სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში “ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან
ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში “ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ 22 დე­ლე­გა­ტი წა­რად­გი­ნა, რომ­ლე­ბიც რე­გი­ო­ნებ­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სარ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას გა­უ­ძღვე­ბი­ან.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დე­ლე­გა­ტებს 30-ვე სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში წა­რად­გენს, ხოლო დღეს წა­რად­გენს მხო­ლოდ 22 დე­ლე­გატს, რომ­ლე­ბიც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას რე­გი­ო­ნებ­ში გა­უ­ძღვე­ბი­ან.

“რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით. ასე­ვე იცით, რომ მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის გა­უქ­მე­ბას აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი, რაც, პირ­ველ რიგ­ში, ამომ­რჩე­ველ­სა და კან­დი­და­ტებს შო­რის კავ­ში­რის შე­სუს­ტე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ამ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბის გარ­კვე­ულ­წი­ლად აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით შე­მო­ღე­ბულ იქნა დე­ლე­გა­ტის ინ­სტი­ტუ­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დე­ლე­გა­ტე­ბი არი­ან პარ­ტი­ის პრო­პორ­ცი­ულ სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი კან­დი­და­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებ­ში კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა­ზე და უკვე არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში შე­სა­ბა­მი­სი ამომ­რჩევ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ზე იქ­ნე­ბი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დე­ლე­გა­ტებს წა­რად­გენს ოც­და­ა­თი­ვე სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში. დღეს წარ­მო­გიდ­გენთ 22 დე­ლე­გატს, რომ­ლე­ბიც ჩვენს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას გა­უ­ძღვე­ბი­ან რე­გი­ო­ნებ­ში.

ესე­ნი არი­ან, და­ვი­წყებ კა­ხე­თით:

და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი- გურ­ჯა­ა­ნი-სა­გა­რე­ჯო-სიღ­ნა­ღი-დე­დოფ­ლის­წყა­რო;

ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლი- თე­ლა­ვი-ახ­მე­ტა-ყვა­რე­ლი-ლა­გო­დე­ხი; არი­ან მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტე­ბი, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა რუს­თავს და გარ­დაბ­ნის ის­ტო­რი­ულ სოფ­ლებს, ირაკ­ლი შა­ტა­კიშ­ვი­ლი, ასე­ვე, მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტი იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი.

მარ­ნე­უ­ლი-გარ­და­ბა­ნი ზაურ დარ­გა­ლი;

რაც შე­ე­ხე­ბა, ბოლ­ნი­სი-დმა­ნი­სი-თეთ­რი­წყა­რო-წალ­კის ოლქს, აქ იქ­ნე­ბა ბოლ­ნი­სის მოქ­მე­დი მერი წარ­დგე­ნი­ლი - და­ვით შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი.

ახალ­ცი­ხე-ბორ­ჯო­მი-ას­პინ­ძა-ადი­გე­ნი - ან­ტონ ობო­ლაშ­ვი­ლი, ასევ, მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტი.

ახალ­ქა­ლა­ქი-ნი­ნოწ­მინ­და - მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტი - სამ­ველ მა­ნუ­კი­ა­ნი იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი.

მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში - დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე იქ­ნე­ბა, დე­ლე­გა­ტად წარ­დგე­ნი­ლი ჩვენს პრო­პორ­ცი­ულ სი­ა­ში.

გორი-კას­პი- გო­რის მოქ­მე­დი მერი, ლადო ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტად.

ხა­შუ­რი-ქა­რე­ლი - მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტი ზაზა დუ­გ­ლა­ძე;

ქუ­თა­ის­ში, ასე­ვე მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტი ზაზა ლო­მი­ნა­ძე;

წყალ­ტუ­ბო-სამ­ტრე­დია-ვანი-ხონი- გივი ჭი­ჭი­ნა­ძე;

სა­ჩხე­რე-ჭი­ა­თუ­რა-ხა­რა­გა­უ­ლი- პა­ა­ტა კვი­ჟი­ნა­ძე;

ზეს­ტა­ფო­ნი-ბაღ­და­თი-თერ­ჯო­ლა-ტყი­ბუ­ლის ოლ­ქში წარ­დგე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ბა­ტო­ნი ზვი­ად შა­ლამ­ბე­რი­ძე, მოქ­მე­დი გუ­ბერ­ნა­ტო­რი.

ზუგ­დიდ­ში ჩვე­ნი კან­დი­და­ტი დე­ლე­გა­ტი იქ­ნე­ბა დათო კო­დუა, რო­მე­ლიც არის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რია 2012 წლი­დან.

ფოთი-ხობი-სე­ნაკ­ში მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტი გი­ორ­გი ხა­ხუ­ბია;

მარ­ტვი­ლი-აბა­შა-წა­ლენ­ჯი­ხა-ჩხო­რო­წყუ იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი ბა­ტო­ნი ილია ინ­ჯია, რო­მე­ლიც გახ­ლავთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი.

გუ­რი­ა­ში, ოზურ­გე­თი-ლან­ჩხუ­თი-ჩო­ხა­ტა­უ­რი ბა­ტო­ნი ვა­სი­კო ჩი­გო­გი­ძე იქ­ნე­ბა ჩვე­ნი კან­დი­და­ტი.

რაჭა-ლე­ჩხუმ-სვა­ნეთ­ში ბა­ტო­ნი გოჩა ენუ­ქი­ძე, ასე­ვე მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტი.

ბა­თუმ­ში არ­ჩილ ბე­რი­ძე, რო­მელ­საც თქვენ იც­ნობთ ჯგუფ “ალი­ლო­დან“, რო­მე­ლიც არის “ალი­ლოს“ სო­ლის­ტი, იქ­ნე­ბა ბა­თუმ­ში ჩვე­ნი კან­დი­და­ტი.

