საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარსზე წყალი თხევად მდგომარეობაში იპოვეს - რას აცხადებენ მეცნიერები?
მარსზე წყალი თხევად მდგომარეობაში იპოვეს - რას აცხადებენ მეცნიერები?

NASA-ს მეც­ნი­ე­რებ­მა მარსზე პირ­ვე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნეს წყა­ლი თხე­ვად მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ის პლა­ნე­ტის ზე­და­პი­რის ქვეშ, 12-დან 20 კი­ლო­მეტ­რის სიღ­რმე­ზე იპო­ვეს.

მეც­ნი­ე­რებ­მა ეს და­ას­კვნეს ზონ­დის NASA-ს Mars Insight Lander-ის მიერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შემ­დეგ. ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა ჟურ­ნალ­ში Proceedings of the National Academy of Sciences.

მე­ზო­ბელ პლა­ნე­ტა­ზე აქამ­დე უკვე იყო ნა­პოვ­ნი წყა­ლი, მაგ­რამ არა თხე­ვად მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, არა­მედ პო­ლუ­სებ­ზე ყი­ნუ­ლის და ატ­მოს­ფე­რო­ში ორ­თქლის ნარ­ჩე­ნე­ბის სა­ხით.

ზონ­დი 2018 წელს და­ეშ­ვა მე­ზო­ბე­ლი პლა­ნე­ტის ზე­და­პირ­ზე და 2022 წლის ბო­ლომ­დე ერთ ად­გილ­ზე იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი და სე­ის­მოგ­რა­ფის გა­მო­ყე­ნე­ბით მარ­სის ქერ­ქის რყე­ვებს იწერ­და. მეც­ნი­ე­რებს სე­ის­მუ­რი ტალ­ღე­ბის სიჩ­ქა­რის გა­ზომ­ვით შე­უძ­ლი­ათ გან­სა­ზღვრონ, თუ რო­მელ გა­რე­მო­ში გა­დი­ან ისი­ნი. მეც­ნი­ე­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ოდეს­ღაც მარ­სის ზე­და­პირ­ზე ბევ­რი წყა­ლი იყო, ისე­ვე რო­გორც ახლა დე­და­მი­წა­ზე. მარ­სის ზე­და­პი­რის კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ძვე­ლად პლა­ნე­ტა­ზე მდი­ნა­რე­ე­ბი და ტბე­ბი იყო.

"ეს არის რე­ა­ლუ­რად იგი­ვე მე­თო­დი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დე­და­მი­წა­ზე წყლის, ნავ­თო­ბის ან გა­ზის მი­წის­ქვე­შა სა­ბა­დო­ე­ბის მო­სა­ძებ­ნად“, - გა­ნუ­მარ­ტა BBC-ს კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა მა­იკლ მან­გამ, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტში იყო ჩარ­თუ­ლი. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

მარსზე წყალი თხევად მდგომარეობაში იპოვეს - რას აცხადებენ მეცნიერები?

მარსზე წყალი თხევად მდგომარეობაში იპოვეს - რას აცხადებენ მეცნიერები?

NASA-ს მეცნიერებმა მარსზე პირველად აღმოაჩინეს წყალი თხევად მდგომარეობაში. ის პლანეტის ზედაპირის ქვეშ, 12-დან 20 კილომეტრის სიღრმეზე იპოვეს.

მეცნიერებმა ეს დაასკვნეს ზონდის NASA-ს Mars Insight Lander-ის მიერ შეგროვებული მონაცემების გაანალიზების შემდეგ. ანალიზის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences.

მეზობელ პლანეტაზე აქამდე უკვე იყო ნაპოვნი წყალი, მაგრამ არა თხევად მდგომარეობაში, არამედ პოლუსებზე ყინულის და ატმოსფეროში ორთქლის ნარჩენების სახით.

ზონდი 2018 წელს დაეშვა მეზობელი პლანეტის ზედაპირზე და 2022 წლის ბოლომდე ერთ ადგილზე იყო გაჩერებული და სეისმოგრაფის გამოყენებით მარსის ქერქის რყევებს იწერდა. მეცნიერებს სეისმური ტალღების სიჩქარის გაზომვით შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რომელ გარემოში გადიან ისინი. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ოდესღაც მარსის ზედაპირზე ბევრი წყალი იყო, ისევე როგორც ახლა დედამიწაზე. მარსის ზედაპირის კვლევები აჩვენებს, რომ ძველად პლანეტაზე მდინარეები და ტბები იყო.

"ეს არის რეალურად იგივე მეთოდი, რომელიც გამოიყენება დედამიწაზე წყლის, ნავთობის ან გაზის მიწისქვეშა საბადოების მოსაძებნად“, - განუმარტა BBC-ს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა მაიკლ მანგამ, რომელიც პროექტში იყო ჩართული. წყარო

იხილეთ ასევე: