხელი მო­ა­წე­რეს მო­ღა­ლა­ტე­ობ­რივ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რე­ზო­ლუ­ცი­ას... და რამ­დე­ნი­მე თვე­ში ისევ რუ­სეთს გა­დას­ცეს სა­კუ­თა­რი ნე­ბით უამ­რა­ვი სტრა­ტე­გი­უ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი, ცალ­მხრი­ვად გა­უხ­სნეს უვი­ზო რე­ჟი­მი და ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლეს ისე თით­ქოს არა­ფე­რი არ მომ­ხდა­რა, მათ და მთელ­მა მსოფ­ლი­ომ... მა­ლე­ვე, ომის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, ჯერ დევ­ნა და­უ­წყეს ჯა­რის­კა­ცებს, პო­ლი­ცი­ე­ლებს, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს, შემ­დეგ სას­ტი­კად გა­აძ­ლი­ე­რეს ჩვე­ნი ხალ­ხის ჩაგ­ვრა და ტან­ჯვა. ქვე­ყა­ნა­ში იყო სრუ­ლი უი­მე­დო­ბა, უპერ­სპექ­ტი­ვო­ბა და ნი­ჰი­ლიზ­მი! ასე­ვე, გვახ­სოვს, სა­ა­კაშ­ვილს და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ხედ­ვა, რომ აშე­ნებ­და სინ­გა­პუ­რის მსგავს სის­ტე­მას, ოღონდ რა თქმა უნდა ეს ისე­თი­ვე სინ­გა­პუ­რის მო­დე­ლი იქ­ნე­ბო­და, რო­გო­რიც „დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რაც“ იყო თა­ვად... იმ დრო­ინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობ­და არა­ვი­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არა­ვი­თა­რი დე­მოკ­რა­ტია, არა­ვი­თა­რი ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცია და ასე­თი კაცი და მისი კრი­მი­ნა­ლუ­რი ბან­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნას კი­დევ 30 წელი აპი­რებ­და, ანუ აპი­რებ­და ჩვე­ნი ხალ­ხის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბო­ლომ­დე გა­ნად­გუ­რე­ბას...

და სწო­რედ ასეთ დროს, როცა ხალ­ხს სა­მუ­და­მოდ გა­და­წუ­რუ­ლი ჰქონ­და ყო­ველ­გვა­რი იმე­დი, გა­მოჩ­ნდა კაცი, რო­მელ­მაც ხალ­ხს და­უბ­რუ­ნა ეს იმე­დი, ჩვე­ნი პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ჯერ და­რაზ­მა, გა­ა­ერ­თი­ა­ნა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ხალ­ხი ამ ურჩხუ­ლის­გან და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გა­და­არ­ჩი­ნა!

მას შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუნ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბა და დამ­ყარ­და მშვი­დო­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­უბ­რუნ­და ხალ­ხს! 1-ელი ოქ­ტომ­ბრის გა­მარ­ჯვე­ბამ მო­ი­ტა­ნა ერ­თა­დერ­თი, უპ­რე­ცე­დენ­ტო, უწყვე­ტი 12 წლი­ა­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი პე­რი­ო­დი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ხელ­შე­სა­ხე­ბი პროგ­რე­სი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა 3-ჯერ გა­ი­ზარ­და ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში, 27 მი­ლი­არ­დი ლა­რი­დან 85 მი­ლი­არდ ლა­რამ­დე, გან­ვი­თა­რე­ბა და წინსვლა გვაქვს ყვე­ლა სფე­რო­ში, ჯან­დაც­ვის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, წარ­მო­ე­ბის, ენერ­გე­ტი­კის, გა­ნათ­ლე­ბის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ძლი­ერ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, ძლი­ერ­დე­ბი­ან ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იცა­ვენ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბას, გვაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­შიც, ქვე­ყა­ნა 12 წელ­ში გახ­და ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი, მი­ვი­ღეთ ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო რე­ჟი­მი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბა, გა­იხ­სნა სხვა დიდი ბაზ­რე­ბი, ჩი­ნე­თის 1,4 მი­ლი­არ­დი­ა­ნი ბა­ზა­რი, რუ­სე­თის ბა­ზა­რი, მოხ­და დი­ვერ­სი­ფი­კა­ცია და ქვე­ყა­ნა გახ­და უფრო სტა­ბი­ლუ­რი და სი­ტუ­ა­ცია უფრო პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი.

თა­ვი­სუფ­ლე­ბის და მშვი­დო­ბის შე­დე­გია, რომ ვი­თარ­დე­ბა დღეს ბიზ­ნე­სი, იქ­მნე­ბა ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, სი­ღა­რი­ბე და უმუ­შევ­რო­ბა ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუ­მამ­დეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი, ამას­თა­ნა­ვე და­გეგ­მი­ლია არა­ერ­თი მას­შტა­ბუ­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, და რაც მთა­ვა­რია, მე-2 მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა­ზე რთუ­ლი კრი­ზი­სის დროს - რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე და ჯერ კი­დევ მა­ნამ­დეც, უამ­რა­ვი დესტრუქ­ცი­უ­ლი და პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მცდე­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და შიდა მტრე­ბის და გარე ძა­ლე­ბის ერ­თი­ა­ნი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბით... მად­ლო­ბა ღმერ­თს, ჩვენ შევ­ძე­ლით და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ მშვი­დო­ბა და თა­ვი­დან ავი­რი­დეთ ომი, ქა­ო­სი და უბე­დუ­რე­ბა, გა­ნად­გუ­რე­ბის­გან ვიხ­სე­ნით ჩვე­ნი ხალ­ხი და ქვე­ყა­ნა.

მე­გობ­რე­ბო, 26 ოქ­ტომ­ბერს ისევ ეს ბო­რო­ტი ძალა უპი­რის­პირ­დე­ბა ჩვენს ხალ­ხს, ოღონდ ამ­ჯე­რად უკვე, სა­ხეც­ვლი­ლი, ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ყო­ფი­ლი და გაშ­ლი­ლი მრა­ვალ ფრონტზე, ხალ­ხის და­საბ­ნე­ვად და მო­სა­ტყუ­ებ­ლად, ამ დროს ჩვენ ხომ კარ­გად ვი­ცით, რომ არ არ­სე­ბობს სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ძალა, არ არ­სე­ბობს სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ოპო­ზი­ცია თუ კო­ა­ლი­ცია, არც ძვე­ლი და არც ახა­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, არა­მედ მათი სა­ხე­ლი უც­ვლე­ლია - ეს არის კო­ლექ­ტი­უ­რი „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, ერ­თი­ა­ნი ბო­რო­ტი და ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი ძალა, რომ­ლის მი­ზა­ნია მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და მხო­ლოდ პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი, პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბა, რომ მხო­ლოდ თვი­თონ იცხოვ­რონ კარ­გად, ისე რო­გორც ადრე ცხოვ­რობ­და ეს უსა­მარ­თლო-მჩაგ­ვრე­ლი ელი­ტა, მათი სურ­ვი­ლია ქვე­ყა­ნა­ში კი­დევ უფრო უა­რე­სი რე­ჟი­მის შექ­მნა, ვიდ­რე მა­ნამ­დე ჰქონ­დათ შექ­მნი­ლი, სა­მუ­და­მო დიქ­ტა­ტუ­რის დამ­ყა­რე­ბა და ხალ­ხის ბო­ლომ­დე და­ჩაგ­ვრა და გა­ნად­გუ­რე­ბა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის ღა­ლა­ტი და სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა და მათი მსა­ხუ­რე­ბა, ომი და ქა­ო­სი...

ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ეს უბე­დუ­რე­ბა უკვე გა­მო­ცა­და, უკვე ნახა თუ რამ­ხე­ლა გან­საც­დე­ლი მო­აქვს სა­კუ­თა­რი ხალ­ხის და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის მო­ღა­ლა­ტე აგენ­ტუ­რის მმარ­თვე­ლო­ბას... ამი­ტომ, 26 ოქ­ტომ­ბერს, ისევ ჩვე­ნი ლი­დე­რის, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნამ­ძღო­ლო­ბით თქვენ­თან ერ­თად, ჩვენს ხალ­ხთან ერ­თად კი­დევ ერთხელ უნდა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და აღა­რა­სო­დეს აღარ უნდა მივ­ცეთ ხალ­ხის მჩაგ­ვრელ ბო­როტ ძა­ლას ხელ­მე­ო­რედ ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ხალ­ხის გა­ნად­გუ­რე­ბის უფ­ლე­ბა!

სამ­წუ­ხა­როდ, დღეს, ისევ ეს ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი აგენ­ტუ­რა აცხა­დებს პრე­ტენ­ზი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე და გა­ვი­მე­ო­რებ, რაც ბევ­რჯერ თქმუ­ლა, რომ ასეთ ბო­რო­ტე­ბას არა­თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, არა­მედ პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ უნდა მივ­ცეთ!

26 ოქ­ტომ­ბერს ჩვე­ნი ხალ­ხი გა­ა­კე­თებს არ­ჩე­ვანს ომსა და მშვი­დო­ბას შო­რის! აირ­ჩევს კო­ლექ­ტი­ურ ომის პარ­ტი­ას ან მშვი­დო­ბის პარ­ტი­ას, აირ­ჩევს ან უცხო ძა­ლე­ბის მსა­ხურ, მხო­ლოდ სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­ზე მზრუნ­ველ, ძი­რძვე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და მიწა-წყლის გამ­ყიდ­ველ ძა­ლას, ან აირ­ჩევს ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის მსა­ხურ, მშვი­დო­ბი­ან გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მზრუნ­ველ ძა­ლას!

ის­ტო­რია გვას­წავ­ლის ბევრ მა­გა­ლითს, რომ ზოგ­ჯერ ხალ­ხი, უკე­თე­სის ძი­ე­ბა­ში ირ­ჩევს უა­რესს, ამი­ტომ ჩვენ გვმარ­თებს სიფრ­თხი­ლე და გო­ნი­ე­რე­ბა! დღეს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ ჰყავს, ვი­ნა­ი­დან იგი წარ­მო­ად­გენს ერ­თა­დერთ, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას, რო­მე­ლიც არის მშვი­დო­ბის, კე­თილ­დღე­ო­ბის და ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის გა­რან­ტი!

2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჩვენ ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვეთ ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ში და ისევ ერ­თად ბრძო­ლით 26 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­ჯვებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი! გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს! ღმერ­თი იყოს ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი!“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 1 ოქტომბერს ხალხი გაათავისუფლა  ურჩხულისგან და ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა!" - ღარიბაშვილი

"ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 1 ოქტომბერს ხალხი გაათავისუფლა  ურჩხულისგან და ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა!" - ღარიბაშვილი

2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ ყველა არჩევნებში და ისევ ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში განაცხადა.

  • როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „26 ოქტომბერს ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის! აირჩევს კოლექტიურ ომის პარტიას ან მშვიდობის პარტიას, აირჩევს ან უცხო ძალების მსახურ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველ, ძირძველი ტერიტორიების და მიწა-წყლის გამყიდველ ძალას, ან აირჩევს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების მსახურ, მშვიდობიან განვითარებაზე მზრუნველ ძალას!“

"მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობას, ჩვენს ამაყ და ღირსეულ ხალხს, მივესალმები „ქართული ოცნების“ ერთგულ ჯარისკაცებს, მხარდამჭერებს, ყველას ვინც უკვე 12 წელია გვერდში უდგას ჩვენს პარტიას და თანამონაწილეა იმ ისტორიული ტრანსფორმაციული პროცესებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. მეგობრებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და მადლობა ერთგულებისთვის და ნდობისთვის!

დღეს ჩვენ დავიწყეთ რეგიონული ღონისძიებები და პირველი შეხვედრა სწორედ თქვენს რეგიონში იმართება, ამ ისტორიულ, ულამაზეს ადგილას, მცხეთაში.

ყველას კარგად გვახსოვს 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნები და ისტორიული გამარჯვება, რამაც რადიკალურად უკეთესობისკენ შეცვალა სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. გვახსოვს, როგორი გაუსაძლისი ვითარება იყო იმ დროინდელ საქართველოში, საშინელი ტერორი და შიში სუფევდა მთელს ქვეყანაში, ხდებოდა ხელისუფლების დაკვეთით შესრულებული მკვლელობები, ხალხის წამება და არაადამიანური მოპყრობა, ჩაგვრა, უსამართლობა, ბიზნესის რეკეტი, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, არ არსებობდა თავისუფალი მედია, ხდებოდა სხვა, უამრავი სისტემური დანაშაულები... ამ და სხვა უბედურებასთან და ბოროტებასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიეროვნულმა ხელისუფლებამ, თავიდან ვერ კი არა - არ აირიდა ყველაზე დიდი უბედურება - ომი! საქართველოში ჯერ დააბრუნეს რუსეთის ჯარი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დატოვა 2007 წელს, ჩააბარეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიები და მოახდენინეს მათი ოკუპაცია, დავკარგეთ დამატებით 100-ზე მეტი სოფელი, რომელიც აგვისტოს ომამდე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყო, ფაქტობრივად აჩუქეს, გადასცეს კოდორის ხეობა, მივიღეთ ათასობით დევნილი საკუთარ ქვეყანაში და დავკარგეთ ასეულობით ჩვენი გმირი სამხედროები, პოლიციელები, მოქალაქეები...

და ყველას გვახსოვს, ომი დამთავრებული არ იყო, გმირების ცხედრები არ ჰყავდათ გამოყვანილი და დაკრძალული, რუსთაველის გამზირზე შეკრიბეს ჩვენი ხალხი და აზეიმეს ეს ყველაფერი, ხოლო შემდეგ ხელი მოაწერეს მოღალატეობრივ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუციას... და რამდენიმე თვეში ისევ რუსეთს გადასცეს საკუთარი ნებით უამრავი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები, ცალმხრივად გაუხსნეს უვიზო რეჟიმი და ცხოვრება გააგრძელეს ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა, მათ და მთელმა მსოფლიომ... მალევე, ომის დამთავრებისთანავე, ჯერ დევნა დაუწყეს ჯარისკაცებს, პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს, შემდეგ სასტიკად გააძლიერეს ჩვენი ხალხის ჩაგვრა და ტანჯვა. ქვეყანაში იყო სრული უიმედობა, უპერსპექტივობა და ნიჰილიზმი! ასევე, გვახსოვს, სააკაშვილს დაანონსებული ხედვა, რომ აშენებდა სინგაპურის მსგავს სისტემას, ოღონდ რა თქმა უნდა ეს ისეთივე სინგაპურის მოდელი იქნებოდა, როგორიც „დემოკრატიის შუქურაც“ იყო თავად... იმ დროინდელ საქართველოში არ არსებობდა არავითარი თავისუფლება, არავითარი დემოკრატია, არავითარი ევროპასთან ინტეგრაცია და ასეთი კაცი და მისი კრიმინალური ბანდა ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ 30 წელი აპირებდა, ანუ აპირებდა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ბოლომდე განადგურებას...

და სწორედ ასეთ დროს, როცა ხალხს სამუდამოდ გადაწურული ჰქონდა ყოველგვარი იმედი, გამოჩნდა კაცი, რომელმაც ხალხს დაუბრუნა ეს იმედი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ჯერ დარაზმა, გააერთიანა მთელი საზოგადოება და 2012 წლის 1 ოქტომბერს გაათავისუფლა ხალხი ამ ურჩხულისგან და ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა!

მას შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა თავისუფლება და დამყარდა მშვიდობა, თავისუფლება დაუბრუნდა ხალხს! 1-ელი ოქტომბრის გამარჯვებამ მოიტანა ერთადერთი, უპრეცედენტო, უწყვეტი 12 წლიანი მშვიდობიანი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რამაც განაპირობა ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით, ქვეყნის ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა ეროვნულ ვალუტაში, 27 მილიარდი ლარიდან 85 მილიარდ ლარამდე, განვითარება და წინსვლა გვაქვს ყველა სფეროში, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ენერგეტიკის, განათლების, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ძლიერდება დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერდებიან ძალოვანი უწყებები, რომლებიც იცავენ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, გვაქვს სერიოზული მიღწევები საგარეო პოლიტიკაშიც, ქვეყანა 12 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატი, მივიღეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა, გაიხსნა სხვა დიდი ბაზრები, ჩინეთის 1,4 მილიარდიანი ბაზარი, რუსეთის ბაზარი, მოხდა დივერსიფიკაცია და ქვეყანა გახდა უფრო სტაბილური და სიტუაცია უფრო პროგნოზირებადი.

თავისუფლების და მშვიდობის შედეგია, რომ ვითარდება დღეს ბიზნესი, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული, ამასთანავე დაგეგმილია არაერთი მასშტაბური, საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების განხორციელება, და რაც მთავარია, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ყველაზე რთული კრიზისის დროს - რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე და ჯერ კიდევ მანამდეც, უამრავი დესტრუქციული და პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, რომელიც ხორციელდებოდა შიდა მტრების და გარე ძალების ერთიანი კოორდინირებული მოქმედებებით... მადლობა ღმერთს, ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ მშვიდობა და თავიდან ავირიდეთ ომი, ქაოსი და უბედურება, განადგურებისგან ვიხსენით ჩვენი ხალხი და ქვეყანა.

მეგობრებო, 26 ოქტომბერს ისევ ეს ბოროტი ძალა უპირისპირდება ჩვენს ხალხს, ოღონდ ამჯერად უკვე, სახეცვლილი, ხელოვნურად გაყოფილი და გაშლილი მრავალ ფრონტზე, ხალხის დასაბნევად და მოსატყუებლად, ამ დროს ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ არ არსებობს სხვა ალტერნატიული ძალა, არ არსებობს სხვა ალტერნატიული ოპოზიცია თუ კოალიცია, არც ძველი და არც ახალი „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მათი სახელი უცვლელია - ეს არის კოლექტიური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ერთიანი ბოროტი და ანტიეროვნული ძალა, რომლის მიზანია მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნება და მხოლოდ პირადი ინტერესები, პირადი კეთილდღეობა, რომ მხოლოდ თვითონ იცხოვრონ კარგად, ისე როგორც ადრე ცხოვრობდა ეს უსამართლო-მჩაგვრელი ელიტა, მათი სურვილია ქვეყანაში კიდევ უფრო უარესი რეჟიმის შექმნა, ვიდრე მანამდე ჰქონდათ შექმნილი, სამუდამო დიქტატურის დამყარება და ხალხის ბოლომდე დაჩაგვრა და განადგურება, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და სხვა სახელმწიფოების ინტერესების გატარება და მათი მსახურება, ომი და ქაოსი...

ქართველმა ხალხმა ეს უბედურება უკვე გამოცადა, უკვე ნახა თუ რამხელა განსაცდელი მოაქვს საკუთარი ხალხის და ქვეყნის ინტერესების მოღალატე აგენტურის მმართველობას... ამიტომ, 26 ოქტომბერს, ისევ ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით თქვენთან ერთად, ჩვენს ხალხთან ერთად კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და აღარასოდეს აღარ უნდა მივცეთ ხალხის მჩაგვრელ ბოროტ ძალას ხელმეორედ ჩვენი ქვეყნის და ხალხის განადგურების უფლება!

სამწუხაროდ, დღეს, ისევ ეს ანტიეროვნული აგენტურა აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე და გავიმეორებ, რაც ბევრჯერ თქმულა, რომ ასეთ ბოროტებას არათუ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება აღარ უნდა მივცეთ!

26 ოქტომბერს ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის! აირჩევს კოლექტიურ ომის პარტიას ან მშვიდობის პარტიას, აირჩევს ან უცხო ძალების მსახურ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველ, ძირძველი ტერიტორიების და მიწა-წყლის გამყიდველ ძალას, ან აირჩევს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების მსახურ, მშვიდობიან განვითარებაზე მზრუნველ ძალას!

ისტორია გვასწავლის ბევრ მაგალითს, რომ ზოგჯერ ხალხი, უკეთესის ძიებაში ირჩევს უარესს, ამიტომ ჩვენ გვმართებს სიფრთხილე და გონიერება! დღეს "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს, ვინაიდან იგი წარმოადგენს ერთადერთ, პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპული მომავლის გარანტი!

2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ ყველა არჩევნებში და ისევ ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი! გაუმარჯოს საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.