საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ სწორი ადამიანი ავირჩიე; რთული იქნებოდა დარჩენა, რომ არ მჯეროდეს მისი პატიოსნების“ - ოლენა ზელენსკა ოჯახური სირთულეებისა და ომის შესახებ
“ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ სწორი ადამიანი ავირჩიე; რთული იქნებოდა დარჩენა, რომ არ მჯეროდეს მისი პატიოსნების“ - ოლენა ზელენსკა ოჯახური სირთულეებისა და ომის შესახებ

“გა­სუ­ლი ორ­წლი­ნა­ხევ­რის ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ნე­ბის­მი­ერ ქორ­წი­ნე­ბას გა­მოს­ცდის: უპ­რე­ცე­დენ­ტო ომი, პო­ტენ­ცი­უ­რი სა­სი­ცო­ცხლო და სა­სიკ­ვდი­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმა­ზე, გაქ­ცე­ო­და თუ არა ბრძო­ლებს და ოჯა­ხი, რო­მე­ლიც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლად ეცხოვ­რა.

ამას და­უ­მა­ტეთ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის და პირ­ვე­ლი ლე­დის უზარ­მა­ზარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მას შემ­დეგ, რაც მათ ქვე­ყა­ნა­ში მე­ზო­ბე­ლი ძალა შე­იჭ­რა. ვო­ლო­დი­მირ­სა და ოლე­ნას ქორ­წი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა ად­ვი­ლად დან­გრე­უ­ლი­ყო“, - ამის შე­სა­ხებ dailymail წერს, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნის პირ­ველ­მა ლე­დიმ, ოლე­ნა ზე­ლენ­სკამ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა.

  • რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მათი 20 წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა იმა­ზე მყა­რია, ვიდ­რე ოდეს­მე ყო­ფი­ლა.

კი­ე­ვის ცენ­ტრში, პრე­ზი­დენ­ტის ოფის­ში ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რი­სას, ოლე­ნა ზე­ლენ­სკამ ჟურ­ნა­ლის­ტთან პი­რად თე­მებ­ზე ისა­უბ­რა. ისეთ დე­ტა­ლებ­ზე, რაც ომის პი­რო­ბებ­ში თით­ქმის არა­ვის ახ­სენ­დე­ბა - რო­გორ გა­და­ი­ტა­ნა წყვილ­მა გლო­ბა­ლუ­რი ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მათ ქვე­ყა­ნა­ში.

“ვფიქ­რობ, ახლა ჩვენ უფრო ახ­ლოს და და­კავ­ში­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, რად­გან მხარს ვუ­ჭერ­დით ერ­თმა­ნეთს. მე არა­სო­დეს გა­მიც­რუ­ე­ბია მის­თვის იმე­დი და ვფიქ­რობ, არც თვი­თონ გა­მიც­რუ­ებს. ჩვენ ვერ ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს ისე ხში­რად, რო­გორც გვსურს, ამი­ტომ ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რა სი­ხა­რუ­ლია. არას­დროს გვბეზ­რდე­ბა ერ­თმა­ნე­თი და ეს აძ­ლი­ე­რებს ოჯახ­საც“, - აცხა­დებს ზე­ლენ­სკა.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, კონ­ფლიქ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ველ ლე­დის და მათ ორ შვილს: 20 წლის ქა­ლიშ­ვილს ალექ­სან­დრას და 11 წლის ვაჟს, კი­რილს, პრე­ზი­დენ­ტის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად უწევთ ცხოვ­რე­ბა.

"იმე­დი მაქვს, რო­დე­საც ეს წნე­ვა შემ­ცირ­დე­ბა, ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბით, ჩვენ შევ­ძლებთ საღი აზ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და კარ­გად ვიქ­ნე­ბით. თუმ­ცა, ახლა ვფიქ­რობ, ემო­ცი­უ­რად ისე ახ­ლოს ვართ, რო­გორც არას­დროს.

ძა­ლი­ან კარ­გად ვუ­გებთ ერ­თმა­ნეთს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პა­ტი­ვი სცეთ თქვენს უახ­ლო­ეს ადა­მი­ანს და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ შე­მიძ­ლია პა­ტივს სცე ჩემს ქმარს, რად­გან ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და მას­თან დარ­ჩე­ნა, თუნ­დაც დიდი სიყ­ვა­რუ­ლის მი­ცე­მა, რომ არ მჯე­რო­დეს მისი პა­ტი­ოს­ნე­ბის“, - აცხა­დებს უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლი ლედი.

“დიახ, ვა­მა­ყობ მი­სით. ეს არის კი­დევ ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ სწო­რი ადა­მი­ა­ნი ავირ­ჩიე. ომის და­წყე­ბის სა­ში­ნელ დღე­ებ­ში, კვი­რებ­სა და თვე­ებ­ში, წა­მი­თაც არ შემ­პარ­ვია ეჭვი, თუ რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და იგი. კი­დევ უფრო ვა­მა­ყობ მისი გამ­ძლე­ო­ბით, რად­გან ეს არის ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი.

ვლო­ცუ­ლობ, რომ არ და­კარ­გოს თა­ვი­სი ძალა, რად­გან ჩვენ გვჭირ­დე­ბა ის ისე­თი, რო­გო­რიც არის: ძლი­ე­რი და ჯი­უ­ტი", - ცი­ტი­რებს გა­მო­ცე­მა ოლე­ნა ზე­ლენ­სკას სი­ტყვებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

“ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ სწორი ადამიანი ავირჩიე; რთული იქნებოდა დარჩენა, რომ არ მჯეროდეს მისი პატიოსნების“ - ოლენა ზელენსკა ოჯახური სირთულეებისა და ომის შესახებ

“ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ სწორი ადამიანი ავირჩიე; რთული იქნებოდა დარჩენა, რომ არ მჯეროდეს მისი პატიოსნების“ - ოლენა ზელენსკა ოჯახური სირთულეებისა და ომის შესახებ

“გასული ორწლინახევრის ტრაგიკული მოვლენები ნებისმიერ ქორწინებას გამოსცდის: უპრეცედენტო ომი, პოტენციური სასიცოცხლო და სასიკვდილო გადაწყვეტილება იმაზე, გაქცეოდა თუ არა ბრძოლებს და ოჯახი, რომელიც იძულებული გახდა განცალკევებულად ეცხოვრა.

ამას დაუმატეთ უკრაინის პრეზიდენტის და პირველი ლედის უზარმაზარ პასუხისმგებლობა მას შემდეგ, რაც მათ ქვეყანაში მეზობელი ძალა შეიჭრა. ვოლოდიმირსა და ოლენას ქორწინება შეიძლება ადვილად დანგრეულიყო“, - ამის შესახებ dailymail წერს, რომელსაც უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

  • როგორც თავად ამბობს, მათი 20 წლიანი ქორწინება იმაზე მყარია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

კიევის ცენტრში, პრეზიდენტის ოფისში ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრისას, ოლენა ზელენსკამ ჟურნალისტთან პირად თემებზე ისაუბრა. ისეთ დეტალებზე, რაც ომის პირობებში თითქმის არავის ახსენდება - როგორ გადაიტანა წყვილმა გლობალური ტრაგიკული მოვლენები მათ ქვეყანაში.

“ვფიქრობ, ახლა ჩვენ უფრო ახლოს და დაკავშირებულები ვართ, რადგან მხარს ვუჭერდით ერთმანეთს. მე არასოდეს გამიცრუებია მისთვის იმედი და ვფიქრობ, არც თვითონ გამიცრუებს. ჩვენ ვერ ვხვდებით ერთმანეთს ისე ხშირად, როგორც გვსურს, ამიტომ ყოველი შეხვედრა სიხარულია. არასდროს გვბეზრდება ერთმანეთი და ეს აძლიერებს ოჯახსაც“, - აცხადებს ზელენსკა.

როგორც გამოცემა წერს, კონფლიქტის განმავლობაში პირველ ლედის და მათ ორ შვილს: 20 წლის ქალიშვილს ალექსანდრას და 11 წლის ვაჟს, კირილს, პრეზიდენტისგან დამოუკიდებლად უწევთ ცხოვრება.

"იმედი მაქვს, როდესაც ეს წნევა შემცირდება, ჩვენი გამარჯვებით, ჩვენ შევძლებთ საღი აზრის შენარჩუნებას და კარგად ვიქნებით. თუმცა, ახლა ვფიქრობ, ემოციურად ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს.

ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. სინამდვილეში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატივი სცეთ თქვენს უახლოეს ადამიანს და ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია პატივს სცე ჩემს ქმარს, რადგან ძალიან რთული იქნებოდა მასთან დარჩენა, თუნდაც დიდი სიყვარულის მიცემა, რომ არ მჯეროდეს მისი პატიოსნების“, - აცხადებს უკრაინის პირველი ლედი.

“დიახ, ვამაყობ მისით. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ სწორი ადამიანი ავირჩიე. ომის დაწყების საშინელ დღეებში, კვირებსა და თვეებში, წამითაც არ შემპარვია ეჭვი, თუ როგორ მოიქცეოდა იგი. კიდევ უფრო ვამაყობ მისი გამძლეობით, რადგან ეს არის ხანგრძლივი პროცესი.

ვლოცულობ, რომ არ დაკარგოს თავისი ძალა, რადგან ჩვენ გვჭირდება ის ისეთი, როგორიც არის: ძლიერი და ჯიუტი", - ციტირებს გამოცემა ოლენა ზელენსკას სიტყვებს.

იხილეთ ასევე: