კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან აფხაზეთში დაკავებული ქართველები და რა ხდება ცნობილი? - "იარაღი აშკარად ჩადებულს ჰგავს. ეს ყველაფერი სიტუაციის დასამძიმებლად არის გაკეთებული"
ვინ არიან აფხაზეთში დაკავებული ქართველები და რა ხდება ცნობილი? - "იარაღი აშკარად ჩადებულს ჰგავს. ეს ყველაფერი სიტუაციის დასამძიმებლად არის გაკეთებული"

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის სო­ფელ მე­ო­რე ოტო­ბა­ი­ა­ში 2 ქარ­თვე­ლი, რე­მი­კო ჭი­თა­ნა­ვა და მურ­თაზ ჭი­თა­ნა­ვა და­ა­კა­ვეს.

20 აგ­ვის­ტოს, აფხა­ზურ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის სო­ფელ მე­ო­რე ოტო­ბა­ი­ა­ში 2 ქარ­თვე­ლის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე. მათი ცნო­ბით, თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ აფხა­ზეთ­ში "უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის არხი გა­და­კე­ტა“.

მათი მტკი­ცე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებს "ჰქონ­დათ აფხა­ზეთ­ში ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა“ და ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა­ში.

"მათ შინა მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია F1 ტი­პის ხელ­ყუმ­ბა­რა, RGD ტი­პის 5 ხელ­ყუმ­ბა­რა, ტრო­ტი­ლი 1600 გ, პლას­ტი­კუ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა - 45 გ, სხვა­დას­ხვა კა­ლიბ­რის ვაზ­ნე­ბი, ასე­ვე დო­ლა­რის კუ­პი­უ­რე­ბის დას­ტა", - ნათ­ქვა­მია დე ფაქ­ტო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

21 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

"უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა მო­ახ­დი­ნა ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა. ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი და აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიზ­ნით.

სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბი არ­თუ­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას და უკი­დუ­რე­სად აზი­ა­ნებს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის უპი­რო­ბო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დობ­რივ და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ არა­ერ­თგზის და­ა­ფიქ­სი­რა კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია და დაგ­მო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი პრაქ­ტი­კა, რაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მკვიდ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­სა და სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ყვე­ლა დესტრუქ­ცი­ულ ქმე­დე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლას“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამ სა­კი­თხზე გვე­სა­უბ­რე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი, პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი:

- ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. რაც ვი­ცით, ეს სო­ხუ­მი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა - ეს ხალ­ხი თით­ქოს ხელს უწყობ­და ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დაყ­ვა­ნას ზუგ­დი­დი­დან გა­ლის რა­ი­ონ­ში, ყვე­ლა, ვი­საც მე ვიც­ნობ, მი­იჩ­ნევს, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა სი­მარ­თლეც იყოს, მაგ­რამ ეჭ­ვებს ბა­დებს ია­რა­ღი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის "აღ­მო­ჩე­ნა"... ხალ­ხის გა­დაყ­ვა­ნას­თან რა სა­ერ­თო აქვს ია­რა­ღის შე­ნახ­ვას, პი­რი­ქით, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ია­რაღს ამ ფორ­მით, წე­სით, არ შე­ი­ნა­ხავ­დნენ. აშ­კა­რად ჩა­დე­ბულს ჰგავს და ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ტუ­ა­ცი­ის და­სამ­ძი­მებ­ლად არის გა­კე­თე­ბუ­ლი...

რომ შე­ვა­ფა­სო, ზო­გა­დად, სი­ტუ­ა­ცია აფხა­ზეთ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, მსგავ­სი ამ­ბე­ბი ხდე­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლად. ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მუდ­მი­ვად არის საქ­მე აღ­ძრუ­ლი, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა არ მო­ა­დუ­ნონ. ეს, სამ­წუ­ხა­როდ, არის პო­ლი­ტი­კუ­რად შე­კე­რი­ლი ამ­ბე­ბი და ვი­ნა­ი­დან არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი დი­ა­ლო­გე­ბი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე, ამი­ტომ, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ­სად შევ­ძლებთ ამ სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მსგავ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ გა­ლის რა­ი­ონ­ში, ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია ის ფაქ­ტი, რომ ეს სა­კი­თხე­ბი ასე მიგ­დე­ბუ­ლი და მიშ­ვე­ბუ­ლია ქარ­თვე­ლე­ბის მხრი­დან და არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი ინ­სტი­ტუ­ტი ამ სა­კი­თხის ფარ­თოდ გან­ხილ­ვის­თვის, მხო­ლოდ ლა­პა­რა­კია რა­ღაც ჰი­პო­თე­ზურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე… სად ჩანს ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი? ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ.

ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც ეს სა­კი­თხე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია მოგ­ვარ­დეს, მე­ტიც, უნდა გვარ­დე­ბო­დეს, არის ჟე­ნე­ვა, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა 3 თვე­ში ერთხელ და ისიც პო­ლი­ტი­კურ და არა ასეთ ადა­მი­ა­ნურ დო­ნე­ზე დაყ­ვა­ნილ სა­კი­თხებ­ზე. არ არ­სე­ბობს პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტი თბი­ლი­სი-სო­ხუ­მის დო­ნე­ზე, ეს, რა თქმა უნდა, არ ამ­ცი­რებს აფხა­ზუ­რი მხა­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმა­ზე, რა­საც აკე­თე­ბენ...

  • გა­ნახ­ლე­ბა: 16:19

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოტო­ბა­ი­ა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი და­ა­კა­ვეს. წა­ი­კი­თხეთ უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა სრუ­ლად

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვი­ლი

ავტორი:

ვინ არიან აფხაზეთში დაკავებული ქართველები და რა ხდება ცნობილი? - "იარაღი აშკარად ჩადებულს ჰგავს. ეს ყველაფერი სიტუაციის დასამძიმებლად არის გაკეთებული"

ვინ არიან აფხაზეთში დაკავებული ქართველები და რა ხდება ცნობილი? - "იარაღი აშკარად ჩადებულს ჰგავს. ეს ყველაფერი სიტუაციის დასამძიმებლად არის გაკეთებული"

ოკუპირებული გალის სოფელ მეორე ოტობაიაში 2 ქართველი, რემიკო ჭითანავა და მურთაზ ჭითანავა დააკავეს.

20 აგვისტოს, აფხაზურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, ოკუპირებული გალის სოფელ მეორე ოტობაიაში 2 ქართველის დაკავების თაობაზე. მათი ცნობით, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ აფხაზეთში "უცხო ქვეყნის მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის არხი გადაკეტა“.

მათი მტკიცებით, დაკავებულებს "ჰქონდათ აფხაზეთში ბინადრობის ნებართვა“ და ეხმარებოდნენ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.

"მათ შინა მეურნეობებში აღმოჩენილია F1 ტიპის ხელყუმბარა, RGD ტიპის 5 ხელყუმბარა, ტროტილი 1600 გ, პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება - 45 გ, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, ასევე დოლარის კუპიურების დასტა", - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

21 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

"უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება.

საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ საკითხზე გვესაუბრება პოლიტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი:

- ჯერჯერობით არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს. რაც ვიცით, ეს სოხუმიდან გავრცელებული ინფორმაციაა - ეს ხალხი თითქოს ხელს უწყობდა ადამიანების გადაყვანას ზუგდიდიდან გალის რაიონში, ყველა, ვისაც მე ვიცნობ, მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება სიმართლეც იყოს, მაგრამ ეჭვებს ბადებს იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების "აღმოჩენა"... ხალხის გადაყვანასთან რა საერთო აქვს იარაღის შენახვას, პირიქით, ეს ადამიანები იარაღს ამ ფორმით, წესით, არ შეინახავდნენ. აშკარად ჩადებულს ჰგავს და ეს ყველაფერი სიტუაციის დასამძიმებლად არის გაკეთებული...

რომ შევაფასო, ზოგადად, სიტუაცია აფხაზეთში, სამწუხაროდ, მსგავსი ამბები ხდება რეგულარულად. ქართველების წინააღმდეგ, მუდმივად არის საქმე აღძრული, რათა საზოგადოების ყურადღება არ მოადუნონ. ეს, სამწუხაროდ, არის პოლიტიკურად შეკერილი ამბები და ვინაიდან არ არსებობს არანაირი ქართულ-აფხაზური დიალოგები და ურთიერთობები პოლიტიკურ დონეზე, ამიტომ, სამწუხაროდ, ვერსად შევძლებთ ამ საკითხების მოგვარებას. ჩემთვის მიუღებელია მსგავსი დამოკიდებულება ქართველი მოსახლეობის მიმართ გალის რაიონში, ასევე მიუღებელია ის ფაქტი, რომ ეს საკითხები ასე მიგდებული და მიშვებულია ქართველების მხრიდან და არ არსებობს არავითარი ინსტიტუტი ამ საკითხის ფართოდ განხილვისთვის, მხოლოდ ლაპარაკია რაღაც ჰიპოთეზურ ურთიერთობებზე… სად ჩანს ეს ურთიერთობები? ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ ურთიერთობების შესახებ.

ერთადერთი ადგილი, სადაც ეს საკითხები შესაძლებელია მოგვარდეს, მეტიც, უნდა გვარდებოდეს, არის ჟენევა, რომელიც ტარდება 3 თვეში ერთხელ და ისიც პოლიტიკურ და არა ასეთ ადამიანურ დონეზე დაყვანილ საკითხებზე. არ არსებობს პირდაპირი კონტაქტი თბილისი-სოხუმის დონეზე, ეს, რა თქმა უნდა, არ ამცირებს აფხაზური მხარის პასუხისმგებლობას იმაზე, რასაც აკეთებენ...

  • განახლება: 16:19

სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში კიდევ ერთი ქართველი დააკავეს. წაიკითხეთ უწყების განცხადება სრულად

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი