პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვეშაპის თავდასხმის კიდევ ერთი ფაქტი - ავსტრალიაში, ნავში მყოფ მამაკაცს გიგანტურმა ზღვის ბინადარმა სერიოზული დაზიანებები მიაყენა
ვეშაპის თავდასხმის კიდევ ერთი ფაქტი - ავსტრალიაში, ნავში მყოფ მამაკაცს გიგანტურმა ზღვის ბინადარმა სერიოზული დაზიანებები მიაყენა

მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ავ­სტრა­ლი­ა­ში, ქუ­ინსლენ­დის მახ­ლობ­ლად პა­ტა­რა ნავ­ში იჯდა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მი­ზე­ზი ვე­შა­პის თავ­დას­ხმა გახ­და. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ვე­შაპ­მა კაცს კუდი მო­არ­ტყა და სხე­ულ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

შემ­თხვე­ვი­დან მა­ლე­ვე, სა­ნა­პი­რო­ზე მყო­ფებ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს. ქუ­ინსლენ­დის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა კაც­მა ვერც კი შე­ნიშ­ნა ვე­შა­პი, სა­ნამ ის სა­ბო­ლო­ოდ მის თვალ­წინ არ გა­მოჩ­ნდა.

"კაც­მა გო­ნე­ბა მა­შინ და­კარ­გა, როცა ვე­შაპ­მა კუდი და­არ­ტყა", - ამ­ბობს პო­ლი­ცია. "ნა­ვე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს მუ­დამ ვურ­ჩევთ, რომ ყო­ველ­თვის ეც­ვათ სა­მაშ­ვე­ლო ჟი­ლე­ტი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს მა­მა­კა­ცი ნა­ვი­დან არ გად­მო­ვარ­დნი­ლა და იქვე დარ­ჩა",- დას­ძი­ნეს მათ.

პა­რა­მე­დი­კებ­მა და­შა­ვე­ბუ­ლი კაცი ჯერ ნა­პირ­ზე გა­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი ის გოლდ ქო­უს­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას სა­ხის და ხერ­ხემ­ლის და­ზი­ა­ნე­ბებ­ზე მკურ­ნა­ლო­ბენ. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

ვეშაპის თავდასხმის კიდევ ერთი ფაქტი - ავსტრალიაში, ნავში მყოფ მამაკაცს გიგანტურმა ზღვის ბინადარმა სერიოზული დაზიანებები მიაყენა

ვეშაპის თავდასხმის კიდევ ერთი ფაქტი - ავსტრალიაში, ნავში მყოფ მამაკაცს გიგანტურმა ზღვის ბინადარმა სერიოზული დაზიანებები მიაყენა

მამაკაცი, რომელიც ავსტრალიაში, ქუინსლენდის მახლობლად პატარა ნავში იჯდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიზეზი ვეშაპის თავდასხმა გახდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ვეშაპმა კაცს კუდი მოარტყა და სხეულზე სერიოზული დაზიანებები მიაყენა.

შემთხვევიდან მალევე, სანაპიროზე მყოფებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ქუინსლენდის პოლიციის თანამშრომლების მიხედვით, 40 წელს გადაცილებულმა კაცმა ვერც კი შენიშნა ვეშაპი, სანამ ის საბოლოოდ მის თვალწინ არ გამოჩნდა.

"კაცმა გონება მაშინ დაკარგა, როცა ვეშაპმა კუდი დაარტყა", - ამბობს პოლიცია. "ნავების მეპატრონეებს მუდამ ვურჩევთ, რომ ყოველთვის ეცვათ სამაშველო ჟილეტი. საბედნიეროდ, ეს მამაკაცი ნავიდან არ გადმოვარდნილა და იქვე დარჩა",- დასძინეს მათ.

პარამედიკებმა დაშავებული კაცი ჯერ ნაპირზე გაიყვანეს, შემდეგ კი ის გოლდ ქოუსთის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სახის და ხერხემლის დაზიანებებზე მკურნალობენ. ბოლო ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა