კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ზუსტად ეს უნდა გამოვიძიოთ, რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში“ - შალვა პაპუაშვილი
“ზუსტად ეს უნდა გამოვიძიოთ, რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში“ - შალვა პაპუაშვილი

“2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ რომ ყო­ფი­ლი­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, 2008 წელი გან­მე­ორ­დე­ბო­და და პი­რი­ქით, 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში რომ ყო­ფი­ლი­ყო “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მსგავ­სი პატ­რი­ო­ტუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ომი არ იქ­ნე­ბო­და - ზუს­ტად ეს უნდა გა­მო­ვი­ძი­ოთ, რა ღა­ლატს ჰქონ­და ად­გი­ლი 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში“, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში ომის გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რეს შე­მო­აბ­რუ­ნა.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მცდე­ლო­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლად უი­მე­დოდ მიშ­ვე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, სტრას­ბურ­გი­სა და ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლო­ებ­ში შე­მო­ვაბ­რუ­ნეთ და ორი­ვე­გან სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­მარ­ჯვა. სტრას­ბურ­გმა აღი­ა­რა, რომ რუ­სეთს ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლი აქვს ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე [აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი], ანუ ოკუ­პა­ცია აღი­ა­რა. ჰა­ა­გამ აღი­ა­რა, რომ ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბი მხო­ლოდ რუ­სე­თის მხრი­დან იქნა ჩა­დე­ნი­ლი. მა­შინ­დელ სე­პა­რა­ტის­ტულ რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე გა­ცე­მუ­ლი არის და­პა­ტიმ­რე­ბის ბრძა­ნე­ბე­ბი და მათ შო­რის გე­ნე­რალ ბო­რი­სოვ­ზე, რო­მე­ლიც ახლა გარ­დაც­ვლი­ლია, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლომ და­პა­ტიმ­რე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა და მისი და­ნა­შა­უ­ლე­ბი ამით აღი­ა­რა.

არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, თა­რი­ღებ­ზე რო­დე­საც სა­უბ­რობთ, რომ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი იმ რე­ზო­ლუ­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა­ში გა­მო­ი­ხა­ტა, რო­მე­ლიც ევ­რო­საბ­ჭომ ომის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ხან­ში მი­ი­ღო, რო­მელ­შიც ისი­ნი პირ­და­პირ ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ქარ­თველ, ომ გა­მოვ­ლილ ჯა­რის­კა­ცებს, ომის და­ნა­შა­ულ­ში. ამით ფაქ­ტობ­რი­ვად სა­ფუძ­ველს უქ­მნიდ­ნენ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლიყ­ვნენ. ეს გა­ა­კე­თეს მათ 2008 წელს. არამ­ხო­ლოდ და­ნა­შა­უ­ლი აქვთ ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე იმ ომში და­ღუ­პუ­ლე­ბი მი­ა­ტო­ვეს და შემ­დეგ ეკ­ლე­სი­ას მო­უ­წია და­ღუ­პუ­ლე­ბის გად­მოს­ვე­ნე­ბა, მი­ა­ტო­ვეს სა­მო­ქა­ლა­ქო მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­დე­საც გა­გა­ნია ომში არა­ფე­რი არ გა­ა­კე­თეს, თითი თით­ზე არ და­ა­კა­რეს, რომ ომში ჩარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­რეთ გა­მო­ეყ­ვა­ნათ. მი­ა­ტო­ვეს და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი და ამას ზედ და­ა­ყო­ლეს, რომ მხა­რი და­უ­ჭი­რეს რე­ზო­ლუ­ცი­ას, რომ ომ გა­მოვ­ლილ ჯა­რის­კა­ცებს აბ­რა­ლებ­დნენ ომის და­ნა­შა­ულს. “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ შე­მო­აბ­რუ­ნა ეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რო­მელ­მაც ბო­ლოს და­ად­გი­ნა, რომ არ­ცერთ ქარ­თველ ჯა­რის­კაცს არ მი­უ­ძღვის რა­ი­მე წვლი­ლი სა­ო­მარ და­ნა­შა­ულ­ში და რუ­სე­თის არ­მია იყო ის, ვინც ომის და­ნა­შა­ულს ჩა­დი­ო­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მო­ძი­ე­ბულ იყოს ყვე­ლა დე­ტა­ლი.

2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში“ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ რომ ყო­ფი­ლი­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, გან­მე­ორ­დე­ბო­და 2008 წელი, და პი­რი­ქით, 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში, რომ ყო­ფი­ლი­ყო “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მსგავ­სი პატ­რი­ო­ტუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ომი არ იქ­ნე­ბო­და. არ იქ­ნე­ბო­და 400-ზე მეტი და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცი და სა­მო­ქა­ლა­ქო პირი, არ იქ­ნე­ბო­და 125 და­კარ­გუ­ლი სო­ფე­ლი, არ იქ­ნე­ბო­და 1700-ზე მეტი დაჭ­რი­ლი ადა­მი­ა­ნი, არ იქ­ნე­ბო­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბე­ბის აღი­ა­რე­ბე­ბი და ასე შემ­დეგ. ზუს­ტად ეს უნდა გა­მო­ვი­ძი­ოთ, რა ღა­ლატს ჰქონ­და ად­გი­ლი 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში“,- გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ავტორი:

“ზუსტად ეს უნდა გამოვიძიოთ, რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში“ - შალვა პაპუაშვილი

“ზუსტად ეს უნდა გამოვიძიოთ, რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში“ - შალვა პაპუაშვილი

“2022 წლის თებერვალში “ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, 2008 წელი განმეორდებოდა და პირიქით, 2008 წლის აგვისტოში რომ ყოფილიყო “ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა - ზუსტად ეს უნდა გამოვიძიოთ, რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ და საერთაშორისო სასამართლოში ომის გამოძიება საქართველოს მხარეს შემოაბრუნა.

“ქართული ოცნების” მცდელობით, პრაქტიკულად უიმედოდ მიშვებული საქმეები, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში შემოვაბრუნეთ და ორივეგან საქართველომ გაიმარჯვა. სტრასბურგმა აღიარა, რომ რუსეთს ეფექტური კონტროლი აქვს ამ ტერიტორიებზე [აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონი], ანუ ოკუპაცია აღიარა. ჰააგამ აღიარა, რომ ომის დანაშაულები მხოლოდ რუსეთის მხრიდან იქნა ჩადენილი. მაშინდელ სეპარატისტულ რეჟიმის წარმომადგენლებზე გაცემული არის დაპატიმრების ბრძანებები და მათ შორის გენერალ ბორისოვზე, რომელიც ახლა გარდაცვლილია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჰააგის სასამართლომ დაპატიმრების ბრძანება გასცა და მისი დანაშაულები ამით აღიარა.

არ დაგვავიწყდეს, თარიღებზე როდესაც საუბრობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივი ხასიათი იმ რეზოლუციის მხარდაჭერაში გამოიხატა, რომელიც ევროსაბჭომ ომის გამოცხადებიდან რამდენიმე ხანში მიიღო, რომელშიც ისინი პირდაპირ ადანაშაულებენ ქართველ, ომ გამოვლილ ჯარისკაცებს, ომის დანაშაულში. ამით ფაქტობრივად საფუძველს უქმნიდნენ, რომ საერთაშორისო სასამართლოში ჩვენი ჯარისკაცები გასამართლებულიყვნენ. ეს გააკეთეს მათ 2008 წელს. არამხოლოდ დანაშაული აქვთ ომთან დაკავშირებით, ასევე იმ ომში დაღუპულები მიატოვეს და შემდეგ ეკლესიას მოუწია დაღუპულების გადმოსვენება, მიატოვეს სამოქალაქო მოსახლეობა, როდესაც გაგანია ომში არაფერი არ გააკეთეს, თითი თითზე არ დააკარეს, რომ ომში ჩარჩენილი მოსახლეობა გარეთ გამოეყვანათ. მიატოვეს დაღუპული ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები და ამას ზედ დააყოლეს, რომ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომ ომ გამოვლილ ჯარისკაცებს აბრალებდნენ ომის დანაშაულს. “ქართულმა ოცნებამ“ შემოაბრუნა ეს სასამართლო პროცესი, რომელმაც ბოლოს დაადგინა, რომ არცერთ ქართველ ჯარისკაცს არ მიუძღვის რაიმე წვლილი საომარ დანაშაულში და რუსეთის არმია იყო ის, ვინც ომის დანაშაულს ჩადიოდა. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია გამოძიებულ იყოს ყველა დეტალი.

2022 წლის თებერვალში“ ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, განმეორდებოდა 2008 წელი, და პირიქით, 2008 წლის აგვისტოში, რომ ყოფილიყო “ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა. არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი, არ იქნებოდა 125 დაკარგული სოფელი, არ იქნებოდა 1700-ზე მეტი დაჭრილი ადამიანი, არ იქნებოდა დამოუკიდებლობების აღიარებები და ასე შემდეგ. ზუსტად ეს უნდა გამოვიძიოთ, რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.