პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისიდან გუდამაყარში გადასახლებული წყვილი, რომელიც წლების წინ მყინვარწვერზე ქორწილით გაიცნეს - "ხეობიდან წასულები ჩემი ვიდეოებით იგებენ აქაურ ამბებს"
თბილისიდან გუდამაყარში გადასახლებული წყვილი, რომელიც წლების წინ მყინვარწვერზე ქორწილით გაიცნეს - "ხეობიდან წასულები ჩემი ვიდეოებით იგებენ აქაურ ამბებს"

ამ ზა­ფხულს 9 წელი გახ­და, რაც გუ­და­მაყ­რე­ლე­ბის რძა­ლი გახ­და. ამ ხნის მან­ძილ­ზე კი ხე­ო­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი ყოფა კარ­გად გა­იც­ნო. სამი წლის წინ კი, უკვე ოჯახ­თან ერ­თად, იქ მუდ­მი­ვად სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და. რო­გო­რია ქა­ლა­ქე­ლი გო­გოს თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი გუ­და­მა­ყა­რი, რო­გორ ცხოვ­რობს არც ისე მარ­ტივ პი­რო­ბებ­ში, ამას AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

მა­ნამ­დე გე­ტყვით, რომ ხატია სუ­ხაშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რია, ფერმ­წე­რი, მაგ­რამ თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ იც­ლის, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს არის შე­ჭი­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან, გი­ორ­გი ბე­ქა­ურ­თან ერ­თად და­გეგ­მა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს ის წყვი­ლია, რო­მელ­მაც 2015 წელს ჯვა­რი მყინ­ვარწვერ­ზე არ­სე­ბულ სამ­ლოც­ვე­ლო­ში და­ი­წე­რა...

ხა­ტია სუ­ხაშ­ვი­ლი:

- რაც დავ­ქორ­წინ­დით, მთელ ზა­ფხულს აქ ვა­ტა­რებ­დით, შეჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი აქა­ურ სი­ტუ­ა­ცი­ას, ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად ვი­ცო­დი, რას­თან მო­მი­წევ­და შე­ჯა­ხე­ბა და რა სირ­თუ­ლე­ებ­თან იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გი­ორ­გის ძა­ლი­ან უყ­ვარს გუ­და­მა­ყა­რი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე, ამ ყვე­ლა­ფერს მეც ავ­წყო­ბო­დი... მინ­დო­და, ისე­თი რამ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­მა­ნი­ჭებ­და და მის­თვი­საც სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბო­და. კო­ტე­ჯის აშე­ნე­ბა მო­ვი­ფიქ­რე, რომ ხე­ო­ბა გა­მოგ­ვე­ცო­ცხლე­ბი­ნა, თან ტუ­რის­ტუ­ლად აქ­ტი­უ­რი გაგ­ვე­ხა­და. ამ კუ­თხით ჩვე­ნი ხე­ო­ბა ვერ და­იკ­ვეხ­ნის, არ არის აქ­ტი­უ­რი.

2015 წელი - ქორ­წი­ლი მყინ­ვარწვერ­ზე

- რა არის ამის მი­ზე­ზი?

- ჩემი აზ­რით, ამას რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს. პირ­ველ რიგ­ში - გზა, რად­გან უკვე ყვე­ლა შე­ეჩ­ვია იმას, რომ მა­ღალმთი­ან ად­გი­ლებ­შიც ას­ფალ­ტი­ა­ნი გზით, მარ­ტი­ვად მი­დი­ან. აქ ზო­გან მოხ­რე­ში­ლი და ზო­გან გრუნ­ტის გზაა, ამ გზა­ზე რომ არ ია­რონ და ავ­ტო­მო­ბი­ლიც არ და­ა­ზი­ა­ნონ, ურ­ჩევ­ნი­ათ, ბუ­ნე­ბა სხვა­გან ნა­ხონ... მე­ო­რე მი­ზე­ზი ის არის, რომ ჩვენ­თან ისე­თი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი, რო­გო­რიც ვთქვათ, თუ­შეთ­სა და სვა­ნეთ­შია, არ არის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტბე­ბი ხე­ო­ბა­ში გვაქვს, მაგ­რამ ხალ­ხის­თვის ისი­ნი ცნო­ბი­ლი არ არის... ამი­ტომ ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბაა სა­ჭი­რო. სა­ნამ გავ­თხოვ­დე­ბო­დი, მეც არ ვი­ცო­დი, გუ­და­მა­ყა­რი სად იყო. ერ­თა­დერ­თი გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის წიგ­ნე­ბით და ფილ­მე­ბით ვიც­ნობ­დი აქა­უ­რო­ბას... ჩვენს კო­ტე­ჯშიც ხალ­ხი რომ მო­დის, მე­კი­თხე­ბი­ან, - სად არის გუ­და­მა­ყა­რი, რო­გორ მო­ვი­დე­თო. ზოგს გუ­და­მა­ყა­რი ერთი კონ­კრე­ტუ­ლი სო­ფე­ლი ჰგო­ნია, ზოგს - ხევ­სუ­რე­თი და ა.შ.

- რა უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ ეს მხა­რე ისე­თი­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დეს ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, რო­გორც უკვე ნახ­სე­ნე­ბი კუ­თხე­ე­ბი?

- მეტი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო და კო­ტე­ჯი უნდა იყოს. მით უფრო, რომ აქა­უ­რო­ბა, სხვა ხე­ო­ბებ­თან შე­და­რე­ბით ქა­ლაქთან ახ­ლო­საა. არ არის ასე­ვე კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი. ზა­ფხულ­ში ძა­ლი­ან ცოტა სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო მუ­შა­ობს. ჩვენც მხო­ლოდ ერთი კო­ტე­ჯი გვაქვს, მაგ­რამ მო­თხოვ­ნა მეტ­ზეა, ამი­ტომ ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ და უა­რის თქმა მი­წევს. მოკ­ლედ, ასე­თი ბევ­რი სივ­რცეა სა­ჭი­რო და ასე­ვე კვე­ბის ობი­ექ­ტი - აქ ამომ­სვლე­ლებს ეს აინ­ტე­რე­სებთ. მე კვე­ბას ჯერ ვერ ვთა­ვა­ზობ, მხო­ლოდ გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ად­გი­ლი გვაქვს. კო­ტე­ჯი მთა­ზეა, ხე­დებ­სა და დას­ვე­ნე­ბა­ზეა გათ­ვლი­ლი. მე­სა­მე წე­ლია, რაც ვა­მუ­შა­ვებთ, მაგ­რამ ჩვენს საქ­მეს კი­დევ გან­ვი­თა­რე­ბა აკ­ლია. ჯერ­ჯე­რო­ბით მო­გე­ბა­ზე არ ვართ, აქ რა თან­ხე­ბიც ჩავ­დეთ, იმის ამო­ღე­ბას ვცდი­ლობთ. საქ­მე თუ კარ­გად გაგ­რძელ­და, იქ­ნებ და­ვა­მა­ტოთ ის, რაც გვაკ­ლია და მო­გე­ბა­ზე მერე ვი­ფიქ­როთ... მუ­შა­ო­ბაც მხო­ლოდ ზა­ფხულ­შია, ზამ­თარ­ში ხან­და­ხან წყლის პრობ­ლე­მა იქ­მნე­ბა ხოლ­მე, თუ ეს სა­კი­თხი მოგ­ვარ­და, იქ­ნებ თოვ­ლის დრო­საც მი­ვი­ღოთ სტუმ­რე­ბი.

- ზამ­თა­რი ალ­ბათ ხან­გრძლი­ვი და სუს­ხი­ა­ნი იცის...

- ზამ­თა­რი მკაც­რია, თოვ­ლიც საკ­მა­რის­ზე მეტი გვაქვს. ამას­თან, გუ­და­მა­ყარ­ში გაზი არაა, ამი­ტომ გათ­ბო­ბის პრობ­ლე­მა­ცაა. ისევ და ისევ ტექ­ნი­კურ სა­კი­თხე­ბამ­დე მივ­დი­ვართ...

- ხომ არ ნა­ნობთ, რომ სა­ცხოვ­რებ­ლად აქეთ გად­მოხ­ვე­დით?

- ...ვერ ვი­ტყვი, რომ ეს ამ­ბა­ვი გი­ორ­გიმ გა­და­მა­წყვე­ტი­ნა, მგო­ნი, უფრო პი­რი­ქით იყო, - მე გა­და­ვა­წყვე­ტი­ნე. ისიც ქა­ლაქ­შია გაზ­რდი­ლი და ჩე­მამ­დე არ ჰქონ­და გეგ­მა­ში ამ ასაკ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად აქეთ წა­მო­სუ­ლი­ყო. რე­ა­ლუ­რად გეგ­მე­ბი ერ­თად დავ­სა­ხეთ... მთე­ლი ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა ქა­ლაქ­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, სო­ფე­ლი არ მქონ­და. მგო­ნი, ბავ­შვო­ბის ის გან­ცდე­ბი ჩამ­რჩა და ალ­ბათ ახლა ამის ანა­ზღა­უ­რე­ბას ვცდი­ლობ. სი­ნა­ნუ­ლით ნამ­დვი­ლად არ მი­ნა­ნია, კომ­ფორ­ტუ­ლად ვარ, აქ ცხოვ­რე­ბის პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად არ მაქვს. მხო­ლოდ არის, რომ ტექ­ნი­კუ­რად არის ხოლ­მე პრობ­ლე­მე­ბი. ისიც დამ­ღლე­ლია, ზამ­თრის გას­ვლას რომ ელო­დე­ბი, აგ­ვი­ა­ნებს და გა­ზა­ფხუ­ლიც რომ ჯერ კი­დევ ზამ­თა­რია, რა­ღაც­ნა­ი­რი მე­ლან­ქო­ლი­უ­რი გან­წყო­ბა გე­უფ­ლე­ბა. არის მო­მენ­ტე­ბი, როცა ემო­ცი­უ­რა­დაც ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხარ... მერე აქ მო­სახ­ლე­ო­ბაც არ არის, მხო­ლოდ ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვინც ზამ­თარ­ში რჩე­ბი­ან. რა­ღაც ასე­თი მო­მენ­ტე­ბი მაქვს ხოლ­მე. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი ამ პე­რი­ო­დულ მო­წყე­ნი­ლო­ბას პო­ზი­ტი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ვე­ცი, ბლო­გე­ბის გა­კე­თე­ბა და­ვი­წყე. რთუ­ლი ეპი­ზო­დე­ბი, ვცდი­ლობ, სხვა რა­ღა­ცე­ბით შე­ვივ­სო. ქა­ლაქ­ში წას­ვლა­ზეც არ მაქვს პრობ­ლე­მა, იმ მო­წყე­ნი­ლო­ბის დროს თბი­ლის­ში მივ­დი­ვართ. მოკ­ლედ, აქა­ურ გარ­კვე­ულ დაბ­რკო­ლე­ბებს სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მად ვერ აღ­ვიქ­ვამ. გზა რომ არ იყოს და ქა­ლაქთან და­კავ­ში­რე­ბა მი­ჭირ­დეს, ალ­ბათ უფრო სხვა ემო­ცია მექ­ნე­ბო­და.

- გამსში, თქვენს სო­ფელ­ში რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს?

- ზამ­თარ­ში სულ 5 ოჯა­ხი რჩე­ბა, რო­გორც გი­თხა­რით, ასა­კი­ა­ნი ხალ­ხი, რომ­ლებ­საც შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ქა­ლაქ­ში ჰყავთ. გუ­და­მა­ყა­რი ივ­ლი­სი-აგ­ვის­ტო­ში შე­და­რე­ბით შევ­სე­ბუ­ლია. ტუ­რის­ტე­ბიც მაგ დროს აქ­ტი­უ­რო­ბენ. ჩვენს სო­ფელ­ში სა­დღაც 14-15 ოჯა­ხი ცხოვ­რობს. აქა­ურ სოფ­ლებ­თან შე­და­რე­ბით, გამ­სი კი­დევ დი­დია. ზო­გან სა­ერ­თოდ ნა­სახ­ლა­რე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი და ხალ­ხი არც არის. წლი­დან-წლამ­დე მო­სახ­ლე­ო­ბა კლე­ბუ­ლობს და ასე­ვე თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში ჩა­მომ­სვლე­ლი ხალ­ხიც, - რაც სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია.

- ახალ­გაზ­რდე­ბი უფრო კომ­ფორ­ტულ ად­გი­ლებს ეძე­ბენ გა­სარ­თო­ბად და და­სას­ვე­ნებ­ლად...

- ასეა. მერე აქ რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ, ამას ფი­ზი­კუ­რი შრო­მაც მოჰ­ყვე­ბა. ამით ტე­ლე­ვი­ზორს, ტე­ლე­ფონს, კომ­პი­უ­ტერს სცილ­დე­ბი­ან, რაც ძა­ლი­ან უჭირთ. სკო­ლა­ში მიმ­სვლე­ლი ბავ­შვე­ბიც აღარ არი­ან... აქ გად­მოს­ვლა რომ მო­ვი­ფიქ­რეთ, ჩვე­ნი გო­გო­ნა, ელე­ნე სკო­ლის ასა­კის ჯერ არ იყო. ვფიქ­რობ­დი, რომ კო­ტეჯს მა­ნამ­დე და­ვამ­თავ­რებ­დით, სა­ნამ ელე­ნე ბაღს და­ას­რუ­ლებ­და და მერე წა­მო­ვი­დო­დით. ისე მოხ­და, რომ პან­დე­მია დაგ­ვემ­თხვა, ავ­დე­ქით და ქა­ლა­ქი­დან ყვე­ლა­ნი აქეთ წა­მო­ვე­დით. ელე­ნეს ისე მო­უ­წია, რომ ბაღ­ში ბოლო წელს ვერ იარა და სკო­ლა­ში პირ­და­პირ გუ­და­მა­ყარ­ში შე­ვი­და. სკო­ლა სო­ფელ ზან­დუკ­შია - გამ­სამ­დე 2-3 კი­ლო­მეტრში. ახლა უკვე მე­სა­მე კლას­ში გა­და­ვი­და...

ამ სკო­ლა­ში 12 კლას­საც ამ­თავ­რე­ბენ, უბ­რა­ლოდ იქ ახლა აღარც მიმ­სვლე­ლია და წელს არც არა­ვის და­უმ­თავ­რე­ბია... სკო­ლას 9 მოს­წავ­ლე ჰყავს. ესეც იმი­ტომ, რომ ფა­სა­ნა­უ­რის სკო­ლა­ში რე­მონ­ტი და­ი­წყო და 2 მოს­წავ­ლე აქეთ წა­მო­ვი­და, ვი­საც ხე­ო­ბა­ში ახ­ლობ­ლე­ბი ჰყავ­და. ელე­ნე კლას-კომ­პლექ­ტშია და ერ­თად სამ­ნი სხე­დან. კლას-კომ­პლექ­ტე­ბი ასე დგე­ბა - პირ­ვე­ლი-მე­სა­მე კლა­სი ერ­თა­დაა და მე­ო­რე-მე­ო­თხე - ერ­თად. იმ მე­სა­მე ბავ­შვმა და­წყე­ბი­თე­ბი და­ამ­თავ­რა და ახლა კლას­ში ორნი დარ­ჩე­ბი­ან.

- ელე­ნეს მოს­წონს ეს სი­ტუ­ა­ცია?

- ძა­ლი­ან, თან სხვა სკო­ლა­ში არ უვ­ლია, დიდ სკო­ლა­სა და მრა­ვალ მოს­წავ­ლი­ან კლას­ში სი­ა­რუ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს. ამი­ტომ არც არა­ფერს ამ­ბობს. თუ მისი კლა­სე­ლი იმ დღეს სკო­ლა­ში არ არის, ისეთ გან­წყო­ბა­ზეა, სკო­ლა­ში წას­ვლა არ უნდა. სკო­ლა მას­თან სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად გარ­თო­ბას­თა­ნაც ასო­ცირ­დე­ბა, მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­სა­ბა­მის გან­წყო­ბას უქ­მნის. ზა­ფხუ­ლი არ უხა­რო­და, სკო­ლა­ში რომ აღარ ვივ­ლიო...

- რო­გორც თქვე­ნი ვი­დე­ო­ე­ბით და ფო­ტო­ე­ბით ვიცი, ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­თან - ცხენ­თან, კვიც­თან, ცი­კან­თან, ლეკ­ვებ­თან მე­გობ­რობს...

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა­ო­ბი­დან შე­ვაჩ­ვი­ეთ ცხო­ვე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და მზრუნ­ვე­ლო­ბას. მთლად ასეც არ არის, რომ მათ მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ­დეს, ჯერ პა­ტა­რაა, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბას და სით­ბოს მათ მი­მართ ნამ­დვი­ლად იჩენს. თა­ვი­დან ბა­ჭი­ე­ბით და­ვი­წყეთ, რომ ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ე­ტა­ნა და თავი მარ­ტო არ ეგ­რძნო. მერე ძაღ­ლი გავ­ზარ­დეთ, ცხე­ნიც აჩუ­ქეს, ახლა კვი­ცი ჰყავს და იმას უთ­ვალ­თვა­ლებს... ბო­ლოს ცი­კა­ნი გა­სარ­თო­ბად და გა­საზ­რდე­ლად მო­ვუყ­ვა­ნეთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ ზრუნ­ვა ეს­წავ­ლა და სო­ფელ­ში მე­ტად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, სი­ტუ­ა­ცი­ას მორ­გე­ბო­და. ამას­თან, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბიც ჰქო­ნო­და. ეს რა­ღაც დო­ნე­ზე გა­მოგ­ვდის. თბი­ლის­ში რომ ჩავ­დი­ვართ, მე­უბ­ნე­ბა, - ვიცი, დედა აქ რა­ტო­მაც არ ვცხოვ­რობ­თო... რა­ღა­ცე­ბი ქა­ლაქ­ში არ მოს­წონს... სი­ცხეც არ სი­ა­მოვ­ნებს, აქა­ურ კლი­მატ­საა უკვე შეჩ­ვე­უ­ლი. ახლა სო­ფელ­ში მისი მე­გობ­რე­ბი არი­ან და ცდი­ლობს, ეს ზა­ფხუ­ლი ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით შე­ირ­გოს. იცის, რომ სკო­ლა რომ და­ი­წყე­ბა, ისი­ნი წავ­ლენ...

- მოკ­ლედ, თქვე­ნი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღეთ, ხე­ო­ბა გა­მო­ა­ცო­ცხლეთ, კე­რაც არ არის ჩამ­ქრა­ლი...

- ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ასეთ გა­რე­მო­ში ხარ და ვი­ღა­ცას შენი იმე­დი აქვს. მსი­ა­მოვ­ნებს, როცა ვიცი, რომ ვი­ღა­ცას ვე­ი­მე­დე­ბი და მისი დახ­მა­რე­ბა შე­მიძ­ლია. აქ სულ ახ­ლო­ბე­ლი ოჯა­ხე­ბი ვართ... როცა იცი, რომ ადა­მი­ანს შენი იმე­დი აქვს, ცდი­ლობ, იმე­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­უ­მარ­თლო. ეს სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ცაა. მგო­ნია, რომ მთა­ში ცხოვ­რე­ბით ადა­მი­ა­ნი ბევრ რა­მეს სწავ­ლობ. ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა თუ უმე­ტე­სო­ბას ექ­ნე­ბა, მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა და სხვა გა­რე­მო გვექ­ნე­ბა... კი, აქა­უ­რო­ბა სი­კე­თის კე­თე­ბას მუდ­მი­ვად გას­წავ­ლის. მერე რო­გორც მხატ­ვა­რი, ამ ბუ­ნე­ბას სხვა­ნა­ი­რად აღ­ვიქ­ვამ. ჩემი პრო­ფე­სი­ის­თვის დრო მარ­თა­ლია, არ მრჩე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში გა­და­ვი­ტა­ნე. ასე­ვე ვი­დე­ო­ებს ვი­ღებ და გუ­და­მა­ყარს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით სხვებს ვაც­ნობ. ხე­ო­ბი­დან დიდი ხნის წა­სუ­ლე­ბი რომ არი­ან, ჩემი ვი­დე­ო­ე­ბით იგე­ბენ აქა­ურ ამ­ბებს. ზოგ­ჯერ ისეთ ფო­ტოს გა­და­ვი­ღებ, რომ გამ­სე­ლე­ბი მე­კი­თხე­ბი­ან - სა­ი­დან და რო­გო­რო? აქ ადა­მი­ა­ნე­ბი ისეთ წვა­ლე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ, რომ ასე­თი აღ­ქმის დროც აღარ რჩე­ბათ. ჩემი ფო­ტო­ე­ბი კი ძა­ლი­ან მოს­წონთ... ასე ვცხოვ­რობთ გუ­და­მა­ყარ­ში...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

თბილისიდან გუდამაყარში გადასახლებული წყვილი, რომელიც წლების წინ მყინვარწვერზე ქორწილით გაიცნეს - "ხეობიდან წასულები ჩემი ვიდეოებით იგებენ აქაურ ამბებს"

თბილისიდან გუდამაყარში გადასახლებული წყვილი, რომელიც წლების წინ მყინვარწვერზე ქორწილით გაიცნეს - "ხეობიდან წასულები ჩემი ვიდეოებით იგებენ აქაურ ამბებს"

ამ ზაფხულს 9 წელი გახდა, რაც გუდამაყრელების რძალი გახდა. ამ ხნის მანძილზე კი ხეობა, ადგილობრივი ყოფა კარგად გაიცნო. სამი წლის წინ კი, უკვე ოჯახთან ერთად, იქ მუდმივად საცხოვრებლად გადავიდა. როგორია ქალაქელი გოგოს თვალით დანახული გუდამაყარი, როგორ ცხოვრობს არც ისე მარტივ პირობებში, ამას AMBEBI.GE-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.

მანამდე გეტყვით, რომ ხატია სუხაშვილი პროფესიით მხატვარია, ფერმწერი, მაგრამ თავისი პროფესიისთვის ჯერჯერობით ვერ იცლის, უფრო მნიშვნელოვან საკითხს არის შეჭიდებული, რომელიც მეუღლესთან, გიორგი ბექაურთან ერთად დაგეგმა. შეგახსენებთ, რომ ეს ის წყვილია, რომელმაც 2015 წელს ჯვარი მყინვარწვერზე არსებულ სამლოცველოში დაიწერა...

ხატია სუხაშვილი:

- რაც დავქორწინდით, მთელ ზაფხულს აქ ვატარებდით, შეჩვეული ვიყავი აქაურ სიტუაციას, ყველაფერი დეტალურად ვიცოდი, რასთან მომიწევდა შეჯახება და რა სირთულეებთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული. გიორგის ძალიან უყვარს გუდამაყარი და მაქსიმალურად ვეცადე, ამ ყველაფერს მეც ავწყობოდი... მინდოდა, ისეთი რამ გამეკეთებინა, რაც სიამოვნებას მომანიჭებდა და მისთვისაც სასიამოვნო იქნებოდა. კოტეჯის აშენება მოვიფიქრე, რომ ხეობა გამოგვეცოცხლებინა, თან ტურისტულად აქტიური გაგვეხადა. ამ კუთხით ჩვენი ხეობა ვერ დაიკვეხნის, არ არის აქტიური.

2015 წელი - ქორწილი მყინვარწვერზე

- რა არის ამის მიზეზი?

- ჩემი აზრით, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში - გზა, რადგან უკვე ყველა შეეჩვია იმას, რომ მაღალმთიან ადგილებშიც ასფალტიანი გზით, მარტივად მიდიან. აქ ზოგან მოხრეშილი და ზოგან გრუნტის გზაა, ამ გზაზე რომ არ იარონ და ავტომობილიც არ დააზიანონ, ურჩევნიათ, ბუნება სხვაგან ნახონ... მეორე მიზეზი ის არის, რომ ჩვენთან ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორიც ვთქვათ, თუშეთსა და სვანეთშია, არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ტბები ხეობაში გვაქვს, მაგრამ ხალხისთვის ისინი ცნობილი არ არის... ამიტომ ცნობადობის ამაღლებაა საჭირო. სანამ გავთხოვდებოდი, მეც არ ვიცოდი, გუდამაყარი სად იყო. ერთადერთი გოდერძი ჩოხელის წიგნებით და ფილმებით ვიცნობდი აქაურობას... ჩვენს კოტეჯშიც ხალხი რომ მოდის, მეკითხებიან, - სად არის გუდამაყარი, როგორ მოვიდეთო. ზოგს გუდამაყარი ერთი კონკრეტული სოფელი ჰგონია, ზოგს - ხევსურეთი და ა.შ.

- რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს მხარე ისეთივე პოპულარული გახდეს ტურისტული თვალსაზრისით, როგორც უკვე ნახსენები კუთხეები?

- მეტი საოჯახო სასტუმრო და კოტეჯი უნდა იყოს. მით უფრო, რომ აქაურობა, სხვა ხეობებთან შედარებით ქალაქთან ახლოსაა. არ არის ასევე კვების ობიექტები. ზაფხულში ძალიან ცოტა საოჯახო სასტუმრო მუშაობს. ჩვენც მხოლოდ ერთი კოტეჯი გვაქვს, მაგრამ მოთხოვნა მეტზეა, ამიტომ ვერ ვაკმაყოფილებთ და უარის თქმა მიწევს. მოკლედ, ასეთი ბევრი სივრცეა საჭირო და ასევე კვების ობიექტი - აქ ამომსვლელებს ეს აინტერესებთ. მე კვებას ჯერ ვერ ვთავაზობ, მხოლოდ გასაჩერებელი ადგილი გვაქვს. კოტეჯი მთაზეა, ხედებსა და დასვენებაზეა გათვლილი. მესამე წელია, რაც ვამუშავებთ, მაგრამ ჩვენს საქმეს კიდევ განვითარება აკლია. ჯერჯერობით მოგებაზე არ ვართ, აქ რა თანხებიც ჩავდეთ, იმის ამოღებას ვცდილობთ. საქმე თუ კარგად გაგრძელდა, იქნებ დავამატოთ ის, რაც გვაკლია და მოგებაზე მერე ვიფიქროთ... მუშაობაც მხოლოდ ზაფხულშია, ზამთარში ხანდახან წყლის პრობლემა იქმნება ხოლმე, თუ ეს საკითხი მოგვარდა, იქნებ თოვლის დროსაც მივიღოთ სტუმრები.

- ზამთარი ალბათ ხანგრძლივი და სუსხიანი იცის...

- ზამთარი მკაცრია, თოვლიც საკმარისზე მეტი გვაქვს. ამასთან, გუდამაყარში გაზი არაა, ამიტომ გათბობის პრობლემაცაა. ისევ და ისევ ტექნიკურ საკითხებამდე მივდივართ...

- ხომ არ ნანობთ, რომ საცხოვრებლად აქეთ გადმოხვედით?

- ...ვერ ვიტყვი, რომ ეს ამბავი გიორგიმ გადამაწყვეტინა, მგონი, უფრო პირიქით იყო, - მე გადავაწყვეტინე. ისიც ქალაქშია გაზრდილი და ჩემამდე არ ჰქონდა გეგმაში ამ ასაკში საცხოვრებლად აქეთ წამოსულიყო. რეალურად გეგმები ერთად დავსახეთ... მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა ქალაქში მაქვს გატარებული, სოფელი არ მქონდა. მგონი, ბავშვობის ის განცდები ჩამრჩა და ალბათ ახლა ამის ანაზღაურებას ვცდილობ. სინანულით ნამდვილად არ მინანია, კომფორტულად ვარ, აქ ცხოვრების პრობლემა ნამდვილად არ მაქვს. მხოლოდ არის, რომ ტექნიკურად არის ხოლმე პრობლემები. ისიც დამღლელია, ზამთრის გასვლას რომ ელოდები, აგვიანებს და გაზაფხულიც რომ ჯერ კიდევ ზამთარია, რაღაცნაირი მელანქოლიური განწყობა გეუფლება. არის მომენტები, როცა ემოციურადაც ცუდ მდგომარეობაში ხარ... მერე აქ მოსახლეობაც არ არის, მხოლოდ ასაკოვანი ადამიანები არიან, ვინც ზამთარში რჩებიან. რაღაც ასეთი მომენტები მაქვს ხოლმე. საბოლოო ჯამში კი ამ პერიოდულ მოწყენილობას პოზიტიური მიმართულება მივეცი, ბლოგების გაკეთება დავიწყე. რთული ეპიზოდები, ვცდილობ, სხვა რაღაცებით შევივსო. ქალაქში წასვლაზეც არ მაქვს პრობლემა, იმ მოწყენილობის დროს თბილისში მივდივართ. მოკლედ, აქაურ გარკვეულ დაბრკოლებებს სერიოზულ პრობლემად ვერ აღვიქვამ. გზა რომ არ იყოს და ქალაქთან დაკავშირება მიჭირდეს, ალბათ უფრო სხვა ემოცია მექნებოდა.

- გამსში, თქვენს სოფელში რამდენი ადამიანი ცხოვრობს?

- ზამთარში სულ 5 ოჯახი რჩება, როგორც გითხარით, ასაკიანი ხალხი, რომლებსაც შვილები და შვილიშვილები ქალაქში ჰყავთ. გუდამაყარი ივლისი-აგვისტოში შედარებით შევსებულია. ტურისტებიც მაგ დროს აქტიურობენ. ჩვენს სოფელში სადღაც 14-15 ოჯახი ცხოვრობს. აქაურ სოფლებთან შედარებით, გამსი კიდევ დიდია. ზოგან საერთოდ ნასახლარებია დარჩენილი და ხალხი არც არის. წლიდან-წლამდე მოსახლეობა კლებულობს და ასევე თავიანთ სახლებში ჩამომსვლელი ხალხიც, - რაც სამწუხარო ამბავია.

- ახალგაზრდები უფრო კომფორტულ ადგილებს ეძებენ გასართობად და დასასვენებლად...

- ასეა. მერე აქ რომ ჩამოვიდნენ, ამას ფიზიკური შრომაც მოჰყვება. ამით ტელევიზორს, ტელეფონს, კომპიუტერს სცილდებიან, რაც ძალიან უჭირთ. სკოლაში მიმსვლელი ბავშვებიც აღარ არიან... აქ გადმოსვლა რომ მოვიფიქრეთ, ჩვენი გოგონა, ელენე სკოლის ასაკის ჯერ არ იყო. ვფიქრობდი, რომ კოტეჯს მანამდე დავამთავრებდით, სანამ ელენე ბაღს დაასრულებდა და მერე წამოვიდოდით. ისე მოხდა, რომ პანდემია დაგვემთხვა, ავდექით და ქალაქიდან ყველანი აქეთ წამოვედით. ელენეს ისე მოუწია, რომ ბაღში ბოლო წელს ვერ იარა და სკოლაში პირდაპირ გუდამაყარში შევიდა. სკოლა სოფელ ზანდუკშია - გამსამდე 2-3 კილომეტრში. ახლა უკვე მესამე კლასში გადავიდა...

ამ სკოლაში 12 კლასსაც ამთავრებენ, უბრალოდ იქ ახლა აღარც მიმსვლელია და წელს არც არავის დაუმთავრებია... სკოლას 9 მოსწავლე ჰყავს. ესეც იმიტომ, რომ ფასანაურის სკოლაში რემონტი დაიწყო და 2 მოსწავლე აქეთ წამოვიდა, ვისაც ხეობაში ახლობლები ჰყავდა. ელენე კლას-კომპლექტშია და ერთად სამნი სხედან. კლას-კომპლექტები ასე დგება - პირველი-მესამე კლასი ერთადაა და მეორე-მეოთხე - ერთად. იმ მესამე ბავშვმა დაწყებითები დაამთავრა და ახლა კლასში ორნი დარჩებიან.

- ელენეს მოსწონს ეს სიტუაცია?

- ძალიან, თან სხვა სკოლაში არ უვლია, დიდ სკოლასა და მრავალ მოსწავლიან კლასში სიარულის გამოცდილება არ აქვს. ამიტომ არც არაფერს ამბობს. თუ მისი კლასელი იმ დღეს სკოლაში არ არის, ისეთ განწყობაზეა, სკოლაში წასვლა არ უნდა. სკოლა მასთან სწავლის პარალელურად გართობასთანაც ასოცირდება, მასწავლებელი შესაბამის განწყობას უქმნის. ზაფხული არ უხაროდა, სკოლაში რომ აღარ ვივლიო...

- როგორც თქვენი ვიდეოებით და ფოტოებით ვიცი, შინაურ ცხოველებთან - ცხენთან, კვიცთან, ციკანთან, ლეკვებთან მეგობრობს...

- ძალიან პატარაობიდან შევაჩვიეთ ცხოველებთან ურთიერთობას და მზრუნველობას. მთლად ასეც არ არის, რომ მათ მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობდეს, ჯერ პატარაა, მაგრამ ყურადღებას და სითბოს მათ მიმართ ნამდვილად იჩენს. თავიდან ბაჭიებით დავიწყეთ, რომ ყურადღება გადაეტანა და თავი მარტო არ ეგრძნო. მერე ძაღლი გავზარდეთ, ცხენიც აჩუქეს, ახლა კვიცი ჰყავს და იმას უთვალთვალებს... ბოლოს ციკანი გასართობად და გასაზრდელად მოვუყვანეთ. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ზრუნვა ესწავლა და სოფელში მეტად ადაპტირებული ყოფილიყო, სიტუაციას მორგებოდა. ამასთან, დადებითი ემოციებიც ჰქონოდა. ეს რაღაც დონეზე გამოგვდის. თბილისში რომ ჩავდივართ, მეუბნება, - ვიცი, დედა აქ რატომაც არ ვცხოვრობთო... რაღაცები ქალაქში არ მოსწონს... სიცხეც არ სიამოვნებს, აქაურ კლიმატსაა უკვე შეჩვეული. ახლა სოფელში მისი მეგობრები არიან და ცდილობს, ეს ზაფხული ბავშვებთან ურთიერთობით შეირგოს. იცის, რომ სკოლა რომ დაიწყება, ისინი წავლენ...

- მოკლედ, თქვენი წილი პასუხისმგებლობა აიღეთ, ხეობა გამოაცოცხლეთ, კერაც არ არის ჩამქრალი...

- ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთ გარემოში ხარ და ვიღაცას შენი იმედი აქვს. მსიამოვნებს, როცა ვიცი, რომ ვიღაცას ვეიმედები და მისი დახმარება შემიძლია. აქ სულ ახლობელი ოჯახები ვართ... როცა იცი, რომ ადამიანს შენი იმედი აქვს, ცდილობ, იმედი მაქსიმალურად გაუმართლო. ეს საპასუხისმგებლოცაა. მგონია, რომ მთაში ცხოვრებით ადამიანი ბევრ რამეს სწავლობ. ასეთი გამოცდილება თუ უმეტესობას ექნება, მეტი მზრუნველობა, პატივისცემა და სხვა გარემო გვექნება... კი, აქაურობა სიკეთის კეთებას მუდმივად გასწავლის. მერე როგორც მხატვარი, ამ ბუნებას სხვანაირად აღვიქვამ. ჩემი პროფესიისთვის დრო მართალია, არ მრჩება, მაგრამ ყველაფერი ფოტოგრაფიაში გადავიტანე. ასევე ვიდეოებს ვიღებ და გუდამაყარს სოციალური ქსელის საშუალებით სხვებს ვაცნობ. ხეობიდან დიდი ხნის წასულები რომ არიან, ჩემი ვიდეოებით იგებენ აქაურ ამბებს. ზოგჯერ ისეთ ფოტოს გადავიღებ, რომ გამსელები მეკითხებიან - საიდან და როგორო? აქ ადამიანები ისეთ წვალებაში ცხოვრობენ, რომ ასეთი აღქმის დროც აღარ რჩებათ. ჩემი ფოტოები კი ძალიან მოსწონთ... ასე ვცხოვრობთ გუდამაყარში...