სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინამ კურსკის ოლქის კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველი სამხედრო სამეთაურო ოფისი შექმნა - "ჩვენმა ჯარებმა 35 კილომეტრის სიღრმეში შეაღწიეს"
უკრაინამ კურსკის ოლქის კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველი სამხედრო სამეთაურო ოფისი შექმნა - "ჩვენმა ჯარებმა 35 კილომეტრის სიღრმეში შეაღწიეს"

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა ალექ­სან­დრე სირსკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნამ კურსკის ოლ­ქის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პირ­ვე­ლი კო­მენ­და­ტუ­რა - სამ­ხედ­რო სა­მე­თა­უ­რო ოფი­სი შექ­მნა. მისი თქმით, კო­მენ­და­ტუ­რის უფ­რო­სად გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ედუ­არდ მოს­კა­ლე­ვი და­ი­ნიშ­ნა.

მისი თქმით, კურსკის რა­ი­ონ­ში შე­ტე­ვის და­წყე­ბი­დან დღემ­დე უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა 82 და­სახ­ლე­ბა აი­ღეს და 1150 კვად­რა­ტულ კო­ლო­მეტრ ტე­რი­ტო­რი­ას აკონ­ტრო­ლე­ბენ.

"კურსკის რე­გი­ონ­ში ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩვენ­მა ჯა­რებ­მა 35 კი­ლო­მეტ­რის სიღ­რმე­ში შე­აღ­წი­ეს", - თქვა მან.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ კურსკის რე­გი­ონ­ში შე­ტე­ვის დროს უკ­რა­ი­ნულ­მა ჯა­რებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს ბრი­ტა­ნუ­ლი ტან­კე­ბი Challenger 2, - ამის შე­სა­ხებ BBC-ის ანო­ნი­მურ­მა წყა­რომ გა­უ­ცხა­და.

ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ კო­მენ­ტარს არ აკე­თებს იმა­ზე, უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი რა კონ­კრე­ტულ ია­რაღს იყე­ნე­ბენ.

უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უფრო ადრე თქვა, რომ გა­ე­როს წეს­დე­ბის 51-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, "უკ­რა­ი­ნას აქვს თავ­დაც­ვის უფ­ლე­ბა, რაც არ გა­მო­რი­ცხავს ოპე­რა­ცი­ებს რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“.

ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბა ამ­ბობს, რომ მათ პო­ლი­ტი­კა­ში ცვლი­ლე­ბა არ მომ­ხდა­რა და კი­ევს ყო­ველ­თვის ჰქონ­და და აქვს უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს მი­წო­დე­ბუ­ლი ია­რა­ღი ისე, რო­გორც მას სჭირ­დე­ბო­და.

ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი არის Storm Shadowოს ტი­პის რა­კე­ტე­ბი - მათ თავ­და­პირ­ვე­ლად გა­აფრ­თხი­ლეს კი­ე­ვი, რომ ეს რა­კე­ტე­ბი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სა­მიზ­ნე­ებ­ზე არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, თუმ­ცა რო­გორც Times-ი იტყო­ბი­ნე­ბა, ბრი­ტა­ნეთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი მო­კავ­ში­რე­ებ­თან გა­ნი­ხი­ლა­ვენ ამ წე­სის შეც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რუ­სეთ­თან კურსკის რე­გი­ონ­ში ბრძო­ლე­ბის დროს მხა­რე­ე­ბის მიერ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ვლის შე­სა­ხებ, - ამის შე­სა­ხებ წერს Financial Times - ი. ერთი დღით ადრე, უმაღ­ლე­სი რა­დას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­სარ­მა დი­მიტ­რი ლუ­ბი­ნეც­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ ტე­ლე­მა­რა­თონ­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მას რუ­სე­თის ომ­ბუდსმე­ნი ტა­ტი­ა­ნა მოს­კალ­კო­ვა და­უ­კავ­შირ­და გაც­ვლის დე­ტა­ლე­ბის გან­ხილ­ვის და­სა­წყე­ბად. თა­ვად მოს­კალ­კო­ვამ ამა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თა.

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­მა­ტე­ბით ძა­ლებს გაგ­ზავ­ნის ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის და­სა­ცა­ვად, - ეს კი რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ან­დრეი ბე­ლუსოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლურ­მა შტაბ­მა უკვე მო­ამ­ზა­და შე­სა­ბა­მი­სი გეგ­მა.

”ჩვენ ვსა­უბ­რობთ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­მე­თა­უ­რო-სა­კონ­ტრო­ლო სის­ტე­მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გაზ­რდა­ზე, ასე­ვე და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი­სა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყო­ფა­ზე, რომ­ლე­ბიც გა­იგ­ზავ­ნე­ბა ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად”, - თქვა ბე­ლუსოვ­მა შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კოვ­მა.

ხუთ­შა­ბათს ბელ­გო­რო­დის რე­გი­ონ­ში ფე­დე­რა­ლუ­რი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა შე­მო­ი­ღეს.

გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გლად­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის მუდ­მი­ვი და­ბომბვი­სა და თვითმფრი­ნა­ვე­ბის თავ­დას­ხმე­ბის გამო რე­გი­ონ­ში უკი­დუ­რე­სად მძი­მე ვი­თა­რე­ბაა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

უკრაინამ კურსკის ოლქის კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველი სამხედრო სამეთაურო ოფისი შექმნა - "ჩვენმა ჯარებმა 35 კილომეტრის სიღრმეში შეაღწიეს"

უკრაინამ კურსკის ოლქის კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველი სამხედრო სამეთაურო ოფისი შექმნა - "ჩვენმა ჯარებმა 35 კილომეტრის სიღრმეში შეაღწიეს"

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კურსკის ოლქის კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველი კომენდატურა - სამხედრო სამეთაურო ოფისი შექმნა. მისი თქმით, კომენდატურის უფროსად გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი დაინიშნა.

მისი თქმით, კურსკის რაიონში შეტევის დაწყებიდან დღემდე უკრაინელმა სამხედროებმა 82 დასახლება აიღეს და 1150 კვადრატულ კოლომეტრ ტერიტორიას აკონტროლებენ.

"კურსკის რეგიონში ოპერაციის დაწყებიდან მოყოლებული, ჩვენმა ჯარებმა 35 კილომეტრის სიღრმეში შეაღწიეს", - თქვა მან.

ცნობილი ხდება, რომ კურსკის რეგიონში შეტევის დროს უკრაინულმა ჯარებმა გამოიყენეს ბრიტანული ტანკები Challenger 2, - ამის შესახებ BBC-ის ანონიმურმა წყარომ გაუცხადა.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კომენტარს არ აკეთებს იმაზე, უკრაინელი სამხედროები რა კონკრეტულ იარაღს იყენებენ.

უწყების წარმომადგენელმა უფრო ადრე თქვა, რომ გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, "უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, რაც არ გამორიცხავს ოპერაციებს რუსეთის ტერიტორიაზე“.

ბრიტანეთის მთავრობა ამბობს, რომ მათ პოლიტიკაში ცვლილება არ მომხდარა და კიევს ყოველთვის ჰქონდა და აქვს უფლება გამოიყენოს მიწოდებული იარაღი ისე, როგორც მას სჭირდებოდა.

ერთადერთი გამონაკლისი არის Storm Shadowოს ტიპის რაკეტები - მათ თავდაპირველად გააფრთხილეს კიევი, რომ ეს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე არ გამოეყენებინათ, თუმცა როგორც Times-ი იტყობინება, ბრიტანეთში ოფიციალური პირები მოკავშირეებთან განიხილავენ ამ წესის შეცვლის შესაძლებლობას.

ასევე ცნობილი ხდება, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო მოლაპარაკებები რუსეთთან კურსკის რეგიონში ბრძოლების დროს მხარეების მიერ დატყვევებული ადამიანების გაცვლის შესახებ, - ამის შესახებ წერს Financial Times - ი. ერთი დღით ადრე, უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა ნაციონალურ ტელემარათონზე განაცხადა, რომ მას რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა დაუკავშირდა გაცვლის დეტალების განხილვის დასაწყებად. თავად მოსკალკოვამ ამაზე კომენტარი არ გააკეთა.

რუსეთის ხელისუფლება დამატებით ძალებს გაგზავნის ბელგოროდის ოლქის დასაცავად, - ეს კი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელუსოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის გენერალურმა შტაბმა უკვე მოამზადა შესაბამისი გეგმა.

”ჩვენ ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, სამეთაურო-საკონტროლო სისტემის ეფექტიანობის გაზრდაზე, ასევე დამატებითი ძალებისა და საშუალებების გამოყოფაზე, რომლებიც გაიგზავნება ძირითადი ამოცანების შესასრულებლად”, - თქვა ბელუსოვმა შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.

ხუთშაბათს ბელგოროდის რეგიონში ფედერალური საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს.

გუბერნატორმა გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის მუდმივი დაბომბვისა და თვითმფრინავების თავდასხმების გამო რეგიონში უკიდურესად მძიმე ვითარებაა.

იხილეთ ასევე: