კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფინალში რომ ლაშა მარცხდებოდა, შევძახე, მიდი მამი-მეთქი და ხატი ავწიე... ყველა ჩვენი შეძახილი ესმოდა" - ლაშა ბექაურის მამა გამარჯვების შემდგომ შთაბეჭდილებებზე
"ფინალში რომ ლაშა მარცხდებოდა, შევძახე, მიდი მამი-მეთქი და ხატი ავწიე... ყველა ჩვენი შეძახილი ესმოდა" - ლაშა ბექაურის მამა გამარჯვების შემდგომ შთაბეჭდილებებზე

ლაშა ბე­ქა­ურ­მა პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­და­ზე ქარ­თულ ძი­უ­დოს ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი ფურ­ცე­ლი ოქ­როს მედ­ლის ორგზის მო­პო­ვე­ბით ჩა­წე­რა. ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ძი­უ­დის­ტია, რო­მელ­მაც ამ ეტა­პის­თვის 2 ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მი­ით­ვა­ლა. მას ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე კო­რე­ელ მე­ტო­ქეს­თან მო­უ­წია და­პი­რის­პი­რე­ბა, თუმ­ცა მა­ლე­ვე, სულ რა­ღაც წუთ­ნა­ხე­ვარ­ში შეძ­ლო შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­დას­ვლა და ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ტრის­ტან მო­სახ­ლიშ­ვილს სძლია.

გა­დამ­წყვეტ ორ­თაბ­რძო­ლა­ში კი ბე­ქა­ურს მე­ტო­ქე­ო­ბას უწევ­და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მფლო­ბე­ლი, ია­პო­ნე­ლი მუ­რაო სან­ში­რო. ეს იყო დრა­მა­ტუ­ლი შეხ­ვედ­რა, რა დრო­საც, პირ­ვე­ლი ვა­ზა­რი ია­პო­ნელ­მა მო­ი­პო­ვა. ქარ­თველ­მა ჯერ გა­ა­თა­ნაბ­რა ან­გა­რი­ში, ბრძო­ლის მი­წუ­რულს კი კი­დევ ერთი ვა­ზა­რი აიღო და იპო­ნით გა­ი­მარ­ჯვა.

შვი­ლის პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე დიდი გავ­ლე­ნა სწო­რედ გელა ბე­ქა­ურ­მა იქო­ნია, მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო მე­სა­მეკ­ლა­სელ­მა ლა­შამ სო­ფელ­ში, არ­ხი­ლოს­კა­ლოს დარ­ბაზ­ში კახა წიკ­ლა­ურ­თან ძი­უ­დო­ზე სი­ა­რუ­ლი.

ლა­შას წლე­ვან­დელ ბრძო­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ელ­ფე­რი მა­მის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა­მაც შეს­ძი­ნა, რო­მე­ლიც ამ დო­ნის ტურ­ნი­რებ­ზე შვი­ლის გა­მოს­ვლას პირ­ვე­ლად და­ეს­წრო დარ­ბაზ­ში.

რო­გორც kvirispalitra.ge -სთან სა­უ­ბარ­ში გელა ბე­ქა­უ­რი აღ­ნიშ­ნავს, ოლიმ­პი­ა­და­ზე საფ­რან­გეთ­ში შვი­ლის თხოვ­ნით წა­ვი­და.

- ბა­ტო­ნო გელა, გი­ლო­ცავთ ლა­შას გა­მარ­ჯვე­ბას! ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი სა­ნა­ხა­ვი იყო თქვე­ნი გა­მო­ჩე­ნა პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე... რო­გო­რია "301 – ე არაგ­ვე­ლის" მა­მო­ბა? ღვთის­მშობ­ლის ხა­ტით ხელ­ში ლო­ცუ­ლობ­დით შვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბის­თვის...

- დიდი მად­ლო­ბა მო­ლოც­ვის­თვის. უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, უფ­ლის მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი შვი­ლი მყავს. ვერ ვი­ტყვი, რამ­დე­ნად ეკ­ლე­სი­უ­რი ოჯა­ხი ვართ, მაგ­რამ ის შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩვენს გა­მარ­ჯვე­ბა­ში მთა­ვა­რი წვლი­ლი მი­უ­ძღვის უფალ­სა და დე­დაღვთის­მშო­ბელს.

- რო­გორც ადრე ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნეთ, გი­ჭირ­დათ ლა­შას თა­მა­შე­ბის ყუ­რე­ბა ქო­მა­გებ­თან ერ­თად...პა­რიზ­ში წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­გორ მი­ი­ღეთ?

- ტრა­დი­ცი­უ­ლად მარ­ტო ვუ­ყუ­რებ ლა­შას ბრძო­ლას, ვლო­ცუ­ლობ მის­თვის და ხალ­ხთან ერ­თად ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მეძ­ლე­ვა. ახ­ლაც გა­მი­ჭირ­და ხალ­ხთან ერ­თად ყუ­რე­ბა, მაგ­რამ შვილს სჭირ­დე­ბო­და და მის გვერ­დით უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩვენ­მა თა­ნად­გო­მამ, მხარ­და­ჭე­რამ, ერ­თი­ა­ნო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო...წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე

ნა­ხეთ ასე­ვე:

ნოდარი
2

ვულოცავ ჩემპიონობას რა თქმა უნდა და წარმატებებს ვუსურვებ. მაგრამ მაგარი დაცურებული აქვს ტიპს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"ფინალში რომ ლაშა მარცხდებოდა, შევძახე, მიდი მამი-მეთქი და ხატი ავწიე... ყველა ჩვენი შეძახილი ესმოდა" - ლაშა ბექაურის მამა გამარჯვების შემდგომ შთაბეჭდილებებზე

"ფინალში რომ ლაშა მარცხდებოდა, შევძახე, მიდი მამი-მეთქი და ხატი ავწიე... ყველა ჩვენი შეძახილი ესმოდა" - ლაშა ბექაურის მამა გამარჯვების შემდგომ შთაბეჭდილებებზე

ლაშა ბექაურმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ქართულ ძიუდოს ისტორიაში ახალი ფურცელი ოქროს მედლის ორგზის მოპოვებით ჩაწერა. ის პირველი ქართველი ძიუდისტია, რომელმაც ამ ეტაპისთვის 2 ოლიმპიური ოქრო მიითვალა. მას ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე კორეელ მეტოქესთან მოუწია დაპირისპირება, თუმცა მალევე, სულ რაღაც წუთნახევარში შეძლო შემდეგ ეტაპზე გადასვლა და ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს სძლია.

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი ბექაურს მეტოქეობას უწევდა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, იაპონელი მურაო სანშირო. ეს იყო დრამატული შეხვედრა, რა დროსაც, პირველი ვაზარი იაპონელმა მოიპოვა. ქართველმა ჯერ გაათანაბრა ანგარიში, ბრძოლის მიწურულს კი კიდევ ერთი ვაზარი აიღო და იპონით გაიმარჯვა.

შვილის პროფესიულ არჩევანზე დიდი გავლენა სწორედ გელა ბექაურმა იქონია, მისი ინიციატივით დაიწყო მესამეკლასელმა ლაშამ სოფელში, არხილოსკალოს დარბაზში კახა წიკლაურთან ძიუდოზე სიარული.

ლაშას წლევანდელ ბრძოლას განსაკუთრებული ელფერი მამის გულშემატკივრობამაც შესძინა, რომელიც ამ დონის ტურნირებზე შვილის გამოსვლას პირველად დაესწრო დარბაზში.

როგორც kvirispalitra.ge -სთან საუბარში გელა ბექაური აღნიშნავს, ოლიმპიადაზე საფრანგეთში შვილის თხოვნით წავიდა.

- ბატონო გელა, გილოცავთ ლაშას გამარჯვებას! ძალიან ამაღელვებელი სანახავი იყო თქვენი გამოჩენა პარიზის ოლიმპიადაზე... როგორია "301 – ე არაგველის" მამობა? ღვთისმშობლის ხატით ხელში ლოცულობდით შვილის გამარჯვებისთვის...

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი ბედნიერებაა, უფლის მადლიერი ვარ, რომ ასეთი შვილი მყავს. ვერ ვიტყვი, რამდენად ეკლესიური ოჯახი ვართ, მაგრამ ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს გამარჯვებაში მთავარი წვლილი მიუძღვის უფალსა და დედაღვთისმშობელს.

- როგორც ადრე ინტერვიუში აღნიშნეთ, გიჭირდათ ლაშას თამაშების ყურება ქომაგებთან ერთად...პარიზში წასვლის გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ?

- ტრადიციულად მარტო ვუყურებ ლაშას ბრძოლას, ვლოცულობ მისთვის და ხალხთან ერთად ამის საშუალება არ მეძლევა. ახლაც გამიჭირდა ხალხთან ერთად ყურება, მაგრამ შვილს სჭირდებოდა და მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი. ჩვენმა თანადგომამ, მხარდაჭერამ, ერთიანობამ შედეგი გამოიღო...წაიკითხეთ ასევე

ნახეთ ასევე: