კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგროსფეროს“ ხორბლის ადგილობრივი წარმოება და სათესლე მასალის მრავალფეროვანი ასორტიმენტი
"აგროსფეროს“ ხორბლის ადგილობრივი წარმოება და სათესლე მასალის მრავალფეროვანი ასორტიმენტი

სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ბლის სა­თეს­ლე მა­სა­ლის ძა­ლი­ან მწი­რი არ­ჩე­ვა­ნი იყო, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად რუ­სე­თი­დან შე­მო­დი­ო­და. იმ დროს ხელ­მი­საწ­ვდო­მი ხორ­ბლის ჯი­შე­ბი არც ხა­რის­ხით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რაც და­ბალ­მო­სავ­ლი­ა­ნო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებ­და. ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა მას შემ­დეგ, რაც „აგ­როს­ფე­რომ“, სა­თეს­ლე მა­სა­ლის უმ­სხვი­ლეს მწარ­მო­ე­ბელ ავ­სტრი­ულ კომ­პა­ნია Saatbau-სთან ერ­თად, ხორ­ბლის ჯი­შე­ბის ად­გი­ლობ­რივ წარ­მო­ე­ბას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი.

„ხორ­ბლის სა­თეს­ლე მა­სა­ლის წარ­მო­ე­ბის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა Saatbau-სთან ერ­თად 2014 წელს და­ვი­წყეთ. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო, და­ბა­ლი ხა­რის­ხის სა­თეს­ლე მა­სა­ლა უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ჯი­შე­ბით ჩაგ­ვე­ნაც­ვლე­ბი­ნა და ქარ­თველ ფერ­მე­რებს მო­სავ­ლი­ა­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში დავ­ხმა­რე­ბო­დით.

ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბის შე­დე­გად, დღეს ფერ­მე­რებს ხორ­ბლის სხვა­დას­ხვა ჯიშ­ზე მი­უწ­ვდე­ბათ ხელი, რომ­ლე­ბიც მორ­გე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კლი­მატ­ზე, სრულ­ფა­სოვ­ნად პა­სუ­ხობს ად­გი­ლობ­რივ გა­მოწ­ვე­ვებს და იძ­ლე­ვა მა­ღა­ლი ცხო­ბის თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე მარ­ცვალს. რაც მთა­ვა­რია, თი­თო­ე­უ­ლი ჯიში სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად“, – ამ­ბობს „აგ­როს­ფე­როს“ სა­თეს­ლე მა­სა­ლის წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ალექ­სი ზა­ზი­კაშ­ვი­ლი.

Saatbau-ს ხორ­ბლის საც­დე­ლი ჯი­შე­ბი სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში გან­თავ­სე­ბულ სა­დე­მონ­სტრა­ციო ნაკ­ვე­თებ­ში ითე­სე­ბა. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით კი მათ­გან ირ­ჩე­ვა სა­უ­კე­თე­სო ჯი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ბა­ზარ­ზე გა­ტა­ნამ­დე სა­წარ­მო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სით მუ­შავ­დე­ბა.

„მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­თეს­ლე მა­სა­ლის მი­სა­ღე­ბად უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ნი­ა­და­გის სწო­რად მომ­ზა­დე­ბა­სა და მცე­ნა­რის მოვ­ლას. გარ­და ამი­სა, მათი და­მუ­შა­ვე­ბა უნდა მოხ­დეს ხა­რის­ხი­ა­ნი პრე­პა­რა­ტე­ბით. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ არ­ჩე­ვანს Yara-ს ინო­ვა­ცი­ურ სა­სუ­ქებ­სა და Bayer-ის მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ვა­კე­თებთ, რომ­ლე­ბიც ეფექ­ტუ­რო­ბას­თან ერ­თად, უსაფრ­თხოა გა­რე­მო­სა და ადა­მი­ან­თა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის“, – გვი­თხრა ალექ­სი ზა­ზი­კაშ­ვილ­მა.

„აგ­როს­ფე­როს“ ხორ­ბლის ად­გი­ლობ­რივ სა­წარ­მო­ში ზედ­მი­წევ­ნით არის და­ცუ­ლი მარ­ცვლის და­მუ­შა­ვე­ბი­სა და და­ფა­სო­ე­ბის პრინ­ცი­პე­ბიც. მო­სავ­ლის აღე­ბის შემ­დეგ სა­თეს­ლე მა­სა­ლა სპე­ცი­ა­ლურ სი­ლო­სებ­ში ინა­ხე­ბა, სა­დაც ის პირ­ვე­ლად წმენ­დას გა­დის. ამას­თან ერ­თად, ხდე­ბა მისი ტემ­პე­რა­ტუ­რულ რე­ჟიმ­ში გაგ­რი­ლე­ბა, რათა არ წარ­მო­იშ­ვას მცე­ნა­რის აღ­მო­ცე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. მარ­ცვლე­უ­ლი გან­მე­ო­რე­ბით მუ­შავ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლურ და­ნად­გარ­ში, რა დრო­საც ის ზედ­მე­ტი მი­ნა­რე­ვე­ბი­სა და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მარ­ცვლე­ბის­გან იწ­მინ­დე­ბა. სა­ბო­ლოო ეტა­პი კი სა­თეს­ლე მა­სა­ლის ფუნ­გი­ცი­დი­თა და ინ­სექ­ტი­ცი­დით და­მუ­შა­ვე­ბაა.

„ამ­გვა­რად, ვი­ღებთ სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე სა­თეს­ლე მა­სა­ლას, რო­მე­ლიც ეფექ­ტუ­რად უმკლავ­დე­ბა მავ­ნებ­ლებ­სა და და­ა­ვა­დე­ბებს, ამას­თან, გა­მო­ირ­ჩე­ვა ჩა­წო­ლის, ყინ­ვი­სა და გვალ­ვის მი­მართ მე­დე­გო­ბით“, – ამ­ბობს ალექ­სი ზა­ზი­კაშ­ვი­ლი.

დღეს „აგ­როს­ფე­რო“ ფერ­მე­რებს ხორ­ბლის 5 სხვა­დას­ხვა ჯიშს სთა­ვა­ზობს, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ფერ­მერს სა­თეს­ლე მა­სა­ლა სა­კუ­თა­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შე­არ­ჩი­ოს.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ახლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფა­სე­ბი მოქ­მე­დებს. 1 კგ ამი­კუ­სის და გა­ლუ­სის მე­ო­რე რეპ­რო­დუქ­ცია მხო­ლოდ 1 ლა­რად შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ, ხუ­თი­ვე ჯი­შის პირ­ვე­ლი რეპ­რო­დუქ­ცია კი – 1,35 ლა­რად. მა­რა­გე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია, ამი­ტომ იჩ­ქა­რეთ. კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის ეს­ტუმ­რეთ კომ­პა­ნი­ის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელს ან და­უ­კავ­შირ­დით მის წარ­მო­მად­გენ­ლებს ნო­მერ­ზე +995 322 500 900.

NS

ავტორი:

"აგროსფეროს“ ხორბლის ადგილობრივი წარმოება და სათესლე მასალის მრავალფეროვანი ასორტიმენტი

"აგროსფეროს“ ხორბლის ადგილობრივი წარმოება და სათესლე მასალის მრავალფეროვანი ასორტიმენტი

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ საქართველოში ხორბლის სათესლე მასალის ძალიან მწირი არჩევანი იყო, რომელიც უმეტესად რუსეთიდან შემოდიოდა. იმ დროს ხელმისაწვდომი ხორბლის ჯიშები არც ხარისხით გამოირჩეოდა, რაც დაბალმოსავლიანობას განაპირობებდა. ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც „აგროსფერომ“, სათესლე მასალის უმსხვილეს მწარმოებელ ავსტრიულ კომპანია Saatbau-სთან ერთად, ხორბლის ჯიშების ადგილობრივ წარმოებას ჩაუყარა საფუძველი.

„ხორბლის სათესლე მასალის წარმოების პროექტზე მუშაობა Saatbau-სთან ერთად 2014 წელს დავიწყეთ. პროექტის მიზანი იყო, დაბალი ხარისხის სათესლე მასალა უმაღლესი ხარისხის ჯიშებით ჩაგვენაცვლებინა და ქართველ ფერმერებს მოსავლიანობის გაუმჯობესებაში დავხმარებოდით.

ჩვენი პარტნიორობის შედეგად, დღეს ფერმერებს ხორბლის სხვადასხვა ჯიშზე მიუწვდებათ ხელი, რომლებიც მორგებულია საქართველოს კლიმატზე, სრულფასოვნად პასუხობს ადგილობრივ გამოწვევებს და იძლევა მაღალი ცხობის თვისებების მქონე მარცვალს. რაც მთავარია, თითოეული ჯიში სერტიფიცირებულია ქართული და ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად“, – ამბობს „აგროსფეროს“ სათესლე მასალის წარმოების მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსი ზაზიკაშვილი.

Saatbau-ს ხორბლის საცდელი ჯიშები სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ სადემონსტრაციო ნაკვეთებში ითესება. მიღებული შედეგების მიხედვით კი მათგან ირჩევა საუკეთესო ჯიშები, რომლებიც ბაზარზე გატანამდე საწარმოში სპეციალური წესით მუშავდება.

„მაღალი ხარისხის სათესლე მასალის მისაღებად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის სწორად მომზადებასა და მცენარის მოვლას. გარდა ამისა, მათი დამუშავება უნდა მოხდეს ხარისხიანი პრეპარატებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ არჩევანს Yara-ს ინოვაციურ სასუქებსა და Bayer-ის მცენარეთა დაცვის საშუალებებზე ვაკეთებთ, რომლებიც ეფექტურობასთან ერთად, უსაფრთხოა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის“, – გვითხრა ალექსი ზაზიკაშვილმა.

„აგროსფეროს“ ხორბლის ადგილობრივ საწარმოში ზედმიწევნით არის დაცული მარცვლის დამუშავებისა და დაფასოების პრინციპებიც. მოსავლის აღების შემდეგ სათესლე მასალა სპეციალურ სილოსებში ინახება, სადაც ის პირველად წმენდას გადის. ამასთან ერთად, ხდება მისი ტემპერატურულ რეჟიმში გაგრილება, რათა არ წარმოიშვას მცენარის აღმოცენებასთან დაკავშირებული პრობლემები. მარცვლეული განმეორებით მუშავდება სპეციალურ დანადგარში, რა დროსაც ის ზედმეტი მინარევებისა და დაზიანებული მარცვლებისგან იწმინდება. საბოლოო ეტაპი კი სათესლე მასალის ფუნგიციდითა და ინსექტიციდით დამუშავებაა.

„ამგვარად, ვიღებთ საუკეთესო თვისებების მქონე სათესლე მასალას, რომელიც ეფექტურად უმკლავდება მავნებლებსა და დაავადებებს, ამასთან, გამოირჩევა ჩაწოლის, ყინვისა და გვალვის მიმართ მედეგობით“, – ამბობს ალექსი ზაზიკაშვილი.

დღეს „აგროსფერო“ ფერმერებს ხორბლის 5 სხვადასხვა ჯიშს სთავაზობს, რაც შესაძლებლობას აძლევს ფერმერს სათესლე მასალა საკუთარი საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად შეარჩიოს.

გაითვალისწინეთ, რომ ახლა განსაკუთრებული ფასები მოქმედებს. 1 კგ ამიკუსის და გალუსის მეორე რეპროდუქცია მხოლოდ 1 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ, ხუთივე ჯიშის პირველი რეპროდუქცია კი – 1,35 ლარად. მარაგები შეზღუდულია, ამიტომ იჩქარეთ. კონსულტაციისთვის ესტუმრეთ კომპანიის მაღაზიათა ქსელს ან დაუკავშირდით მის წარმომადგენლებს ნომერზე +995 322 500 900.

NS