პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სქესობრივი კავშირის დროს, ფარულად ვიდეოებს უღებდა, დაშორების შემდეგ კი კადრები ქალის ოჯახის წევრებს და ნაცნობებს გაუგზავნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სქესობრივი კავშირის დროს, ფარულად ვიდეოებს უღებდა, დაშორების შემდეგ კი კადრები ქალის ოჯახის წევრებს და ნაცნობებს გაუგზავნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტზე, და­კა­ვე­ბუ­ლია თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

  • უწყე­ბის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი ფა­რუ­ლად მო­ი­პო­ვა, რის შემ­დე­გაც და­ზა­რა­ლე­ბულ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლად გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, ქა­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან და ნაც­ნო­ბებ­თან გა­ავ­რცე­ლა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157 პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლი 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თბი­ლის­ში მცხოვ­რებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე 24 წლის გო­გომ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით 45 წლის თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე მა­მა­კა­ცი გა­იც­ნო. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ბა­თუმ­ში შეხ­ვდნენ და სა­სიყ­ვა­რუ­ლო, ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ. და­ზა­რა­ლე­ბულ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დროს, ბრალ­დე­ბუ­ლი თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე, და­ზა­რა­ლე­ბულს ფა­რუ­ლად, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით ვი­დე­ო­ებს უღებ­და, ასე­ვე, მისი ტე­ლე­ფო­ნი­დან ფა­რუ­ლად გა­და­ი­წე­რა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ამ­სახ­ვე­ლი ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლა.

მას შემ­დეგ, რაც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა გო­გომ თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­წყვე­ტა გა­და­წყვი­ტა, ბრალ­დე­ბულ­მა ფა­რუ­ლად მო­პო­ვე­ბუ­ლი კად­რე­ბით შან­ტა­ჟი და­ი­წყო და გო­გოს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა მოს­თხო­ვა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­გან უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, და­ზა­რა­ლე­ბულ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლად გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, ქა­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან და ნაც­ნო­ბებ­თან გა­ავ­რცე­ლა. გარ­და ამი­სა, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქემ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ხე­ლით “Instagram”, “Facebook” ყალ­ბი გვერ­დე­ბი შექ­მნა, სა­დაც 2022, 2023 და 2024 წლებ­ში, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის ინ­ტი­მუ­რი ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლას სა­ჯა­როდ სის­ტე­მა­ტუ­რად ათავ­სებ­და. ასე­ვე, უც­ნობ პი­რებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სა­ხე­ლით წერ­და და მის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და, უგ­ზავ­ნი­და ინ­ტი­მურ ფა­ი­ლებს, რის შე­დე­გა­დაც მას უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ მის­თვის უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცე­ბი.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მო­მარ­თვის შემ­დეგ, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის სრუ­ლი დაც­ვით შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რა. ჩხრე­კა ჩა­ტარ­და და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქის სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში, რა დრო­საც ამო­ღე­ბულ იქნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლა, მათ შო­რის, მის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში ნა­ნა­ხი იმ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მი­სა­მარ­თე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბა ხდე­ბო­და, რის შემ­დე­გაც ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბულ იქნა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157 პრი­მა მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის.

და­ნა­შა­უ­ლი 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი საქ­მე­ზე აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

სქესობრივი კავშირის დროს, ფარულად ვიდეოებს უღებდა, დაშორების შემდეგ კი კადრები ქალის ოჯახის წევრებს და ნაცნობებს გაუგზავნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სქესობრივი კავშირის დროს, ფარულად ვიდეოებს უღებდა, დაშორების შემდეგ კი კადრები ქალის ოჯახის წევრებს და ნაცნობებს გაუგზავნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სექსუალური გამოძალვის ფაქტზე, დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

  • უწყების ცნობით, ბრალდებულმა სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრები ფარულად მოიპოვა, რის შემდეგაც დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის ამსახველი ფარულად გადაღებული ვიდეო სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით, ქალის ოჯახის წევრებთან და ნაცნობებთან გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრებმა, საქართველოს მოქალაქე 24 წლის გოგომ, სოციალური ქსელით 45 წლის თურქეთის მოქალაქე მამაკაცი გაიცნო. ისინი ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ და სასიყვარულო, ინტიმური ხასიათის ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დროს, ბრალდებული თურქეთის მოქალაქე, დაზარალებულს ფარულად, მობილური ტელეფონით ვიდეოებს უღებდა, ასევე, მისი ტელეფონიდან ფარულად გადაიწერა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა.

მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა გოგომ თურქეთის მოქალაქესთან ურთიერთობის შეწყვეტა გადაწყვიტა, ბრალდებულმა ფარულად მოპოვებული კადრებით შანტაჟი დაიწყო და გოგოს მასთან ურთიერთობის აღდგენა მოსთხოვა. დაზარალებულისგან უარის მიღების შემდეგ, შურისძიების მიზნით, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის ამსახველი ფარულად გადაღებული ვიდეო სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით, ქალის ოჯახის წევრებთან და ნაცნობებთან გაავრცელა. გარდა ამისა, თურქეთის მოქალაქემ დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების სახელით “Instagram”, “Facebook” ყალბი გვერდები შექმნა, სადაც 2022, 2023 და 2024 წლებში, დაზარალებული ქალის ინტიმური ფოტო-ვიდეო მასალას საჯაროდ სისტემატურად ათავსებდა. ასევე, უცნობ პირებს დაზარალებულის სახელით წერდა და მის საკონტაქტო ინფორმაციას აწვდიდა, უგზავნიდა ინტიმურ ფაილებს, რის შედეგადაც მას უკავშირდებოდნენ მისთვის უცნობი მამაკაცები.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, კონფიდენციალურობის სრული დაცვით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ჩხრეკა ჩატარდა დანაშაულში მხილებული თურქეთის მოქალაქის სასტუმროს ნომერში, რა დროსაც ამოღებულ იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა, მათ შორის, მის მობილურ ტელეფონში ნანახი იმ სოციალური ქსელის მისამართები, რომელთა გამოყენებითაც დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალის გავრცელება ხდებოდა, რის შემდეგაც ბრალდებული დაკავებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.