სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერები ჰობიტების არსებობას ადასტურებენ - აღმოჩენილია ჰომინინის სახეობა, რომელიც ინდონეზიაში 700,000 წლის წინ ცხოვრობდა და მხოლოდ 1 მეტრამდე იზრდებოდა
მეცნიერები ჰობიტების არსებობას ადასტურებენ - აღმოჩენილია ჰომინინის სახეობა, რომელიც ინდონეზიაში 700,000 წლის წინ ცხოვრობდა და მხოლოდ 1 მეტრამდე იზრდებოდა

მწე­რალ­მა, “ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნებ­ლის“ შემ­ქმნელ­მა, ჯონ რო­ნალდ რუელ ტოლ­კინ­მა თით­ქმის 90 წლის წინ, შე­საძ­ლოა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მხატ­ვრუ­ლი ჰო­ბი­ტი შექ­მნა, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ჰო­ბი­ტე­ბი რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობ­დნენ და თან ბევ­რად ადრე, ვიდ­რე მწე­რა­ლი წარ­მო­იდ­გენ­და.

ახ­ლა­ხანს არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, კუნ­ძულ ფლო­რეს­ზე, ადა­მი­ა­ნის ნა­თე­სა­ვის, რო­მე­ლიც ხში­რად ცნო­ბი­ლია რო­გორც ჰო­ბი­ტე­ბი, უძ­ვე­ლე­სი ჰო­მი­ნი­დის წი­ნაპ­რის homo floresiensis 700 000 წლის ნა­მარ­ხი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

სულ ნა­პოვ­ნია ოთხი ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის ორი ბავ­შვის გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი ძვლე­ბი.

წი­ნამ­ხრის პა­ტა­რა ძვლის თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის ზო­მას­თან შე­და­რე­ბით, მკვლე­ვა­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს ჰო­მი­ნი­დი სულ რა­ღაც 100 სმ სი­მაღ­ლის იქ­ნე­ბო­და.

  • "კი­დუ­რის ძვლის მცი­რე პრო­პორ­ცი­ე­ბი­დან ჩანს, რომ “ჰო­ბი­ტის“ ად­რე­უ­ლი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი იმა­ზე პა­ტა­რაც კი იყ­ვნენ, ვიდ­რე გვე­გო­ნა" - აცხა­დებს გრი­ფი­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნა­ავ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ადამ ბრუ­მი.

უძ­ვე­ლე­სი ჰო­მი­ნი­დის სა­ხე­ო­ბის ნაშ­თე­ბი მკვლევ­რებ­მა 2003 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ეს ადა­მი­ან­თა მო­ნა­თე­სა­ვე ტი­პე­ბი მხო­ლოდ ერთი მეტ­რის სი­მაღ­ლის იყ­ვნენ, ბევ­რად უფრო მცი­რე ზო­მის, ვიდ­რე სხვა ცნო­ბი­ლი ად­რე­უ­ლი ჰო­მი­ნი­ნე­ბი.

ექ­სპერ­ტე­ბი თვლი­ან, რომ ისი­ნი კუნ­ძულ­ზე ჯერ კი­დევ 50 000 წლის წინ ცხოვ­რობ­დნენ. მაშნ, რო­დე­საც ჩვე­ნი სა­ხე­ო­ბა ავ­სტრა­ლი­ა­ში უკვე დამ­კვიდ­რდა.

მიკ­როს­ტრუქ­ტუ­რის ციფ­რულ­მა მიკ­როს­კო­პამ აჩ­ვე­ნა, რომ ეს ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის ძვლე­ბია.

"რო­დე­საც პირ­ვე­ლად და­ვი­ნა­ხე პა­ტა­რა მხრის ძვა­ლი, მე­გო­ნა, რომ ეს ბავ­შვის იყო, მაგ­რამ გა­მიკ­ვირ­და, როცა მის გან­ვი­თა­რე­ბის სტა­დი­ას და­ვაკ­ვირ­დი", - ამ­ბობს ტო­კი­ოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნა­ავ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი იუ­სუ­კე კა­ი­ფუ.

სულ რა­ღაც 211-220 მი­ლი­მეტ­რი სიგ­რძით, ეს არის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ჰო­მი­ნი­დის მხრის ძვა­ლი, რო­მე­ლიც ოდეს­მე აღ­მო­ჩე­ნი­ლა ზრდას­რულ ჰო­მი­ნიდ­ში.

ადრე მკვლე­ვა­რებ­მა ამ მი­და­მო­ში კბი­ლე­ბი და ყბის ძვა­ლიც კი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მაგ­რამ მხრის ძვლის აღ­მო­ჩე­ნამ ახა­ლი ანა­ლი­ზის კარი გა­ა­ღო.

  • ამ­ჟა­მად არ­სე­ბობს ორი თე­ო­რია იმის ასახ­სნე­ლად, თუ რო­გორ გაჩ­ნდა კუნ­ძულ­ზე “ჰომო ფლო­რე­ზი­ენ­სი­სი“.

პირ­ვე­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ ჰო­მი­ნი­ნი იყო გან­სა­კუთ­რე­ბით ხან­გრძლი­ვი ნა­თე­სა­ვი კი­დევ უფრო ძვე­ლი აფ­რი­კუ­ლი ჰო­მი­ნი­ნი­სა, რო­მე­ლიც თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან მცი­რე იყო.

ალ­ტერ­ნა­ტი­ვა კი ამ­ტკი­ცებს, რომ ეს სა­ხე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვა “ჰომო ერექ­ტუ­სის“ ჯგუ­ფი­დან, რო­მე­ლიც აღ­მო­ცენ­და მახ­ლობ­ლად.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მეცნიერები ჰობიტების არსებობას ადასტურებენ - აღმოჩენილია ჰომინინის სახეობა, რომელიც ინდონეზიაში 700,000 წლის წინ ცხოვრობდა და მხოლოდ 1 მეტრამდე იზრდებოდა

მეცნიერები ჰობიტების არსებობას ადასტურებენ - აღმოჩენილია ჰომინინის სახეობა, რომელიც ინდონეზიაში 700,000 წლის წინ ცხოვრობდა და მხოლოდ 1 მეტრამდე იზრდებოდა

მწერალმა, “ბეჭდების მბრძანებლის“ შემქმნელმა, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინმა თითქმის 90 წლის წინ, შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მხატვრული ჰობიტი შექმნა, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ჰობიტები რეალურად არსებობდნენ და თან ბევრად ადრე, ვიდრე მწერალი წარმოიდგენდა.

ახლახანს არქეოლოგებმა ინდონეზიაში, კუნძულ ფლორესზე, ადამიანის ნათესავის, რომელიც ხშირად ცნობილია როგორც ჰობიტები, უძველესი ჰომინიდის წინაპრის homo floresiensis 700 000 წლის ნამარხი აღმოაჩინეს.

სულ ნაპოვნია ოთხი ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის გაქვავებული ძვლები.

წინამხრის პატარა ძვლის თანამედროვე ადამიანის ზომასთან შედარებით, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს ჰომინიდი სულ რაღაც 100 სმ სიმაღლის იქნებოდა.

  • "კიდურის ძვლის მცირე პროპორციებიდან ჩანს, რომ “ჰობიტის“ ადრეული წინამორბედები იმაზე პატარაც კი იყვნენ, ვიდრე გვეგონა" - აცხადებს გრიფიტის უნივერსიტეტის თანაავტორი, პროფესორი ადამ ბრუმი.

უძველესი ჰომინიდის სახეობის ნაშთები მკვლევრებმა 2003 წელს აღმოაჩინეს. ეს ადამიანთა მონათესავე ტიპები მხოლოდ ერთი მეტრის სიმაღლის იყვნენ, ბევრად უფრო მცირე ზომის, ვიდრე სხვა ცნობილი ადრეული ჰომინინები.

ექსპერტები თვლიან, რომ ისინი კუნძულზე ჯერ კიდევ 50 000 წლის წინ ცხოვრობდნენ. მაშნ, როდესაც ჩვენი სახეობა ავსტრალიაში უკვე დამკვიდრდა.

მიკროსტრუქტურის ციფრულმა მიკროსკოპამ აჩვენა, რომ ეს ზრდასრული ადამიანის ძვლებია.

"როდესაც პირველად დავინახე პატარა მხრის ძვალი, მეგონა, რომ ეს ბავშვის იყო, მაგრამ გამიკვირდა, როცა მის განვითარების სტადიას დავაკვირდი", - ამბობს ტოკიოს უნივერსიტეტის თანაავტორი, პროფესორი იუსუკე კაიფუ.

სულ რაღაც 211-220 მილიმეტრი სიგრძით, ეს არის ყველაზე პატარა ჰომინიდის მხრის ძვალი, რომელიც ოდესმე აღმოჩენილა ზრდასრულ ჰომინიდში.

ადრე მკვლევარებმა ამ მიდამოში კბილები და ყბის ძვალიც კი აღმოაჩინეს, მაგრამ მხრის ძვლის აღმოჩენამ ახალი ანალიზის კარი გააღო.

  • ამჟამად არსებობს ორი თეორია იმის ასახსნელად, თუ როგორ გაჩნდა კუნძულზე “ჰომო ფლორეზიენსისი“.

პირველი ამტკიცებს, რომ ჰომინინი იყო განსაკუთრებით ხანგრძლივი ნათესავი კიდევ უფრო ძველი აფრიკული ჰომინინისა, რომელიც თავიდანვე ძალიან მცირე იყო.

ალტერნატივა კი ამტკიცებს, რომ ეს სახეობა შეიძლება წარმოიშვა “ჰომო ერექტუსის“ ჯგუფიდან, რომელიც აღმოცენდა მახლობლად.

წყარო

იხილეთ ასევე: