კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ონკოლოგიური პაციენტი ვარ, ღაზის სექტორიდან 40 კილომეტრში ვცხოვრობ, მაგრამ თავს ყველაზე დაცულად მაინც ისრაელში ვგრძნობ“ - რა გვიყვება ქართველი ებრაელი?
"ონკოლოგიური პაციენტი ვარ, ღაზის სექტორიდან 40 კილომეტრში ვცხოვრობ, მაგრამ თავს ყველაზე დაცულად მაინც ისრაელში ვგრძნობ“ - რა გვიყვება ქართველი ებრაელი?

ლე­ვან ლე­ვიშ­ვი­ლი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობს, გა­სულ წელს მისი ოჯა­ხიც სა­ქარ­თვე­ლო­დან ის­რა­ელ­ში გა­და­ვი­და და ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ნი ქა­ლაქ - ბეერ-შა­ვა­ში ცხოვ­რო­ბენ... ლე­ვან ლე­ვიშ­ვი­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტია, მისი ქა­ლა­ქი ღა­ზას სექ­ტო­რი­დან 40 კი­ლო­მეტრშია და ფაქ­ტობ­რი­ვად, ტე­რო­რის­ტე­ბის სა­მიზ­ნეა, მაგ­რამ რო­გორც გვე­უბ­ნე­ბა, ის­რა­ელ­ში თავს მა­ინც ძა­ლი­ან და­ცუ­ლად გრძნობს და წა­მოს­ვლა­ზე არა­სო­დეს უფიქ­რია... ლე­ვან ლე­ვიშ­ვილს სა­სა­უბ­როდ ის­რა­ელ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ლე­ვან, რამ­დე­ნი წე­ლია ის­რა­ელ­ში იმ­ყო­ფე­ბით?

- ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში 2014 წელს დავ­ბრუ­დი, მა­ნამ­დე საკ­მა­ოდ ხში­რად ჩა­მოვ­დი­ო­დი... 2014 წელს მარ­ტო გად­მოვ­ბარ­გდი, ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო და მე ორი­ვე­გან მი­წევ­და ყოფ­ნა. გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში ოჯა­ხიც წა­მო­ვიყ­ვა­ნე, ახლა ყვე­ლა­ნი ერ­თად ვცხოვ­რობთ.

- ის­რა­ელ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო წახ­ვე­დით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი არას­წო­რი აღ­მოჩ­ნდა?

- დიახ, დღემ­დე ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტი ვარ... ორი წლის წინ თირკმლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე და­მიდ­გინ­და. ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის დროს შე­მექ­მნა და მა­ლე­ვე ის­რა­ელ­ში გად­მოვფრინ­დი... ქარ­თულ კლი­ნი­კებ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ანა­ლი­ზე­ბი, კვლე­ვე­ბი აქ სა­ნაგ­ვე­ში გა­და­ყა­რეს... სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი ვერ­სია თქვეს, კენ­ჭი­დან და­ი­წყეს, ნაწ­ლა­ვე­ბის გა­დახ­ლარ­თვა­ზეც ჰქონ­დათ ეჭვი და ბო­ლოს სიმ­სივ­ნემ­დე მი­ვიდ­ნენ. ტო­მოგ­რა­ფი­ის გა­და­ღე­ბა თა­ვად გა­დავ­წყვი­ტე და მან აჩ­ვე­ნა, რომ ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტი ვი­ყა­ვი, სიმ­სივ­ნე თირკმლის არე­ში იყო...

ჩემი და ის­რა­ელ­ში დიდ სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრში მუ­შა­ობს. იგი ქალ­თა ონ­კო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია და რო­გორც კი ჩემს შე­სა­ხებ გა­ი­გო, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ის­რა­ელ­ში მივ­ხე­დეთ ამ ყვე­ლა­ფერს... ნო­ემ­ბერ­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, 11 დე­კემ­ბერს უკვე ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თეს. მოხ­და თირკმლის ნა­წი­ლობ­რივ ამ­პუ­ტა­ცია, გა­სუფ­თა­ვე­ბა, ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი გა­ვი­ა­რე, გა­დას­ხმე­ბი ჩა­მი­ტარ­და და სულ ახ­ლა­ხან ჩემ­მა ონ­კო­ლოგ­მა მი­თხრა, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჯან­მრთე­ლი ვარ... თუმ­ცა აქ ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენტს რომ გე­უბ­ნე­ბი­ან ჯან­მრთე­ლი ხარო, ექ­ვსი წელი მა­ინც კონ­ტრო­ლის ქვეშ რჩე­ბი - გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით შე­მოწ­მე­ბა, ექიმ­თან გა­სა­უბ­რე­ბა, ყვე­ლაფ­რის შე­ჯა­მე­ბა ხდე­ბა. მარ­თა­ლია, უკვე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბა მა­ინც ინ­ვა­ლი­დად აღ­მიქ­ვამს, ის­რა­ელ­ში სი­ტყვა შშმ პირს არ იყე­ნე­ბენ, შე­სა­ტყვი­სი არ აქვთ... ინ­ვა­ლი­დო­ბის სტა­ტუ­სი მაქვს და 41 წლის ასა­კი­დან პენ­სი­ო­ნე­რი ვარ.

- რო­გორც ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქეს?

- დიახ, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა ჩვე­ნი ებ­რა­უ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის მი­ხედ­ვით მოხ­და... ჩემი ახალ­ცი­ხე­ლი ბა­ბუ­ის ოჯა­ხი ებ­რა­ე­ლე­ბი იყ­ვნენ. ახ­ლა­ცი­ხის დიდ და ლა­მაზ სი­ნა­გო­გას დღემ­დე ლე­ვიშ­ვი­ლე­ბი, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი უვ­ლი­ან, პატ­რო­ნო­ბენ... წი­ნამ­ძღო­ლი სი­მონ ლე­ვიშ­ვი­ლი შარ­შან გარ­და­იც­ვა­ლა, ახლა მისი შვი­ლია წი­ნამ­ძღო­ლი, ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან...

- ისევ ჩვენს სა­უ­ბარს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, კი­დევ რას გვე­ტყო­დით ის­რა­ე­ლის სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს შე­სა­ხებ?

- მა­მა­ჩემს 2012 წელს ხორ­ხის სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და და გა­და­წყვი­ტა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ემ­კურ­ნა­ლა. ძა­ლი­ან გა­აწ­ვა­ლეს, დას­ხი­ვე­ბე­ბით ხორ­ხი ჩა­უწ­ვეს, ზოგ­ჯერ კლი­ნი­კა­ში მეც მივ­ყვე­ბო­დი და მახ­სოვს, გა­რე­მოც კი გვა­ში­ნებ­და... ახლა, არ ვიცი, იქ რა ხდე­ბა, 12 წლის წი­ნან­დელ ამ­ბებს გიყ­ვე­ბით, იმ­ჟა­მად სა­ში­ნე­ლი უპი­რო­ბო­ბა იყო... გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ გვი­თხრეს, რომ მამა გა­მო­ჯან­მრთელ­და, შემ­დეგ არა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლის ქვეშ არ ყო­ფი­ლა და ოთხი წლის შემ­დეგ იგი­ვე სიპ­ტო­მე­ბით, ისევ იქ აღ­მოჩ­ნდა. შემ­დეგ ჩემ­მა დამ ძა­ლი­ან მკაც­რად გა­და­წყვი­ტა მამა სამ­კურ­ნა­ლოდ ის­რე­ალ­ში წა­მო­სუ­ლი­ყო... 2018 წელს მა­მაც ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და, ერთ თვე­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­აწ­ვი­ნეს და დღეს ის 80 წლის ასაკ­ში სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია. ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მე­დი­ცი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­რა­ე­ლი სხვა პლა­ნე­ტა­ზეა...

- ახ­სე­ნეთ, რომ გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ სო­ცი­ა­ლურ ანა­ზღა­უ­რე­ბას იღებთ, კი­დევ რა შე­ღა­ვა­თე­ბია?

- სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა ხომ თით­ქმის უფა­სოა და ჩემი ქა­ლა­ქი­დან ბეერ-შე­ვა­დან თელ ავივ­ში რომ დავ­დი­ო­დი, სა­ხელ­მწი­ფო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ფულს მიხ­დიდ­ნენ... სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვა­ში ვარ გა­წევ­რე­ბუ­ლი, ცალ­კე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და­ზღვე­ვა არ მაქვს და არც მჭირ­დე­ბა. ძა­ლი­ან დიდი შე­ღა­ვა­თე­ბი მაქვს კო­მუ­ნა­ლურ, სატ­რან­სპორ­ტო, მი­წის გა­და­სა­ხად­ზე (ის­რა­ელ­ში ბი­ნას ყი­დუ­ლობ თუ არა, მი­წის გა­და­სა­ხადს იხდი)... სა­ხელ­მწი­ფო მიხ­დის ბი­ნის ქი­რის 30%-ს. აქ მცო­ცა­ვი გა­და­სა­ხა­დე­ბია და უამ­რავ სა­კითხს მო­ი­ცავს. შენს მიერ გა­დახ­დილ გა­და­სახდს, თვალ­ნათ­ლივ ხე­დავ სად იხარ­ჯე­ბა. ესე­ნია - თავ­დაც­ვა, ჯან­დაც­ვა, სა­პენ­სიო ფონ­დი, გა­ნათ­ლე­ბა და ასე შემ­დეგ...

- რო­გორ ბი­ნა­ში ცხოვ­რობთ?

- ნორ­მა­ლურ ბი­ნა­ში ვართ, ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბია, რა თქმა უნდა, თავ­შე­საფ­რის ოთა­ხიც გვაქვს... ჩვენ­თან ახ­ლოს, და­ახ­ლო­ე­ბით, ხუთ კი­ლო­მეტრში საკ­მა­ოდ დიდი ავი­ა­ბა­ზაა. რად­გან ამ ბოლო დროს ავი­ა­ცია ლი­ბან­სა და სი­რი­ა­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მოძ­რა­ობს, ბომ­ბავს "ჰა­მა­სის", ასე ვთქვათ, დამ­ფი­ნან­სებ­ლებს, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ავი­ა­ბა­ზის გა­ნად­გუ­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ირა­ნი­დან თავ­დას­ხმა რომ მოხ­და, დრო­ნე­ბი, 220 ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა გა­მო­უშ­ვეს და ძი­რი­თა­დი დარ­ტყმა ამ ავი­ა­ბა­ზა­ზე უნდა ყო­ფი­ლი­ყო. დრო­ნე­ბის და ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის ჩა­მოყ­რა იორ­და­ნი­ის, ერა­ყის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მოხ­და...ის­რა­ე­ლამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 15%-მა მო­აღ­წია, რო­მელ­თა ძი­რი­თა­დი სა­მიზ­ნე იე­რუ­სა­ლი­მი და ბეერ-შავა იყო.

ჩვე­ნი ქა­ლა­ქი ღა­ზი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 40 კი­ლო­მეტრშია. სა­მო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი - გვი­რა­ბე­ბის აფეთ­ქე­ბე­ბი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა, რო­გორც შტა­ბე­ბის და ა.შ. ლა­მის ეს ყვე­ლა­ფე­რი მეს­მის სახ­ლის აი­ვან­ზე რომ ვზი­ვარ...

- აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ურ­თუ­ლე­სი იქ­ნე­ბო­და ის­რა­ე­ლის­თვის უმ­ძი­მე­სი დღე - 7 ოქ­ტომ­ბე­რი...

- მარ­თლაც სა­ში­ნე­ლე­ბა იყო... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, აქ მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი, (სო­ფია 7 წლის, კე­სა­რია 13 წლის) ივ­ლი­სის ბო­ლოს ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე, მთე­ლი აგ­ვის­ტო სკო­ლის ამ­ბე­ბი ვაგ­ვა­რეთ, სექ­ტემ­ბერ­ში ცოტა დავ­ლაგ­დით და შემ­დეგ აქა­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი და­ი­წყო...

7 ოქ­ტომ­ბერს, იომ ქი­ფუ­რის დღე­სას­წა­ულ­ზე, 6 სა­ათ­სა და 25 წუთ­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა და­ი­წყო... თავ­შე­საფ­რის ოთახ­ში ბავ­შვე­ბის სა­ძი­ნე­ბე­ლი მაქვს მო­წყო­ბი­ლი, მე და ჩემი მე­უღ­ლეც იქ შე­ვე­დით და 7 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­რე­ნე­ბის ხმა უწყვე­ტად ის­მო­და... ტე­ლე­ფონ­ში ყვე­ლას აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი გვაქვს, თუ რამ ხდე­ბა, ტე­ლე­ფო­ნი ყვი­რილს იწყებს...

თავ­შე­საფ­რის ოთა­ხი - "მა­მა­დი" ისე­თი იდე­აა, მთე­ლი შე­ნო­ბა რომ და­ინ­გრეს, ის სვე­ტებ­ზე უნდა დარ­ჩეს. ახალ კორ­პუ­სებ­ში ან რე­კონ­სტრუქ­ცი­ულ სახ­ლებ­ში ბევრ ბი­ნას აქვს დაც­ვის ოთა­ხი: გა­ს­ქე­ლე­ბუ­ლი კედ­ლე­ბით, რკი­ნის ჟა­ლუ­ზე­ბით... კედ­ლე­ბი 35-40 სან­ტი­მეტ­რის სის­ქი­საა, მო­ნო­ლი­თუ­რად ჩა­მოს­ხმუ­ლი, შუ­ა­ში ჩა­მოს­ხმის დროს, და­ახ­ლო­ე­ბით 7-10 სან­ტი­მეტ­რის ლი­თო­ნის ფირ­ფი­ტე­ბია ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გაზი არ შე­მო­დის, რად­გან ქი­მი­უ­რი თავ­დას­ხმის დრო­საც და­ზღვე­უ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ. ოთა­ხის კარი კი ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რია. ორ­მა­გი, სამ­მა­გი ლი­თო­ნის ფირ­ფი­ტე­ბით შეკ­რუ­ლი. სა­კეტს რომ გა­და­წევ, 7-8 კა­უ­ჭი აქვს, რომ­ლე­ბიც კე­დელ­ში, ია­ტაკ­სა და ჭერ­ში შე­დის. აქვს ავ­ტო­ნო­მი­უ­რი გა­ნი­ა­ვე­ბის სის­ტე­მა... ამ დროს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხია, ისე­თი რო­გო­რიც ყვე­ლას გაქვთ. ბავ­შვებს სა­მე­ცა­დი­ნო სივ­რცეც იქ მო­ვუ­წყვე. ერთი ოთა­ხი ცალ­კე თავ­შე­საფ­რა­დაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და არაფ­რით არ გან­სხვავ­დე­ბა სხვა ოთა­ხე­ბის­გან, გარ­და იმი­სა, რაც ჩა­მო­გით­ვა­ლეთ...

არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ბი­ნა­ში არ აქვთ თავ­შე­საფ­რის ოთა­ხი. მეც, ვიდ­რე ოჯახს გად­მო­ვიყ­ვან­დი, ასეთ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი. თუმ­ცა სარ­თულ­ზეა თავ­შე­აფ­რის სივ­რცე და ყვე­ლა იქ შე­დის, თუ სარ­თულ­ზე არ არის, მა­შინ ეზო­შია და მთე­ლი კორ­პუ­სი ეზოს თავ­შე­საფრ­ში მი­დის. იმ დრო­ი­დან, რაც "მა­მა­დის" და რკი­ნის გუმ­ბა­თის სის­ტე­მა და­ი­ნერ­გა, მას შემ­დეგ აქ ჭურ­ვით არც არა­ვინ და­ღუ­პუ­ლა...

ჩემს ცოლ-შვი­ლი, რომ­ლებ­საც ავ­ტო­მა­ტის ხმა არც გა­ე­გოთ, 7 ოქ­ტომ­ბერს უცებ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­დნენ და ურ­თუ­ლე­სი იყო. მე უკვე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ 6 სა­ა­თი თავ­შე­სა­ფარ­ში ყოფ­ნა სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. სხვა დროს, სი­რე­ნის მერე ათ წუთი შე­დი­ხარ თავ­შე­სა­ფარ­ში და იმ დღეს 6 სა­ა­თი ვი­ყა­ვით...ბავ­შვებს რა­ღა­ცე­ებს ვუყ­ვე­ბო­დი, ვუხ­სნი­დი, რად­გან სას­კო­ლო ნივ­თე­ბი იმ ოთახ­ში იყო, ვცდი­ლობ­დი ყუ­რა­დღე­ბა მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­ზე გა­და­მე­ტა­ნა. ანეგ­დო­ტებ­საც კი ვყვე­ბო­დი, როცა და­ძა­ბუ­ლო­ბის­გან კბი­ლე­ბი მი­კაწ­კა­წებ­და. ჩემი მე­უღ­ლე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო და ვთხოვ­დი, ბავ­შვებს არა­ფე­რი შე­ემ­ჩნი­ათ.

ჩემი ძმა, რო­მე­ლიც ქა­ლაქ ოფა­კა­იმ­ში ცხოვ­რობს, მიყ­ვე­ბო­და, ტე­რო­რის­ტე­ბი რომ მოც­ვივ­დნენ, მე­ო­თხე სარ­თუ­ლი­დან, ჟა­ლუ­ზი­დან ვხე­დავ­დი, პირ­ველ სარ­თუ­ლებ­ზე რო­გორ ყოფ­დნენ ფან­ჯა­რა­ში ავ­ტო­მა­ტებს და ის­როდ­ნე­ნო...7 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ ფსი­ქო­ლო­გებ­თან ძა­ლი­ან დიდი რი­გე­ბი იყო, ჩემს მე­უღ­ლე­საც და­ჭირ­და ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ყველ­გან და­ჯავ­შნი­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი იყო. შემ­დეგ ცოტა ხანს და­მამ­შვი­დე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებს იღებ­და.

- მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის­რა­ე­ლი­დან წა­მოს­ვლა­ზე არც გი­ფიქ­რი­ათ...

- არა, რას ამ­ბობთ, ამ ქვეყ­ნის მი­ტო­ვე­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?! სა­ქარ­თვე­ლოს მი­ტო­ვე­ბაც სა­ში­ნე­ლე­ბაა, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცი­ას რომ ვუ­ყუ­რებ­დი, ისე­თი ნი­ჰი­ლიზ­მი იყო, მივ­ხვდი, რომ ცხოვ­რე­ბა აღარ შე­მეძ­ლო. თა­ვი­დან ის­რა­ელ­ში ქარ­ხა­ნა­ში ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო იმ­დე­ნად მო­მე­ნატ­რა, ისევ დავ­ბრუნ­დი. შემ­დეგ ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა და­მე­მარ­თა და იძუ­ლე­ბის წე­სით წა­მო­ვე­დი... ის­რა­ელ­ში მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ვინ ხარ, აქ სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლი­ან გი­ცავს და ამი­ტო­მაც მე, ჩემი ოჯა­ხი აქ ვრჩე­ბით, არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებთ.

ავტორი:

"ონკოლოგიური პაციენტი ვარ, ღაზის სექტორიდან 40 კილომეტრში ვცხოვრობ, მაგრამ თავს ყველაზე დაცულად მაინც ისრაელში ვგრძნობ“ - რა გვიყვება ქართველი ებრაელი?

"ონკოლოგიური პაციენტი ვარ, ღაზის სექტორიდან 40 კილომეტრში ვცხოვრობ, მაგრამ თავს ყველაზე დაცულად მაინც ისრაელში ვგრძნობ“ - რა გვიყვება ქართველი ებრაელი?

ლევან ლევიშვილი უკვე რამდენიმე წელია ისრაელში ცხოვრობს, გასულ წელს მისი ოჯახიც საქართველოდან ისრაელში გადავიდა და ამჟამად ყველანი ქალაქ - ბეერ-შავაში ცხოვრობენ... ლევან ლევიშვილი ონკოლოგიური პაციენტია, მისი ქალაქი ღაზას სექტორიდან 40 კილომეტრშია და ფაქტობრივად, ტერორისტების სამიზნეა, მაგრამ როგორც გვეუბნება, ისრაელში თავს მაინც ძალიან დაცულად გრძნობს და წამოსვლაზე არასოდეს უფიქრია... ლევან ლევიშვილს სასაუბროდ ისრაელში დავუკავშირდით.

- ლევან, რამდენი წელია ისრაელში იმყოფებით?

- ისტორიულ სამშობლოში 2014 წელს დავბრუდი, მანამდე საკმაოდ ხშირად ჩამოვდიოდი... 2014 წელს მარტო გადმოვბარგდი, ოჯახი საქართველოში იყო და მე ორივეგან მიწევდა ყოფნა. გასული წლის ივლისში ოჯახიც წამოვიყვანე, ახლა ყველანი ერთად ვცხოვრობთ.

- ისრაელში ჯანმრთელობის პრობლემების გამო წახვედით, საქართველოში ჩატარებული კვლევები არასწორი აღმოჩნდა?

- დიახ, დღემდე ონკოლოგიური პაციენტი ვარ... ორი წლის წინ თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე დამიდგინდა. ჯანმრთელობის პრობლემები საქართველოში ყოფნის დროს შემექმნა და მალევე ისრაელში გადმოვფრინდი... ქართულ კლინიკებში გაკეთებული ანალიზები, კვლევები აქ სანაგვეში გადაყარეს... საქართველოში უამრავი ვერსია თქვეს, კენჭიდან დაიწყეს, ნაწლავების გადახლართვაზეც ჰქონდათ ეჭვი და ბოლოს სიმსივნემდე მივიდნენ. ტომოგრაფიის გადაღება თავად გადავწყვიტე და მან აჩვენა, რომ ონკოლოგიური პაციენტი ვიყავი, სიმსივნე თირკმლის არეში იყო...

ჩემი და ისრაელში დიდ სამეცნიერო ცენტრში მუშაობს. იგი ქალთა ონკოლოგიურ განყოფილებაშია და როგორც კი ჩემს შესახებ გაიგო, მისი გადაწყვეტილებით ისრაელში მივხედეთ ამ ყველაფერს... ნოემბერში რომ ჩამოვედი, 11 დეკემბერს უკვე ოპერაცია გამიკეთეს. მოხდა თირკმლის ნაწილობრივ ამპუტაცია, გასუფთავება, ოპერაციის შემდეგ მკურნალობის კურსი გავიარე, გადასხმები ჩამიტარდა და სულ ახლახან ჩემმა ონკოლოგმა მითხრა, რომ, ფაქტობრივად, ჯანმრთელი ვარ... თუმცა აქ ონკოლოგიურ პაციენტს რომ გეუბნებიან ჯანმრთელი ხარო, ექვსი წელი მაინც კონტროლის ქვეშ რჩები - გარკვეული პერიოდულობით შემოწმება, ექიმთან გასაუბრება, ყველაფრის შეჯამება ხდება. მართალია, უკვე გამოჯანმრთელებული ვარ, მაგრამ ისრაელის მთავრობა მაინც ინვალიდად აღმიქვამს, ისრაელში სიტყვა შშმ პირს არ იყენებენ, შესატყვისი არ აქვთ... ინვალიდობის სტატუსი მაქვს და 41 წლის ასაკიდან პენსიონერი ვარ.

- როგორც ისრაელის მოქალაქეს?

- დიახ, ჩემს შემთხვევაში ისრაელის მოქალაქეობის მიღება ჩვენი ებრაული წარმომავლობის მიხედვით მოხდა... ჩემი ახალციხელი ბაბუის ოჯახი ებრაელები იყვნენ. ახლაციხის დიდ და ლამაზ სინაგოგას დღემდე ლევიშვილები, ჩემი ბიძაშვილები უვლიან, პატრონობენ... წინამძღოლი სიმონ ლევიშვილი შარშან გარდაიცვალა, ახლა მისი შვილია წინამძღოლი, ჩვენი ნათესავები არიან...

- ისევ ჩვენს საუბარს რომ დავუბრუნდეთ, კიდევ რას გვეტყოდით ისრაელის სამედიცინო სფეროს შესახებ?

- მამაჩემს 2012 წელს ხორხის სიმსივნე დაუდგინდა და გადაწყვიტა, რომ საქართველოში ემკურნალა. ძალიან გააწვალეს, დასხივებებით ხორხი ჩაუწვეს, ზოგჯერ კლინიკაში მეც მივყვებოდი და მახსოვს, გარემოც კი გვაშინებდა... ახლა, არ ვიცი, იქ რა ხდება, 12 წლის წინანდელ ამბებს გიყვებით, იმჟამად საშინელი უპირობობა იყო... გარკვეული პერიოდის შემდეგ გვითხრეს, რომ მამა გამოჯანმრთელდა, შემდეგ არანაირი კონტროლის ქვეშ არ ყოფილა და ოთხი წლის შემდეგ იგივე სიპტომებით, ისევ იქ აღმოჩნდა. შემდეგ ჩემმა დამ ძალიან მკაცრად გადაწყვიტა მამა სამკურნალოდ ისრეალში წამოსულიყო... 2018 წელს მამაც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა, ერთ თვეში საავადმყოფოში დააწვინეს და დღეს ის 80 წლის ასაკში სრულიად გამოჯანმრთელებულია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ მედიცინის მიმართულებით ისრაელი სხვა პლანეტაზეა...

- ახსენეთ, რომ გამომუშავებულ სოციალურ ანაზღაურებას იღებთ, კიდევ რა შეღავათებია?

- სამედიცინო მომსახურება ხომ თითქმის უფასოა და ჩემი ქალაქიდან ბეერ-შევადან თელ ავივში რომ დავდიოდი, სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიები ტრანსპორტირების ფულს მიხდიდნენ... სახელმწიფო დაზღვევაში ვარ გაწევრებული, ცალკე, ინდივიდუალური დაზღვევა არ მაქვს და არც მჭირდება. ძალიან დიდი შეღავათები მაქვს კომუნალურ, სატრანსპორტო, მიწის გადასახადზე (ისრაელში ბინას ყიდულობ თუ არა, მიწის გადასახადს იხდი)... სახელმწიფო მიხდის ბინის ქირის 30%-ს. აქ მცოცავი გადასახადებია და უამრავ საკითხს მოიცავს. შენს მიერ გადახდილ გადასახდს, თვალნათლივ ხედავ სად იხარჯება. ესენია - თავდაცვა, ჯანდაცვა, საპენსიო ფონდი, განათლება და ასე შემდეგ...

- როგორ ბინაში ცხოვრობთ?

- ნორმალურ ბინაში ვართ, ნორმალური პირობებია, რა თქმა უნდა, თავშესაფრის ოთახიც გვაქვს... ჩვენთან ახლოს, დაახლოებით, ხუთ კილომეტრში საკმაოდ დიდი ავიაბაზაა. რადგან ამ ბოლო დროს ავიაცია ლიბანსა და სირიაში ძალიან აქტიურად მოძრაობს, ბომბავს "ჰამასის", ასე ვთქვათ, დამფინანსებლებს, შესაბამისად, ამ ავიაბაზის განადგურება გადაწყვიტეს. ირანიდან თავდასხმა რომ მოხდა, დრონები, 220 ბალისტიკური რაკეტა გამოუშვეს და ძირითადი დარტყმა ამ ავიაბაზაზე უნდა ყოფილიყო. დრონების და ბალისტიკური რაკეტების ჩამოყრა იორდანიის, ერაყის ტერიტორიებზე მოხდა...ისრაელამდე დაახლოებით 15%-მა მოაღწია, რომელთა ძირითადი სამიზნე იერუსალიმი და ბეერ-შავა იყო.

ჩვენი ქალაქი ღაზიდან დაახლოებით 40 კილომეტრშია. სამომარი მოქმედებები - გვირაბების აფეთქებები, საავადმყოფოების განეიტრალება, როგორც შტაბების და ა.შ. ლამის ეს ყველაფერი მესმის სახლის აივანზე რომ ვზივარ...

- აქედან გამომდინარე, ურთულესი იქნებოდა ისრაელისთვის უმძიმესი დღე - 7 ოქტომბერი...

- მართლაც საშინელება იყო... წარმოიდგინეთ, აქ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, (სოფია 7 წლის, კესარია 13 წლის) ივლისის ბოლოს ჩამოვიყვანე, მთელი აგვისტო სკოლის ამბები ვაგვარეთ, სექტემბერში ცოტა დავლაგდით და შემდეგ აქაური დღესასწაულები დაიწყო...

7 ოქტომბერს, იომ ქიფურის დღესასწაულზე, 6 საათსა და 25 წუთზე საშინელება დაიწყო... თავშესაფრის ოთახში ბავშვების საძინებელი მაქვს მოწყობილი, მე და ჩემი მეუღლეც იქ შევედით და 7 საათის განმავლობაში სირენების ხმა უწყვეტად ისმოდა... ტელეფონში ყველას აპლიკაციები გვაქვს, თუ რამ ხდება, ტელეფონი ყვირილს იწყებს...

თავშესაფრის ოთახი - "მამადი" ისეთი იდეაა, მთელი შენობა რომ დაინგრეს, ის სვეტებზე უნდა დარჩეს. ახალ კორპუსებში ან რეკონსტრუქციულ სახლებში ბევრ ბინას აქვს დაცვის ოთახი: გასქელებული კედლებით, რკინის ჟალუზებით... კედლები 35-40 სანტიმეტრის სისქისაა, მონოლითურად ჩამოსხმული, შუაში ჩამოსხმის დროს, დაახლოებით 7-10 სანტიმეტრის ლითონის ფირფიტებია ჩატანებული. რასაკვირველია, გაზი არ შემოდის, რადგან ქიმიური თავდასხმის დროსაც დაზღვეულები უნდა ვიყოთ. ოთახის კარი კი ტყვიაგაუმტარია. ორმაგი, სამმაგი ლითონის ფირფიტებით შეკრული. საკეტს რომ გადაწევ, 7-8 კაუჭი აქვს, რომლებიც კედელში, იატაკსა და ჭერში შედის. აქვს ავტონომიური განიავების სისტემა... ამ დროს ჩვეულებრივი საძინებელი ოთახია, ისეთი როგორიც ყველას გაქვთ. ბავშვებს სამეცადინო სივრცეც იქ მოვუწყვე. ერთი ოთახი ცალკე თავშესაფრადაა გათვალისწინებული და არაფრით არ განსხვავდება სხვა ოთახებისგან, გარდა იმისა, რაც ჩამოგითვალეთ...

არიან ადამიანები, რომლებსაც ბინაში არ აქვთ თავშესაფრის ოთახი. მეც, ვიდრე ოჯახს გადმოვიყვანდი, ასეთ ბინაში ვცხოვრობდი. თუმცა სართულზეა თავშეაფრის სივრცე და ყველა იქ შედის, თუ სართულზე არ არის, მაშინ ეზოშია და მთელი კორპუსი ეზოს თავშესაფრში მიდის. იმ დროიდან, რაც "მამადის" და რკინის გუმბათის სისტემა დაინერგა, მას შემდეგ აქ ჭურვით არც არავინ დაღუპულა...

ჩემს ცოლ-შვილი, რომლებსაც ავტომატის ხმა არც გაეგოთ, 7 ოქტომბერს უცებ ასეთ ვითარებაში აღმოჩდნენ და ურთულესი იყო. მე უკვე მობილიზებული ვარ, მაგრამ 6 საათი თავშესაფარში ყოფნა საშინელება იყო. სხვა დროს, სირენის მერე ათ წუთი შედიხარ თავშესაფარში და იმ დღეს 6 საათი ვიყავით...ბავშვებს რაღაცეებს ვუყვებოდი, ვუხსნიდი, რადგან სასკოლო ნივთები იმ ოთახში იყო, ვცდილობდი ყურადღება მეცადინეობაზე გადამეტანა. ანეგდოტებსაც კი ვყვებოდი, როცა დაძაბულობისგან კბილები მიკაწკაწებდა. ჩემი მეუღლე განადგურებული იყო და ვთხოვდი, ბავშვებს არაფერი შეემჩნიათ.

ჩემი ძმა, რომელიც ქალაქ ოფაკაიმში ცხოვრობს, მიყვებოდა, ტერორისტები რომ მოცვივდნენ, მეოთხე სართულიდან, ჟალუზიდან ვხედავდი, პირველ სართულებზე როგორ ყოფდნენ ფანჯარაში ავტომატებს და ისროდნენო...7 ოქტომბრის შემდეგ ფსიქოლოგებთან ძალიან დიდი რიგები იყო, ჩემს მეუღლესაც დაჭირდა ფსიქოლოგის დახმარება, მაგრამ ყველგან დაჯავშნილი და დაკავებული იყო. შემდეგ ცოტა ხანს დამამშვიდებელ საშუალებებს იღებდა.

- მიუხედავად ამისა, ისრაელიდან წამოსვლაზე არც გიფიქრიათ...

- არა, რას ამბობთ, ამ ქვეყნის მიტოვება როგორ შეიძლება?! საქართველოს მიტოვებაც საშინელებაა, მაგრამ სიტუაციას რომ ვუყურებდი, ისეთი ნიჰილიზმი იყო, მივხვდი, რომ ცხოვრება აღარ შემეძლო. თავიდან ისრაელში ქარხანაში ვმუშაობდი, მაგრამ საქართველო იმდენად მომენატრა, ისევ დავბრუნდი. შემდეგ ონკოლოგიური დაავადება დამემართა და იძულების წესით წამოვედი... ისრაელში მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ, აქ სახელმწიფო ძალიან გიცავს და ამიტომაც მე, ჩემი ოჯახი აქ ვრჩებით, არსად წასვლას არ ვაპირებთ.