ქო­ბუ­ლეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ბა­ტო­ნი გია ჭყო­ნია იქ­ნე­ბა ჩვე­ნი კან­დი­და­ტი.

ხელ­ვა­ჩა­უ­რი-ქედა-შუ­ა­ხე­ვი-ხულო ბა­ტო­ნი ან­ზორ ბოლ­ქვა­ძე, მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტი.

ასე­თია დე­ლე­გა­ტე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა, რო­მელ­საც ჩვენ წარ­ვად­გენთ.

ყვე­ლა დე­ლე­გა­ტი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრო­პორ­ცი­ულ სი­ა­ში იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი გამ­სვლელ ად­გილ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყოფთ იმას, რომ მომ­დევ­ნო მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ქა­ლაქს და რე­გი­ონს ეყო­ლე­ბა თა­ვი­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ამით ნა­წი­ლობ­რივ იქ­ნე­ბა აღ­მო­ფხვრი­ლი ის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა, რო­მე­ლიც არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის გა­უქ­მე­ბას­თან.

არი­ან მთე­ლი რიგი დე­პუ­ტა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე იყ­ვნენ შე­სა­ბა­მი­სი ოლ­ქე­ბის მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი, მათი უმე­ტე­სო­ბაც იქ­ნე­ბა სი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თუმ­ცა არა დე­ლე­გა­ტის სტა­ტუ­სით.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის 8 დე­ლე­გატს, მათ და­ვა­სა­ხე­ლებთ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და მან.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში “ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან

ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში “ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში “ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.

როგორც პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, “ქართული ოცნება“ დელეგატებს 30-ვე საარჩევნო ოლქში წარადგენს, ხოლო დღეს წარადგენს მხოლოდ 22 დელეგატს, რომლებიც მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას რეგიონებში გაუძღვებიან.

“როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. ასევე იცით, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აქვს სერიოზული უარყოფითი მხარეები, რაც, პირველ რიგში, ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის შესუსტებით გამოიხატება. ამ ნაკლოვანების გარკვეულწილად აღმოსაფხვრელად, საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი.

შეგახსენებთ, რომ დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.

“ქართული ოცნება“ დელეგატებს წარადგენს ოცდაათივე საარჩევნო ოლქში. დღეს წარმოგიდგენთ 22 დელეგატს, რომლებიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან რეგიონებში.

ესენი არიან, დავიწყებ კახეთით:

დავით სონღულაშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;

ირაკლი ქადაგიშვილი- თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი; არიან მოქმედი დეპუტატები, როგორც მოგეხსენებათ.

რაც შეეხება რუსთავს და გარდაბნის ისტორიულ სოფლებს, ირაკლი შატაკიშვილი, ასევე, მოქმედი დეპუტატი იქნება წარდგენილი.

მარნეული-გარდაბანი ზაურ დარგალი;

რაც შეეხება, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქს, აქ იქნება ბოლნისის მოქმედი მერი წარდგენილი - დავით შერაზადიშვილი.

ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი - ანტონ ობოლაშვილი, ასევ, მოქმედი დეპუტატი.

ახალქალაქი-ნინოწმინდა - მოქმედი დეპუტატი - სამველ მანუკიანი იქნება წარდგენილი.

მცხეთა-მთიანეთში - დიმიტრი ხუნდაძე იქნება, დელეგატად წარდგენილი ჩვენს პროპორციულ სიაში.

გორი-კასპი- გორის მოქმედი მერი, ლადო ხინჩეგაშვილი იქნება წარდგენილი კანდიდატად.

ხაშური-ქარელი - მოქმედი დეპუტატი ზაზა დუგლაძე;

ქუთაისში, ასევე მოქმედი დეპუტატი ზაზა ლომინაძე;

წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი- გივი ჭიჭინაძე;

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული- პაატა კვიჟინაძე;

ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში წარდგენილი იქნება ბატონი ზვიად შალამბერიძე, მოქმედი გუბერნატორი.

ზუგდიდში ჩვენი კანდიდატი დელეგატი იქნება დათო კოდუა, რომელიც არის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, ჩვენი გუნდის წევრია 2012 წლიდან.

ფოთი-ხობი-სენაკში მოქმედი დეპუტატი გიორგი ხახუბია;

მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ იქნება წარდგენილი ბატონი ილია ინჯია, რომელიც გახლავთ წარმატებული ბიზნესმენი.

გურიაში, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური ბატონი ვასიკო ჩიგოგიძე იქნება ჩვენი კანდიდატი.

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში ბატონი გოჩა ენუქიძე, ასევე მოქმედი დეპუტატი.

ბათუმში არჩილ ბერიძე, რომელსაც თქვენ იცნობთ ჯგუფ “ალილოდან“, რომელიც არის “ალილოს“ სოლისტი, იქნება ბათუმში ჩვენი კანდიდატი.

ქობულეთში წარმატებული ბიზნესმენი, ბატონი გია ჭყონია იქნება ჩვენი კანდიდატი.

ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო ბატონი ანზორ ბოლქვაძე, მოქმედი დეპუტატი.

ასეთია დელეგატების შემადგენლობა, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ.

ყველა დელეგატი “ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან.

არიან მთელი რიგი დეპუტატები, რომლებიც მანამდე იყვნენ შესაბამისი ოლქების მაჟორიტარები, მათი უმეტესობაც იქნება სიაში წარმოდგენილი, თუმცა არა დელეგატის სტატუსით.

რაც შეეხება თბილისის 8 დელეგატს, მათ დავასახელებთ უახლოეს დღეებში“, - განაცხადა მან.

იხილეთ ასევე: