მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი იძულებული იქნება 2025 წელს ფართო მობილიზაცია გამოაცხადოს ან ომი დაასრულოს" - კირილ ბუდანოვი
"რუსეთი იძულებული იქნება 2025 წელს ფართო მობილიზაცია გამოაცხადოს ან ომი დაასრულოს" - კირილ ბუდანოვი

რუ­სე­თი იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 2025 წელს ფარ­თო მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­დოს ან ომი და­ას­რუ­ლოს. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნელ­მა, კი­რილ ბუ­და­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

“თუ ომი გაგ­რძელ­დე­ბა, მა­შინ არა­უგ­ვი­ა­ნეს 2025 წლის ზა­ფხუ­ლი­სა, რუ­სე­თი დი­ლე­მის წი­ნა­შე დად­გე­ბა: ან და­ას­რუ­ლოს ის ან კი­დევ ერთი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­დოს”, - გა­ნა­ცხა­და ბუ­და­ნოვ­მა.

მისი თქმით, კრემ­ლი ამას გა­ა­ჭი­ა­ნუ­რებს, ვი­ნა­ი­დან, “რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ფიქ­რობს, რომ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას შე­უძ­ლია სე­რი­ო­ზუ­ლად შე­არ­ყი­ოს პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა”.

ბუ­და­ნოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი რუ­სეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით სამი თვის წინ და­ი­წყო, მა­ნამ­დე კი, მისი თქმით, მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი არ არ­სე­ბობ­და.

მან გა­იხ­სე­ნა, რომ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­სა­წყის­ში მოს­კოვ­მა ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კრემ­ლმა დიდი თან­ხე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა და­ი­წყო მათ­თვის, ვინც კონ­ტრაქტს გა­ა­ფორ­მებ­და რუ­სე­თის არ­მი­ას­თან, მაგ­რამ მოს­კოვ­მა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. და­ნარ­ჩე­ნე­ბი ომში გა­უშ­ვეს ცი­ხე­ე­ბი­დან ან სამ­ხედ­რო გაწ­ვე­ვის სამ­სა­ხუ­რი­დან, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ სა­კონ­ტრაქ­ტო­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს.

“რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, თან­ხე­ბი ორ მი­ლი­ონ რუბლსაც შე­იძ­ლე­ბა აღ­წევ­დეს. რუ­სე­თის­თვის ეს ფუ­ლის უზარ­მა­ზა­რი თან­ხაა. პა­სუ­ხი თვალ­ნა­თე­ლია - მო­ხა­ლი­სე მებ­რძო­ლე­ბის ნა­კა­დი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მცირ­დე­ბა. ბოლო თვე­ებ­ში, რუ­სე­თის არ­მია პირ­ვე­ლად დად­გა პერ­სო­ნა­ლის ნაკ­ლე­ბო­ბის წი­ნა­შე. რუ­სეთს მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გეგ­მა აქვს, და თით­ქმის 10%-იანი ნაკ­ლე­ბო­ბა და­ფიქ­სირ­და”, - გა­ნა­ცხა­და ბუ­და­ნოვ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"რუსეთი იძულებული იქნება 2025 წელს ფართო მობილიზაცია გამოაცხადოს ან ომი დაასრულოს" - კირილ ბუდანოვი

"რუსეთი იძულებული იქნება 2025 წელს ფართო მობილიზაცია გამოაცხადოს ან ომი დაასრულოს" - კირილ ბუდანოვი

რუსეთი იძულებული იქნება 2025 წელს ფართო მობილიზაცია გამოაცხადოს ან ომი დაასრულოს. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

“თუ ომი გაგრძელდება, მაშინ არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა, რუსეთი დილემის წინაშე დადგება: ან დაასრულოს ის ან კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი მობილიზაცია გამოაცხადოს”, - განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, კრემლი ამას გააჭიანურებს, ვინაიდან, “რუსეთის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ფართომასშტაბიან მობილიზაციას შეუძლია სერიოზულად შეარყიოს პოლიტიკური ვითარება”.

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული პრობლემები რუსეთში დაახლოებით სამი თვის წინ დაიწყო, მანამდე კი, მისი თქმით, მსგავსი პრობლემები არ არსებობდა.

მან გაიხსენა, რომ ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისში მოსკოვმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მოგვიანებით, კრემლმა დიდი თანხების შეთავაზება დაიწყო მათთვის, ვინც კონტრაქტს გააფორმებდა რუსეთის არმიასთან, მაგრამ მოსკოვმა საკმარისი რაოდენობის ხალხის მობილიზება ვერ მოახერხა. დანარჩენები ომში გაუშვეს ციხეებიდან ან სამხედრო გაწვევის სამსახურიდან, რომლებიც შემდეგ დაუყოვნებლივ საკონტრაქტოზე გადაიყვანეს.

“რეგიონების მიხედვით, თანხები ორ მილიონ რუბლსაც შეიძლება აღწევდეს. რუსეთისთვის ეს ფულის უზარმაზარი თანხაა. პასუხი თვალნათელია - მოხალისე მებრძოლების ნაკადი კატასტროფულად მცირდება. ბოლო თვეებში, რუსეთის არმია პირველად დადგა პერსონალის ნაკლებობის წინაშე. რუსეთს მობილიზაციის გეგმა აქვს, და თითქმის 10%-იანი ნაკლებობა დაფიქსირდა”, - განაცხადა ბუდანოვმა.