პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა: როგორ იქცა პანსიონატებში გაზრდილი ბავშვი, ფრანგული კინოს ლეგენდად - "ბევრი ვიტანჯე, ბევრჯერ შევცდი, მაგრამ მიყვარდა..."
მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა: როგორ იქცა პანსიონატებში გაზრდილი ბავშვი, ფრანგული კინოს ლეგენდად - "ბევრი ვიტანჯე, ბევრჯერ შევცდი, მაგრამ მიყვარდა..."

ფრან­გუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­და, მსა­ხი­ო­ბი, სცე­ნა­რის­ტი, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი და პრო­დი­უ­სე­რი ალენ დე­ლო­ნი 88 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას lefigaro ავ­რცე­ლებს.

ალენ დე­ლო­ნი მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო. 88 წლის ლე­გენ­და­ზე ბოლო დროს შვი­ლე­ბი ზრუ­ნავ­დნენ და დრო­დად­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახალ ფო­ტო­ებს და ვი­დეო კად­რებს უზი­ა­რებ­დნენ.

დე­ლო­ნის ოჯა­ხუ­რი სი­ტუ­ა­ცია საფ­რან­გეთ­ში ტაბ­ლო­ი­დუ­რი პრე­სის პირ­ველ გვერ­დებ­ზე ხში­რად ხვდე­ბო­და. მი­ზე­ზი მის შვი­ლებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო და­ვაა.

გარ­და ამი­სა, 88 წლის ალენ დე­ლო­ნის შვი­ლებს სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა ჰქონ­დათ მის მომ­ვლელ­თან და ამ­ბობ­დნენ, რომ ფუ­ლა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, მომ­ვლე­ლი ცდი­ლობ­და ალენ დე­ლო­ნის ნდო­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა და ამ­ბობ­და, რომ მსა­ხი­ობ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და.

მსა­ხი­ო­ბი ხში­რად იხ­სე­ნებ­და მის ცოლს - ნა­ტა­ლი დე­ლონს

“ნა­ტა­ლის მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რი იყო“, - იხ­სე­ნებ­და მსა­ხი­ო­ბის ვაჟი მა­მის სი­ტყვებს.

  • ალენ დე­ლო­ნი ბო­ლოს სა­ჯა­როდ 2019 წლის კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მოჩ­ნდა, სა­დაც მას სა­პა­ტიო ოქ­როს პალ­მის რტო გა­დას­ცეს.
  • ბავ­შვო­ბა

მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი და სექს-სიმ­ბო­ლო ალენ დე­ლო­ნი პა­რი­ზის გა­რე­უ­ბან სოში (Sceaux) 1935 წლის 8 ნო­ემ­ბერს და­ი­ბა­და. მსა­ხი­ობ­მა ბავ­შვო­ბა პა­ტა­რა ქა­ლაქ ბურ-ლა-რენ­ში გა­ა­ტა­რა. დე­ლო­ნის მშობ­ლე­ბი არ ყო­ფი­ლან მდიდ­რე­ბი - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსა­ხი­ო­ბის მამა, წარ­მო­შო­ბით კორ­სი­კე­ლი ფა­ბი­ე­ნი, პა­ტა­რა კი­ნო­დარ­ბა­ზის - "რე­ჯი­ნას" მფლო­ბე­ლი იყო. დე­ლო­ნის დედა - ედი­ტი ფარ­მა­ცევ­ტი იყო, თუმ­ცა ქმრის კი­ნო­დარ­ბაზ­ში კონ­ტრო­ლი­ო­რად მუ­შა­ობ­და.

ბავ­შვი 3 წლი­საც არ იყო, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი გან­ქორ­წინ­დნენ, მათ ოჯა­ხე­ბი ცალ-ცალ­კე შექ­მნეს, დე­ლო­ნი კი დე­დას­თან დარ­ჩა სა­ცხოვ­რებ­ლად. დე­დას, რო­მე­ლიც ახა­ლი ქმრის ძეხ­ვე­უ­ლის მა­ღა­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და, აღარც დრო და აღარც ენერ­გია რჩე­ბო­და შვი­ლის აღ­საზ­რდე­ლად. ამის გამო ედიტ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ ალე­ნი ნე­რო­ე­ბის ოჯახ­ში გაზ­რდი­ლი­ყო. ოჯა­ხი მომცრო სახ­ლში ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც ორ ნა­ბი­ჯში იყო ფრე­ნის ცი­ხეს­თან, ხოლო მა­დამ ნე­როს მე­უღ­ლე ცი­ხე­ში გუ­შა­გად მუ­შა­ობ­და. დე­ლონ­მა ნე­რო­ე­ბის ოჯახ­ში რამ­დე­ნი­მე წელი იცხოვ­რა, მას შემ­დეგ, რაც წყვი­ლი ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა, მსა­ხი­ო­ბი მშობ­ლე­ბის სახ­ლში დაბ­რუნ­და. დე­ლონს ბავ­შვო­ბი­დან რთუ­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. თა­ვად მსა­ხი­ო­ბი იხ­სე­ნებ­და, რომ "აუ­ტა­ნე­ლი საქ­ცი­ე­ლი­სა და სის­ტე­მა­ტუ­რი ხუ­ლიგ­ნო­ბის გამო" პე­რი­ო­დუ­ლად სხვა­დას­ხვა პან­სი­ო­ნა­ტე­ბი­დან აგ­დებ­დნენ.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მშობ­ლე­ბი მიხ­ვდნენ, რომ შვი­ლის კლა­სი­კურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ფიქ­რი უნდა და­ე­ვი­წყე­ბი­ნათ. ამი­ტომ, მათ გა­და­წყვი­ტეს ალე­ნის­თვის ძეხ­ვის და­მამ­ზა­დებ­ლის პრო­ფე­სია შე­ეს­წავ­ლე­ბი­ნათ. მით უმე­ტეს, რომ სა­მო­მავ­ლოდ ალე­ნი შეძ­ლებ­და მა­მი­ნაც­ვლის - პოლ ბუ­ლო­ნის საქ­მე გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ერთი წლის შემ­დეგ ალენ დე­ლონ­მა მი­ი­ღო დიპ­ლო­მი და პა­რი­ზის ძეხ­ვე­უ­ლის მა­ღა­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო.

  • არ­მია

17 წლის ასაკ­ში დე­ლონს ახა­ლი ოც­ნე­ბა გა­უჩ­ნდა - გამ­ხდა­რი­ყო მფრი­ნავ-გა­მომ­ცდე­ლი. მაგ­რამ მის ოც­ნე­ბას ახ­დე­ნა არ ეწე­რა. იმ წელს სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა­ში მი­ღე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, ხოლო მომ­დევ­ნო წლამ­დე ცდა თა­ვად დე­ლონს არ სურ­და. ამი­ტომ, ალე­ნი ფრან­გულ არ­მი­ა­ში ჩა­ე­წე­რა. ეს მას პატ­რი­ო­ტუ­ლი მო­ტი­ვით არ გა­უ­კე­თე­ბია - მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი ანა­ზღა­უ­რე­ბამ და­ა­ინ­ტე­რე­სა. 200 000 ფრან­კი წე­ლი­წად­ში - სწო­რედ ამ­დენს გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­დნენ ფრან­გი ოფიც­რე­ბი 1953 წელს. თავ­და­პირ­ვე­ლად ახალ­გაზ­რდა დე­ლო­ნი ბრეს­ტის ბი­უ­რო­ში, მატ­რო­სე­ბის ნაკ­რებ­ში გაგ­ზავ­ნეს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ მისი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა არა­საკ­მა­რი­სი იყო მე­ზღვა­უ­რის პრო­ფე­სი­ის ასათ­ვი­სებ­ლად. ახალ­გაზ­რდა დე­ლონს ორი გზა ჰქონ­და, გამ­ხდა­რი­ყო შიკ­რი­კი, ან ეს­წავ­ლა. დე­ლონ­მა მე­ო­რე გზა აირ­ჩია. ამ­გვა­რად ალენ დე­ლო­ნი პონ-რე­ან­ში, საფ­ლო­ტო მომ­ზა­დე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა, ხოლო ცოტა ხან­ში ინდო-ჩი­ნე­თის ომში გა­იწ­ვი­ეს. "ომმა ჩემ­ში სა­ში­ნე­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა - მან ჩემ­ში ილუ­ზი­ი­სა და იმე­დის ნარ­ჩე­ნე­ბი ჩაკ­ლა. მე იქ სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ვეჩ­ვიე ბავ­შვად ყოფ­ნას. იქ ბევ­რი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს, მაგ­რამ თავს მა­მა­კა­ცად ვგრძნობ­დი, თუმ­ცა მა­შინ ასე­თი არ ვყო­ფილ­ვარ. უბ­რა­ლოდ "მა­მა­კაცს" ვთა­მა­შობ­დი - ია­რა­ღი მქონ­და", - იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი.

  • კა­რი­ე­რის და­სა­წყი­სი

1956 წელს პა­რიზ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ალენ დე­ლონ­მა ელი­სეს მინ­დვ­რებ­თან ახ­ლოს ერთ-ერთ ლუ­დის ბარ­ში მიმ­ტა­ნად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. მსა­ხი­ო­ბის ფეთ­ქე­ბად­მა ხა­სი­ათ­მა აქაც იჩი­ნა თავი და ის რამ­დე­ნი­მე დღე­ში სამ­სა­ხუ­რი­დან წა­ვი­და. "ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, მეტრდო­ტე­ლი, უფ­რო­სი ოფი­ცი­ან­ტი - ყვე­ლა მე მიყ­ვი­რო­და. ჩემი ხა­სი­ა­თის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის მსა­ხუ­რად დად­გო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მარ­ტი­ვი არ იყო", - იხ­სე­ნებ­და მსა­ხი­ო­ბი. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, უმუ­შე­ვარ, უფუ­ლო და უსახ­ლკა­რო დე­ლონს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ სურ­და მშობ­ლი­ურ ბურ-ლა-რენ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. მა­შინ მე­გობ­რებ­მა ალენს ურ­ჩი­ეს, რომ თა­ვი­სი ფოტო პრო­დუ­სე­რე­ბის­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. ასეც მო­იქ­ცა, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა დე­ლო­ნი უა­რის გარ­და, ვე­რა­ფერს იღებ­და. "თქვენ ზედ­მე­ტად ლა­მა­ზი ხართ, კა­რი­ე­რას ვერ აი­წყობთ",- ეუბ­ნე­ბოდ­ნენ პრო­დუ­სე­რე­ბი. თუმ­ცა, დე­ლო­ნი ბრძო­ლის გა­რე­შე და­ნე­ბე­ბას არ აპი­რებ­და და სხვა­დას­ხვა კი­ნო­სინ­ჯებ­ზე მი­დი­ო­და.

ერთ-ერთ ასეთ სინ­ჯზე დე­ლო­ნი შეხ­ვდა დამ­წყებ მსა­ხი­ობ ჟან-კლოდ ბრი­ა­ლის. ისი­ნი და­მე­გობ­რდნენ და ერ­თად გა­ემ­გზავრნენ კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე იმ იმე­დით, რომ რო­მე­ლი­მე ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი მათ შე­ამ­ჩნევ­და. ახალ­გაზ­რდე­ბის ვა­რა­უ­დი გა­მარ­თლდა. დე­ლო­ნი ჰო­ლი­ვუ­დის "ტა­ლან­ტე­ბის გა­მომ­ჭერ­მა" ჰარი უილ­სონ­მა შე­ამ­ჩნია. რომ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კი­ნო­სინ­ჯე­ბის შემ­დეგ დე­ლონს ამე­რი­კა­ში მუ­შა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზეს. იმის­თვის, რომ 7 წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი მი­ე­ღო, მას ერთი პი­რო­ბა წა­უ­ყე­ნეს - 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­გლი­სუ­რი ენა უნდა ეს­წავ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­ლო­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სწავ­ლას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ყო­ველ­თვის ზე­და­პი­რუ­ლი იყო, პა­რიზ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ინ­გლი­სუ­რის შეს­წავ­ლა მო­მა­ვალ­მა მსა­ხი­ობ­მა კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად და­ი­წყო და აშშ-ში გამ­გზავ­რე­ბა­საც აპი­რებ­და.

და ვიდ­რე ახალ­გაზ­რდა ფრან­გი ამე­რი­კა­ში კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბობ­და, ბრი­ა­ლიმ კი­დევ ერთხელ შეც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა. მან დე­ლო­ნი კი­ნო­რე­ჟი­სორ ივ ალეგ­რეს გა­აც­ნო. რე­ჟი­სო­რი ფილ­მის­თვის - Send a Woman When the Devil Fails მსა­ხი­ობს ეძებ­და. დე­ლო­ნი არა მხო­ლოდ რე­ჟი­სორს, არა­მედ მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს ედ­ვიჟ ფე­ი­ერ­საც (Edwige Feuillère) მო­ე­წო­ნა. 1957 წელს დე­ლო­ნი აღ­ნიშ­ნულ ფილმში გა­და­ი­ღეს - ეს მისი პირ­ვე­ლი კი­ნო­რო­ლი იყო.

  • პირ­ვე­ლი რო­ლე­ბი და აღი­ა­რე­ბა

კი­ნო­დე­ბი­უ­ტის შემ­დეგ დე­ლო­ნი მარკ ალეგ­რემ გა­და­ი­ღო ფილმში - Be Beautiful But Shut Up, მაგ­რამ ძმე­ბი ალეგ­რე­ბის ფილ­მებ­ში პა­ტა­რა რო­ლებს ალე­ნის­თვის აღი­ა­რე­ბა არ მო­უ­ტა­ნია. ნამ­დვი­ლი აღი­ა­რე­ბა მსა­ხი­ობ­თან 1960 წელს მო­ვი­და, რო­დე­საც შედ­გა რენე კლე­ი­მა­ნის დე­ტექ­ტი­უ­რი სუ­რა­თის Purple Noon (Plein soleil) პრე­მი­ე­რა. მა­შინ ალა­პა­რაკ­დნენ დე­ლონ­ზე, რო­გორც ნიჭ­ზე, რო­მელ­შიც ერ­თმა­ნეთს ეხა­მე­ბო­და "ეშ­მა­კის სული" და "ან­გე­ლო­ზის სახე". მსოფ­ლიო კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ დე­ლო­ნი საფ­რან­გე­თის გა­რე­თაც გა­იც­ნეს. ამ დროს დე­ლო­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბას იღებს ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი რე­ჟი­სო­რის­გან - ლუ­კი­ნო ვის­კონ­ტის­გან. ასე და­ი­წყო იტა­ლი­უ­რი ხანა დე­ლო­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში.

60 -იან წლებ­ში მას ყო­ველ წელს იღე­ბენ ფილმში. დე­ლო­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ამ პე­რი­ო­დის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფილ­მე­ბია: "როკო და მისი ძმე­ბი"; "ლე­ო­პარ­დი"; "მე­ლო­დია სარ­და­ფი­დან"; "დაჩ­რდილ­ვა"; "შავი ტიტა"...

1965 წელს დე­ლო­ნი ბო­ლოს და ბო­ლოს ხვდე­ბა ჰო­ლი­ვუდ­ში, მაგ­რამ აქ მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­ღე­ბულ ფილ­მებს დიდი წარ­მა­ტე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ბე­დის ირო­ნი­ით, საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე მსა­ხი­ობს რამ­დე­ნი­მე როლი შეს­თა­ვა­ზეს - "სა­მუ­რაი"; "თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მა­ძი­ე­ბელ­ნი", "აუზი", "სი­ცი­ლი­უ­რი კლა­ნი"...

მომ­დევ­ნო 3 ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­ლონ­მა 50-ზე მეტ ფილმში ითა­მა­შა. ასე­ვე, მან ბედი სცა­და რო­გორც რე­ჟი­სორ­მა, პრო­დუ­სერ­მა და სცე­ნა­რის­ტმა. ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სექს-სიმ­ბო­ლოდ მი­იჩ­ნე­ო­და და ბევ­რი მან­დი­ლოს­ნის გულ­თამ­პყრო­ბე­ლიც იყო.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

"ბევ­რი ვი­ტან­ჯე, ბევ­რჯერ შევ­ცდი, მაგ­რამ მიყ­ვარ­და" - ასე, ერთი ფრა­ზით აღ­წე­რა მსა­ხი­ობ­მა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა. რამ­დე­ნი ქალი არ­სე­ბობ­და მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში? ოფი­ცი­ა­ლუ­რად დე­ლო­ნი 3 ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, კი­დევ ორი ქალი იყო, რო­მელ­თაც არა­ნაკ­ლე­ბი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს ალენ დე­ლო­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე.

ალე­ნის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მომ­ხიბ­ვლე­ლი და უზო­მოდ ქა­ლუ­რი, ავ­სტრი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი რომი შნა­ი­დე­რი იყო. შნა­ი­დე­რი დე­ლონ­მა ფილმ "კრის­ტი­ნას" გა­და­ღე­ბა­ზე 1958 წელს გა­იც­ნო. წყვი­ლი და­ი­ნიშ­ნა, მაგ­რამ 6 წლის შემ­დეგ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. შემ­დეგ იყო რო­მა­ნი მსა­ხი­ობ ნი­კოს­თან, რო­მელ­მაც დე­ლონს 1962 წელს ვაჟი - არი გა­უ­ჩი­ნა. დე­ლო­ნის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა ჰქონ­და ახალ­გაზ­რდა ფო­ტოგ­რაფ ნა­ტა­ლი ბარ­ტე­მე­ლის­თან. წყვილს შე­ე­ძი­ნა ვაჟი ენ­ტო­ნი, მაგ­რამ მათი ერ­თად ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ 5 წელს (1964 -1969) გაგ­რძელ­და.

1969 წელს დე­ლონ­მა სცა­და ურ­თი­ერ­თო­ბა აღედ­გი­ნა რომი შნა­ი­დერ­თან, მაგ­რამ "გაზ­რდი­ლი" მსა­ხი­ო­ბე­ბი მიხ­ვდნენ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი დიდი ხნის წა­სუ­ლი იყო - დარ­ჩე­ნი­ლი იყო მხო­ლოდ თბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი.

მა­შინ ალე­ნის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა მსა­ხი­ო­ბი მი­რეი დარ­კი. მათი სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა 13 წელს გაგ­რძელ­და, თუმ­ცა დე­ლო­ნი მი­რე­ის ღა­ლა­ტობ­და და გარ­კვე­უ­ლი ხნით ახალ­გაზ­რდა ან პე­რი­ოს­თა­ნაც კი ცხოვ­რობ­და. მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც დარ­კი კა­ტას­ტრო­ფა­ში მოყ­ვა, დე­ლო­ნი ცოლს და­უბ­რუნ­და და მას გვერ­დით ედგა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე. და­შო­რე­ბის შემ­დე­გაც კი მსა­ხი­ო­ბე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებ­დნენ.

1987 წელს დე­ლონ­მა გა­იც­ნო ჰო­ლან­დი­ე­ლი მო­დე­ლი რო­ზა­ლი ვან ბრე­მე­ნი. ის დე­ლო­ნის მე­სა­მე ცოლი იყო. რო­ზა­ლიმ დე­ლონს ორი შვი­ლი - ქა­ლიშ­ვი­ლი ანუშ­კა და ვაჟი ალენ-ფა­ბი­ე­ნი გა­უ­ჩი­ნა. ამ­ჯე­რად, დე­ლონს სურ­და, რომ თავი ოჯა­ხის­თვის მი­ე­ძღვნა, მაგ­რამ 10 წე­ლი­წად­ში, 1997 წელს, ეს ურ­თი­ერ­თო­ბაც დას­რულ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა: როგორ იქცა პანსიონატებში გაზრდილი ბავშვი, ფრანგული კინოს ლეგენდად - "ბევრი ვიტანჯე, ბევრჯერ შევცდი, მაგრამ მიყვარდა..."

მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა: როგორ იქცა პანსიონატებში გაზრდილი ბავშვი, ფრანგული კინოს ლეგენდად - "ბევრი ვიტანჯე, ბევრჯერ შევცდი, მაგრამ მიყვარდა..."

ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი, სცენარისტი, კინორეჟისორი და პროდიუსერი ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.

ალენ დელონი მილიონობით ადამიანის საყვარელი მსახიობი იყო. 88 წლის ლეგენდაზე ბოლო დროს შვილები ზრუნავდნენ და დროდადრო საზოგადოებას ახალ ფოტოებს და ვიდეო კადრებს უზიარებდნენ.

დელონის ოჯახური სიტუაცია საფრანგეთში ტაბლოიდური პრესის პირველ გვერდებზე ხშირად ხვდებოდა. მიზეზი მის შვილებს შორის არსებული სასამართლო დავაა.

გარდა ამისა, 88 წლის ალენ დელონის შვილებს სამართლებრივი დავა ჰქონდათ მის მომვლელთან და ამბობდნენ, რომ ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, მომვლელი ცდილობდა ალენ დელონის ნდობა მოეპოვებინა და ამბობდა, რომ მსახიობთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.

მსახიობი ხშირად იხსენებდა მის ცოლს - ნატალი დელონს

“ნატალის მთავარი ღირსება სიყვარულისა და თანაგრძნობის უნარი იყო“, - იხსენებდა მსახიობის ვაჟი მამის სიტყვებს.

  • ალენ დელონი ბოლოს საჯაროდ 2019 წლის კანის კინოფესტივალზე გამოჩნდა, სადაც მას საპატიო ოქროს პალმის რტო გადასცეს.
  • ბავშვობა

მომავალი მსახიობი და სექს-სიმბოლო ალენ დელონი პარიზის გარეუბან სოში (Sceaux) 1935 წლის 8 ნოემბერს დაიბადა. მსახიობმა ბავშვობა პატარა ქალაქ ბურ-ლა-რენში გაატარა. დელონის მშობლები არ ყოფილან მდიდრები - მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის მამა, წარმოშობით კორსიკელი ფაბიენი, პატარა კინოდარბაზის - "რეჯინას" მფლობელი იყო. დელონის დედა - ედიტი ფარმაცევტი იყო, თუმცა ქმრის კინოდარბაზში კონტროლიორად მუშაობდა.

ბავშვი 3 წლისაც არ იყო, როდესაც მშობლები განქორწინდნენ, მათ ოჯახები ცალ-ცალკე შექმნეს, დელონი კი დედასთან დარჩა საცხოვრებლად. დედას, რომელიც ახალი ქმრის ძეხვეულის მაღაზიაში მუშაობდა, აღარც დრო და აღარც ენერგია რჩებოდა შვილის აღსაზრდელად. ამის გამო ედიტმა გადაწყვიტა, რომ ალენი ნეროების ოჯახში გაზრდილიყო. ოჯახი მომცრო სახლში ცხოვრობდა, რომელიც ორ ნაბიჯში იყო ფრენის ციხესთან, ხოლო მადამ ნეროს მეუღლე ციხეში გუშაგად მუშაობდა. დელონმა ნეროების ოჯახში რამდენიმე წელი იცხოვრა, მას შემდეგ, რაც წყვილი ტრაგიკულად დაიღუპა, მსახიობი მშობლების სახლში დაბრუნდა. დელონს ბავშვობიდან რთული ხასიათი ჰქონდა. თავად მსახიობი იხსენებდა, რომ "აუტანელი საქციელისა და სისტემატური ხულიგნობის გამო" პერიოდულად სხვადასხვა პანსიონატებიდან აგდებდნენ.

დროთა განმავლობაში მშობლები მიხვდნენ, რომ შვილის კლასიკურ განათლებაზე ფიქრი უნდა დაევიწყებინათ. ამიტომ, მათ გადაწყვიტეს ალენისთვის ძეხვის დამამზადებლის პროფესია შეესწავლებინათ. მით უმეტეს, რომ სამომავლოდ ალენი შეძლებდა მამინაცვლის - პოლ ბულონის საქმე გაეგრძელებინა. ერთი წლის შემდეგ ალენ დელონმა მიიღო დიპლომი და პარიზის ძეხვეულის მაღაზიაში მუშაობა დაიწყო.

  • არმია

17 წლის ასაკში დელონს ახალი ოცნება გაუჩნდა - გამხდარიყო მფრინავ-გამომცდელი. მაგრამ მის ოცნებას ახდენა არ ეწერა. იმ წელს საზაფხულო სკოლაში მიღება დასრულებული იყო, ხოლო მომდევნო წლამდე ცდა თავად დელონს არ სურდა. ამიტომ, ალენი ფრანგულ არმიაში ჩაეწერა. ეს მას პატრიოტული მოტივით არ გაუკეთებია - მომავალი მსახიობი ანაზღაურებამ დააინტერესა. 200 000 ფრანკი წელიწადში - სწორედ ამდენს გამოიმუშავებდნენ ფრანგი ოფიცრები 1953 წელს. თავდაპირველად ახალგაზრდა დელონი ბრესტის ბიუროში, მატროსების ნაკრებში გაგზავნეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი სასკოლო განათლება არასაკმარისი იყო მეზღვაურის პროფესიის ასათვისებლად. ახალგაზრდა დელონს ორი გზა ჰქონდა, გამხდარიყო შიკრიკი, ან ესწავლა. დელონმა მეორე გზა აირჩია. ამგვარად ალენ დელონი პონ-რეანში, საფლოტო მომზადების ცენტრში აღმოჩნდა, ხოლო ცოტა ხანში ინდო-ჩინეთის ომში გაიწვიეს. "ომმა ჩემში საშინელება მოახდინა - მან ჩემში ილუზიისა და იმედის ნარჩენები ჩაკლა. მე იქ საბოლოოდ გადავეჩვიე ბავშვად ყოფნას. იქ ბევრი არაფერი მინახავს, მაგრამ თავს მამაკაცად ვგრძნობდი, თუმცა მაშინ ასეთი არ ვყოფილვარ. უბრალოდ "მამაკაცს" ვთამაშობდი - იარაღი მქონდა", - იხსენებს მსახიობი.

  • კარიერის დასაწყისი

1956 წელს პარიზში დაბრუნების შემდეგ, ალენ დელონმა ელისეს მინდვრებთან ახლოს ერთ-ერთ ლუდის ბარში მიმტანად დაიწყო მუშაობა. მსახიობის ფეთქებადმა ხასიათმა აქაც იჩინა თავი და ის რამდენიმე დღეში სამსახურიდან წავიდა. "ადმინისტრატორი, მეტრდოტელი, უფროსი ოფიციანტი - ყველა მე მიყვიროდა. ჩემი ხასიათის მქონე ადამიანისთვის მსახურად დადგომის გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო", - იხსენებდა მსახიობი. მიუხედავად ყველაფრისა, უმუშევარ, უფულო და უსახლკარო დელონს კატეგორიულად არ სურდა მშობლიურ ბურ-ლა-რენში დაბრუნება. მაშინ მეგობრებმა ალენს ურჩიეს, რომ თავისი ფოტო პროდუსერებისთვის ეჩვენებინა. ასეც მოიქცა, მაგრამ ახალგაზრდა დელონი უარის გარდა, ვერაფერს იღებდა. "თქვენ ზედმეტად ლამაზი ხართ, კარიერას ვერ აიწყობთ",- ეუბნებოდნენ პროდუსერები. თუმცა, დელონი ბრძოლის გარეშე დანებებას არ აპირებდა და სხვადასხვა კინოსინჯებზე მიდიოდა.

ერთ-ერთ ასეთ სინჯზე დელონი შეხვდა დამწყებ მსახიობ ჟან-კლოდ ბრიალის. ისინი დამეგობრდნენ და ერთად გაემგზავრნენ კანის კინოფესტივალზე იმ იმედით, რომ რომელიმე ცნობილი რეჟისორი მათ შეამჩნევდა. ახალგაზრდების ვარაუდი გამართლდა. დელონი ჰოლივუდის "ტალანტების გამომჭერმა" ჰარი უილსონმა შეამჩნია. რომში წარმატებული კინოსინჯების შემდეგ დელონს ამერიკაში მუშაობა შესთავაზეს. იმისთვის, რომ 7 წლიანი კონტრაქტი მიეღო, მას ერთი პირობა წაუყენეს - 3 თვის განმავლობაში ინგლისური ენა უნდა ესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ დელონის დამოკიდებულება სწავლასთან მიმართებაში ყოველთვის ზედაპირული იყო, პარიზში დაბრუნების შემდეგ ინგლისურის შესწავლა მომავალმა მსახიობმა კეთილსინდისიერად დაიწყო და აშშ-ში გამგზავრებასაც აპირებდა.

და ვიდრე ახალგაზრდა ფრანგი ამერიკაში კარიერაზე ოცნებობდა, ბრიალიმ კიდევ ერთხელ შეცვალა მისი ცხოვრება. მან დელონი კინორეჟისორ ივ ალეგრეს გააცნო. რეჟისორი ფილმისთვის - Send a Woman When the Devil Fails მსახიობს ეძებდა. დელონი არა მხოლოდ რეჟისორს, არამედ მთავარი როლის შემსრულებელს ედვიჟ ფეიერსაც (Edwige Feuillère) მოეწონა. 1957 წელს დელონი აღნიშნულ ფილმში გადაიღეს - ეს მისი პირველი კინოროლი იყო.

  • პირველი როლები და აღიარება

კინოდებიუტის შემდეგ დელონი მარკ ალეგრემ გადაიღო ფილმში - Be Beautiful But Shut Up, მაგრამ ძმები ალეგრების ფილმებში პატარა როლებს ალენისთვის აღიარება არ მოუტანია. ნამდვილი აღიარება მსახიობთან 1960 წელს მოვიდა, როდესაც შედგა რენე კლეიმანის დეტექტიური სურათის Purple Noon (Plein soleil) პრემიერა. მაშინ ალაპარაკდნენ დელონზე, როგორც ნიჭზე, რომელშიც ერთმანეთს ეხამებოდა "ეშმაკის სული" და "ანგელოზის სახე". მსოფლიო კინოგაქირავებაში ფილმის გამოსვლის შემდეგ დელონი საფრანგეთის გარეთაც გაიცნეს. ამ დროს დელონი შემოთავაზებას იღებს ცნობილი იტალიელი რეჟისორისგან - ლუკინო ვისკონტისგან. ასე დაიწყო იტალიური ხანა დელონის შემოქმედებაში.

60 -იან წლებში მას ყოველ წელს იღებენ ფილმში. დელონის მონაწილეობით ამ პერიოდის ყველაზე ცნობილი ფილმებია: "როკო და მისი ძმები"; "ლეოპარდი"; "მელოდია სარდაფიდან"; "დაჩრდილვა"; "შავი ტიტა"...

1965 წელს დელონი ბოლოს და ბოლოს ხვდება ჰოლივუდში, მაგრამ აქ მისი მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს დიდი წარმატება არ მოჰყოლია. ბედის ირონიით, საფრანგეთში დაბრუნებისთანავე მსახიობს რამდენიმე როლი შესთავაზეს - "სამურაი"; "თავგადასავლების მაძიებელნი", "აუზი", "სიცილიური კლანი"...

მომდევნო 3 ათწლეულის განმავლობაში დელონმა 50-ზე მეტ ფილმში ითამაშა. ასევე, მან ბედი სცადა როგორც რეჟისორმა, პროდუსერმა და სცენარისტმა. ფრანგი მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში სექს-სიმბოლოდ მიიჩნეოდა და ბევრი მანდილოსნის გულთამპყრობელიც იყო.

  • პირადი ცხოვრება

"ბევრი ვიტანჯე, ბევრჯერ შევცდი, მაგრამ მიყვარდა" - ასე, ერთი ფრაზით აღწერა მსახიობმა თავისი ცხოვრება. რამდენი ქალი არსებობდა მსახიობის ცხოვრებაში? ოფიციალურად დელონი 3 ჯერ იყო დაქორწინებული. გარდა ამისა, კიდევ ორი ქალი იყო, რომელთაც არანაკლები გავლენა მოახდინეს ალენ დელონის ცხოვრებაზე.

ალენის პირველი სიყვარული მომხიბვლელი და უზომოდ ქალური, ავსტრიელი მსახიობი რომი შნაიდერი იყო. შნაიდერი დელონმა ფილმ "კრისტინას" გადაღებაზე 1958 წელს გაიცნო. წყვილი დაინიშნა, მაგრამ 6 წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. შემდეგ იყო რომანი მსახიობ ნიკოსთან, რომელმაც დელონს 1962 წელს ვაჟი - არი გაუჩინა. დელონის პირველი ქორწინება ჰქონდა ახალგაზრდა ფოტოგრაფ ნატალი ბარტემელისთან. წყვილს შეეძინა ვაჟი ენტონი, მაგრამ მათი ერთად ცხოვრება მხოლოდ 5 წელს (1964 -1969) გაგრძელდა.

1969 წელს დელონმა სცადა ურთიერთობა აღედგინა რომი შნაიდერთან, მაგრამ "გაზრდილი" მსახიობები მიხვდნენ, რომ სიყვარული დიდი ხნის წასული იყო - დარჩენილი იყო მხოლოდ თბილი მოგონებები.

მაშინ ალენის ცხოვრებაში გამოჩნდა მსახიობი მირეი დარკი. მათი სამოქალაქო ქორწინება 13 წელს გაგრძელდა, თუმცა დელონი მირეის ღალატობდა და გარკვეული ხნით ახალგაზრდა ან პერიოსთანაც კი ცხოვრობდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც დარკი კატასტროფაში მოყვა, დელონი ცოლს დაუბრუნდა და მას გვერდით ედგა გამოჯანმრთელებამდე. დაშორების შემდეგაც კი მსახიობები ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ.

1987 წელს დელონმა გაიცნო ჰოლანდიელი მოდელი როზალი ვან ბრემენი. ის დელონის მესამე ცოლი იყო. როზალიმ დელონს ორი შვილი - ქალიშვილი ანუშკა და ვაჟი ალენ-ფაბიენი გაუჩინა. ამჯერად, დელონს სურდა, რომ თავი ოჯახისთვის მიეძღვნა, მაგრამ 10 წელიწადში, 1997 წელს, ეს ურთიერთობაც დასრულდა.

იხილეთ ასევე: