კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასავლეთიდან ყველანაირი სახის დაფინანსება შეწყდება, რადგან საქართველო დასავლეთისადმი მტრული, ხოლო რუსეთთან მეგობარი სახელმწიფო გახდა" - რომან გოცირიძე
"დასავლეთიდან ყველანაირი სახის დაფინანსება შეწყდება, რადგან საქართველო დასავლეთისადმი მტრული, ხოლო რუსეთთან მეგობარი სახელმწიფო გახდა" - რომან გოცირიძე

და­სავ­ლე­თი­დან ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ხის და­ფი­ნან­სე­ბა შე­წყდე­ბა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო და­სავ­ლე­თი­სად­მი მტრუ­ლი, ხოლო რუ­სეთ­თან მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო გახ­და - ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია!, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს "ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის" დე­პუ­ტატ­მა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

გო­ცი­რი­ძის შე­ფა­სე­ბით, პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა ისე წა­ვი­დეს, რომ ქვე­ყა­ნას გზის გაყ­ვა­ნის ფუ­ლიც არ ჰქონ­დეს, რა­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ეკის­რე­ბა.

გო­ცი­რი­ძის თქმით, "ამომ­რჩე­ველ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ სა­ი­ქი­ო­ში უნდა გა­უშ­ვას".

"ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი ლარი გა­ჩერ­და აშშ-დან, გერ­მა­ნი­ი­დან, ევ­რო­კავ­ში­რი­დან, და­ნი­ი­დან. თუ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" პო­ლი­ტი­კა ასე გა­აგ­რძე­ლა, ქვე­ყა­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სურ, ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ იზო­ლა­ცი­ა­ში მო­ექ­ცე­ვა.

ამას კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა, რად­გან დახ­მა­რე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბას დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით მიჰ­ყვე­ბა არამ­ხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მხრი­დან დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტა, არა­მედ და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტა ისე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო და საკ­რე­დი­ტო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მხრი­დან, რო­გო­რიც არის მსოფ­ლიო ბან­კი, სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი, ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კი, ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი ანუ მთე­ლი ის მი­ლი­არ­დო­ბით ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, რაც ევ­რო­კავ­შირ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის მიერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ეს კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სა­უ­ბა­რი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო რა­ტომ უნდა გვა­სან­ქცი­რებ­დეს - ასან­ქცი­რე­ბენ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­საც, ირან­საც და რუ­სეთ­საც, რად­გან მთავ­რო­ბე­ბი არი­ან ის შე­მოქ­მე­დე­ბი, რო­მელ­თა მიერ გა­წე­უ­ლი პო­ლი­ტი­კა ვნებს ქვე­ყა­ნა­სა და ხალ­ხს - ასან­ქცი­რე­ბენ მთავ­რო­ბას!

და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის დახ­მა­რე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ბი­უ­ჯეტ­ში მი­დი­ო­და, ზოგი ლა­რის გამ­ყა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მთე­ლი 1.2 მი­ლი­არ­დი ვაქ­ცი­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყო. და­სავ­ლე­თის დახ­მა­რე­ბა ხმარ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ სფე­როს, ჯან­დაც­ვას, გა­ნათ­ლე­ბას და ასე შემ­დეგ.

ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის და­სავ­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის სად მი­დი­ო­და - მი­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლოს ოჯა­ხე­ბის შიმ­ში­ლის­გან გა­და­სარ­ჩე­ნად", - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

ავტორი:

"დასავლეთიდან ყველანაირი სახის დაფინანსება შეწყდება, რადგან საქართველო დასავლეთისადმი მტრული, ხოლო რუსეთთან მეგობარი სახელმწიფო გახდა" - რომან გოცირიძე

"დასავლეთიდან ყველანაირი სახის დაფინანსება შეწყდება, რადგან საქართველო დასავლეთისადმი მტრული, ხოლო რუსეთთან მეგობარი სახელმწიფო გახდა" - რომან გოცირიძე

დასავლეთიდან ყველანაირი სახის დაფინანსება შეწყდება, რადგან საქართველო დასავლეთისადმი მტრული, ხოლო რუსეთთან მეგობარი სახელმწიფო გახდა - ეს მხოლოდ დასაწყისია!, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძის შეფასებით, პროცესები შეიძლება ისე წავიდეს, რომ ქვეყანას გზის გაყვანის ფულიც არ ჰქონდეს, რაზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს მთავრობას ეკისრება.

გოცირიძის თქმით, "ამომრჩეველმა "ქართული ოცნების" ხელისუფლება პოლიტიკურ საიქიოში უნდა გაუშვას".

"ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი გაჩერდა აშშ-დან, გერმანიიდან, ევროკავშირიდან, დანიიდან. თუ "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკა ასე გააგრძელა, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში მოექცევა.

ამას კატასტროფული შედეგები ექნება, რადგან დახმარებების შეჩერებას დომინოს პრინციპით მიჰყვება არამხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან დახმარების შეწყვეტა, არამედ დაფინანსების შეწყვეტა ისეთი საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ინსტიტუტების მხრიდან, როგორიც არის მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი ანუ მთელი ის მილიარდობით ინვესტიციები, რაც ევროკავშირთან დაკავშირებული სტრუქტურების მიერ ხორციელდება.

ეს კატასტროფა იქნება, მაგრამ საუბარი იმის თაობაზე, რომ მეგობარი სახელმწიფო რატომ უნდა გვასანქცირებდეს - ასანქცირებენ ჩრდილოეთ კორეასაც, ირანსაც და რუსეთსაც, რადგან მთავრობები არიან ის შემოქმედები, რომელთა მიერ გაწეული პოლიტიკა ვნებს ქვეყანასა და ხალხს - ასანქცირებენ მთავრობას!

დასავლეთის ქვეყნების დახმარების უდიდესი ნაწილი ბიუჯეტში მიდიოდა, ზოგი ლარის გამყარებას ემსახურებოდა. პანდემიის პერიოდში მთელი 1.2 მილიარდი ვაქცინებისთვის გამოიყო. დასავლეთის დახმარება ხმარდება სოციალურ სფეროს, ჯანდაცვას, განათლებას და ასე შემდეგ.

ყველამ ძალიან კარგად იცის დასავლური დახმარებების სად მიდიოდა - მიდიოდა საქართველოს ოჯახების შიმშილისგან გადასარჩენად", - განაცხადა რომან გოცირიძემ.