კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჭადრაკის თამაშში უბრალოდ პაიკი ვიყავი" - რუსი თინეიჯერი, რომელიც პუტინის დაქირავებულ მკვლელზე გაცვალეს
"ჭადრაკის თამაშში უბრალოდ პაიკი ვიყავი" - რუსი თინეიჯერი, რომელიც პუტინის დაქირავებულ მკვლელზე გაცვალეს

კბი­ლის ჯაგ­რი­სი­თა და პას­ტით ხელ­ში, კე­ვინ ლიკი მე-14 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის კო­ლო­ნი­ის მთა­ვარ ოფის­ში, არ­ხან­გელსკთან ახ­ლოს, რუ­სე­თის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით, ექ­ვსი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მო­ლო­დინ­ში. 19 წლის ბიჭი ამ­ბობს, რომ კვი­რა სა­ღა­მოს, 28 ივ­ლისს, წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, რა მოხ­დე­ბო­და.

"ალ­ბათ, და­სახ­ვრე­ტად მიგ­ყა­ვართ", - უთხრა მან კო­ლო­ნი­ის დი­რექ­ტორს.

"ნუ ღე­ლავ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა", - იყო პა­სუ­ხი.

კე­ვი­ნის თქმით, იგი­ვე უთხრა რუ­სე­თის FSB-ის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცერ­მა წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ, სა­ნამ მას და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ.

"კო­ლო­ნი­ა­ში ბევ­რი წონა დავ­კარ­გე", - აღ­ნიშ­ნავს ის მორ­ცხვად BBC-სთვის ვი­დეო ზა­რით მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში. კე­ვი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 1.9 მ სი­მაღ­ლი­საა, მაგ­რამ მხო­ლოდ 70კგ-ს იწო­ნის.

  • ამე­რი­კელ ჟურ­ნა­ლისტ ევან გერშკო­ვიჩ­თან ერ­თად, ის 16 ადა­მი­ა­ნი­დან ერთ-ერ­თია, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­მა 1-ელ აგ­ვის­ტოს აშშ-სთან და სხვა და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­თან პა­ტიმ­რე­ბის გაც­ვლის დროს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

თი­ნე­ი­ჯე­რი - ორ­მა­გი, რუ­სუ­ლი და გერ­მა­ნუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბით - გა­სულ წელს და­ა­პა­ტიმ­რეს, რო­დე­საც ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი გახ­და თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სე­თის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც ღა­ლა­ტის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს.

კი­თხვა­ზე, უფრო რუ­სად თვლის თავს თუ გერ­მა­ნე­ლად, პა­სუ­ხობს: "ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი კი­თხვაა".

კე­ვი­ნი 2005 წელს მონ­ტა­ბა­ურ­ში, გერ­მა­ნი­ის და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში და­ი­ბა­და. მისი რუსი დედა, ვიქ­ტო­რია, გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე­ზე და­ქორ­წინ­და და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქორ­წი­ნე­ბა არ გაგ­რძელ­და, ის და მისი შვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩნენ.

დედა-შვი­ლი ყო­ველ ორ წე­ლი­წად­ში სტუმ­რობ­დნენ რუ­სეთს, სა­ნამ ვიქ­ტო­რი­ამ არ გა­და­წყვი­ტა, რომ სა­მუ­და­მოდ უნ­დო­და დაბ­რუ­ნე­ბა - მას ნა­თე­სა­ვე­ბი და მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქი, მა­ი­კო­პი ენატ­რე­ბო­და. 2017 წელს კე­ვი­ნი 12 წლის იყო, რო­დე­საც იქ გა­და­ვიდ­ნენ.

ისი­ნი ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბან­ში ცხოვ­რობ­დნენ, ბი­ნა­ში, სა­ი­და­ნაც მთე­ბი და სამ­ხედ­რო ბაზა ჩან­და. კე­ვი­ნი ამ­ბობს, რომ ბუ­ნე­ბა­ში სე­ირ­ნო­ბა და თა­ვი­სი ჰერ­ბა­რი­უ­მის­თვის მცე­ნა­რე­ე­ბის შეგ­რო­ვე­ბა უყ­ვარ­და, ასე­ვე სკო­ლა­ში სწავ­ლა.

ბევ­რი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი აქვს ეროვ­ნუ­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი აკა­დე­მი­უ­რი კონ­კურ­სე­ბი­დან, რომ­ლებ­შიც გა­ი­მარ­ჯვა.

ამ­ბობს, რომ 2018 წლის რუ­სე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­მა პო­ლი­ტი­კის მი­მართ მისი ინ­ტე­რე­სი გა­აღ­ვი­ვა. დე­და­მი­სი - სა­ჯა­რო სექ­ტო­რის ჯან­დაც­ვის მუ­შა­კი - სახ­ლში მო­ვი­დო­და და იტყო­და, რომ ის და მისი კო­ლე­გე­ბი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე ავ­ტო­ბუ­სით მიჰ­ყავ­დათ, სა­დაც ეუბ­ნე­ბოდ­ნენ: "ხმა მი­ე­ცით პუ­ტინს, თო­რემ პრე­მი­ას წა­გარ­თმევთ."

მა­შინ მხო­ლოდ 12 წლის იყო, მაგ­რამ, რომ ეს­მო­და, რომ "რუ­სეთ­ში თით­ქმის არ იყო დე­მოკ­რა­ტია". კე­ვი­ნი ბრაზ­დე­ბო­და, რომ მისი სკო­ლის თით­ქმის ყვე­ლა საკ­ლა­სო ოთახ­ში პუ­ტი­ნის პორ­ტრე­ტი ეკი­და.

"მუდ­მი­ვად გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სკო­ლა პო­ლი­ტი­კის ად­გი­ლი არ არის. უბ­რა­ლოდ, არას­წო­რია პორ­ტრე­ტე­ბის ჩა­მო­კი­დე­ბა და პი­როვ­ნე­ბის კულ­ტის ასე­თი პრო­პა­გან­და," - აღ­ნიშ­ნავს ის.

ერთი ან ორი წლის შემ­დეგ, პუ­ტი­ნის სას­კო­ლო პორ­ტრე­ტი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის პორ­ტრე­ტით შეც­ვა­ლა.

"ერ­თმა მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­თხრა, რომ სტა­ლი­ნის დროს დამ­ხვრეტ­დნენ," - იხ­სე­ნებს კე­ვი­ნი. ხოლო თა­ნაგ­რძნო­ბით გან­წყო­ბილ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, რო­გორც ამ­ბობს, ურ­ჩია, ფრთხი­ლად ყო­ფი­ლი­ყო.

დე­და­მი­სი სკო­ლა­ში გა­მო­ი­ძა­ხეს: "და­ტუქ­სეს, უყ­ვი­რეს," - ამ­ბობს ის. BBC-მ სკო­ლას სთხო­ვა კო­მენ­ტა­რი, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ მი­უ­ღია.

  • პიცა ხელ­ბორ­კი­ლე­ბის გა­რე­შე

რო­დე­საც კე­ვი­ნი სკო­ლის ბოლო წელს უახ­ლოვ­დე­ბო­და, დე­და­მის­მა გა­და­წყვი­ტა, რომ გერ­მა­ნი­ა­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ. ამ დრო­ის­თვის რუ­სეთს უკ­რა­ი­ნა უკვე და­პყრო­ბი­ლი ჰქონ­და და ქვეყ­ნი­დან სა­მუ­და­მოდ წა­სას­ვლე­ლად, კე­ვი­ნის სა­ხე­ლი სამ­ხედ­რო რე­გის­ტრა­ცი­ი­დან უნდა ამო­ე­ღოთ.

ვიქ­ტო­რია გაწ­ვე­ვის ოფის­ში შვი­ლის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მო­საგ­ვა­რებ­ლად და­ი­ბა­რეს. 2023 წლის 9 თე­ბერ­ვალს მი­ვი­და და პო­ლი­ცია დახ­ვდა. კე­ვი­ნი ამ­ბობს, რომ დე­და­მი­სი სა­ჯა­როდ გი­ნე­ბა­ში უსა­ფუძ­ვლოდ და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. მას 10 დღით პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა, რაც ნიშ­ნავ­და, რომ წას­ვლის გეგ­მე­ბი უნდა გა­და­ე­დოთ.

მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი კე­ვი­ნი სკო­ლა­ში აღარ და­დი­ო­და. ერთ დღეს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით გა­ვი­და გა­რეთ და ამ­ბობს, რომ რო­დე­საც ბი­ნა­ში დაბ­რუნ­და, "ნივ­თე­ბი გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი იყო".

რო­დე­საც ვიქ­ტო­რია გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მათ გერ­მა­ნი­ა­ში წას­ვლა სო­ჭი­დან სცა­დეს, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტია. კე­ვი­ნის თქმით, სას­ტუმ­რო­ში შეს­ვლის შემ­დეგ, წა­სა­ხემ­სებ­ლად გა­ვიდ­ნენ და შე­ამ­ჩნია კაცი სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბი­თა და კა­პი­უ­შო­ნით, რო­მე­ლიც მათ ტე­ლე­ფონ­ზე იღებ­და. რამ­დე­ნი­მე წამ­ში მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი გა­ჩერ­და.

"რვა ან ცხრა FSB-ს ოფი­ცე­რი გად­მოხ­ტა. ერ­თმა მკლავ­ში ჩა­მავ­ლო ხელი. მე­ო­რე მო­ვი­და, თა­ვი­სი პი­რა­დო­ბა მაჩ­ვე­ნა და თქვა: “თქვენ წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა 275-ე მუხ­ლით: ღა­ლა­ტი”.

"შო­კის­გან თვა­ლე­ბი გა­მი­ფარ­თოვ­და."

მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­მა ისი­ნი სას­ტუმ­რო­ში წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც ბარ­გი აი­ღეს. მა­ი­კოპ­ში უნომ­რო მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს და პი­ცე­რი­ა­ში წა­იყ­ვა­ნეს.

"პიცა შე­უკ­ვე­თეს და შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს. ხელ­ბორ­კი­ლე­ბი არ და­უ­დი­ათ. გო­ნე­ბა­ში ყვე­ლა­ფერ­ზე ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ ვერ გა­ვი­გე, ღა­ლა­ტი რო­გორ ჩა­ვი­დი­ნე," - ამ­ბობს კე­ვი­ნი.

იკი­თხა, ცი­ხე­ში თუ ჩას­ვამ­დნენ. "ნუ ღე­ლავ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა," - იყო პა­სუ­ხი.

კე­ვინს FSB-ს ყო­ფი­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­კი, ვა­დიმ კრა­სი­კო­ვი გა­ახ­სენ­და, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბას იხ­დი­და, ბერ­ლინ­ში კრემ­ლის ბრძა­ნე­ბით კა­ცის მკვლე­ლო­ბის­თვის. და­ი­წყო ფიქ­რი, ხომ არ გეგ­მავ­და რუ­სე­თი მის - გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქის - "მძევ­ლად" გა­მო­ყე­ნე­ბას კრა­სი­კო­ვის და­საბ­რუ­ნებ­ლად.

  • “ეს ჭად­რა­კის თა­მა­შია - სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა არ ყო­ფი­ლა”

სახ­ლში შუ­ა­ღა­მი­სას დაბ­რუნ­დნენ. FSB-ს ოფიც­რებ­მა ბი­ნის ჩხრე­კი­სას ვი­დეო გა­და­ი­ღეს.

მათ გა­ტე­ხი­ლი ტე­ლეს­კო­პი იპო­ვეს - ძვე­ლი და­ბა­დე­ბის დღის სა­ჩუ­ქა­რი დე­დის­გან.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეჭვი ჰქონ­და, რომ კე­ვი­ნი ტე­ლეს­კოპს თა­ვი­სი ფან­ჯრი­დან სამ­ხედ­რო მან­ქა­ნე­ბის გა­და­სა­ღე­ბად იყე­ნებ­და, რათა გერ­მა­ნი­ის დაზ­ვერ­ვის­თვის გა­ეგ­ზავ­ნა. მათ მისი ტე­ლე­ფო­ნი და ლეპ­ტო­პი აი­ღეს და ბა­ზის სუ­რა­თე­ბი იპო­ვეს.

  • კე­ვი­ნი თა­ვი­სუფ­ლად აღი­ა­რებს, რომ გა­და­ი­ღო ფო­ტო­ე­ბი, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ არ ჰქონ­და გან­ზრახ­ვა, ისი­ნი ვინ­მეს­თვის გა­და­ე­ცა. დი­ლის 3 სა­ათ­ზე, კე­ვი­ნი ად­გი­ლობ­რივ FSB-ს შე­ნო­ბა­ში და­სა­კი­თხად წა­იყ­ვა­ნეს. რად­გან მხო­ლოდ 17 წლის იყო, დე­და­მი­სი ახ­ლდა.

კე­ვი­ნის თქმით, მის­თვის მი­ჩე­ნილ­მა ად­ვო­კატ­მა პირ­და­პირ უთხრა, რომ სას­ჯე­ლის შე­სამ­ცი­რებ­ლად და­ნა­შა­უ­ლი უნდა ეღი­ა­რე­ბი­ნა. ინ­ტერ­ვი­უ­ში ის დე­ტა­ლუ­რად თვლის რუ­სე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის დე­ტა­ლებს და იყე­ნებს იუ­რი­დი­ულ ტერ­მი­ნებს, რათა ახ­სნას, რა­ტომ იყო უსა­მარ­თლოდ ბრალ­დე­ბუ­ლი. მაგ­რამ მა­შინ წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, რო­გორ გამ­კლა­ვე­ბო­და სი­ტუ­ა­ცი­ას.

აღი­ა­რე­ბა უკვე და­ბეჭ­დი­ლი იყო და კე­ვი­ნი ხე­ლის მო­წე­რას და­თან­ხმდა, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინა­ნა. ამ­ბობს, რომ ეში­ნო­და, თუ ხელს არ მო­ა­წერ­და, "საქ­მე უა­რე­სად წა­ვი­დო­და, რად­გან შე­იძ­ლე­ბო­და, დე­და­ჩემ­ზე ზე­წო­ლა და­ე­წყოთ". FSB-ს გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა უთხრათ, რომ ჰქონ­დათ უფ­ლე­ბა, ბინა და­ე­ყა­და­ღე­ბი­ნა.

"ჩვე­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლე იყო," - ამ­ბობს ის, - "ეს ჭად­რა­კის თა­მა­შია, ნა­თე­ლი იყო, რომ არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა არ არ­სე­ბობ­და."

რად­გან ის ჯერ კი­დევ არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო, სპე­ცი­ა­ლურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კრას­ნო­დარ­ში წა­იყ­ვა­ნეს და სა­კან­ში მარ­ტო მო­ა­თავ­სეს. ვერ და­ი­ძი­ნა.

"საჭ­მე­ლი მო­მი­ტა­ნეს, მაგ­რამ ვერ ვჭამ­დი. ძა­ლი­ან მინ­დო­და დე­და­ჩე­მის ნახ­ვა."

რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, რო­დე­საც 18 წელი შე­უს­რულ­და, კრას­ნო­და­რის გა­რე­უ­ბან­ში, სხვა ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც სხვა პა­ტიმ­რებ­თან ერ­თად მო­ა­თავ­სეს.

კე­ვი­ნი ამ­ბობს, რომ ში­შე­ბი და­ე­წყო მას შემ­დეგ, რაც პა­ტიმ­რე­ბის ჯგუფ­მა სცე­მა. "ხე­ლე­ბი შე­მიკ­რეს, მცე­მეს და სი­გა­რე­ტიც კი ჩა­მაწ­ვეს. ისე ძლი­ე­რად და­მარ­ტყეს გულ­მკერ­დში, რომ სუნ­თქვა გა­მი­ჭირ­და."

ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მისი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას გა­ნაგ­რძობ­და. მის­მა კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­მა მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა მის­ცა და ამ­ტკი­ცებ­და, რომ რო­დე­საც აკა­დე­მი­ურ კონ­კურ­სზე მოს­კოვ­ში წა­ვიდ­ნენ, კე­ვინს გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო­ში წას­ვლა სურ­და, რომ დაზ­ვერ­ვის ოფიც­რებს და­კავ­ში­რე­ბო­და. კე­ვი­ნის თქმით, მას მხო­ლოდ გერ­მა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის აღე­ბა უნ­დო­და, რად­გან 16 წელი შე­უს­რულ­და.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ექ­სპერ­ტმა კე­ვი­ნის გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­ა­ა­ნა­ლი­ზა და და­ას­კვნა, რომ ისი­ნი სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენ­დნენ, მაგ­რამ უცხო­ურ ხელ­ში შე­იძ­ლე­ბო­და, რუ­სე­თის­თვის ზი­ა­ნი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ.

FSB-ს საქ­მე­ში ასე­ვე შე­ტა­ნი­ლი იყო დე­ტა­ლე­ბი რუ­სეთ­ში ბავ­შვო­ბის მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ, მათ შო­რის, რო­დე­საც ის ორი წლის იყო. კე­ვი­ნი ამ­ბობს, რომ ასე­ვე გა­ი­გო, რომ მის ტე­ლე­ფონს ჯერ კი­დევ 2021 წლი­დან უს­მენ­დნენ.

მისი და­პა­ტიმ­რე­ბი­დან ათი თვის შემ­დეგ, 2023 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს, ის ღა­ლატ­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის კო­ლო­ნი­ა­ში ოთხი წელი მი­უ­სა­ჯეს.

დე­და­მი­სის გარ­და, არა­ვინ, ვი­საც მა­ი­კოპ­ში იც­ნობ­და, და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ არ და­კავ­ში­რე­ბია, მაგ­რამ რაც მე­დი­ამ მისი საქ­მე გა­ა­შუ­ქა, უცხო ადა­მი­ა­ნებ­მა წე­რი­ლე­ბი მის­წე­რეს.

"წე­რი­ლე­ბი ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა," - ამ­ბობს ის, - "ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე 60 ბა­რა­თი მი­ვი­ღე. მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, რომ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის მე­პა­სუ­ხა."

წე­რი­ლე­ბი და ბა­რა­თე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­მო­არ­თვეს. კე­ვი­ნის მოგ­ზა­უ­რო­ბა არ­ხან­გელსკის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის კო­ლო­ნი­ა­ში ერთი თვე გაგ­რძელ­და, სხვა­დას­ხვა ცი­ხის გავ­ლით. ის იქ მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნი­სის ბო­ლოს ჩა­ვი­და. მომ­დევ­ნო კვი­რებ­ში დროს კი­თხვა­სა და სწავ­ლა­ში ატა­რებ­და.

  • “ზედ­მე­ტად კარ­გი იმის­თვის, რომ სი­მარ­თლე ყო­ფი­ლი­ყო"

”უცებ, სამ­შა­ბათს, 23 ივ­ლისს, აბა­ნო­დან გა­მოს­ვლი­სას, უფ­რო­სი ცი­ხის ოფი­ცე­რი მი­უ­ახ­ლოვ­და და უთხრა, რომ 20 წუთი ჰქონ­და, რათა საპ­რე­ზი­დენ­ტო შე­წყა­ლე­ბის­თვის "სას­წრა­ფოდ და­ე­წე­რა პე­ტი­ცია". კე­ვი­ნი ასეც მო­იქ­ცა.

28-ში ცი­ხის ოფი­ცერ­მა გა­ა­ჩე­რა და უთხრა, აეღო კბი­ლის ჯაგ­რი­სი, კა­ლა­მი და ჩუს­ტე­ბი.

"რო­გორც წესი, ამ ნაკ­რებს იღებ, რო­დე­საც სა­ჯა­რი­მო სა­კან­ში გსვა­მენ," - ხსნის კე­ვი­ნი. მაგ­რამ ამის ნაც­ვლად, ის ოფის­ში ჩა­კე­ტეს.

ორ­შა­ბათს, 29-ის დი­ლის 1 სა­ათ­ზე, მის წა­საყ­ვა­ნად მო­ვიდ­ნენ.

გაც­ვლის აზრი კე­ვინს უტ­რი­ა­ლებ­და, მაგ­რამ მე­ტის­მე­ტად კარ­გი ჩან­და იმის­თვის, რომ სი­მარ­თლე ყო­ფი­ლი­ყო.

  • ის მოს­კოვ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც 1-ელ აგ­ვის­ტომ­დე ცი­ხე­ში იყო. შემ­დეგ თვითმფრი­ნავ­ში ჩას­ვეს სხვა პა­ტიმ­რებ­თან ერ­თად, რომ­ლებ­საც ცვლიდ­ნენ.

კე­ვი­ნის თქმით, მის­თვის არას­დროს უთ­ქვამთ პირ­და­პირ, რომ გა­საც­ვლე­ლად მიჰ­ყავ­დათ, მაგ­რამ იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც თურ­ქე­თის­კენ მი­მა­ვალ თვითმფრი­ნავ­ში იყო, ნა­თე­ლი იყო, რაც ხდე­ბო­და.

რო­გორც კე­ვი­ნი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეჭ­ვობ­და, მკვლე­ლი ვა­დიმ კრა­სი­კო­ვიც იყო მათ შო­რის, ვინც რუ­სეთ­ში ბრუნ­დე­ბო­და.

გერ­მა­ნი­ა­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ, კე­ვინ­მა ბო­ლოს და ბო­ლოს დე­დის ნახ­ვა შეძ­ლო, რო­მელ­მაც რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სას­ვლე­ლად ვიზა აიღო.

"ტი­რო­და. ვუ­თხა­რი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, არ ენერ­ვი­უ­ლა, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს."

დედა-შვი­ლი ახლა გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და კე­ვი­ნი სკო­ლის და­სამ­თავ­რებ­ლად ენ­თუ­ზი­აზ­მი­თაა სავ­სე.

წყა­რო

ავტორი:

"ჭადრაკის თამაშში უბრალოდ პაიკი ვიყავი" - რუსი თინეიჯერი, რომელიც პუტინის დაქირავებულ მკვლელზე გაცვალეს

"ჭადრაკის თამაშში უბრალოდ პაიკი ვიყავი" - რუსი თინეიჯერი, რომელიც პუტინის დაქირავებულ მკვლელზე გაცვალეს

კბილის ჯაგრისითა და პასტით ხელში, კევინ ლიკი მე-14 სასჯელაღსრულების კოლონიის მთავარ ოფისში, არხანგელსკთან ახლოს, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით, ექვსი საათის განმავლობაში იყო მოლოდინში. 19 წლის ბიჭი ამბობს, რომ კვირა საღამოს, 28 ივლისს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა მოხდებოდა.

"ალბათ, დასახვრეტად მიგყავართ", - უთხრა მან კოლონიის დირექტორს.

"ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება", - იყო პასუხი.

კევინის თქმით, იგივე უთხრა რუსეთის FSB-ის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცერმა წელიწადნახევრის წინ, სანამ მას დააპატიმრებდნენ.

"კოლონიაში ბევრი წონა დავკარგე", - აღნიშნავს ის მორცხვად BBC-სთვის ვიდეო ზარით მიცემულ ინტერვიუში. კევინი დაახლოებით 1.9 მ სიმაღლისაა, მაგრამ მხოლოდ 70კგ-ს იწონის.

  • ამერიკელ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩთან ერთად, ის 16 ადამიანიდან ერთ-ერთია, რომლებიც რუსეთმა 1-ელ აგვისტოს აშშ-სთან და სხვა დასავლურ ქვეყნებთან პატიმრების გაცვლის დროს გაათავისუფლა.

თინეიჯერი - ორმაგი, რუსული და გერმანული მოქალაქეობით - გასულ წელს დააპატიმრეს, როდესაც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა და ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა თანამედროვე რუსეთის ისტორიაში, რომელიც ღალატისთვის გაასამართლეს.

კითხვაზე, უფრო რუსად თვლის თავს თუ გერმანელად, პასუხობს: "ეს ძალიან რთული კითხვაა".

კევინი 2005 წელს მონტაბაურში, გერმანიის დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქში დაიბადა. მისი რუსი დედა, ვიქტორია, გერმანიის მოქალაქეზე დაქორწინდა და, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება არ გაგრძელდა, ის და მისი შვილი ქვეყანაში დარჩნენ.

დედა-შვილი ყოველ ორ წელიწადში სტუმრობდნენ რუსეთს, სანამ ვიქტორიამ არ გადაწყვიტა, რომ სამუდამოდ უნდოდა დაბრუნება - მას ნათესავები და მშობლიური ქალაქი, მაიკოპი ენატრებოდა. 2017 წელს კევინი 12 წლის იყო, როდესაც იქ გადავიდნენ.

ისინი ქალაქის გარეუბანში ცხოვრობდნენ, ბინაში, საიდანაც მთები და სამხედრო ბაზა ჩანდა. კევინი ამბობს, რომ ბუნებაში სეირნობა და თავისი ჰერბარიუმისთვის მცენარეების შეგროვება უყვარდა, ასევე სკოლაში სწავლა.

ბევრი სერტიფიკატები აქვს ეროვნული და ადგილობრივი აკადემიური კონკურსებიდან, რომლებშიც გაიმარჯვა.

ამბობს, რომ 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა პოლიტიკის მიმართ მისი ინტერესი გააღვივა. დედამისი - საჯარო სექტორის ჯანდაცვის მუშაკი - სახლში მოვიდოდა და იტყოდა, რომ ის და მისი კოლეგები საარჩევნო უბნებზე ავტობუსით მიჰყავდათ, სადაც ეუბნებოდნენ: "ხმა მიეცით პუტინს, თორემ პრემიას წაგართმევთ."

მაშინ მხოლოდ 12 წლის იყო, მაგრამ, რომ ესმოდა, რომ "რუსეთში თითქმის არ იყო დემოკრატია". კევინი ბრაზდებოდა, რომ მისი სკოლის თითქმის ყველა საკლასო ოთახში პუტინის პორტრეტი ეკიდა.

"მუდმივად გვეუბნებოდნენ, რომ სკოლა პოლიტიკის ადგილი არ არის. უბრალოდ, არასწორია პორტრეტების ჩამოკიდება და პიროვნების კულტის ასეთი პროპაგანდა," - აღნიშნავს ის.

ერთი ან ორი წლის შემდეგ, პუტინის სასკოლო პორტრეტი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის პორტრეტით შეცვალა.

"ერთმა მასწავლებელმა მითხრა, რომ სტალინის დროს დამხვრეტდნენ," - იხსენებს კევინი. ხოლო თანაგრძნობით განწყობილმა მასწავლებელმა, როგორც ამბობს, ურჩია, ფრთხილად ყოფილიყო.

დედამისი სკოლაში გამოიძახეს: "დატუქსეს, უყვირეს," - ამბობს ის. BBC-მ სკოლას სთხოვა კომენტარი, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

  • პიცა ხელბორკილების გარეშე

როდესაც კევინი სკოლის ბოლო წელს უახლოვდებოდა, დედამისმა გადაწყვიტა, რომ გერმანიაში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ამ დროისთვის რუსეთს უკრაინა უკვე დაპყრობილი ჰქონდა და ქვეყნიდან სამუდამოდ წასასვლელად, კევინის სახელი სამხედრო რეგისტრაციიდან უნდა ამოეღოთ.

ვიქტორია გაწვევის ოფისში შვილის დოკუმენტაციის მოსაგვარებლად დაიბარეს. 2023 წლის 9 თებერვალს მივიდა და პოლიცია დახვდა. კევინი ამბობს, რომ დედამისი საჯაროდ გინებაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს. მას 10 დღით პატიმრობა მიესაჯა, რაც ნიშნავდა, რომ წასვლის გეგმები უნდა გადაედოთ.

მარტო დარჩენილი კევინი სკოლაში აღარ დადიოდა. ერთ დღეს რამდენიმე საათით გავიდა გარეთ და ამბობს, რომ როდესაც ბინაში დაბრუნდა, "ნივთები გადაადგილებული იყო".

როდესაც ვიქტორია გაათავისუფლეს, მათ გერმანიაში წასვლა სოჭიდან სცადეს, სადაც საერთაშორისო აეროპორტია. კევინის თქმით, სასტუმროში შესვლის შემდეგ, წასახემსებლად გავიდნენ და შეამჩნია კაცი სამედიცინო ნიღბითა და კაპიუშონით, რომელიც მათ ტელეფონზე იღებდა. რამდენიმე წამში მიკროავტობუსი გაჩერდა.

"რვა ან ცხრა FSB-ს ოფიცერი გადმოხტა. ერთმა მკლავში ჩამავლო ხელი. მეორე მოვიდა, თავისი პირადობა მაჩვენა და თქვა: “თქვენ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 275-ე მუხლით: ღალატი”.

"შოკისგან თვალები გამიფართოვდა."

მიკროავტობუსმა ისინი სასტუმროში წაიყვანა, სადაც ბარგი აიღეს. მაიკოპში უნომრო მანქანაში ჩასვეს და პიცერიაში წაიყვანეს.

"პიცა შეუკვეთეს და შემოგვთავაზეს. ხელბორკილები არ დაუდიათ. გონებაში ყველაფერზე ვფიქრობდი, მაგრამ ვერ გავიგე, ღალატი როგორ ჩავიდინე," - ამბობს კევინი.

იკითხა, ციხეში თუ ჩასვამდნენ. "ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება," - იყო პასუხი.

კევინს FSB-ს ყოფილი ოპერატიული მუშაკი, ვადიმ კრასიკოვი გაახსენდა, რომელიც გერმანიაში სამუდამო პატიმრობას იხდიდა, ბერლინში კრემლის ბრძანებით კაცის მკვლელობისთვის. დაიწყო ფიქრი, ხომ არ გეგმავდა რუსეთი მის - გერმანიის მოქალაქის - "მძევლად" გამოყენებას კრასიკოვის დასაბრუნებლად.

  • “ეს ჭადრაკის თამაშია - სამართლიანობა არ ყოფილა”

სახლში შუაღამისას დაბრუნდნენ. FSB-ს ოფიცრებმა ბინის ჩხრეკისას ვიდეო გადაიღეს.

მათ გატეხილი ტელესკოპი იპოვეს - ძველი დაბადების დღის საჩუქარი დედისგან.

ხელისუფლებას ეჭვი ჰქონდა, რომ კევინი ტელესკოპს თავისი ფანჯრიდან სამხედრო მანქანების გადასაღებად იყენებდა, რათა გერმანიის დაზვერვისთვის გაეგზავნა. მათ მისი ტელეფონი და ლეპტოპი აიღეს და ბაზის სურათები იპოვეს.

  • კევინი თავისუფლად აღიარებს, რომ გადაიღო ფოტოები, მაგრამ ამბობს, რომ არ ჰქონდა განზრახვა, ისინი ვინმესთვის გადაეცა. დილის 3 საათზე, კევინი ადგილობრივ FSB-ს შენობაში დასაკითხად წაიყვანეს. რადგან მხოლოდ 17 წლის იყო, დედამისი ახლდა.

კევინის თქმით, მისთვის მიჩენილმა ადვოკატმა პირდაპირ უთხრა, რომ სასჯელის შესამცირებლად დანაშაული უნდა ეღიარებინა. ინტერვიუში ის დეტალურად თვლის რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის დეტალებს და იყენებს იურიდიულ ტერმინებს, რათა ახსნას, რატომ იყო უსამართლოდ ბრალდებული. მაგრამ მაშინ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ გამკლავებოდა სიტუაციას.

აღიარება უკვე დაბეჭდილი იყო და კევინი ხელის მოწერას დათანხმდა, რაც მოგვიანებით ინანა. ამბობს, რომ ეშინოდა, თუ ხელს არ მოაწერდა, "საქმე უარესად წავიდოდა, რადგან შეიძლებოდა, დედაჩემზე ზეწოლა დაეწყოთ". FSB-ს გამომძიებელმა უთხრათ, რომ ჰქონდათ უფლება, ბინა დაეყადაღებინა.

"ჩვენება აბსოლუტური სისულელე იყო," - ამბობს ის, - "ეს ჭადრაკის თამაშია, ნათელი იყო, რომ არანაირი სამართლიანობა არ არსებობდა."

რადგან ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, სპეციალურ დაწესებულებაში კრასნოდარში წაიყვანეს და საკანში მარტო მოათავსეს. ვერ დაიძინა.

"საჭმელი მომიტანეს, მაგრამ ვერ ვჭამდი. ძალიან მინდოდა დედაჩემის ნახვა."

რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც 18 წელი შეუსრულდა, კრასნოდარის გარეუბანში, სხვა ციხეში გადაიყვანეს, სადაც სხვა პატიმრებთან ერთად მოათავსეს.

კევინი ამბობს, რომ შიშები დაეწყო მას შემდეგ, რაც პატიმრების ჯგუფმა სცემა. "ხელები შემიკრეს, მცემეს და სიგარეტიც კი ჩამაწვეს. ისე ძლიერად დამარტყეს გულმკერდში, რომ სუნთქვა გამიჭირდა."

ამ დროის განმავლობაში, ხელისუფლება მისი საქმის გამოძიებას განაგრძობდა. მისმა კლასის დამრიგებელმა მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და ამტკიცებდა, რომ როდესაც აკადემიურ კონკურსზე მოსკოვში წავიდნენ, კევინს გერმანიის საელჩოში წასვლა სურდა, რომ დაზვერვის ოფიცრებს დაკავშირებოდა. კევინის თქმით, მას მხოლოდ გერმანიის ოფიციალური პირადობის მოწმობის აღება უნდოდა, რადგან 16 წელი შეუსრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ექსპერტმა კევინის გადაღებული ფოტოები გააანალიზა და დაასკვნა, რომ ისინი სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენდნენ, მაგრამ უცხოურ ხელში შეიძლებოდა, რუსეთისთვის ზიანი მიეყენებინათ.

FSB-ს საქმეში ასევე შეტანილი იყო დეტალები რუსეთში ბავშვობის მოგზაურობების შესახებ, მათ შორის, როდესაც ის ორი წლის იყო. კევინი ამბობს, რომ ასევე გაიგო, რომ მის ტელეფონს ჯერ კიდევ 2021 წლიდან უსმენდნენ.

მისი დაპატიმრებიდან ათი თვის შემდეგ, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, ის ღალატში დამნაშავედ ცნეს და სასჯელაღსრულების კოლონიაში ოთხი წელი მიუსაჯეს.

დედამისის გარდა, არავინ, ვისაც მაიკოპში იცნობდა, დაპატიმრების შემდეგ არ დაკავშირებია, მაგრამ რაც მედიამ მისი საქმე გააშუქა, უცხო ადამიანებმა წერილები მისწერეს.

"წერილები ძალიან დამეხმარა," - ამბობს ის, - "ჩემს დაბადების დღეზე 60 ბარათი მივიღე. მიზნად დავისახე, რომ თითოეული ადამიანისთვის მეპასუხა."

წერილები და ბარათები მოგვიანებით ჩამოართვეს. კევინის მოგზაურობა არხანგელსკის სასჯელაღსრულების კოლონიაში ერთი თვე გაგრძელდა, სხვადასხვა ციხის გავლით. ის იქ მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ჩავიდა. მომდევნო კვირებში დროს კითხვასა და სწავლაში ატარებდა.

  • “ზედმეტად კარგი იმისთვის, რომ სიმართლე ყოფილიყო"

”უცებ, სამშაბათს, 23 ივლისს, აბანოდან გამოსვლისას, უფროსი ციხის ოფიცერი მიუახლოვდა და უთხრა, რომ 20 წუთი ჰქონდა, რათა საპრეზიდენტო შეწყალებისთვის "სასწრაფოდ დაეწერა პეტიცია". კევინი ასეც მოიქცა.

28-ში ციხის ოფიცერმა გააჩერა და უთხრა, აეღო კბილის ჯაგრისი, კალამი და ჩუსტები.

"როგორც წესი, ამ ნაკრებს იღებ, როდესაც საჯარიმო საკანში გსვამენ," - ხსნის კევინი. მაგრამ ამის ნაცვლად, ის ოფისში ჩაკეტეს.

ორშაბათს, 29-ის დილის 1 საათზე, მის წასაყვანად მოვიდნენ.

გაცვლის აზრი კევინს უტრიალებდა, მაგრამ მეტისმეტად კარგი ჩანდა იმისთვის, რომ სიმართლე ყოფილიყო.

  • ის მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც 1-ელ აგვისტომდე ციხეში იყო. შემდეგ თვითმფრინავში ჩასვეს სხვა პატიმრებთან ერთად, რომლებსაც ცვლიდნენ.

კევინის თქმით, მისთვის არასდროს უთქვამთ პირდაპირ, რომ გასაცვლელად მიჰყავდათ, მაგრამ იმ დროისთვის, როდესაც თურქეთისკენ მიმავალ თვითმფრინავში იყო, ნათელი იყო, რაც ხდებოდა.

როგორც კევინი დიდი ხნის განმავლობაში ეჭვობდა, მკვლელი ვადიმ კრასიკოვიც იყო მათ შორის, ვინც რუსეთში ბრუნდებოდა.

გერმანიაში, საავადმყოფოში შემოწმების შემდეგ, კევინმა ბოლოს და ბოლოს დედის ნახვა შეძლო, რომელმაც რუსეთიდან ჩამოსასვლელად ვიზა აიღო.

"ტიროდა. ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად იყო, არ ენერვიულა, რომ ძალიან მიყვარს."

დედა-შვილი ახლა გერმანიაში ცხოვრობს და კევინი სკოლის დასამთავრებლად ენთუზიაზმითაა სავსე.

წყარო