პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თენგიზ ცერცვაძემ ჩვენი მოსახლეობა უმძიმეს დაავადებათაგან იხსნა და მრავალთა სიცოცხლე გადაარჩინა" - ილია მეორე
"თენგიზ ცერცვაძემ  ჩვენი მოსახლეობა უმძიმეს დაავადებათაგან იხსნა და მრავალთა სიცოცხლე გადაარჩინა" - ილია მეორე

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო სამ­ძი­მა­რის წე­რილს ავ­რცე­ლებს.

"დი­დად ვწუხ­ვართ, რომ ჩვენს სამ­ზე­ოს გა­მო­აკ­ლდა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის იმუ­ნო­ლო­გი და ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, სა­ო­ცა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რუ­ლი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, დიდი მკურ­ნა­ლი, ბა­ტო­ნი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის მხარ­და­ჭე­რი­თა და ნდო­ბის წყა­ლო­ბით და, რა თქმა უნდა, თა­ვი­სი ნი­ჭი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბა­ლით მან ქვეყ­ნი­სათ­ვის კრი­ტი­კულ პე­რი­ო­დებ­ში არა­ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა უმ­ძი­მეს და­ა­ვა­დე­ბა­თა­გან იხ­სნა და მრა­ვალ­თა სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა.

ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის სხვა დამ­სა­ხუ­რე­ბა­თა შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ მან თა­ვი­სი სკო­ლა შექ­მნა და ურ­თუ­ლეს ინ­ფექ­ცი­ებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად ძლი­ე­რი აკა­დე­მი­უ­რი გუნ­დი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა.

სა­მა­გა­ლი­თო იყო მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბი­სად­მიც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა თვი­თონ ჰქონ­და, გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ავად­მყო­ფებს არ ერი­დე­ბო­და და უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბი­თა და მა­ნუ­გე­შე­ბე­ლი სი­ტყვით წა­მალ­ზე მე­ტად მათ სუ­ლი­ე­რად ეხ­მა­რე­ბო­და.

ამ თვი­სე­ბა­თა გამო იგი სა­ყო­ველ­თაო პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებ­და. პი­რა­დად მეც მქონ­და მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა და ყო­ველ­თვის დი­დად ვა­ფა­სებ­დი მის პი­როვ­ნე­ბას.

ვუ­სამ­ძიმ­რებ მე­უღ­ლეს, ქალ­ბა­ტონ ანას, ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მთელ კო­ლექ­ტივს, სა­ერ­თოდ მე­დი­კო­სებს და ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და თქვენ­თან ერ­თად შევ­თხოვ ყოვ­ლად­მო­წყა­ლე უფალ­სა ჩვენ­სა იესო ქრის­ტეს ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის უკ­ვდა­ვი სუ­ლის ცხო­ნე­ბას", - ნათ­ქვა­მია სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის წე­რილ­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"თენგიზ ცერცვაძემ ჩვენი მოსახლეობა უმძიმეს დაავადებათაგან იხსნა და მრავალთა სიცოცხლე გადაარჩინა" - ილია მეორე

"თენგიზ ცერცვაძემ  ჩვენი მოსახლეობა უმძიმეს დაავადებათაგან იხსნა და მრავალთა სიცოცხლე გადაარჩინა" - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო სამძიმარის წერილს ავრცელებს.

"დიდად ვწუხვართ, რომ ჩვენს სამზეოს გამოაკლდა საერთაშორისო დონის იმუნოლოგი და ინფექციონისტი, საოცარი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, დიდი მკურნალი, ბატონი თენგიზ ცერცვაძე.

უცხოელი კოლეგების მხარდაჭერითა და ნდობის წყალობით და, რა თქმა უნდა, თავისი ნიჭითა და გამოცდილებალით მან ქვეყნისათვის კრიტიკულ პერიოდებში არაერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებული პროექტი განახორციელა, ჩვენი მოსახლეობა უმძიმეს დაავადებათაგან იხსნა და მრავალთა სიცოცხლე გადაარჩინა.

ბატონი თენგიზის სხვა დამსახურებათა შორის აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მან თავისი სკოლა შექმნა და ურთულეს ინფექციებთან საბრძოლველად ძლიერი აკადემიური გუნდი ჩამოაყალიბა.

სამაგალითო იყო მისი დამოკიდებულება პაციენტებისადმიც. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა თვითონ ჰქონდა, გადამდები დაავადების მქონე ავადმყოფებს არ ერიდებოდა და უშუალო ურთიერთობითა და მანუგეშებელი სიტყვით წამალზე მეტად მათ სულიერად ეხმარებოდა.

ამ თვისებათა გამო იგი საყოველთაო პატივისცემას იმსახურებდა. პირადად მეც მქონდა მასთან ახლო ურთიერთობა და ყოველთვის დიდად ვაფასებდი მის პიროვნებას.

ვუსამძიმრებ მეუღლეს, ქალბატონ ანას, ინფექციური საავადმყოფოს მთელ კოლექტივს, საერთოდ მედიკოსებს და ჩვენს საზოგადოებას და თქვენთან ერთად შევთხოვ ყოვლადმოწყალე უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს ბატონი თენგიზის უკვდავი სულის ცხონებას", - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილში.