პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავოგნდი, როცა კონსულის მოადგილემ საკუთარი ბინა შემოგვთავაზა" - ქართველი ქალი, რომელიც საფრანგეთში საჯარო მოხელეა: რა აკავშირებს ირინა გრიგოლიას ქართველ ოლიმპიელებთან?
"გავოგნდი, როცა კონსულის მოადგილემ საკუთარი ბინა შემოგვთავაზა" - ქართველი ქალი, რომელიც საფრანგეთში საჯარო მოხელეა: რა აკავშირებს ირინა გრიგოლიას ქართველ ოლიმპიელებთან?

ირი­ნა გრი­გო­ლი­ას პრო­ფი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­დის დროს, შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რო­დე­საც ქარ­თველ ოლიმ­პი­ე­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაგ­რო­ვებ­დი. წარ­მო­შო­ბით სო­ხუ­მე­ლი ქალი ორ­ჯერ მოხ­ვდა ემიგ­რა­ცი­ა­ში, პირ­ვე­ლად სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში, რო­დე­საც 17 წლის ასაკ­ში ომის გამო სო­ხუ­მი და­ტო­ვა და მე­ო­რედ 2012 წელს, რო­დე­საც ბე­დის სა­ძი­ებ­ლად სამ შვილ­თან და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გზავ­რა.

რო­გო­რია ემიგ­რან­ტო­ბა რო­დე­საც შენს ქვე­ყა­ნა­ში აწყო­ბილ კა­რი­ე­რას ტო­ვებ და რო­გორ ცხოვ­რობს ახლა საფ­რან­გეთ­ში ქალი, რო­მელ­მაც 12 წე­ლი­წად­ში მო­ა­ხერ­ხა და ახლა საფ­რან­გეთ­ში სა­ჯა­რო მო­ხე­ლეა.

- სო­ხუმ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო 17 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ქა­ლა­ქი დავ­ტო­ვე. სა­უ­კე­თე­სო ბავ­შვო­ბა მქონ­და, პირ­ველ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, დღემ­დე ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ურ­თი­ერ­თო­ბას მა­შინ­დელ გა­რე­მოც­ვას­თან. ომი და­ი­წყო და ერთ დღე­ში შე­იც­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რი. სო­ხუ­მის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ოჯახს ბა­თუმ­ში მოგ­ვი­წია ყოფ­ნა, შემ­დეგ თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დით, დავ­ფუძნ­დით. სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვი­წყე სწავ­ლა. ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი და შვი­ლე­ბი შე­მე­ძი­ნა.

- ემიგ­რა­ცი­ა­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- 2012 წელს დავ­ტო­ვე სა­ქარ­თვე­ლო. უცხო ენე­ბი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და თა­ვი­დან ამე­რი­კა­ში ვფიქ­რობ­დი წას­ვლას, მაგ­რამ შემ­დეგ ევ­რო­პის­კენ გა­დავ­წყვი­ტე. თბი­ლის­ში ჯერ იუს­ტი­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, შემ­დეგ ჯან­დაც­ვა­ში, ად­ვო­კა­ტის გა­მოც­დე­ბიც ჩა­ვა­ბა­რე. სა­ირ­მე­ზე ვცხოვ­რობ­დით, შვი­ლე­ბი პირ­ველ ექ­სპე­რი­მენ­ტულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დნენ, მე­უღ­ლეც მუ­შა­ობ­და. იოლი არ იყო ოჯა­ხის­თვის ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაგ­რამ მე ავი­ღე ეს ტვირ­თი სა­კუ­თარ თავ­ზე.

- პა­რი­ზი რო­გორ შეგ­ხვდათ?

- მა­შინ უვი­ზო რე­ჟი­მი იყო, ახ­ლობ­ლე­ბის­თვის შოკი აღ­მოჩ­ნდა ჩემი აქ დარ­ჩე­ნა, ფო­ტო­ე­ბი რომ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე, ეგო­ნათ, რომ რამ­დე­ნი­მე დღით ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი. თა­ვი­დან მე და ბი­ჭე­ბი წა­მო­ვე­დით, შემ­დეგ მე­უღ­ლე შე­მოგ­ვი­ერ­თდა. ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ბავ­შვე­ბის­თვის, რომ ქარ­თუ­ლი რიტ­მი შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, აქა­ურ ქარ­თულ ცენ­ტრ „ლაზ­ში“ მი­ვიყ­ვა­ნე. შე­იძ­ლე­ბა გა­მარ­თლე­ბაც და­ვარ­ქვა, რად­გან რო­დე­საც ბავ­შვე­ბის სკო­ლა­ში შეს­ვლის სა­კი­თხი დად­გა, ძა­ლი­ან კარგ სკო­ლა­ში მოხ­ვდნენ. იყო ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც, არ მქონ­და მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა, სა­ბუ­თებს დიდი დრო მი­აქვს, მაგ­რამ ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ენე­ბის ცოდ­ნა.

ერთ დღეს ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი ვე­ლო­სი­პე­დით წა­ვი­და სკო­ლა­ში, აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ჟი­ლე­ტი არ ეცვა და მშო­ბელ­თან ერ­თად და­ი­ბა­რეს. რო­დე­საც ად­გილ­ზე მი­ვე­დი, ვუ­თხა­რი, რომ აქა­უ­რი წე­სე­ბი არ ვი­ცო­დით. ავუხ­სე­ნი ჩემი პრო­ფი­ლი, რომ ინ­გლი­სუ­რად, რუ­სუ­ლად ვსა­უბ­რობ­დი, მი­თხრეს, რომ თარ­ჯი­მა­ნი სჭირ­დე­ბო­დათ. შემ­დეგ ქვე­ყა­ნამ ჩემი იუ­რი­დი­უ­ლი ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მი აღი­ა­რა. ვმუ­შა­ობ­დი „წი­თელ ჯვარ­ში“, ასე­ვე გავ­ხდი მო­ხა­ლი­სე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად ბარ­დე­ბი­ან, იუ­რი­დი­ულ კონ­სულ­ტა­ცი­ას ვუ­წევ, მათ­თან დღემ­დე ვთა­ნამ­შრომ­ლობ. ლა­მის 40 წლის ვი­ყა­ვი, რომ იუ­რი­დუ­ლი კუ­თხით მა­გის­ტრა­ტუ­რაც და­ვამ­თავ­რე, რომ სტა­ბი­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი მქო­ნო­და. ამის­თვის კი უნდა გან­ვი­თარ­დე და ის­წავ­ლო.

- ქარ­თვე­ლე­ბი საფ­რან­გეთ­ში ძი­რი­თა­დად სამ­კურ­ნა­ლოდ ბარ­დე­ბი­ან...

- დიახ, ბევ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი. არ ვიცი, რა ფო­ნია ქვე­ყა­ნა­ში, ამ პა­ტა­რა ერის­თვის ამ­დე­ნი სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა. ჩემი შვი­ლი 18 წლის რომ გახ­და, აქა­ურ პრე­ფექ­ტუ­რა­ში მო­მი­წია სა­ბუ­თებ­ზე მის­ვლა. მახ­სოვს, ად­გილ­ზე მი­სულს ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი დამ­ხვდა ბავ­შვით, ნიღ­ბე­ბი ეკე­თათ, მა­შინ ჯერ პან­დე­მია და­წყე­ბუ­ლი არ იყო. ქარ­თუ­ლად სა­უ­ბარს რომ მოვ­კა­რი ყური, მი­ვე­დი და ვკი­თხე, რითი შე­მეძ­ლო დახ­მა­რე­ბა. ორი შვი­ლი ჰყავ­დათ, ერთს სიმ­სივ­ნე და­ე­მარ­თა და სამ­კურ­ნა­ლოდ ჰყავ­დათ ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს ბავ­შვი გა­მო­ჯან­მრთელ­და, დღემ­დე მაქვს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ახ­ლა­ხანს მე­სა­მე შვი­ლიც შე­ე­ძი­ნათ.

- ბი­ნა­ზე პრობ­ლე­მა არ შე­გქმნი­ათ?

- ამა­ზე სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია მაქვს, თა­ვი­დან ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და უსა­ბუ­თოდ. ერთ-ერთ სა­იტ­ზე ბი­ნის ძებ­ნი­სას გა­მო­მეხ­მა­უ­რა ქალ­ბა­ტო­ნი, მი­თხრა, რომ მე­უღ­ლე ფრან­გი ჰყავ­და და ჩემი სა­ბუ­თე­ბი გა­მეგ­ზავ­ნა, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. დამ­თან­ხმდა, რომ ბი­ნას მო­მა­ქი­რა­ვებ­და. უკვე მის ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დით და ჩვენს გა­საც­ნო­ბად მო­ვი­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ლიტ­ვის სა­ელ­ჩო­ში, კონ­სუ­ლის მო­ად­გი­ლე იყო, მე­უღ­ლე - ცნო­ბი­ლი ფრან­გი ჟურ­ნა­ლის­ტი.

გაც­ნო­ბი­სას მი­თხრა, რომ და­სას­ვე­ნებ­ლად მი­დი­ო­და. რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი და­მი­რე­კა და მი­თხრა, ჩვენ ხომ იცით, წა­სუ­ლი ვართ და მე ვთვლი, ძა­ლი­ან პა­ტა­რაა ის ბინა თქვე­ნი ოჯა­ხის­თვის, თან ცხე­ლა და მო­დით, ჩვენს ბი­ნა­ში გა­და­დით და იქ იცხოვ­რე­თო. სამ შვილს გე­ფი­ცე­ბით, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ორი დღე გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დავ­დი­ო­დი, უარი ვუ­თხა­რი. ბო­ლოს მი­თხრა, დიდი ტე­რა­სა მაქვს, მორ­წყვა უნდა და ჩვენ­თვი­საც კარ­გი იქ­ნე­ბა თუ მო­უვ­ლი­თო. გა­და­ვე­დით ბი­ნა­ში და ათ დღე­ში მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, ამ ზა­ფხულს ბავ­შვებს ვერ და­ას­ვე­ნებთ, ჩვენ ახლა სხვა­გან გა­დავ­დი­ვართ და მინ­და, ბავ­შვე­ბი აქ წა­მო­იყ­ვა­ნოო. რო­გორ არ და­ვა­ფა­სო ასე­თი ადა­მი­ა­ნო­ბა. რამ­დე­ნი კარ­გი მახ­სოვს ამ ქვეყ­ნის­გან, სას­წა­უ­ლი ერია.

- ახლა მუდ­მი­ვი სამ­სა­ხუ­რი თუ გაქვთ?

- ყო­ფი­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე ვარ და მინ­დო­და ამ კუ­თხით გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა აქაც მუ­შა­ო­ბა. 2019 წლამ­დე ამის უფ­ლე­ბა არ მქონ­და და ახლა ვმუ­შა­ობ პა­რიზ­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია. მე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ, უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ჩა­მოს­ვლას, და­ბი­ნა­ვე­ბას, ვი­ზებს ვკუ­რი­რებ. ამ­ჟა­მად 49 ქვეყ­ნის სტუ­დენ­ტი მყავს და რო­გორც სა­ჯა­რო მო­ხე­ლე ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას. ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი ბერკლში ამ­თავ­რებს მა­გიტ­რა­ტუ­რას, მე­ო­რე შვი­ლი ნან­ტე­ში სწავ­ლობს, სარ­კო­ზის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­გიტ­რა­ტუ­რას აგ­რძე­ლებს. პა­ტა­რა სკო­ლის მოს­წავ­ლეა და ძი­უ­დო­თია და­კა­ვე­ბუ­ლი. თუმ­ცა პრო­ფე­სი­უ­ლად არ გა­აგ­რძე­ლა ვარ­ჯი­ში, ჰო­ბის დო­ნე­ზე აქვს, მო­მა­ვალ­ში ეკო­ნო­მის­ტო­ბას აპი­რებს.

- ფრან­გე­ბი თუ იც­ნო­ბენ ჩვენს პრე­ზი­დენტს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს?

- ხში­რად და­უ­რე­კავთ აქა­ურ მე­გობ­რებს, რომ ფრან­გულ არ­ხებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ზე გა­და­ცე­მა ნა­ხეს, სა­დაც ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი ფრან­გუ­ლად სა­უბ­რობ­და. ყვე­ლას უკ­ვირს, ვინც არ იცის, უკ­ვირთ, ასე კარ­გად რო­გორ სა­უბ­რობს, რა გა­ნათ­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ოჯა­ხი სულ სა­უბ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ზე, გვინ­და, რომ მეტი გა­ი­გონ, მაგ­რამ ახლა უფრო ბევ­რი ქარ­თვე­ლი ჩა­მო­დის. თან ამ­დე­ნი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გვყავს. ასე­ვე მი­რე­კავ­დნენ ხოლ­მე, რო­დე­საც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ქარ­თვე­ლე­ბი თა­მა­შობ­დნენ, მი­ლო­ცავ­დნენ. ჩემი შვი­ლე­ბიც გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, დედა, იცი, დღეს ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის მა­ი­სუ­რი შე­ი­ძი­ნაო. აქ კარ­გად იც­ნო­ბენ გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძეს, მისი და ჩემი უფ­რო­ის შვი­ლის მე­გო­ბა­რია. მარ­გა­ლი­ტე­ბი­ვით გვი­ხა­რია საფ­რან­გეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი.

- ლაშა ბე­ქა­უ­რის პო­პუ­ლა­რულ ვი­დე­ო­ში, სა­დაც ის გი­ტა­რის თან­ხლე­ბით მღე­რის, თქვე­ნი შვი­ლიც ჩანს, სად გა­იც­ნო ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი.

- სან­დრო თა­ვი­სი კლუ­ბი­დან ყო­ველ წელს ეს­წრე­ბა დიდი სლე­მის ღო­ნის­ძი­ე­ბას, აქა­უ­რი ბავ­შვე­ბი სულ სა­ქარ­თვე­ლოს გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ. ლა­შას­თან შეხ­ვედ­რა­ზე ოც­ნე­ბობ­და, რო­დე­საც მა­რიმ, ძი­უ­დოს თა­ნამ­შრო­მელ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, ვი­ცით, ბი­ჭე­ბი სა­დაც გროვ­დე­ბი­ა­ნო და სას­ტუმ­რო­ში მი­იყ­ვა­ნეს გა­საც­ნო­ბად. ახ­ლაც მზად ვი­ყა­ვით აქა­უ­რი ქარ­თვე­ლე­ბი პა­რიზ­ში ჩვე­ნი ოლიმ­პი­ე­ლე­ბის­თვის ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ გვი­თხრეს, ბი­ჭე­ბი და­ძა­ბულ რე­ჟიმ­ში არი­ა­ნო და ვერ მო­იც­ლი­ა­ნო. ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს რომ ვე­ლო­დე­ბო­დით, ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში დაგვპა­ტი­ჟა, მაგ­რამ დო­პინგ ტესტზე შე­იყ­ვა­ნეს და ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხეთ.

- რო­გორც ვიცი, ლაშა ტა­ლა­ხა­ძის მე­უღ­ლეს კარ­გად იც­ნობთ და ოჯახ­თან მე­გობ­რობთ.

- რო­გორც ინ­ტერ­ვი­უს და­სა­წყის­ში გი­თხა­რით, მე სო­ხუ­მი­დან ვარ, მაგ­რამ ჩემს მშობ­ლე­ბის ძირი სე­ნაკ­ში აქვთ. დევ­ნი­ლო­ბის ჟამს, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თვის სე­ნაკ­ში სახ­ლში შე­ვი­ძი­ნეთ, აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემს წინ ცხოვ­რობ­და ანა დე­მუ­რია, ლა­შას მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც მა­შინ 2-3 წლის იქ­ნე­ბო­და. ჩემს წინ გაზ­რდი­ლი ბავ­შვია. ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბი ვართ. პი­რა­დად ვიც­ნობ ტა­ლა­ხა­ძე­ებ­საც და დე­მუ­რი­ებ­საც. სამი წლის წინ პა­რიზ­ში რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ, ანაც აქ იყო და მა­შინ ამ­ბობ­და ლაშა, პა­რიზ­ში ოლიმ­პი­ა­და­ზე რომ ჩა­მო­ვალ, უნდა მო­ვი­გოო.

- სხვა ქარ­თვე­ლე­ბის გა­მოს­ვლებ­საც ეს­წრე­ბო­დით?

- არა, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს ოლიმ­პი­ა­დის დროს სხვა რე­ჟი­მი გვქონ­და. რთუ­ლი იყო ივ­ლი­სი-აგ­ვის­ტო. გარ­კვე­უ­ლი შიში იყო, რომ არ მომ­ხდა­რი­ყო ტე­რო­რის­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბი. თუმ­ცა წელს ქარ­თვე­ლებ­მა ძა­ლი­ან გვა­სა­ხე­ლეს, პიკ­ში ვი­ყა­ვით საფ­რან­გეთ­ში...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"გავოგნდი, როცა კონსულის მოადგილემ საკუთარი ბინა შემოგვთავაზა" - ქართველი ქალი, რომელიც საფრანგეთში საჯარო მოხელეა: რა აკავშირებს ირინა გრიგოლიას ქართველ ოლიმპიელებთან?

"გავოგნდი, როცა კონსულის მოადგილემ საკუთარი ბინა შემოგვთავაზა" - ქართველი ქალი, რომელიც საფრანგეთში საჯარო მოხელეა: რა აკავშირებს ირინა გრიგოლიას ქართველ ოლიმპიელებთან?

ირინა გრიგოლიას პროფილი სოციალურ ქსელში პარიზის ოლიმპიადის დროს, შემთხვევით აღმოვაჩინე, როდესაც ქართველ ოლიმპიელებზე ინფორმაციას ვაგროვებდი. წარმოშობით სოხუმელი ქალი ორჯერ მოხვდა ემიგრაციაში, პირველად საკუთარ სამშობლოში, როდესაც 17 წლის ასაკში ომის გამო სოხუმი დატოვა და მეორედ 2012 წელს, როდესაც ბედის საძიებლად სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა.

როგორია ემიგრანტობა როდესაც შენს ქვეყანაში აწყობილ კარიერას ტოვებ და როგორ ცხოვრობს ახლა საფრანგეთში ქალი, რომელმაც 12 წელიწადში მოახერხა და ახლა საფრანგეთში საჯარო მოხელეა.

- სოხუმში დავიბადე და გავიზარდე, ცნობილი მოვლენების გამო 17 წლის ვიყავი, როდესაც ქალაქი დავტოვე. საუკეთესო ბავშვობა მქონდა, პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, დღემდე ვინარჩუნებთ ურთიერთობას მაშინდელ გარემოცვასთან. ომი დაიწყო და ერთ დღეში შეიცვალა ყველაფერი. სოხუმის დატოვების შემდეგ ოჯახს ბათუმში მოგვიწია ყოფნა, შემდეგ თბილისში გადმოვედით, დავფუძნდით. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა. ოჯახი შევქმენი და შვილები შემეძინა.

- ემიგრაციაში როგორ აღმოჩნდით?

- 2012 წელს დავტოვე საქართველო. უცხო ენები მაქვს დამთავრებული და თავიდან ამერიკაში ვფიქრობდი წასვლას, მაგრამ შემდეგ ევროპისკენ გადავწყვიტე. თბილისში ჯერ იუსტიციაში ვმუშაობდი, შემდეგ ჯანდაცვაში, ადვოკატის გამოცდებიც ჩავაბარე. საირმეზე ვცხოვრობდით, შვილები პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდნენ, მეუღლეც მუშაობდა. იოლი არ იყო ოჯახისთვის ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ მე ავიღე ეს ტვირთი საკუთარ თავზე.

- პარიზი როგორ შეგხვდათ?

- მაშინ უვიზო რეჟიმი იყო, ახლობლებისთვის შოკი აღმოჩნდა ჩემი აქ დარჩენა, ფოტოები რომ გამოვაქვეყნე, ეგონათ, რომ რამდენიმე დღით ვიყავი ჩასული. თავიდან მე და ბიჭები წამოვედით, შემდეგ მეუღლე შემოგვიერთდა. ძალიან დამეხმარა ქართული დიასპორის წარმომადგენელი, ბავშვებისთვის, რომ ქართული რიტმი შემენარჩუნებინა, აქაურ ქართულ ცენტრ „ლაზში“ მივიყვანე. შეიძლება გამართლებაც დავარქვა, რადგან როდესაც ბავშვების სკოლაში შესვლის საკითხი დადგა, ძალიან კარგ სკოლაში მოხვდნენ. იყო ფინანსური პრობლემებიც, არ მქონდა მუშაობის უფლება, საბუთებს დიდი დრო მიაქვს, მაგრამ ძალიან დამეხმარა ენების ცოდნა.

ერთ დღეს ჩემი უფროსი შვილი ველოსიპედით წავიდა სკოლაში, აღმოჩნდა, რომ გამაფრთხილებელი ჟილეტი არ ეცვა და მშობელთან ერთად დაიბარეს. როდესაც ადგილზე მივედი, ვუთხარი, რომ აქაური წესები არ ვიცოდით. ავუხსენი ჩემი პროფილი, რომ ინგლისურად, რუსულად ვსაუბრობდი, მითხრეს, რომ თარჯიმანი სჭირდებოდათ. შემდეგ ქვეყანამ ჩემი იურიდიული ბაკალავრის დიპლომი აღიარა. ვმუშაობდი „წითელ ჯვარში“, ასევე გავხდი მოხალისე ორგანიზაციაში, სადაც ადამიანები ლტოლვილის სტატუსის მისაღებად ბარდებიან, იურიდიულ კონსულტაციას ვუწევ, მათთან დღემდე ვთანამშრომლობ. ლამის 40 წლის ვიყავი, რომ იურიდული კუთხით მაგისტრატურაც დავამთავრე, რომ სტაბილური სამსახური მქონოდა. ამისთვის კი უნდა განვითარდე და ისწავლო.

- ქართველები საფრანგეთში ძირითადად სამკურნალოდ ბარდებიან...

- დიახ, ბევრი, განსაკუთრებულად პატარა ბავშვები. არ ვიცი, რა ფონია ქვეყანაში, ამ პატარა ერისთვის ამდენი სიმსივნური დაავადება. ჩემი შვილი 18 წლის რომ გახდა, აქაურ პრეფექტურაში მომიწია საბუთებზე მისვლა. მახსოვს, ადგილზე მისულს ახალგაზრდა წყვილი დამხვდა ბავშვით, ნიღბები ეკეთათ, მაშინ ჯერ პანდემია დაწყებული არ იყო. ქართულად საუბარს რომ მოვკარი ყური, მივედი და ვკითხე, რითი შემეძლო დახმარება. ორი შვილი ჰყავდათ, ერთს სიმსივნე დაემართა და სამკურნალოდ ჰყავდათ ჩამოყვანილი. საბედნიეროდ, ეს ბავშვი გამოჯანმრთელდა, დღემდე მაქვს მათთან ურთიერთობა, ახლახანს მესამე შვილიც შეეძინათ.

- ბინაზე პრობლემა არ შეგქმნიათ?

- ამაზე საოცარი ისტორია მაქვს, თავიდან ძალიან გვიჭირდა უსაბუთოდ. ერთ-ერთ საიტზე ბინის ძებნისას გამომეხმაურა ქალბატონი, მითხრა, რომ მეუღლე ფრანგი ჰყავდა და ჩემი საბუთები გამეგზავნა, ძალიან გამიხარდა. დამთანხმდა, რომ ბინას მომაქირავებდა. უკვე მის ბინაში ვცხოვრობდით და ჩვენს გასაცნობად მოვიდა. აღმოჩნდა, რომ ლიტვის საელჩოში, კონსულის მოადგილე იყო, მეუღლე - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი.

გაცნობისას მითხრა, რომ დასასვენებლად მიდიოდა. რამდენიმე დღეში კი დამირეკა და მითხრა, ჩვენ ხომ იცით, წასული ვართ და მე ვთვლი, ძალიან პატარაა ის ბინა თქვენი ოჯახისთვის, თან ცხელა და მოდით, ჩვენს ბინაში გადადით და იქ იცხოვრეთო. სამ შვილს გეფიცებით, წარმოუდგენელი იყო. ორი დღე გაოგნებული დავდიოდი, უარი ვუთხარი. ბოლოს მითხრა, დიდი ტერასა მაქვს, მორწყვა უნდა და ჩვენთვისაც კარგი იქნება თუ მოუვლითო. გადავედით ბინაში და ათ დღეში მირეკავს და მეუბნება, ამ ზაფხულს ბავშვებს ვერ დაასვენებთ, ჩვენ ახლა სხვაგან გადავდივართ და მინდა, ბავშვები აქ წამოიყვანოო. როგორ არ დავაფასო ასეთი ადამიანობა. რამდენი კარგი მახსოვს ამ ქვეყნისგან, სასწაული ერია.

- ახლა მუდმივი სამსახური თუ გაქვთ?

- ყოფილი საჯარო მოხელე ვარ და მინდოდა ამ კუთხით გამეგრძელებინა აქაც მუშაობა. 2019 წლამდე ამის უფლება არ მქონდა და ახლა ვმუშაობ პარიზში ტექნოლოგიური უნივერსიტეტში, რომელიც განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. მე ადმინისტრაციაში ვმუშაობ, უცხოელი სტუდენტების ჩამოსვლას, დაბინავებას, ვიზებს ვკურირებ. ამჟამად 49 ქვეყნის სტუდენტი მყავს და როგორც საჯარო მოხელე ვაგრძელებ მუშაობას. ჩემი უფროსი შვილი ბერკლში ამთავრებს მაგიტრატურას, მეორე შვილი ნანტეში სწავლობს, სარკოზის უნივერსიტეტში მაგიტრატურას აგრძელებს. პატარა სკოლის მოსწავლეა და ძიუდოთია დაკავებული. თუმცა პროფესიულად არ გააგრძელა ვარჯიში, ჰობის დონეზე აქვს, მომავალში ეკონომისტობას აპირებს.

- ფრანგები თუ იცნობენ ჩვენს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს?

- ხშირად დაურეკავთ აქაურ მეგობრებს, რომ ფრანგულ არხებზე საქართველოზე გადაცემა ნახეს, სადაც ჩვენი პრეზიდენტი ფრანგულად საუბრობდა. ყველას უკვირს, ვინც არ იცის, უკვირთ, ასე კარგად როგორ საუბრობს, რა განათლება აქვს მიღებული. ჩვენი ოჯახი სულ საუბრობს საქართველოზე, გვინდა, რომ მეტი გაიგონ, მაგრამ ახლა უფრო ბევრი ქართველი ჩამოდის. თან ამდენი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს. ასევე მირეკავდნენ ხოლმე, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ქართველები თამაშობდნენ, მილოცავდნენ. ჩემი შვილებიც გახარებულები იყვნენ, მეუბნებოდნენ, დედა, იცი, დღეს ჩემმა მეგობარმა ქართველი ფეხბურთელის მაისური შეიძინაო. აქ კარგად იცნობენ გიორგი მიქაუტაძეს, მისი და ჩემი უფროის შვილის მეგობარია. მარგალიტებივით გვიხარია საფრანგეთში წარმატებული ქართველები.

- ლაშა ბექაურის პოპულარულ ვიდეოში, სადაც ის გიტარის თანხლებით მღერის, თქვენი შვილიც ჩანს, სად გაიცნო ოლიმპიური ჩემპიონი.

- სანდრო თავისი კლუბიდან ყოველ წელს ესწრება დიდი სლემის ღონისძიებას, აქაური ბავშვები სულ საქართველოს გულშემატკივრობდნენ. ლაშასთან შეხვედრაზე ოცნებობდა, როდესაც მარიმ, ძიუდოს თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, ვიცით, ბიჭები სადაც გროვდებიანო და სასტუმროში მიიყვანეს გასაცნობად. ახლაც მზად ვიყავით აქაური ქართველები პარიზში ჩვენი ოლიმპიელებისთვის ღონისძიება ჩაგვეტარებინა, მაგრამ გვითხრეს, ბიჭები დაძაბულ რეჟიმში არიანო და ვერ მოიცლიანო. ლაშა ტალახაძეს რომ ველოდებოდით, ოლიმპიურ სოფელში დაგვპატიჟა, მაგრამ დოპინგ ტესტზე შეიყვანეს და ვეღარ მოვახერხეთ.

- როგორც ვიცი, ლაშა ტალახაძის მეუღლეს კარგად იცნობთ და ოჯახთან მეგობრობთ.

- როგორც ინტერვიუს დასაწყისში გითხარით, მე სოხუმიდან ვარ, მაგრამ ჩემს მშობლების ძირი სენაკში აქვთ. დევნილობის ჟამს, ბებია-ბაბუასთვის სენაკში სახლში შევიძინეთ, აღმოჩნდა, რომ ჩემს წინ ცხოვრობდა ანა დემურია, ლაშას მეუღლე, რომელიც მაშინ 2-3 წლის იქნებოდა. ჩემს წინ გაზრდილი ბავშვია. ძალიან ახლობლები ვართ. პირადად ვიცნობ ტალახაძეებსაც და დემურიებსაც. სამი წლის წინ პარიზში რომ ჩამოვიდნენ, ანაც აქ იყო და მაშინ ამბობდა ლაშა, პარიზში ოლიმპიადაზე რომ ჩამოვალ, უნდა მოვიგოო.

- სხვა ქართველების გამოსვლებსაც ესწრებოდით?

- არა, საჯარო მოხელეებს ოლიმპიადის დროს სხვა რეჟიმი გვქონდა. რთული იყო ივლისი-აგვისტო. გარკვეული შიში იყო, რომ არ მომხდარიყო ტერორისტიული აქტები. თუმცა წელს ქართველებმა ძალიან გვასახელეს, პიკში ვიყავით საფრანგეთში...