სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსებისთვის შოკია ის, რომ წვევამდელები უომრად ჩაბარდნენ უკრაინელებს...  არ არის გამორიცხული, პუტინმა კა-გე-ბეს მეთოდები გამოიყენოს და უკანდახეულ სამხედროებს ესროლოს" - ექსპერტი
"რუსებისთვის შოკია ის, რომ წვევამდელები უომრად ჩაბარდნენ უკრაინელებს...  არ არის გამორიცხული, პუტინმა კა-გე-ბეს მეთოდები გამოიყენოს და უკანდახეულ სამხედროებს ესროლოს" - ექსპერტი

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მიერ კურსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ტე­ვა ისევ გრძელ­დე­ბა. შე­ტე­ვა 6 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას და­ი­წყო. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ 22-ე მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი ბრი­გა­დის და­ნა­ყო­ფებ­მა, გაძ­ლი­ე­რე­ბულ­მა სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბით, ჯავ­შან­ტექ­ნი­კი­თა და მო­ბი­ლუ­რი სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სე­ბით, სა­კუ­თა­რი არ­ტი­ლე­რი­ი­სა და კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი მხარ­და­ჭე­რით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი კურსკის ოლ­ქის ქა­ლაქ სუ­ჯას­თან გა­და­ლა­ხეს. რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვრცელ­დე­ბო­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი­სა და სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი მთე­ლი კვი­რა დუმ­და. ცოტა ხნის წინ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა, ალექ­სან­დრ სირსკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 1000 კვ/კმ უკ­რა­ი­ნის კონ­ტრო­ლის ქვე­შაა. სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი BRAVO Team აცხა­დებს, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კურსკის ოლ­ქის ქა­ლა­ქი სუჯა.

  • რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ამ­ბობს, თა­ვი­დან ცოტა ბუნ­დო­ვა­ნი იყო, რა ტი­პის სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­თან გვქონ­და საქ­მე, თით­ქოს უფრო რე­იდს ჰგავ­და, მაგ­რამ ახლა სუ­რა­თი უფრო ნა­თე­ლია.

- სწო­რი სტრა­ტე­გია იყო ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა. 2023 წელს წი­ნას­წარ სა­უბ­რობ­დნენ კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე და რუ­სე­ბი კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი დახ­ვდნენ. ახლა ამის სა­პი­რის­პი­რო ხდე­ბა, გარ­კვე­ვით არც გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ და არც მიზ­ნე­ბის. რუ­სე­თი, რო­მე­ლიც კი­ე­ვის აღე­ბას სამ დღე­ში აპი­რებ­და, ახლა სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­საც კი ვე­ღარ იცავს და ეს უკვე კარ­გი შე­დე­გია. მსოფ­ლი­ომ და­ი­ნა­ხა, რომ ბრძო­ლის ველ­ზე რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, თა­ნაც მი­სი­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. გა­მო­დის, რომ რუ­სეთს, რო­მე­ლიც მი­ლი­არ­დებს ყრის უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომში, სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა არ შე­უძ­ლია?!

- ეს ამ­ბა­ვი პრო­ცე­სე­ბის რო­გორ გან­ვი­თა­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს თა­ვად რუ­სეთ­ში?

- პრო­ცე­სი უკვე და­ი­წყო - ომი უკვე რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ვი­და, რუ­სე­თის არ­მია უკვე სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იბ­რძვის, რაც შო­კია მათ­თვის. ასე­ვე შო­კია ის, რომ წვე­ვამ­დე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყ­ვნენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, უომ­რად ჩა­ბარ­დნენ უკ­რა­ი­ნე­ლებს მას შემ­დეგ, რაც მათი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ნა­წი­ლი გა­იქ­ცა, ნა­წი­ლის კი ლიკ­ვი­და­ცია მოხ­და. პრო­პა­გან­დის­ტებს ალა­პა­რა­კე­ბენ, რომ თით­ქოს, ამ ოპე­რა­ცი­ა­ში პო­ლო­ნე­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და ა.შ. უკვე და­ი­წყო შიდა და­ძა­ბუ­ლო­ბა - წვე­ვამ­დე­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს კა­დი­რო­ვე­ლებს აბ­რა­ლე­ბენ, კა­დი­რო­ვე­ლე­ბი - წვე­ვამ­დე­ლებს, უთან­ხმო­ე­ბა ჩა­მო­ვარ­და გე­ნერ­ლებს შო­რი­საც. აქ არის კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი, პუ­ტი­ნი ცდი­ლობს კურსკის ოპე­რა­ცია ეფ-ეს-ბეს გა­და­ა­ბა­როს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სამ­ხედ­რო პი­რებს აღარ ენ­დო­ბა. ჩვენ ვნა­ხეთ ტყვედ აყ­ვა­ნი­ლი წვე­ვამ­დე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰყვე­ბი­ან, რო­გორ მი­ა­ტო­ვეს ისი­ნი მე­თა­უ­რებ­მა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ახლა პუ­ტინ­მა კა-გე-ბეს მე­თო­დე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს და ეფ-ეს-ბემ უკან­და­ხე­ულ სამ­ხედ­რო­ებს ეს­რო­ლოს.

- ამ ყვე­ლა­ფერ­მა რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის "ჩა­ვარ­დნაც" ხომ არ გა­მო­ა­ჩი­ნა?

- რა თქმა უნდა, რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს გა­მო­ე­პა­რათ შე­ტე­ვა, რო­მე­ლიც აშ­კა­რად დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მზად­დე­ბო­და. გარ­და ამი­სა, უკ­რა­ი­ნე­ლებს მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­დათ დო­ნეც­კის ოლ­ქში, ახლა კი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ზე­წო­ლა შემ­ცი­რე­ბუ­ლია. რუ­სე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, მო­ეხ­სნათ ნა­წი­ლე­ბი და სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ უკ­რა­ი­ნის მო­სა­ზღვრე ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­სა­ცა­ვად. ამ ოპე­რა­ცი­ის კი­დევ ერთი სამ­ხედ­რო მი­ზა­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სუ­მის ოლ­ქის­თვის ერ­თგვა­რი ფა­რის შექ­მნაა. უკ­რა­ი­ნის ეს ოლქი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბომ­ბე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მისი სა­სა­ზღვრო რა­ი­ო­ნე­ბი, ბოლო დღე­ებ­ში კი უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს რუ­სე­თის სა­ცე­ცხლე პო­ზი­ცი­ე­ბის სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბა და რუ­სუ­ლი არ­მი­ის საყ­რდე­ნი პუნ­ქტე­ბის არა მარ­ტო აღე­ბა, არა­მედ თვი­თონ­ვე იყე­ნე­ბენ ახლა მათ მტრის წი­ნა­აღ­მდეგ. სუმს ერ­თგვა­რი ფარი გა­უ­კე­თეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, მოს­პეს ის ბა­ზე­ბი, სა­დაც რუ­სე­ბი წვრთნიდ­ნენ ახალ­წვე­უ­ლებს.

- ჩვენ ვხე­დავთ, რომ და­სავ­ლე­ლი ლი­დე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ დრომ­დე უკ­რა­ი­ნას რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ტე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ, ახლა აცხა­დე­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნას აქვს რო­გორც თა­ვის დაც­ვის, ასე­ვე აგ­რე­სო­რი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მე­თიუ მი­ლერ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა კურსკში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ტე­ვით არ არ­ღვევს ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კას. ხომ არ ნიშ­ნავს ეს იმას, რომ და­სავ­ლე­თი უკან აღარ და­ი­ხევს რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში?

- კი, ეს ნამ­დვი­ლად ამას ნიშ­ნავს და უნდა ით­ქვას, რომ და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სწო­რად იქ­ცე­ვი­ან. მათ და­ი­ნა­ხეს, რომ რუ­სეთ­თან არა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა არ ჭრის და გა­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაა. ისი­ნი იმა­საც მიხ­ვდნენ, რომ პუ­ტი­ნის მუ­ქა­რე­ბის მიღ­მა, არა­ფე­რია. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღეთ მო­ცე­მუ­ლო­ბა, რო­დე­საც და­სავ­ლეთ­მა ომის კრი­ტი­კულ ფა­ზა­ში შეს­ვლა გა­და­წყვი­ტა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღეს ყვე­ლა წი­თე­ლი ხაზი გა­და­ლა­ხუ­ლია. და­სავ­ლე­თი უკვე დარ­წმუნ­და, რომ რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბის­თვის ყვე­ლა მე­თო­დი მი­სა­ღე­ბია. სხვა­თა შო­რის, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის კურსკზე შე­ტე­ვის კი­დევ ერთი მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გაც­ვლა იყოს, პრინ­ცი­პით, ყვე­ლა­ფე­რი ყვე­ლა­ფერ­ზე... ამ ყვე­ლაფ­რის კი­დევ ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მხა­რე ის არის, რომ რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბამ სა­კუ­თარ თავ­ზე იწ­ვნია, რა არის ომი. დევ­ნი­ლე­ბის ტალ­ღა მი­ა­წყდა სხვა­დას­ხვა დიდ ქა­ლაქს, ზოგი მოს­კო­ვამ­დეც ჩა­ვი­და, ითხო­ვენ დახ­მა­რე­ბას და ა.შ.

- ცოტა ხნის წინ მოს­კო­ვი კი­ევს მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან იწ­ვევ­და, ოღონდ უკ­რა­ი­ნის­თვის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო პი­რო­ბე­ბით და რა თქმა უნდა, ზე­ლენ­სკიმ ამა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის ფონ­ზე რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, პუ­ტი­ნი­სა და ზე­ლენ­სკის მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დაჯ­დო­მა შეც­ვლი­ლი პი­რო­ბე­ბით?

- რა თქმა უნდა, უკ­რა­ი­ნე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, რომ მათ მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია რუ­სებს გა­უც­ვა­ლონ, მაგ­რამ ახლა არა მგო­ნია, პუ­ტინს მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დაჯ­დო­მა ისევ სურ­დეს. მეტ­საც გე­ტყვით, ის დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და, და­სავ­ლეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­ე­ყი­და იდეა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ. კურსკის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, მოს­კო­ვი ცე­ცხლს ვე­ღარ შე­წყვეტს იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის უკ­რა­ი­ნელ­თა ხელ­ში დარ­ჩე­ნას გა­მო­იწ­ვევს. კონ­ფლიქტს სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხომ ვერ გა­ყი­ნავს?! ე.ი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვენ ვნა­ხეთ უკ­რა­ი­ნელ­თა ბლიცკ­რი­გი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­და­ნაა გად­მო­ტა­ნი­ლი. რუ­სეთს მებ­რძო­ლი ნა­წი­ლე­ბი სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღარ ჰყავს, მათი დიდი ნა­წი­ლი გა­დას­რო­ლი­ლია უკ­რა­ი­ნა­ში და ამას­თა­ნა­ვე, ამ არ­მი­ა­ში უკი­დუ­რე­სად და­ბა­ლია მო­რა­ლუ­რი სული მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ისი­ნი სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ას იცა­ვენ. ჩვენ ხომ ვი­ცით, რუ­სეთ­მა თა­ვი­სი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი, ელი­ტუ­რი ნა­წი­ლე­ბი ომის პირ­ვე­ლი­ვე თვე­ებ­ში კი­ევ­თან, მა­რი­უ­პოლ­სა და ხარ­კოვ­თან ბრძო­ლებ­ში და­კარ­გა...წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
5

საქართველოს გამთლიანებისა და დემოკრატიული წინსვლის გარანტი მხოლოდ ნეიტრალიტეტია!!!

აქა მშვიდობა
1

ამერიკელებს აქვთ გამოთქმა, what goes around comes around. ამის ქართული შესატყვისი იქნება ალბათ რასაც დასთესავ იმას მოიმკიო. ის კოშმარი რაც რუსეთმა ქართველებს ოთხმოცდაათიანებში დაგვიტრიალა იყო რბილად რომ ვთქვათ მათი აბსოლუტური პოლიტიკური სიბეცე და დიდი ბოროტება. კაცის კვლა არ მახარებს, იმისდა მიუხედავად უკრაინელი იქნება ის რუსი თუ მოზამბიკელი, მარამ საკვირველია თავად რუსების ის არგუმენტი რომ უკრაინაში მათი რეიდის მიზანი რუსული ენის სტატუსის დაცვა და რუსი მოსახლეობის მხარდაჭერა იყო. მაშ თავად რატომ შეუწყვეს ხელი აფხაზეთში ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდასა და სრულ გენოციდს? აფხაზეთის ძირძველ ქართულ მიწაზე არა თუ ქართული ენის სტატუსზეა საუბარი, ადამიანებს მხოლოდ იმიტომ კლავდნენ რომ ისინი ეთნიკური ქართველები იყვნენ. ნაცისტებიო, ასე იხსენიებენ რუსები უკრაინელებს, მაგრამ არაფერს ამბობენ აფხაზებსა და ოსებზე და მათგან ქართული მოსახლეობის დევნასა და განადგურებაზე. მშვიდობა მინდა ვუსურვო ყველას, მაგრამ მშვიდობა არ დადგება იქამდე სანამ სამართალი არ იზეიმებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"რუსებისთვის შოკია ის, რომ წვევამდელები უომრად ჩაბარდნენ უკრაინელებს...  არ არის გამორიცხული, პუტინმა კა-გე-ბეს მეთოდები გამოიყენოს და უკანდახეულ სამხედროებს ესროლოს" - ექსპერტი

"რუსებისთვის შოკია ის, რომ წვევამდელები უომრად ჩაბარდნენ უკრაინელებს...  არ არის გამორიცხული, პუტინმა კა-გე-ბეს მეთოდები გამოიყენოს და უკანდახეულ სამხედროებს ესროლოს" - ექსპერტი

უკრაინელების მიერ კურსკის მიმართულებით განხორციელებული შეტევა ისევ გრძელდება. შეტევა 6 აგვისტოს, გამთენიისას დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22-ე მექანიზებული ბრიგადის დანაყოფებმა, გაძლიერებულმა სპეცდანიშნულების რაზმებით, ჯავშანტექნიკითა და მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, საკუთარი არტილერიისა და კამიკაძე-დრონების ინტენსიური მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი კურსკის ოლქის ქალაქ სუჯასთან გადალახეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა რუსეთის პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების მუქარის შემცველი განცხადებები, უკრაინის ხელისუფლება კი მთელი კვირა დუმდა. ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კვ/კმ უკრაინის კონტროლის ქვეშაა. სპეცდანიშნულების რაზმი BRAVO Team აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლს ექვემდებარება კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა.

  • როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე ამბობს, თავიდან ცოტა ბუნდოვანი იყო, რა ტიპის სამხედრო მოქმედებებთან გვქონდა საქმე, თითქოს უფრო რეიდს ჰგავდა, მაგრამ ახლა სურათი უფრო ნათელია.

- სწორი სტრატეგია იყო ოპერაციის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოება. 2023 წელს წინასწარ საუბრობდნენ კონტრშეტევაზე და რუსები კარგად მომზადებულები დახვდნენ. ახლა ამის საპირისპირო ხდება, გარკვევით არც გეგმების შესახებ საუბრობენ და არც მიზნების. რუსეთი, რომელიც კიევის აღებას სამ დღეში აპირებდა, ახლა საკუთარ ტერიტორიასაც კი ვეღარ იცავს და ეს უკვე კარგი შედეგია. მსოფლიომ დაინახა, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება სავსებით შესაძლებელია, თანაც მისივე ტერიტორიაზე. გამოდის, რომ რუსეთს, რომელიც მილიარდებს ყრის უკრაინის წინააღმდეგ ომში, საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია?!

- ეს ამბავი პროცესების როგორ განვითარებას გამოიწვევს თავად რუსეთში?

- პროცესი უკვე დაიწყო - ომი უკვე რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა, რუსეთის არმია უკვე საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვის, რაც შოკია მათთვის. ასევე შოკია ის, რომ წვევამდელები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე იყვნენ, ფაქტობრივად, უომრად ჩაბარდნენ უკრაინელებს მას შემდეგ, რაც მათი ხელმძღვანელობის ნაწილი გაიქცა, ნაწილის კი ლიკვიდაცია მოხდა. პროპაგანდისტებს ალაპარაკებენ, რომ თითქოს, ამ ოპერაციაში პოლონელებიც მონაწილეობენ და ა.შ. უკვე დაიწყო შიდა დაძაბულობა - წვევამდელები ყველაფერს კადიროველებს აბრალებენ, კადიროველები - წვევამდელებს, უთანხმოება ჩამოვარდა გენერლებს შორისაც. აქ არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, პუტინი ცდილობს კურსკის ოპერაცია ეფ-ეს-ბეს გადააბაროს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამხედრო პირებს აღარ ენდობა. ჩვენ ვნახეთ ტყვედ აყვანილი წვევამდელები, რომლებიც ჰყვებიან, როგორ მიატოვეს ისინი მეთაურებმა. არ არის გამორიცხული, ახლა პუტინმა კა-გე-ბეს მეთოდები გამოიყენოს და ეფ-ეს-ბემ უკანდახეულ სამხედროებს ესროლოს.

- ამ ყველაფერმა რუსეთის სპეცსამსახურების "ჩავარდნაც" ხომ არ გამოაჩინა?

- რა თქმა უნდა, რუსულ სპეცსამსახურებს გამოეპარათ შეტევა, რომელიც აშკარად დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. გარდა ამისა, უკრაინელებს მძიმე მდგომარეობა ჰქონდათ დონეცკის ოლქში, ახლა კი ამ ტერიტორიაზე ზეწოლა შემცირებულია. რუსები იძულებული გახდნენ, მოეხსნათ ნაწილები და საკუთარ ტერიტორიაზე დაებრუნებინათ უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიების დასაცავად. ამ ოპერაციის კიდევ ერთი სამხედრო მიზანი, სავარაუდოდ, სუმის ოლქისთვის ერთგვარი ფარის შექმნაა. უკრაინის ეს ოლქი თვეების განმავლობაში იბომბებოდა, განსაკუთრებით მისი სასაზღვრო რაიონები, ბოლო დღეებში კი უკრაინელებმა მოახერხეს რუსეთის საცეცხლე პოზიციების სრული განადგურება და რუსული არმიის საყრდენი პუნქტების არა მარტო აღება, არამედ თვითონვე იყენებენ ახლა მათ მტრის წინააღმდეგ. სუმს ერთგვარი ფარი გაუკეთეს, ფაქტობრივად, მოსპეს ის ბაზები, სადაც რუსები წვრთნიდნენ ახალწვეულებს.

- ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლელი ლიდერები, რომლებიც ამ დრომდე უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის განხორციელების უფლებას არ აძლევდნენ, ახლა აცხადებენ, რომ უკრაინას აქვს როგორც თავის დაცვის, ასევე აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების განხორციელების უფლება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა კი განაცხადა, რომ უკრაინა კურსკში განხორციელებული შეტევით არ არღვევს ამერიკის პოლიტიკას. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ დასავლეთი უკან აღარ დაიხევს რუსეთთან მიმართებაში?

- კი, ეს ნამდვილად ამას ნიშნავს და უნდა ითქვას, რომ დასავლელი პოლიტიკოსები სწორად იქცევიან. მათ დაინახეს, რომ რუსეთთან არანაირი მოლაპარაკება არ ჭრის და გამოსავალი მხოლოდ ძალის გამოყენებაა. ისინი იმასაც მიხვდნენ, რომ პუტინის მუქარების მიღმა, არაფერია. შესაბამისად, მივიღეთ მოცემულობა, როდესაც დასავლეთმა ომის კრიტიკულ ფაზაში შესვლა გადაწყვიტა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყველა წითელი ხაზი გადალახულია. დასავლეთი უკვე დარწმუნდა, რომ რუსეთის დამარცხებისთვის ყველა მეთოდი მისაღებია. სხვათა შორის, უკრაინელების კურსკზე შეტევის კიდევ ერთი მიზანი შეიძლება ტერიტორიების გაცვლა იყოს, პრინციპით, ყველაფერი ყველაფერზე... ამ ყველაფრის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე ის არის, რომ რუსეთის მოსახლეობამ საკუთარ თავზე იწვნია, რა არის ომი. დევნილების ტალღა მიაწყდა სხვადასხვა დიდ ქალაქს, ზოგი მოსკოვამდეც ჩავიდა, ითხოვენ დახმარებას და ა.შ.

- ცოტა ხნის წინ მოსკოვი კიევს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევდა, ოღონდ უკრაინისთვის არასახარბიელო პირობებით და რა თქმა უნდა, ზელენსკიმ ამაზე უარი განაცხადა. ამ მოცემულობის ფონზე რამდენად შესაძლებელია, პუტინისა და ზელენსკის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა შეცვლილი პირობებით?

- რა თქმა უნდა, უკრაინელებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ მათ მიერ დაკავებული ტერიტორია რუსებს გაუცვალონ, მაგრამ ახლა არა მგონია, პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ისევ სურდეს. მეტსაც გეტყვით, ის დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, დასავლეთში წარმატებულად გაეყიდა იდეა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. კურსკის ოპერაციის შემდეგ, მოსკოვი ცეცხლს ვეღარ შეწყვეტს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის ტერიტორიის უკრაინელთა ხელში დარჩენას გამოიწვევს. კონფლიქტს საკუთარ ტერიტორიაზე ხომ ვერ გაყინავს?! ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვნახეთ უკრაინელთა ბლიცკრიგი, რომელიც პირდაპირ სახელმძღვანელოდანაა გადმოტანილი. რუსეთს მებრძოლი ნაწილები საკუთარ ტერიტორიაზე აღარ ჰყავს, მათი დიდი ნაწილი გადასროლილია უკრაინაში და ამასთანავე, ამ არმიაში უკიდურესად დაბალია მორალური სული მაშინაც კი, როდესაც ისინი საკუთარ ტერიტორიას იცავენ. ჩვენ ხომ ვიცით, რუსეთმა თავისი ყველაზე ძლიერი, ელიტური ნაწილები ომის პირველივე თვეებში კიევთან, მარიუპოლსა და ხარკოვთან ბრძოლებში დაკარგა...წაიკითხეთ ასევე

წაიკითხეთ ასევე: