კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის წარმომადგენელი ილაპარაკებს ისე, როგორც თვითონ აწყობს... ჩვენ კონკრეტული პოზიცია გვაქვს - რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი" - ვოლსკი
"რუსეთის წარმომადგენელი ილაპარაკებს ისე, როგორც თვითონ აწყობს... ჩვენ კონკრეტული პოზიცია გვაქვს - რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი" - ვოლსკი

რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ილა­პა­რა­კებს ისე, რო­გორც თვი­თონ აწყობს, მაგ­რამ არ­სე­ბობს ფაქ­ტე­ბი, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ჩვენ კონ­კრე­ტუ­ლი პო­ზი­ცია გვაქვს - რუ­სე­თი არის აგ­რე­სო­რი და ოკუ­პან­ტი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა, გია ვოლ­სკიმ გა­ე­რო­ში რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, რუ­სეთ­მაც კარ­გად იცის, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ის აგ­რეს­ო­რა­დაც და ოკუ­პან­ტა­დაც და­ა­სა­ხე­ლა, ახლა კი და­სად­გე­ნია ამის მიღ­მა რა პრო­ცე­სე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ილა­პა­რა­კებს ისე, რო­გორც თვი­თონ აწყობს. მაგ­რამ არ­სე­ბობს ფაქ­ტე­ბი, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ჩვენ კონ­კრე­ტუ­ლი პო­ზი­ცია გვაქვს. რუ­სე­თი არის აგ­რე­სო­რი და ოკუ­პან­ტი. ეს არ ათა­ვი­სუფ­ლებს სა­ა­კაშ­ვილს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან, რა მი­ზე­ზი­თაც ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და. შე­ეძ­ლო თუ არა, თავი აე­რი­დე­ბი­ნა ეს ერთი სა­კი­თხია, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა, რო­მელ­ზეც შემ­დეგ სტრას­ბურ­გის და ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლო­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბრძო­ლა მოგ­ვი­წია მათ შო­რის, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც კი დაგ­ვი­მა­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. ამა­შია საქ­მე და რუ­სე­თის ისეთ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს, რო­გო­რიც თა­ვად აწყობს, მაგ­რამ ეს რუ­სეთ­მაც და ყვე­ლამ კარ­გად იცის უკვე, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ და­ა­სა­ხე­ლა ის აგ­რეს­ო­რა­დაც და ოკუ­პან­ტა­დაც. ეს სა­კი­თხი დამ­თავ­რდა. ახლა ამის მიღ­მა რა პრო­ცე­სე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რა საკ­ვირ­ვე­ლია და­სად­გე­ნია. პირ­ველ რიგ­ში ის თემა - რა­ტომ ამ­ბობს სა­ა­კაშ­ვი­ლი, რომ რუ­სეთს სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და შე­მოჭ­რი­სათ­ვის. და თუ ასე­თი ჰქონ­და, მა­შინ რა­ტომ შე­უქ­მნა სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას - ამა­ზეა სა­უ­ბა­რი. ახლა ცდი­ლო­ბენ, რომ რუ­სებ­მა, რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ, „ნაც­მოძ­რა­ო­ბამ”, რო­გორც სჩ­ვე­ვი­ათ ხოლ­მე, სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნონ და გან­ცხა­დე­ბე­ბი აკე­თონ”, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

გა­ე­რო-ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ად­გი­ლემ, დი­მიტ­რი პო­ლი­ანსკიმ გა­ე­რო-ს შტა­ბ­ბი­ნა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი ყო­ველ წელს აკ­ვირ­დე­ბა და­სავ­ლე­ლი კო­ლე­გე­ბის „მა­ნი­ა­კა­ლურ სურ­ვილს“, გა­ნი­ხი­ლონ სა­ა­კაშ­ვი­ლის აგ­რე­სია სამ­ხრეთ ოსე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. მან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბის ცი­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და გა­ნა­ცხა­და, "სცა­დეთ, გა­იხ­სე­ნოთ ეს სი­ტყვე­ბი, როცა ჩემი და­სავ­ლე­ლი კო­ლე­გე­ბი მოვ­ლენ და მო­გა­ტყუ­ე­ბენ".

"მე მეტს არ ვი­სა­უბ­რებ, მე უბ­რა­ლოდ მო­ვახ­დენ სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბის ცი­ტი­რე­ბას: „ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნად, ეჭვქვეშ აყე­ნებს სა­ა­კაშ­ვი­ლის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბას, მაგ­რამ ფაქ­ტი ისაა, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლის ავან­ტი­უ­რის­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, არა მხო­ლოდ მისი ფსი­ქი­კუ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის, არა­მედ ასე­ვე გა­რე­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი­სა და კარ­გად და­გეგ­მი­ლი ღა­ლა­ტის შე­დე­გია. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წა­რი­მარ­თოს სა­ჯა­რო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რათა ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­ი­გოს, ვინ ჩა­ი­დი­ნა ეს მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლი, ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ჩვე­ნი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ“.

უბ­რა­ლოდ, სცა­დეთ გა­იხ­სე­ნოთ ეს სი­ტყვე­ბი, რო­დე­საც ჩემი და­სავ­ლე­ლი კო­ლე­გე­ბი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ ტრი­ბუ­ნას­თან მოვ­ლენ და მო­გა­ტყუ­ე­ბენ იმის შე­სა­ხებ, თუ რა მოხ­და", - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი პო­ლი­ანსკიმ.

ავტორი:

"რუსეთის წარმომადგენელი ილაპარაკებს ისე, როგორც თვითონ აწყობს... ჩვენ კონკრეტული პოზიცია გვაქვს - რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი" - ვოლსკი

"რუსეთის წარმომადგენელი ილაპარაკებს ისე, როგორც თვითონ აწყობს... ჩვენ კონკრეტული პოზიცია გვაქვს - რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი" - ვოლსკი

რუსეთის წარმომადგენელი ილაპარაკებს ისე, როგორც თვითონ აწყობს, მაგრამ არსებობს ფაქტები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ კონკრეტული პოზიცია გვაქვს - რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

  • მისივე თქმით, რუსეთმაც კარგად იცის, რომ სტრასბურგის სასამართლომ ის აგრესორადაც და ოკუპანტადაც დაასახელა, ახლა კი დასადგენია ამის მიღმა რა პროცესებიც მიმდინარეობდა.

"რუსეთის წარმომადგენელი ილაპარაკებს ისე, როგორც თვითონ აწყობს. მაგრამ არსებობს ფაქტები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ კონკრეტული პოზიცია გვაქვს. რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი. ეს არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან, რა მიზეზითაც ეს ყველაფერი მოხდა. შეეძლო თუ არა, თავი აერიდებინა ეს ერთი საკითხია, მაგრამ კონკრეტული ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელზეც შემდეგ სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოში მრავალწლიანი ბრძოლა მოგვიწია მათ შორის, იმ პირობებში, როდესაც მტკიცებულებებიც კი დაგვიმალა სააკაშვილის ხელისუფლებამ. ამაშია საქმე და რუსეთის ისეთ განცხადებას გააკეთებს, როგორიც თავად აწყობს, მაგრამ ეს რუსეთმაც და ყველამ კარგად იცის უკვე, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაასახელა ის აგრესორადაც და ოკუპანტადაც. ეს საკითხი დამთავრდა. ახლა ამის მიღმა რა პროცესებიც მიმდინარეობდა, რა საკვირველია დასადგენია. პირველ რიგში ის თემა - რატომ ამბობს სააკაშვილი, რომ რუსეთს სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა შემოჭრისათვის. და თუ ასეთი ჰქონდა, მაშინ რატომ შეუქმნა სამართლებრივი საფუძველი რუსეთის ფედერაციას - ამაზეა საუბარი. ახლა ცდილობენ, რომ რუსებმა, რადიკალურმა ოპოზიციამ, „ნაცმოძრაობამ”, როგორც სჩვევიათ ხოლმე, სათავისოდ გამოიყენონ და განცხადებები აკეთონ”, - განაცხადა ვოლსკიმ.

გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ გაერო-ს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი ყოველ წელს აკვირდება დასავლელი კოლეგების „მანიაკალურ სურვილს“, განიხილონ სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. მან „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადების ციტირება მოახდინა და განაცხადა, "სცადეთ, გაიხსენოთ ეს სიტყვები, როცა ჩემი დასავლელი კოლეგები მოვლენ და მოგატყუებენ".

"მე მეტს არ ვისაუბრებ, მე უბრალოდ მოვახდენ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადების ციტირებას: „ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, სამართლიანად, ეჭვქვეშ აყენებს სააკაშვილის ადეკვატურობას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ 2008 წლის აგვისტოში, სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები, არა მხოლოდ მისი ფსიქიკური არასტაბილურობის, არამედ ასევე გარედან მიღებული ინსტრუქციებისა და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგია. ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარიმართოს საჯარო სასამართლო პროცესი, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა ეს მოღალატეობრივი დანაშაული, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“.

უბრალოდ, სცადეთ გაიხსენოთ ეს სიტყვები, როდესაც ჩემი დასავლელი კოლეგები, მოგვიანებით ამ ტრიბუნასთან მოვლენ და მოგატყუებენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა", - განაცხადა დიმიტრი პოლიანსკიმ.